საფეხბურთო კლუბი ჩხერიმელა დაარსდა 1982 წელს ძმებ მურთაზ და სოსო აბაშიძეების მიერ. ჩხერიმელა ასპარეზობდა მაშინდელ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, დასავლეთ საქართველოს ზონალურ პირველობაზე.
1987 წლიდან ხელმძღვანელობამ (პრეზიდენტი – თემიკო დევდარიანი) გუნდის შემადგენლობა გააძლიერა, გუნდში მოიყვანა თბილისელი მოთამაშეები და შედეგად გუნდი „ბ“ ლიგიდან „ა“ ლიგაში გადავიდა.
1996-97 წლებისთვის გუნდი დაიშალა და 12 წლის მანძილზე ხარაგაულში მხოლოდ ახალგაზრდული გუნდები არსებობდა.
2009 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ინიციატივით მოხერხდა გუნდის აღდგენა და ჩემპიონატში ჩართვა. ჩხერიმელა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ლიგიდან ჩაერთო და დასავლეთ ზონაში გამოდიოდა, სადაც პირველივე წელს მეოთხე ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის საგზური მოიპოვა.
2010-11 წლებში "ჩხერიმელამ" საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ითამაშა და სეზონი 35 ქულით 11 ადგილზე დაასრულა, ბურთების შეფარდებით 35-45, 7 მოგება, 14 ფრე და 11 წაგება.
2011-12 წლების სეზონში "ჩხერიმელამ" საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველი ეტაპი ჩემპიონატის "ა" ჯგუფში ჩაატარა. ათ გუნდში 28 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა 8 მოგება, 4 ფრე და 6 წაგება. ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გუნდი "ბ" ჯგუფში მოხვდა, და 30 ქულით მეხუთე ადგილს დასჯერდა: 6 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება.
2012-13 წლების სეზონში ხარაგაულის "ჩხერიმელა" ასპარეზობს პირველ ლიგაში, "ბ" ზონაში.
სტადიონი
ხარაგაულის საფეხბურთო მოედანი აშენდა 1981 წელს. 1986 წელს მოედანზე მოეწყო დასაჯდომები. 2010–11 წლებში მოხდა სტადიონის რეაბილიტაცია. შერემონტდა და დაემატა ტრიბუნები, განახლდა მოედნის საფარი. დღეისათვის ტრიბუნა დაახლოებით 400 მაყურებელს იტევს.
ამჟამად სტადიონი ატარებს „ჩხერიმელას“ ყოფილი ფეხბურთელის და მისი ერთ-ერთი დამაარსებლის სოსო აბაშიძის სახელს.
სოსო აბაშიძის სახელობის საფეხბურთო მოედანი.
„ჩხერიმელა“, 1991 წელი.
„ჩხერიმელა“, 1987 წელი.
ორჯონიკიძის რაიონის პირველობის გამარჯვებული რაიკოოპერატივის გუნდი, 1983 წელი.
შემადგენლობა 2010–11
„ჩხერიმელას“ შემადგენლობა 2010–11
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.