ამერიკელ პოპ მომღერალ და სიმღერების ავტორ ლედი გაგას გამოშვებული აქვს სამი ვიდეო ალბომი და 28 მუსიკალური ვიდეო. სადებიუტო ალბომიდან — The Fame (2008) მან გამოუშვა ექვსი მუსიკალური ვიდეო, მათ შორის არის ვიდეოები სინგლებზე — „Just Dance“, „Poker Face“ და „Paparazzi“. სადებიუტო ალბომის ხელახალი გამოცემიდან — The Fame Monster (2009) გამოუშვა სამი მუსიკალური ვიდეო. სიმღერაზე „Bad Romance“ გადაღებულმა ვიდეომ გაიმარჯვა გრემის დაჯილდოებაზე ნომინაციაში საუკეთესო ვიდეო და MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე გაიმარჯვა რეკორდული რაოდენობის 7 ნომინაციაში, მათ შორის წლის ვიდეოში.[1][2] ალბომის მეორე სინგლზე — „Telephone“ გადაღებული ვიდეო არის „Paparazzi“-ს გაგრძლება, რომელიც ერთად ქმნის მოკლემეტრაჟიან ფილმს. ვიდეო ასევე წარდგენილი იყო MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე წლის ვიდეოს ნომინაციაში, რითაც გაგა გახდა პირველი ქალი შემსულებელი MTV-ს ისტორიაში რომლის ორი ვიდეო ერთ წელს იქნა წარდგენილი წლის ვიდეოზე. 2015 წლის იანვარში ჟურნალმა ბიბორდი ვიდეო 2010-იანი წლების საუკეთესო ვიდეოდ დაასახელა.[1][3] ალბომის მესამე სინგლზე — „Alejandro“ გადაღებულმა ვიდეომ დიდი გამოხმაურება და კირიტკა დაიმსახურა, კათოლიკურმა ლიგამ გაგა მკრეხელობაში დაადანაშაულა.[4]
გაგას მეორე სტუდიური ალბომის — Born This Way (2011) პირველ ამავე სახელწოდების სინგლზე სიურეალიზმით შთაგონებულ ვიდეოში ნაჩვენებია ახალი რასის დაბადება. ვიდეომ MTV-ს მუსიკალური ვიდეობის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა საუკეთესო ქალი შემსრულებლის ვიდეოს და საუკეთესო სოციალური მესიჯის ნომინაციებში.[5] ალბომის მეორე სინგლზე — „Judas“ გადაღებული ვიდეო ბიბლიური სიუჟეტის სახისაა, სადაც მსახიობი ნორმან რიდუსი განასახიერებს იუდა ისკარიოტელს და გაგა განასახიერებს მარიამ მაგდალინელს. ვიდოეში ასახულია მათი თანამედროვე მისიონერობა მოციქულებთან ერთად იერუსალიმში. 2011 წლის დასასრულს გაგამ გამოუშვა ავტობიოგრაფიული ვიდეო სიმღერა — „Marry the Night“ რომელშიც გადმოცემულია გაგას ადრეული წლების ისტორია, თუ როგორ მოიპოვა წარმატება რეგრესთან ერთად.
2013 წელს გაგამ გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი — ARTPOP, რომლის პირველ სინგლზე — „Applause“ გადაღეულ ვიდეოში ნაჩენებია სხვადახსვა მხატვრული სცენები, მათ შორის გაცოცხლებულია რენესანსის ეპოქის მხატვარ სანდრო ბოტიჩელის ცნობილი ტილო ვენერას დაბადება. ალბომის მესამე სინგლზე — „G.U.Y.“ გაგამ გადაიღო 11 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. 2014 წელს გაგამ ითანამშრომლა ჯაზის მომღერლ ტონი ბენეტთან და გამოუშვა ჯაზის სტანდარტების ალბომი Cheek to Cheek, ალბომიდან გაგამ გამოუშვა ოთხი სტუდიური ვიდეო სადაც ნაჩვენებია ალბომზე მუშაობის ამსახველი კადრები. 2015 წელს გაგამ გამოუშვა ვიდეო სიმღერაზე — „Til It Happens to You“ რომელიც ეხება სექსუალურ ძალადობას საუნივერსიტეტო კამპუშებში. მომღერლის მეხუთე სტუდიური ალბომი — Joanne გამოვიდა 2016 წელს, რომლიდანაც გაგამ გამოუშვა ტრილოგია სიმღერებზე — „Perfect Illusion“, „Million Reasons“ და „John Wayne“, სამივე ვიდეო ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
გაგას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სატელევიზიო შოუებში, მათ შორის არის მთავარი როლი ანიმაციურ სერიალში — სიმფსონები სადაც გაახმოვანა საკუთარი თავი. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში და სატელევიზიო რეკლამებში. 2011 და 2013 წლებში გაგამ ჩაწერა მადლიერების დღის სპეციალური შოუები — A Very Gaga Thanksgiving და Lady Gaga and the Muppets' Holiday Spectacular. 2015 წელს საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალ ამერიკული საშინელებათა ისტორიის მეხუთე სეზონში — სასტუმრო გაგამ შეასრულა მთავარი როლი რომლისთვისაც მიიღო ოქროს გლობუსის ჯილდო, 2016 წელს გაგამ ასევე მიიღო მონაწილეობა სერიალის მეექვსე სეზონში — როანოკი.
