მონიტორინგი და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეგულაცია, შეიარაღებული ძალების სეპარაცია და მათი დემობილიზაცია, იარაღის მოგროვება და განადგურება ;
საგარეო ძალების მონიტორინგი და უსაფრთხოების სატრანსპორტო დერეფნების უზრუნველყოფა;
კერძო და არარეგულარული შეიარაღებული ჯგუფების მონიტორინგი და შემოწმება;
გაეროს და სხვა ორგანიზაციების სამშვიდობო ოპერაციების მხარდაჭერა და უსაფრთხობის უზრუნველყოფა;
საარჩევნო პროცესების ტექნიკური დახმარება და მონიტორინგი;
ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების კოორდინაცია და მონიტორინგი, განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებულ პირთა, დემობილიზებული სამხედრო პერსონალისა და ადგილობრივ დაზარალებულ მოსახლეობაში.
მისიის სრულფასოვნად განხორციელებისთვის ONUMOZ-ში მსახურობდა 6,625 ჯარისკაცი და სამხედრო პერსონალი, 354 სამხედრო დამკვირვებელი, 1,144 სამოქალაქო პოლიციის ოფიცერი, 355 საერთაშორისო მოსამსახურე, 506 ადგილობრივი პერსონალი და 900 საარჩევნო დამკვირვებელი[2].