მონარქიზმი — მონარქიული სისტემის ან მონარქიული მმართველობის მხარდაჭერა.[1]მონარქისტი არის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს ისეთ მონარქიულ მთავრობის ფორმას, რომელშიც მონარქს არ გააჩნია რაიმე რეალური გავლენა, ხოლო ადამიანი რომელიც აბსოლუტურ მონარქიას ემხრობა როიალისტი ეწოდება. ადამიანი რომელიც ეწინააღმდეგება ყველა ტიპის მონარქიას, მოიხსენიება როგორც რეპუბლიკანისტი.
ისტორია
მონარქიული მმართველობა არის ერთ-ერთი უძველესი პოლიტიკური ინსტიტუციაა.[2] მონარქია ხშირად ლეგიტიმაციად იყენებდა უმაღსეს წმინდა ძალებს (ადრეულ თანამედროვე ევროპაშიღმერთის მანდატს და ჩინეთშისამოთხის მანდატს).
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, იტალიაში განახლდა რესპუბლიკელების და მონარქისტების მეტოქეობა, ჩატარდა რეფერენდუმი უნდა დარჩენილიყო თუ არა იტალია მონარქიად, სადაც რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს და ჩამოყალიბდა თანამედროვე იტალიის რესპუბლიკა.
მიმდინარე მონარქიები
დღევანდელ დღეს მონარქიების უმეტესობა კონსტიტუციურია, როგორც გაერთიანებულ სამეფოსა და ესპანეთში. კონსტიტუციური მონარქიების უმეტესობაში მონარქს მხოლოდ სიმბორული ძალა გააჩნია, თუმცა ზოგ კონსტიტუციურ მონარქიაში, მონარქიმნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიტიკურ საქმეებში. მაგალითად, ტაილანდში მეფე პუმიპონ ადულიადეტი, რომელიც 1946-2016 წლებში იყო მეფე, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სახელმწიფოს პოლიტიკური გეგმების ჩამოყალიბებასა და სხვადასხვა სამხედრო გადატრიალებების დაგეგმვებში. ანალოგიურად მაროკოში, მეფე მუჰამედ VI-ს აქვს გარკვეული, მაგრამ არა აბსოლუტური ძალაუფლება.
ოტო ფონ ჰაბსბურგი მხარს უჭერდა კონსტიტუციური მონარქიის ფორმას რომელიც დაფუძნებული იქნებოდა უზენაესი სასამართლოს უპირველესობაზე, პოზიციის მემკვიდრეობითი გადაცემით და ტრიბუნალის შუამდგომლობით.[3][4]
ნეოპარტიზანული სახელმწიფოს მეტაური და გამაერთიანებელი ძალა
ბრიტანელი პოლიტიკის მეცნიერი ვერონ ბოგდანორი მონარქიას ამართლებს იმ იდეათ, რომ ის სახელმწიფოს აძლევს ლიდერს რომელიც დამოუკიდებელია მთავრობის მეთაურისაგან და სახელმწიფოს ყველას მოქალაქეს აძლევს საუკეთესო წარმომადგენლობას ქვეყნის საგარეო და საშინაო საქმეებში.[5] ბოგდანორი ასევე ამბობს რომ მონარქიას მაგაერთიანებლის როლის თამაში შეუძლია მულტირთნიკურ სახელმწიფოებში, „ბელგიაში მეფე არის ერთადერთი ბელგიელი, როდესაც ყველა დანარჩენი ან ფლემინგელი ან ვალონიელია და ასევე ბრიტანეთის მონაქქი ეკუთნის დიდი ბრიტანეთის ყველა სახელმწიფოს (ინგლისი, უელსი, შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია) და არა რომელიმე კონკრეტულ მათგანს.[5]
თავისუფლების უსაფრთხოება
მონარქისტთა საერთაშორისო ლიგა, რომელიც 1943 წელს დაფუძნდა, ყოველთვის უწევდა პოპულარიზაციას მონარქიას, იმ ბაზისზე რომ მონარქია აძლიერებს თავისუფლებას და თავისუფლებისაკენ სწრაფვას, როგორც დემოკრატიაში ასევე ტირანიაში, რადგანაც მონარქია არ არის დამოკიდებული პოლიტიკოსებზე.
ბრიტანელ-ამერიკელილიბერტარიანელი მწერლის მათიუ ფენეის აზრით, ევროპის კონსტიტუციური მონარქიები „საკუთარ სახელმწიფოებს აარიდეს პოლიტიკური ექსტრიმები როგორებიცაა ფაშიზმი, კომუნიზმი და სამხედრო დიქტატურები; „ნაწილობრივ იმიტომ რომ მონარქები უზრუნველყოფენ პოპულისტი პოლიტიკოსების სურვილების და გეგმების ასრულებას“ კულტურების და ტრადიციების წარმოდგენის დამსახურებით[6] ფენეი ასევე ამტიცებს რომ „ევროპის მონარქიები, როგორებიცაა დანია, ბელგია, შვედეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი, არიან მსოფლიოს ყველაზე სტაბილური, თავისუფალი და წარმატებული სახელმწიფოები“.[6]
ადამიანის სწრაფვა იერარქიისაკენ
1943 წელს, გაზეთ The Spectator-ის ესე, "თანასწორობაში", ბრიტანელიმწერალმაკლაივ ლუისმა გააკრიტიკა ეგალიტარიზმი და მისი სწრაფვა მონარქიის გაუქმებისაკე, ადამიანის ბუნებრივი სწრაფვის საპირისპიროდ, „სადაც ადამიანს ეკრძალება თაყვანი სცეს მეფეს, ის თაყვანს სცემს მილიონერებს, ათლეტებს, ფილმების ვარსკვლავებს ან თუნდაც ცნობილ განგსტერებს და მეძავებს. სულიერი ბუნება, ფიზიკურის მსგავსად, ყოველთვის მოძებნის გზას დაკმაყოფილდეს; არ მისცე მას საკვები და საწამლავის ჭამას დაიწყებს.“[7]
მხარდაჭერა მონარქიების აღდგენის მიმართ
შემდეგი სია გვიჩვენებს, გამოკითხვის შემდეგებს, სახელმწიფოების მოსახლეობის აზრის შესახებ, უკვე გაუქმებული მონარქიების აღდგენასთან დაკავშირებით.
↑Otto von Habsburg "Monarchy or Republic?"დაარქივებული 2019-05-04 საიტზე Wayback Machine. . ("Excerpted from The Conservative Tradition in European Thought, Copyright 1970 by Educational Resources Corporation.")
↑ 25.025.1Johnson, Carol; Wanna, John; Lee, Hsu-Ann (2015) Abbott's Gambit: The 2013 Australian Federal Election. ANU Press, გვ. 281. ISBN978-1-9250-2209-4.
↑"A lot of people of my generation have decided in part because of how important a unifier for the country the Queen has been that actually [the monarchy] is a better system - rationally." (2002)
↑"The monarchy stands for everything that I love and I feel proud to be British. Yes, I am a royalist." (2007)