ქვეყნის უმაღლესი წერტილი — მთა ბინგა (პორტ.Monte Binga) 2436 მ სიმაღლით.
კლიმატი
მოზამბიკში არის ტროპიკული კლიმატი ორი სეზონით: ტენიანი სეზონი ოქტომბრიდან მარტამდე და მშრალი სეზონი აპრილიდან სექტემბრამდე. კლიმატის გარემოებები ძლიერ არის დამოკიდებული სიმაღლეზე. ნალექები მძიმეა სანაპირო ზოლში და მცირდება ჩრდილოეთსა და სამხრეთით. წლიური ნალექიანობა მერყეობს 500-დან 900 მმ-მდე და დამოკიდებულია რეგიონზე, საშუალოდ 590 მმ. ციკლონები ასევე დამახასიათებელია ტენიანი სეზონისთვის. საშუალო ტემპერატურა მაპუტუში ივლისში არის 13-24 °C, ხოლო თებერვალში — 22-31 °C.