ბულბულისციხე — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ქვიშხეთის თემი), ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე შოლას (მტკვრის მარცხენა შენაკადი) სათავეში. ზღვის დონიდან 840 მეტრი, ხაშურიდან 12,5 კმ.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 123 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
157 |
77 |
80
|
2014[1] |
123 |
65 |
58
|
ისტორია
სოფლის სახელწოდება ახალია და წარმოდგება სოფლის განაპირას მდგარი ციხის სახელიდან. სოფელს ადრე ციხისძირი ერქვა. XVIII საუკუნეში აქ ქართლელ აბაშიძეთა ერთ-ერთი მთავარი რეზიდენცია იყო.
ლიტერატურა
სქოლიო