მუსიკალური ვიდოები
•
აღნიშნავს მუსიკალურ ვიდეოს რომლის რეჟისორიც არის თავად ლედი გაგა
ვიდეოს დასაწყისში გაგა თავის მოცეკვავეებთან ერთად მიდის უკვე დამთავრებულ წვეულებაზე სადაც უმეტესობას უკვე სძინავს, ის იწყებს სიმღერას და ცეკვას, ცდილობს გააღვიძოს წვეულებაზე მყოფები და აიყოლიოს ცეკვაში.
სიმღერაზე გაგამ გამოუშვა ორი მუსიკალური ვიდეო - პირველი ოფიციალური მუსიკალური ვიდეო და მეორე ტელეკომპანია ABC სატელევიზიო სერიალის Dirty Sexy Money-ის ვერსია, რომელშიც გამოყენებული იყო კადრები სერიალიდან და კადრები სიმღერის ოფიციალური ვერსიიდან. ორივე ვერსიაში გაგა ცეკვავს სასახლის სხვადასხვა ოთახებში სადაც მიმოფანტულია ბევრი ფული.
ვიდეო გადაღებულია მალიბუში მდიდრულ ვილაზე სადაც ნაჩვენებია გაგას დამოკიდებულება მოდაზე და მისი იდეები პოპ კუტურის მიღმა. ვიდეოში გაგა თამაშოვს პოკერს გახდაზე და პროვოცირებას მამაკაცზებზე. ვიდეო არის ფუტურისტული ფანტასტიკის სტილის.
ვიდეო შთაგონებულია ნიუ-იორკის მიწისქვეშა ცხვოვრებით, ვიდეოში გაგა ცეკვავს მეტროსადგურში და ავტომაქანების პარკიგზე. ვიდეო არის ერთგვარი ტრიბიუტი ნიუ-იორკის ცხოვრების წესის.
ვიდეოში ასახულია თუ როგორ დაყვებიან პაპარაცები გაგას ყველგან. იგი კინაღამ მოკლა თავისმა პარტნიორმა, რომელზეც გაგამ მოგვიანებით შური იძია და მოკლა. ვიდეოს დასასრულს გაგა თავად რეკავს პოლიციაში, ატყობინებს მკლელობის შესახებ და სრულდება მისი დაკავებით.
ვიდეოში გაგა ბანაობს ირეალურ თეთრ აბაზანაში საიდანაც მას იტაცებენ სუპერ მოდელები და აძალებენ ალკოჰოლის და ნარკოტიკების მიღებას, რის შემდეგაც მას ყიდიან რუს მაფიაზე პროსტიტუციის მიზნით. ვიდეოს ბოლოს გაგა კლავს ადამიანს, რომელმაც შეიძინა ის.
ვიდეო Paparazzi-ის გაგრძელება. ხუთი წლის შემდეგ გაგა გამოდის ციხიდან ბიონსეს დახმარებით რომელმაც გადაიხადა გირაო. შემდგობ გაგა და ბიონსე მიდიან სასადილოში სადაც კლავენ ბიონსეს ქმარს და სასადილოში მყოფ ყველა ადამიანს. ვიდეო სრულდება გაქცევის სცენით. ვიდეო შთაგონებულია კვენტინ ტარანტინოს ფილბეით მაკულატურა (1994) და მოკალი ბილი, ტომი 1 (2003).
