მიწობი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ხცისის თემი). ყელეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 680 მეტრი. ხაშურიდან 11 კილომეტრი. 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 128 კომლი, სულ 358 ადამიანი. სოფელში 4 ნაეკლესიარია და დგას კიდევ ე. წ. გოლას საყდარი.
ხაშური
სურამი