სოხუმის „დინამო“ 1925 წლის 14 იანვარს, ქალაქ სოხუმში ჩამოყალიბდა. 1936 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს სსრ საფეხბურთო ჩემპიონატისა და თასის გათამაშებაში. საქართველოს სსრ ორგზის ჩემპიონი (1947, 1948)[2] და საქართველოს სსრ თასის ორგზის (1944, 1948) მფლობელი.
1944 წლის შემოდგომაზე საქართველოს სსრ თასის გათამაშება გაიმართა, რომელშიც 12 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. სოხუმის „დინამოს“ გარდა,[კომ. 1] აფხაზეთიდან გათამაშებაში ოჩამჩირის საფეხბურთო ნაკრებიც მონაწილეობდა. სოხუმელმა ფეხბურთელებმა მთელი ტურნირი დამაჯერებლად ჩაატარეს. მათ ჯერ მახარაძის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით — 9–0, ხოლო შემდეგ თბილისის „შრომითი რეზერვების“ გუნდს მოუგეს — 6–1 და ფინალში ქუთაისის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ. გადამწყვეტი შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე შედგა და დიხამინჯიას და ვარდიმიადის გოლებს წყალობით კვლავ სოხუმელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–1 დასრულდა. სოხუმის დინამოელები პირველად გახდნენ საქართველოს სსრ თასის მფლობელები. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი მიღწევა კლუბის არსებობის ისტორიაში.[9]
1947 წლის საქართველოს სსრ თასის გათამაშებაში სოხუმის „დინამომ“ მეორედ შეძლო ტურნირის ფინალში გასვლა. მათ თანამიმდევრობით დაამარცხეს ბათუმის „ბურევესტნიკი“ (7–0), მახარაძის (+–-), ოჩამჩირისა (4–2) და ზესტაფონის (4–2) საფეხბურთო ნაკრებები და ფინალში ბათუმის „დინამოს“ პირისპირ წარდგნენ. ბათუმელებმა, თავის მხრივ, ქუთაისის „დინამოსა“ და გუდაუთის ნაკრების გამოუცხადებლობის შემდეგ, მეოთხედფინალურ ეტაპზე ზუგდიდის ნაკრები დაამარცხეს — 5–1, ხოლო ნახევარფინალში, თბილისის 35-ე სკოლის ფეხბურთელთა გუნდი — 3–0. სოხუმისა და ბათუმის დინამოელთა ფინალური შეხვედრა ამჯერად ბათუმელთა გამარჯვებით — 2–0 დამთავრდა. ბათუმის დინამოელებმა კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვეს საქართველოს სსრ თასის მფლობელთა საპატიო ტიტული.
ნისბი აჟიბა, ნ. არგუნი, გენადი ბონდარენკო, ა. გაბუნია, შ. გობეჯიშვილი, ა. გოგიჩაიშვილი, შ. დონდუა, ს. ესაკია, იური ვარდიმიადი, ნიკოლოზ ვარდიმიადი, ვ. ვეკუა, ანდრო ზაზროევი, ვლადიმერ თარბა, გიორგი იოლჩიდი, შ. ლომინაძე, გ. სიგუა, პ. სიჭინავა, გ, ჩხარტიშვილი.
1948 წლის საქართველოს სსრ საფეხბურთო ჩემპიონატის გათამაშებაში 44-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონის ტიტულის მთავარ პრეტენდენტებად სოხუმისა და ქუთაისის დინამოელები განიხილებოდნენ. განვლილ ჩემპიონატზე სოხუმელებმა შეძლეს ქუთაისელთა დამარცხება, თუმცა, ამჯერად ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოახერხეს რევანშის აღება და სოხუმელ თანაკლუბელებს მიმდინარე ტურნირზე ერთადერთი მარცხი აგემეს (5–2), ხოლო თავის მხრივ ორ ფრეს დასჯერდნენ ბათუმისა (1–1) და ფოთის (2–2) დინამოელებთან შეხვედრებში. შედეგად, გათამაშების ბოლო ტურისთვის არსებული მაჩვენებლებით ორივე გუნდს, ქულათა თანაბარი რაოდენობა აღმოაჩნდა და ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი მატჩი დაინიშნა. გადამწყვეტ შეხვედრაში სოხუმელმა ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს (4–2) და ზედიზედ მეორედ მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონის წოდება.