ვიდეო შთაგონებულია გაგას სიყვარულით გეი საზოგადოების მიმართ. ვიდეოში გაგა კაბარეს სტილში ცეკვავს ჯარისკაცებთან ერთად, ასევე ვიდეოში მამაკაცებს აცვიათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. ვიდეოს დასასრულს გაგა განასახიერებს მონაზონს და ყლაპავს კრიალოსანს, კათოლიკურმა ლიგამ ვიდეო გააკრიტიკა და გაგა მკრეხელობაში დაადანაშაულა.
ვიდეო შთააგონებულია სალვადორ დალის და ფრენსის ბეკონისსიურრეალიზმის ნამუშევრებით. ვიდეო მხოგვითხრობს ახალი რასის დაბადებაზე, რომლის მთავარი ამბიციაა ადამიანები იყვნენ ერთად და თავისუფლები. ვიდეოში გაგა ასევე ცეკვავს ახალ რასასთან ერთად.
ვიდეო მარტივი სახისაა და რადიკალურად განსხვავდება გაგას წინა ნამუშევრებისგან. ვიდეოში გაგა მარტოდ ვეკვავს ქუჩაშ. მასში არ არის გამოიყენება რთული ქორეოგრაფია, მოცეკვავეების გუნდი და კოსტიუმების ხშირი ცვლა. გაგას მხოლოდ ერთი კოსტიუმი აცვია, რომელიც ეკუთვნის ვერსაჩეს. ვიდეოში ასევე მონაწილეობს კლარენს კლემონსი რომელიც ასრულებს საქსოფონის სოლოს.
ვიდეო გადაღებულია ნებრასკას შტატის ქალაქ სპრინგფილდში. ვიდეოში მონაწილეობს გაგას მამაკაცი ალტერ ეგო ჯო კალდერონე და ასევე გაგას ქალთევზა ალტერ ეგო Yüyi. ვიდეოს მთავარი კონცეფციაა გაგას მოგზაურობა თავის პარტნიორთან ყოფნისათვის.
გაგას ავტობიოგრაფიული ვიდეო რომელიც გადაღებულია ნიუ-იორკში. ვიდეოში აღწერილია გაგას ცხოვრების ადრეული წლები, როდესაც მან გააფორმა კონტრაქტი ლეიბლთან Def Jam Recordings, რომელმაც მოგვიანებით კონტრაქტი რამდენიმე თვეში გაუუქმა. ვიდეოში აღწერილია კონტრაქტის გაუქმების პოსტ-ტრავმული პერიოდი. ვიდეოს დასასრულს გაგა აფორმებს კონტრაქტს მის ამჟამინდელ ლეიბლთან Interscope Records.
ვიდეო შთაგონებულია სხვადახსვა ხელოვნების ნიმუშებით, მათ შორის არის სანდრო ბოტიჩელის ცნობილი ტილო ვენერას დაბადება, ენდი უორჰოლის ნამუშევრები და ჯონ გალიანოს 2009 წლის მოდის ჩვენება. ფერადი და შავ-თეთრი სცენების ნაზავით გადმოცემულია ვიდეოს მხატვრული და კომპექსური ხასიათი. ვიდეოში გაგას აქვს გედის ტანი, ჩიტის კუდი, ატარებს ზღვის ნიჟარებისგან შექმნილ საცურაო კოსტუმს და ასევე ზის გიგანტურ ქუდში.
ვიდეოს პრემიერა დაგეგმილი იყო 2013 წლის დეკემბერში, თუმცა მოგვიანებით ვიდეოს გამოშვება უცნობი მიზეზების გამო გაუქმდა. 2014 წლის ივნისში ინტერნეტში გავრცელდა კადრები ვიდეოდან.
ვიდეო გადაღებულია კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-საიმონში მდებარე ლენდმარკის ვილაში Hearst Castle. ვიდეოს დასაწყისში გაგა არის მითოლოგიური ფრინველ ფენიქსის როლში და ნაჩვენებია თუ როგორ დაეცა იგი და შემდგომ როგორ აღსდგა თავის მიმდევრებთან ერთად ნეპტუნის აუზში. ძალების აღდგენის შემდგომ გაგა იწყებს შურისძიებას იმ მამაკაცების მიმართ, რომლებსაც იგი მხოლოდ ფულის გამო სჭირდებოდათ და მისი დაცემის შემდგომ მიატოვეს. გაგა ცვლის მათ კლონით სახელად G.U.Y. რომელშიც გაერთიანებულია იესო ქრისტეს, მაჰათმა განდის, მაიკლ ჯექსონის და ჯონ ლენონისდნმ. კლიპის დასასრულს გაგა ათავისუფლებს მუსიკალურ ინდუსტრიას და ქმნის საზოგადოებას, რომელიც ემსახურება ხელოვნებას.
