მოზამბიკის ეროვნული წინააღმდეგობა (პორტ.Resistência Nacional Moçambicana, რენამო) — მოზამბიკის პოლიტიკური პარტია, სიდიდით მეორე ქვეყანაში. ემხრობა კონსერვატიულ პოზიციებს. პარტიის წარმომადგენელი — აფონსუ დლაკამა (პორტ.Afonso Dhlakama).
ომის დასრულების შემდეგ წარმოადგენს უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას. 2003 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე პარტიმ კონტროლი მოიპოვა ქვეყნის 33 მუნიციპალიტეტიდან 5-ზე.