ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015 — საქართველოში, კერძოდ თბილისში გამართული ოლიმპიური ფესტივალი 14-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის, რომელიც 26 ივლისს გაიხსნა და 1 აგვისტოს ოფიციალურად დაიხურა.
ისტორია
2010 წლის27 ნოემბერსბელგიაში ეოკ-ის (ევროპის ოლიმპიური კომიტეტი) რიგით 39-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა. ასამბლეის მიზანი იყო 2015 წლის ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ადგილის გარკვევა. არჩევანი გაკეთდა ბრნოსა (ჩეხეთი) და თბილისს შორის. ფარული კენჭისყრის შედეგად 26 ხმით (21-ის წინააღმდეგ) თბილისმა 2015 წლის ზაფხულის რიგით 13 ახალაგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლება მოიპოვა.
მზადება
ოლიმპიადის მზადების პროცესში აშენდა 7 ახალი არენა, გარემონტდა არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა და მონაწილეთათვის მოეწყო ოლიმპიური სოფელი. ასევე, შეიქმნა ოლიმპიადის ლოგო, ჩირაღდანი, თილისმა[2]...
სპეციალურად ოლიმპიადისათვის შეიქმნა 10 ლარიანი ნომინალის ვერცხლის მონეტები, რომლებიც პოლონეთისზარაფხანაში მოიჭრა.
მონეტის ესკიზის ავტორია მხატვარ-დიზაინერი მამუკა გონგაძე.
მონეტების დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფესტივალის ემბლემა და სპორტის ოლიმპიური სახეობების ამსახველი პიქტოგრამები. ოლიმპიური ფესტივალის ლოგო მონეტებზე დატანილია ფერში, საღებავების გამოყენებით.
საქართველომ ოლიმპიურ ფესტივალზე 10 მედლით მეათე ადგილი დაიკავა, რითაც გააუმჯობესა 2012 წლის პირადი რეკორდი მედლების რაოდენობით (8 მედალი) და გაიმეორა 2001 წლის რეკორდი ოქროს მედლების რაოდენობით (4 ოქროს მედალი).