ბარეთის ტბა, ბაშქოის ტბა — ტბა საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს წალკის წყალსაცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1612 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 1,34 კმ², აუზის ფართობი 9,3 კმ², საშუალო სიღრმე 0,82 მ, მაქსიმალური სიღრმე 1,3 მ. მოქცეულია სინკლინურ მულდაში. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით. მუდმივი შენაკადი არ აქვს. მაქსიმალური დონეა გაზაფხულზე, მინიმალური ზაფხულის ბოლოს. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირიდან გაყვანილია არხი, რომელმაც მნიშვნელოვნად დაწია ტბის დონე და შეამცირა მისი ზედაპირის ფართობი.[2]
სქოლიო