შავ-თეთრი ვიდეო 2015 წლის დოკუმენტური ფილმისათვის სანადირო ადგილი, ვიდეო არის საჯარო სამსახურის განცხადების ხასიათის, რომელშიც გადმოცემულია სხვადასხვა ინსტანციის ქალთა მიმართ ძალადობის და სექსუალური თავდასხმების ამსახველი კადრები. ვიდეოს დასასრულს ნაჩვენებია თუ როგორ პოულობენ თანადგომას ახლობლებისგან და მეგობრებისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი.
ვიდეო გადაღებულაი უდაბნოში სადაც გაგა მღერის თავის გულშემატკივრების წინაშე. ვიდეოში ასევე მონაწილეობენ სიმღერის პროდიუსერები: კევინ პარკერი, მარკ რონსონი და BloodPop, რომლებიც უკრავენ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე.
ტელეკომპანია HBO-ს მიერ გადაღებული საკონცერტო დოკუმენტური ფილმი მსოფლიო ტურზე The Monster Ball Tour, ასევე ალბომი შეიცავს ბონუს ვიდეოებს რომლის ჩვენებაც არ მომხდარა ტელევზიით.
გერმანული ტელეკომპანია RTL-ის სარეკლამო რგოლების სერია, რომლებიც შთაონებულია სხვადასხვა ფილბეით, მათ შორისაა მეტროპოლისი (1927), 2046 (2004) და ცოდვათა ქალაქი (2005).
ვიდეო რგოლის პრემიერა შედგა შოუში შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში. ვიდეოში გაგა დარბის ბრუკლინის ხიდზე, ვარჯიშობს თავის მოცეკვავეებთან ერთად და თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბრაუზერ Google Chrome-ის საშუალებით ეკონტაქტება გულშემატკივრებს.
გაგა ცეკვავს და სხვამს სასმელს თავის მეგობრებთან ერთად. მათ შორის არიან Semi Precious Weapons, The Dirty Pearls, Lady Starlight და Darian Darling. მეორე ვიდეო რგოლში გაგა ასრულებს სიმღერა Yoü and I-ს ჯაზ ვერსიას.
ბრიტანული საკომუნიკაციო ქსელ O2-ის მუსიკალური აპლიკაციის რეკლამა, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს გაგას მესამე სტუდიური ალბომის ARTPOP-ის (2013) ექსკლუზიურად მოსმენას გამოსვლამდე ექვსი დღით ადრე.
გაგას მესამე მსოფლიო ტურის artRAVE: The ARTPOP Ball ევროპული ნაწილის პრომო ვიდეო. ვიდეოში ბრიტანული საკომუნიკაციო კომპანია O2 მომხმარებლებს სთავაზობს ტურნეს ბილეთების წინასწარ დაჯავშნას.
ვიდო გადაღებულია გაგას ნიუ-იორკის აპარტამენტში სადაც ასახულია თუ როგორ იყენებს გაგა კომპანია Shiseido-ს კოსმეტიკას და შემდგომ მეგობრებთან ერთად მიდის წვეულებაზე.
გაგა და ტონი ბენეტი წიგნის მაღაზიაში არჩევენ საშობაო საჩუქრებს ერთმანეთისათვის როდესაც მოულოდნელად შეხვდებიან ერთმანეთს. პარალელურად კი ასრულებენ სიმღერას Baby, It's Cold Outside.
ვიდეოში სახელწოდებით „The Love Project“, გაგა, ფარელ უილიამსი და ელენ დეჯენერესი მაყურებელს უზიარებენ თუ რას ნიშნავს სიყვარული მათთვის. კამპანიიდან შემოსული თანხა გადაირიცხა საქველმოქმედო ფონდებში, მათ შორის გაგას ფონდში Born This Way Foundation.
პარტნიორობით ფონდ Born This Way Foundation-თან და DonorsChoose.org-თან, ვიდეოში გაგა ასრულებს შტატგარეშე პედაგოგის როლს და ეკითხება მოსწავლეებს თუ ვინ სურთ გახდნენ მომავალში.
↑Talese, Gay (19 სექტემბერი, 2011). „Tony Bennett in the studio“. The New Yorker. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
შეცდომა ციტირებაში ჯგუფი „upper-alpha“ არსებული ტეგებისათვის <ref> ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references group="upper-alpha"/>, ან გამოტოვებულია დამხურავი ტეგი </ref>; $2
Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!