1960-იანები
1965 წლის 22 მაისს საკავშირო თასის 1/16 ფინალში სოხუმს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ესტუმრა. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. გულშემატკივართა ნაწილი, რომელთაც სტადიონზე მოხვედრა ვერ შეძლეს, სოხუმელთა და თბილისელთა შეხვედრას გარშემო სახლების სახურავებიდან ადევნებდა თვალს.
1970-იანები
1977 წლის საფეხბურთო სეზონში სოხუმის დინამოელებმა მეორე ლიგის მეორე ზონაში იასპარეზეს საქართველოს გუნდების ლანჩხუთის „გურიას“, ზუგდიდის და ბათუმის „დინამოს“, სამტრედიის „ლოკომოტივის“, გორის „დილას“ და თბილისის „სპარტაკის“ პარალელურად, სოხუმის „დინამოს“ მეტოქეები იყვნენ ნალჩიკის „სპარტაკი“, მახაჩყალის „დინამო“, ლენინაკანის „შირაკი“, სამტრედიის „ლოკომოტივი“ და სხვა. 22 გუნდს შორის სოხუმის დინამოელებმა მე-14 ადგილი დაიკავეს, გუნდმა 42 შეხვედრაში 14 მოიგო, 11 დამთავრდა ფრედ, ხოლო 17 მატჩში განიცადა დამარცხება. ბურთების შეფარდება 47–62.
ივანე ანასტასიადი, გიორგი ბანცაძე, გურამ ბარამია, გურგენ ბენიძე,[13] ოლეგ ბერულავა, ანატოლი ბიდეევი, ნოდარ ბოხაშვილი, ოთარ გადელია, გოდერძი გოგიშვილი, მერაბ გოგოხია,[14] კოტე გოლეთიანი, ანატოლი დრაჩი, მურთაზ ვეკუა, ნოდარ კაკულია, მალია კაჭარავა, ზურაბ კვეკვესკირი, თენგიზ კიკაჩეიშვილი, გივი კოსტავა, მერაბ ლაკერბაია, ზურაბ ლატარია, ზურაბ ლაშხია, მერაბ მოსიავა, ნიკოლოზ ოსტროვსკი, თემურ ჟანაა, ჯამბულ ჟვანია, ბორის ციკოლია, ვალერი ხარტაკოპულო, რევაზ ხასია, ნუგზარ ხოშტარია.
გურგენ ბენიძე,[13] ოლეგ ბერულავა, მერაბ გოგოხია,[14] ალექსანდრე გუბარი, შოთა თომაშვილი, იური კაბაკოვი, ზურაბ კვეკვესკირი, იური ლოგუა, ვალერიან მელაძე, ბესლან ნანბა,[17] თემურ ჟანაა, თემურ ჟიბა, ვლადიმერ ტესლენკო, მისაკ ტუისუზიანი, მალხაზ ქავთარაძე,[20] ალკაზ ქანთარია,[18] მურმან ქობალია.[21]
სერგეი არუთუნიანი, დაურ ახვლედიანი, გურგენ ბენიძე,[13] კახა გეთია,[42] ირაკლი გელენავა, მერაბ გოგოხია,[14] ჯემალ გუბაზი,[39] გიორგი დოჩია,[23][52] საიდ თარბა, გელა ინალიშვილი, ჯუმა კვარაცხელია,[47] იური ლოგუა, კლემენტი სიჭინავა,[36] ალკაზ ქანთარია,[18] გიორგი ჩალიგავა,[32] გიორგი ჩიხრაძე,[45] ოთარ ძალამიძე,[33] ჯუმბერ ჭითანავა,[37] რომან ხაგბა,[34] მურთაზ ხურცილავა.[40]
სსრ კავშირის თასი 1987–88
საკავშირო თასის 47-ე გათამაშების[კომ. 2][53] ფარგლებში ჩატარებული ექვსი მატჩიდან სოხუმელებმა სამი შეხვედრა მოიგეს, სამი დათმეს — მათ შორის ორივე მერვედფინალური მატჩი თასის მომავალ მფლობელთან ხარკოვის „მეტალისტთან“ (0–3, 1–2) და შესაბამისად, ამავე ეტაპზე დაასრულეს გათამაშება.[54]
სერგეი არუთინიანი, დაურ ახვლედიანი, გურგენ ბენიძე,[13] გენადი ბონდარუკი, რობერტ ბოსტანჯიანი,[57] გოჩა გოგრიჭიანი,[23] ჯემალ გუბაზი,[39] გიორგი დოჩია,[52] როდერ თარბა, საიდ თარბა, გელა ინალიშვილი, სოსო მალანია,[5] ვახტანგ პაპასკირი, გოჩა ჟორჟოლიანი[7] ზურაბ ფარულავა, თენგიზ სიჭინავა, გიორგი ჩალიგავა,[32] ანდრეი ჩეკუნოვი, გიორგი ჩიხრაძე,[45] რომან ხაგბა.[34]
1989 წლის სეზონში სოხუმელებმა წარმატებით იასპარეზეს საკავშირო ჩემპიონატის II ლიგის IX ზონაში და პირველი ადგილი დაიკავეს. ამის შემდეგ ასევე, წარმატებით ჩაატარეს ფლეი-ოფის მატჩები ფერგანის „ნეფტიანიკთან“ და პავლოდარის „ტრაქტორთან“. გადამწყვეტი გამოდგა 1989 წლის 9 ნოემბერს სოხუმში ჩატარებული შეხვედრა ფერგანის „ნეფტიანიკის“ წინააღმდეგ. შეხვედრის მე-15 წუთზე სოხუმელები რომან ხაგბამ[34]თერთმეტმეტრიანით დააწინაურა. ტაიმის მიწურულს კი გიორგი ჩალიგავამ მეორედ აიღო სტუმართა კარი — 2–0. სოხუმის დინამოელებმა საბოლოოდ, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და საკავშირო ჩემპიონატის I ლიგის საგზური მოიპოვეს. რესპუბლიკურ სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრას, რომელიც სულ 10 000 მაყურებელზე იყო გათვლილი — 20 000 მაყურებელი ადევნებდა თვალს.
1990-იანები
1990 წლის დასაწყისში ეროვნული მოძრაობის დაჟინებული მოთხოვნით, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის, პირველი ლიგისა და მეორე ლიგის გათამაშების მონაწილე ქართულ გუნდებს პროტესტის ნიშნად უარი უნდა განეცხადებინათ საკავშირო ჩემპიონატში მონაწილეობაზე, დაეტოვებინათ აღნიშნული პირველობა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე გაეგრძელებინათ ასპარეზობა. საკითხის კატეგორიულად დასმამ საქართველოს საფეხბურთო საზოგადოების ორად გაყოფა გამოიწვია. ქართული ფეხბურთის მესვეურთა ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ ერთი მხრივ, ყველა ქართული კლუბის ერთიანად ჩამოცილება საკავშირო პირველობიდან და მეორე მხრივ, მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებისთვის აუცილებელი სათანადო პირობების მომზადების გარეშე, მათი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ნაჩქარევად გადართვა ბუნებრივად გამოიწვევდა, როგორც საკუთრივ კლუბების, ასევე, მთლიანად ქართული ფეხბურთის დონის გარდაუვალ და მკვეთრ დაცემას. ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის საზიანო, არასასურველი პროცესების განვითარებისა და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მათი თვალსაზრისით, ქართული კლუბებიდან რამდენიმე მათგანს მაინც უნდა შენარჩუნებოდა საკავშირო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება. უმრავლესობა კი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას ემხრობოდა.
სხვა ქართული კლუბების მსგავსად, კრიტიკული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა სოხუმის „დინამოც“, რომელსაც 1990 წელს პირველად უნდა მიეღო მონაწილეობა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში, რისთვისაც კლუბი ბოლო წლებში ძალების სრული დაძაბვით იბრძოდა. ხანგრძლივი შრომისა და ძალისხმევის ფასად მიღწეული შედეგის დათმობა სპორტული თვალსაზრისით კლუბისთვის მეტად მძიმე აღმოჩნდა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში კვლავ აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა. ერთ ნაწილს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის გათამაშებაზე მონაწილეობა მიაჩნდა მართებულად, მეორე ნაწილს — საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე. ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ კლუბს — როგორც ეროვნულ, ისე საკავშირო პირველობაზეც შეეძლო ერთდროულად მონაწილეობის მიღება. აღსანიშნავია, რომ სსრ კავშირის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიაჩესლავ კოლოსკოვი[59] პრინციპულად აყენებდა ქართული კლუბების საკავშირო ჩემპიონატზე მონაწილეობის გაგრძელების საკითხს. თუმცა, საქართველოდან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ ქართულ კლუბებს სსრ კავშირის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან შეუჩერდათ საკავშირო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება. აღნიშნულ მოვლენათა მსვლელობის პარალელურად აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ მიქანბა სოხუმის „დინამოს“ პირველი ლიგის გათამაშებაში დაშვების თაობაზე მოსკოვში კონსულტაციებს გადიოდა.
1990 წლის 17 მარტს სოხუმში გაიმართა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის, სოხუმის „დინამოს“ საფეხბურთო კლუბის საბჭოს, კლუბის დამფუძნებელი ორგანიზაციებისა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე განსახილველი საკითხებით დაინტერესებული საზოგადოების ნაწილის გაფართოებული სხდომა. ამ ერთგვარ საფეხბურთო კონფერენციაზე აფხაზეთის ყველა რაიონისა და ქალაქის სპეციალისტთა უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა. მოწვეული 118 დელეგატიდან შეხვედრას ესწრებოდა — 99.
სხდომაზე თავიდანვე უკმაყოფილება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მოწვეული არ იყო სოხუმის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდი. აღნიშნული ფაქტის თაობაზე პირდაპირ განაცხადეს და თავიანთი პრინციპული მოსაზრება დააფიქსირეს „დინამოს“ კლუბის საბჭოს წევრმა გურამ გაბისკირიამ, საქართველოს ალკკ-ს აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანმა ელგუჯა ქავთარაძემ და სხვებმა. სხდომა გახსნა აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს პირველმა მოადგილემ ვლადიმერ მიქანბამ.[60] პრეზიდიუმის წევრებად 13 დელეგატი იქნა არჩეული, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი და გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე.[61]
დღის წესრიგში იდგა მთავარი საკითხი — თუ რომელ ჩემპიონატზე უნდა მიეღო მონაწილეობა სოხუმის „დინამოს“. გამოითქვა სხვადასხვა აზრი. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ გარემოში წარიმართა. საკითხის განხილვა ფარული კენჭისყრით გადაწყდა. სხდომის 13 მონაწილემ კენჭისყრის დაწყებამდე დატოვა დარბაზი. მათმა უმრავლესობამ დელეგატის მანდატი ჩააბარა. კენჭისყრაზე უარი თქვა გალის რაიონის ყველა წარმომადგენელმა, სოხუმის „დინამოს“ კლუბის პრეზიდიუმის წევრმა გურამ გაბისკირიამ, სოხუმის „დინამოს“ კლუბის საბჭოს წევრებმა — ავთანდილ ბოკერიამ, ამრეკ მინჯიამ, ტარას ბელქანიამ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილემ — სერგო ფიფიამ და სხვებმა. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობდა 86 კაცი. საბოლოოდ, ხმათა უმრავლესობით (71) მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სოხუმის „დინამოს“ საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის შესახებ. ამავე დღეს, დაბა ეშერის სპორტულ ბაზაზე გაიმართა სოხუმის „დინამოს“ ფეხბურთელების კრება. კრების დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ სოხუმის „დინამოს“ ტოვებდნენ: გუნდის მეორე მწვრთნელი — ირაკლი ქოიავა, ადმინისტრატორი — აკაკი პაპავა, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი — ნოდარ კაკულია და გუნდის რვა ფეხბურთელი — ბენიძე,[13] ჟორჟოლიანი,[7] დოჩია, მალანია,[5] ფარულავა, ჩიხრაძე,[45]ინალიშვილი და გოგრიჭიანი.[4]
2000-იანები
2000 წელს ქართული ფეხბურთის მესვეურთა ერთი ნაწილის ინიციატივითა და ძალისხმევით მოხერხდა სოხუმის „დინამოს“ ქართულ საფეხბურთო სივრცეში დაბრუნება. იმავე წლიდან კლუბი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის პირველობაზე ასპარეზობს. 2005–06 წლის საფეხბურთო სეზონში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, გადაწყდა გამონაკლისის სახით სოხუმის „დინამოს“ უმაღლეს ლიგაში დაშვება. გუნდში, ეროვნული ჩემპიონატის კვალობაზე, რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი გამოჩნდა, მათ შორის — გია ჩხაიძე, მამუკა წერეთელი, შოთა ჩომახიძე, ვალტერ გუჩუა, მამუკა რუსია, თემურ გადელია და სხვ. თუმცა, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო კლუბი ჩემპიონატს პირველივე სეზონში გამოეთხოვა.
ავთანდილ ლაბაძე, ლაშა ეგაძე, გია ჩხაიძე, თენგიზ უგრეხელიძე, ლაშა სილაგაძე, გიგა ჟვანია, შოთა ჩომახიძე, კონსტანტინე სეფიაშვილი, ვალტერ გუჩუა, ბესიკ შენგელია, მამუკა რუსია, გოჩა მამფორია, გიორგი ხაჩიძე, ვაჟა ჭყოიძე, ვლადიმერ ერქვანია, მანუჩარ შამუგია, დავით კახელიშვილი, ლევან მაჩალაძე, ირაკლი თოლორდავა, ბექა ფარჯიანი.
2010-იანები
2013 წელს მამუკა ბიძინაშვილის[63] თაოსნობით საფეხბურთო კლუბი „დინამო“ სოხუმი კვლავ დაუბრუნდა ქართულ ფეხბურთს და მას შემდეგ საქართველოს რეგიონული ლიგის უცვლელი მონაწილეა. 2013 წლიდან დღემდე სოხუმის „დინამოს“ მაისურით კლუბის ღირსება 200-ზე მეტმა ფეხბურთელმა დაიცვა. ამავე პერიოდში კლუბმა ოთხი მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა.
2018 წლიდან გუნდი დავით თაქთაქიშვილმა ჩაიბარა.[64][65][66][67][68][69][70] მისი ხელმძღვანელობით სოხუმის „დინამომ“ 58 მატჩი ჩაატარა. აქედან 27 შეხვედრაში გაიმარჯვება მოიპოვა, 20 შეხვედრა დათმო, ხოლო 11 მატჩი ფრედ დაასრულა.
შემადგენლობა 2019
მწვრთნელები
დავით თაქთაქიშვილი (მთ. მწვრთნელი), მამუკა კიკნაძე, ლაშა-გიორგი ქანთარია, კახაბერ კეკელიძე.
მეკარეები
გიორგი ალადაშვილი, ლევან ლობჯანიძე, მამუკა მეტრეველი, დავით ღლონტი.
მცველები
სანდრო ავალიანი, მერაბ გიგაშვილი, ნიკოლოზ გულორდავა, ნიკოლოზ მუშკუდიანი, ნიკოლოზ სამუშია, აკაკი ფუტკარაძე, გიორგი ქეცბაია, თორნიკე ღონღაძე, ნიკოლოზ შავიშვილი, ალექსანდრე შანიძე, ვახტანგ შენგელია.
ნახევარმცველები
თეიმურაზ აზმაიფარაშვილი, გიორგი ამაღლობელი, თორნიკე ბურდული, შიო გვარაძე, ილია გორდაძე, ტატო გუმბათოვი, ნიკა მაისურაძე, დავით მოსულიშვილი, აკაკი ყურაშვილი, გიორგი ჩიქოვანი.
თავდამსხმელები
გიორგი აბულაძე, თორნიკე გობრონიძე, ირაკლი გოგბერაშვილი, მიხეილ კენჭაძე, რევაზ მაჭავარიანი, ლაშა რაზმაძე, ლუკა ხარაიშვილი, ლაშა ხომასურიძე.
2020-იანები
2020 წელს სოხუმის „დინამოს“ მესვეურთა ინიციატივითა და ძალისხმევით, კლუბის ბაზაზე, აფხაზური ფეხბურთის ისტორიაში პირველად შეიქმნა ქალთა საფეხბურთო კლუბი „დინამო“ სოხუმი, რომელიც ამავე წელს შემდეგი შემადგენლობით ჩაერთო საქართველოს ქალთა მე-5 ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში — მეკარეები: მარიამ როსტიაშვილი, ნინო კურტანიძე. მცველები: სოფო ოსიაშვილი, ლანა ქარდავა, თამარ ახობაძე, ელენე ელოშვილი, მარიამ მეტრეველი. ნახევარმცველები: მედეა მუმლაძე, ელენე გაზდელიანი, მარიამ კაკალაშვილი, ნინო ჩანგელია, ანა კულდონაშვილი, თეა მეტრეველი. თავდამსხმელები: თაკო კვალიაშვილი, ლიზი გომელაური, ნინო ჭუჭულაშვილი, ანა კოშაძე, ნეგარ საიდი.
რაც შეეხება ვაჟთა გუნდს, მის რიგებში 2021 წლის გაზაფხულის მეორე ნახევარში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. ქვემოთ წარმოდგენილია გუნდის მიმდინარე შემადგენლობა 5 მაისისთვის არსებული მონაცემებით.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
↑ლაშა გოდუაძე (20 იანვარი, 2016). კარიერა ფრაზებში: ოთარ გაბელია· ციტატა: „...სოხუმის „დინამოში“ გატარებული წლები დაუვიწყარია. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ფეხბურთელობის გემო პირველად სწორედ სოხუმში შევიცანი. იქ იური გრამატიკოპულო და გიგა ნორაკიძე მავარჯიშებდნენ — ორივე მაღალი დონის სპეციალისტი იყო, თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალი.“ · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 19 დეკემბერი, 2019. წყარო:საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2019.
↑Soso Malania· Date of Birth: September 26, 1964 · Birthplace: Senaki · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 19 დეკემბერი, 2019. წყარო:Footballdatabase.eu. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2019.
↑იური გრამატიკოპულო სოხუმის ფეხბურთის გუნდთან ერთად· გრამატიკოპულო, გიორგი (იური) სავის ძე (1930–1992) · ფოტო გადაღებულია თბილისში. მარჯვნიდან დგას: იური გრამატიკოპულო · ფოტოს ავტორი: შანიძე, კონსტანტინე · გამოცემის თარიღი: 8 ივლისი, 1979 · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 19 დეკემბერი, 2019. წყარო:ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი, 2019.
↑ 45.045.145.245.345.4Чихрадзе, Георгий Александрович · Родился: 01.10.1967, г. Гагра, Абхазская АССР, Грузинская ССР · Гражданство: Грузия, СССР · Рост: 178 · Амплуа: защитник, полузащитник. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
↑Габискирия, Юрий Важикович · Родился: 01.09.1968, г. Сухуми, Абхазская АССР, Грузинская ССР · Гражданство: Грузия, СССР · Рост: 176 · Амплуа: полузащитник. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
↑ 47.047.147.2Кварацхелия, Джума Васильевич · Родился: 06.12.1969, г. Гудаута, Абхазская АССР, Грузинская ССР · Гражданство: Россия, СССР · Рост: 170 · Амплуа: полузащитник. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
↑Кварацхелия, T. · Родился: 1962 · Гражданство: СССР · Амплуа: полузащитник. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
↑Чхвиркия, Бесик Резович · Родился: 08.01.1964 · Гражданство: Грузия, СССР · Амплуа: полузащитник. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
↑Олег Долматов о сухумском "Динамо": боль по той команде всегда со мной — ციტატა: „...Владимир Тачевич Миканба, бывший тогда президентом футбольного клуба "Динамо" Сухум, мне тогда сказал прямым текстом: до совсем недавних пор тренировавший команду грузинский тренер написал заявление об уходе, потому что ему все труднее и труднее работать с абхазскими футболистами.“ წყარო:Sputnik-abkhazia.ru. ციტატა: „...До войны оставался еще год, тогда и предположить никто не мог, что она начнется, но напряженность чувствовалась. Ушел грузинский тренер. Ушли грузинские игроки. Все время шли какие-то разговоры. Миканба довольно часто намекал – мол, трудные нынче времена, мол, может, что-то будет. Но на нас это поначалу совершенно не отражалось. Нам-то что? У нас свое дело: игры, тренировки, сборы, база, выезды. Мы входили в Первую лигу и летали по всей стране!“ წყარო:sport.rambler.ru. წაკითხვის თარიღი: 28 დეკემბერი, 2019.
↑მერაბ მამულაშვილი (25 ივლისი, 2018). სოხუმის „დინამოს“ დამფუძნებელი მამუკა ბიძინაშვილი: საკუთარ სტადიონს ავაშენებთ... ეს იქნება უეფას მეორე კატეგორიის კომპლექსი· ციტატა: „...ჩვენ გვყავს სათადარიგო გუნდი, სადაც 16–20 წლის ბიჭები თამაშობენ. ისინი თბილისის პირველობაზე გამოდიან და ასაკით ბევრად უფროს მოწინააღმდეგეებთან თამაშებით იზრდებიან და მიმაჩნია საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებით, მომავალ წელს, რამდენიმე მათგანი მთავარ გუნდში დამკვიდრებასაც შეძლებს. მათი პროგრესისთვის ჩვენი მთავარი მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი და მისი სტაფი ყველაფერს აკეთებენ.“ · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 28 დეკემბერი, 2019. წყარო:გაზეთი „ლელო“. წაკითხვის თარიღი: 28 დეკემბერი, 2019.
↑სერგო კორძაია (12 დეკემბერი, 2018). სოხუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი: იმედია, ახალ სეზონს ახალ სტადიონზე დავიწყებთ· ციტატა: „...2018 წელს სოხუმის „დინამო“ ახალი მთავარი მწვრთნელით შეხვდა. გამოცდილი რევაზ ძოძუაშვილის ნაცვლად, 23 წლის დავით თაქთაქიშვილი დაინიშნა, რომელმაც შემადგენლობა ლამის მთლიანად შეცვალა. მაშინ დაიწყო კლუბის სამწლიანი განვითარების გეგმის განხორციელება.“ · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 29 დეკემბერი, 2019. წყარო:გაზეთი „ლელო“. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
↑Robert O’Connor (17 ივლისი, 2018). Where football meets politics · ციტატა: „...Davit Taktakishvili is the head coach of the ‘other’ Dinamo Sukhumi, heirs to the side created by internally displaced persons (IDPs) who split from Dinamo in the Soviet league and began again in the early 90’s in Tbilisi.“ · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 29 დეკემბერი, 2019. წყარო:New Internationalist. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
↑ილია ნანობაშვილი (3 ოქტომბერი, 2019). ნაძალადევის სტადიონზე სოხუმური დერბი გაიმართა· სოხუმის „დინამომ“ 3–1 აჯობა „ცხუმს“. ციტატა: „...შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის სპორტის კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია და ვეტერანი ფეხბურთელები დაესწრნენ. სოხუმის დინამოს ამჟამად დავით თაქთაქიშვილი წვრთნის, ხოლო ცხუმს – ნუგზარ ბოჯგუა.“ · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 29 დეკემბერი, 2019. წყარო:LeaderSport.geდაარქივებული 2018-08-09 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
↑Роберт О’Коннор (16 დეკემბერი, 2018). Грузинские изгнанники поддерживают память при помощи футбола· ციტატა: „...Существует и другое «Динамо (Сухуми)» — молодежная команда, организованная в Тбилиси и играющая в нижних эшелонах грузинского чемпионата. Как и «Гагра», этот клуб был создан по инициативе снизу, усилиями спортсменов и болельщиков, изгнанных из Абхазии. «Родители считали, что их детям необходимо сохранить принадлежность к Абхазии, — сказал Eurasianet.org тренер команды Давид Тактакишвили. — Хотя они грузины, они хотят помнить о своем бывшем доме. Они были очень взволнованы».“ · დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 29 დეკემბერი, 2019. წყარო:Eurasianet.org. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
↑New Internationalist посвятил статью «Динамо» Сухуми — «Там, где футбол встречается с политикой»· ციტატა: „...Журналист британского издания New Internationalist Роберт О’Коннор посвятил футбольному клубу «Динамо» Сухуми под названием «Там, где футбол встречается с политикой». Сухумская команда играет в «Г» группе Чемпионата региональной лиги Грузии. Команда является правопреемником того «Динамо» Сухуми, который выступал на чемпионате Советского Союза. Сейчас команда базируется в Тбилиси. Интервью изданию дал главный тренер «Динамо» Сухуми Давид Тактакишвили.“ 21.07.2018. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 29 დეკემბერი, 2019. წყარო:1tv.ge. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2019.
↑დავით თაქთაქიშვილის კომენტარი · ს.კ. „დინამო“ სოხუმის მთავარი მწვრთნელის დავით თაქთაქიშვილის კომენტარი მოსამზადებელ ეტაპსა და მეტოქე გუნდზე · წყარო: Dinamo Sokhumi. გამოქვეყნდა 5 მარ. 2018-ში.