იმნათის ტბა — ტბა საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 0,6 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,06 კმ², აუზის ფართობი 0,48 კმ², მაქსიმალური სიღრმე 2 მ. წყალი მტკნარია, საზრდოობს წვიმის წყლით. ტბაში ბინადრობს ლოქო, წვერა, ქორჭილა და სხვა.[2] ტბასთან ახლოს მდებარეობს იმნათის ტორფის საბადო.[3]
სქოლიო