Fox Broadcasting Company, (აგრეთვე ცნობილი როგორც Fox[1][2]) — აშშ-ის სატელევიზიო კომპანია. იგი არის Fox Entertainment Group-ის მფლობელობაში და რუპერტ მორდოკის ნიუს კორპორაციის ნაწილი. მას შემდეგ, რაც იგი 1986 წლის 9 ოქტომბერს დაარსდა, მას მიენიჭა უმაღლესი დონის სატელევიზიო კომპანიის სახელი 18-დან 49 წლამდე მაყურებლისთვის. 2007-2008 წლებში Fox გახდა ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია ამერიკაში.
Fox-ის სახელს იყენებენ სხვა გასართობი არხები, რომლებიც დაკავშირებული არიან ნიუს კორპორაციასთან, მათ შორის: ავსტრალია (ფოქსი8), ბულგარეთი, გერმანია, იაპონია, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, სამხრეთ ამერიკა, პორტუგალია, ბრაზილია და თურქეთი, თუმცა მათ არ აქვთ მსგავსი სატელევიზიო პროგრამა, როგორიც აშშ-ის.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო