ქართული მედია დუგინს ხშირად მოიხსენიებს „კრემლის მთავარ იდეოლოგად“, თუმცა დუგინის გავლენა ყოველთვის ძალიან შეზღუდული იყო, როგორც პოლიტიკურ, ისე - აკადემიურ წრეებში.[11]
დუგინი დაიბადა მოსკოვში, რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს გენერალ-პოლკოვნიკის და სამართლის კანდიდატის ჰელი ალექსანდრეს ძე დუგინის ოჯახში. დედამისი გალინა იყო მედიცინის დოქტორი და კანდიდატი.[12] მამამ ადრევე მიატოვა ოჯახი მაშინ, როცა დუგინი სამი წლის იყო, მაგრამ შვილისთვის მზრუნველობა არ მოუკლია და ის ცხოვრების კარგი სტანდარტებით უზრუნველყო. მას ასევე ხშირად ეხმარებოდა ხელისუფლებასთან პრობლემების მოგვარებაში.[13] 1983 წელს იგი საბაჟო სამსახურში გადაიყვანეს, რისი მიზეზიც ვაჟის ყოფაქცევა იყო.[14] 1979 წელს დუგინი მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში მოეწყო, მაგრამ იგი არ დაუმთავრებია და კორესპონდენციის კურსის გავლა სხვა სასწავლებელში მოუწია.[15]
1980 წელს დუგინი „იუჟინსკის წრეში“ გაწევრიანდა, ავანტგარდული დისიდენტური ჯგუფი, რომელიც სატანიზმსა და სხვა სახის ოკულტიზმში იყო გარეული.[16][17] ჯგუფში ის ცნობილი იყო ნაცისტური მიდრეკილებით, რასაც იგი საბჭოთა აღზრდის წინააღმდეგ ამბოხს უკავშირებს, ვიდრე ჰიტლერისადმი სიმპათიას.[18] მან მიიღო ალტერ ეგო „ჰანს სივერსის“ სახელწოდებით, რაც ვოლფრამ სივერსის გამოძახილია, რომელიც ნაცისტი პარანორმალური მოვლენების მკლევარი იყო.[19] მან დამოუკიდებლად ისწავლა იტალიური, გერმანული, ფრანგული და ინგლისური,[20] ის ასევე ფლობს ესპანურ ენას.[21]ვ. ი. ლენინის ბიბლიოთეკაში მან აღმოაჩინა იულიუს ევოლას ნაშრომები და ტრადიციონალისტური სკოლის შეხედულებები გაიზიარა.[22]
1997 წელს დუგინმა გამოსცა გეოპოლიტიკის საფუძვლები; ნამუშევარი რომელიც გამოიყენებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის სახელმძღვანელოდ, რაც აშშ-ს პოლიტოლოგებს აფრთხილებდა[26] და მათ მიერ ზოგჯერ მოხსენიებული იყო, როგორც „რუსეთის ბედის მანიფესტი“.[27] იმავე წელს, მან ასევე გამოაქვეყნა სტატია „Fascism – Borderless and Red“, სადაც აცხადებდა რუსეთში „ნამდვილი, ჭეშმარიტი, რადიკალურად რევოლუციური და თანმიმდევრული, ფაშისტური ფაშიზმის“ მოსვლას. მას სჯერა, რომ ეს „არავითარ შემთხვევაში არ არის ნაციონალურ-სოციალიზმის რასისტული და შოვინისტური ასპექტი, რამაც განსაზღვრა მისი იდეოლოგია. ამ იდეოლოგიის ექსეცესები გერმანიაში მხოლოდ გერმანელების საქმეა... ხოლო რუსული ფაშიზმი არის კომბინაცია ბუნებრივი ნაციონალური კონსერვატივიზმის, ცვლილებების ჭეშმაირიტი მგზნებარე სურვილით.[28] მისი თქმით Waffen-SS და განსაკუთრებით ამ ორგანიზაციის სამეცნიერო სექტორი, ანენერბე იყო „ინტელექტუალური ოაზისი ნაციონალურ-სოციალისტური რეჟიმის ფარგლებში“.[28]
დუგინი უარყოფს ლიბერალიზმს და დასავლეთს, კონკრეტულად კი აშშ-ს ჰეგემონიას.[30] იგი ირწმუნება, რომ „ჩვენ სტალინის და საბჭოთა კავშირის მხარეზე ვართ“.[31] ის საკუთარ თავს კონსერვატორს უწოდებს: „ჩვენ, კონსერვატორებს, გვსურს ძლიერი, მყარი სახელმწიფო, გვსურს წესრიგი და ჯანმრთელი ოჯახი, პოზიტიური ღირებულებები, რელიგიისა და ეკლესიის მნიშვნელობის განმტკიცება საზოგადოებაში“. ის დასძენს: „ჩვენ გვინდა პატრიოტული რადიო, ტელევიზია, პატრიოტული ექსპერტები, პატრიოტული კლუბები. ჩვენ გვსურს მედია, რომელიც გამოხატავს ეროვნულ ინტერესებს“.[32] მარლენ ლარუელის აზრით, რუსული ფაშიზმის მთავარი მწარმოებლის, დუგინის აზროვნება, შეიძლება დახასიათდეს, როგორც კონცენტრული წრეების რიგი, ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიებით, რომლებიც ემყარება სხვადასხვა პოლიტიკურ და ფილოსოფიურ ტრადიციებს (ეზოთერული ნაციზმი, ტრადიციონალიზმი/პერენიალიზმი, გერმანიის კონსერვატიული რევოლუცია და ევროპული ახალი მემარჯვენე), როგორც მის ხერხემალს.[33]
დუგინი მხარს უჭერს მარტინ ჰაიდეგერის აზრს, განსაკუთრებით დაზეინის გეო-ფილოსოფიურ კონცეფციას.[34] დუგინის თანახმად, ლიბერალური და კაპიტალისტურიდასავლური ცივილიზაციის ძალები წარმოადგენენ იმას, რასაც ძველი ბერძნები უწოდებდნენ „ὕβρις“ (ჰიბრისი), „ტიტანიზმის არსებითი ფორმა“ (ანტი-იდეალური ფორმა), რომელიც ეწინააღმდეგება სამოთხეს („იდეალური ფორმა - სივრცის, დროის, არსების თვალსაზრისით“). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთი წარმოადგენს „დედამიწის აჯანყებას სამოთხის წინააღმდეგ“. რასაც ის დასავლეთის „ატომურ“ უნივერსალიზმს უწოდებს, უპირისპირებს აპოფატურ უნივერსალიზმს, გამოხატული „იმპერიის“ პოლიტიკურ იდეაში.[34]დემოკრატიას, ადამიანის უფლებების, ინდივიდუალიზმის და ა.შ. ფასეულობებს იგი მიიჩნევს არა უნივერსალურ, არამედ ცალსახად დასავლურს.[35]
2019 წელს დუგინი მონაწილეობდა დებატებში ფრანგ ინტელექტუალ ბერნარ-ანრი ლევისთან თემაზე, რომელსაც უწოდებენ „კაპიტალიზმის კრიზისი“ და ნაციონალისტური პოპულიზმის აჯანყება.[36]
ევრაზიანიზმი, ფაშიზმი და შეხედულებები გეოპოლიტიკაზე
დუგინმა ორი წელი დაჰყო არაერთაზროვანი გერმანელი მეცნიერის, გერმანული ანენერბეს ერთ-ერთი დამაარსებლის, ჰერმან ვირთის (1885-1981), გეოპოლიტიკური, სემიოტიკური და ეზოთერიული თეორიების შესწავლისთვის. ეს დასრულდა წიგნი Hyperborean Theory (1993)-ის შედგენით, რომელშიც დუგინმა მეტწილად მოიწონა ვირთის იდეები, როგორც მისი ევრაზიიზმის შესაძლო საფუძველი.[46] ეს არის ვირთის „ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი რეზიუმე და ინტერპრეტაცია ნებისმიერ ენაზე“.[47] მოლდაველი ანთროპოლოგის, ლეონიდ მოსიონიკის აზრით, ვირთის აშკარად ველური იდეები შესანიშნავად მოერგო იმ იდეოლოგიურ სოცარიელეს, რაც კომუნიზმის, ლიბერალიზმისა და დემოკრატიის კრახის შემდეგ შეიქმნა.[48] დუგინმა ასევე გაავრცელა ლეგენდა, რის მიხედვითაც ვირთმა დაწერა მნიშვნელოვანი წიგნი ებრაელი ხალხის ისტორიისა და ძველი აღთქმის შესახებ, ე.წ. პალესტინაბუხი, რომელსაც შეეძლო სამყაროს შეცვლა, ის რომ არ მოეპარათ.[49]
დუგინის იდეებმა, განსაკუთრებით კი „ევრაზიის სფეროში თურქულ-სლავურ კავშირმა“, ყურადღება მიიპყრო გარკვეული თურქი ნაციონალისტური წრეების, განსაკუთრებით კი ერგენეკონის წრის წევრებში. დუგინის ევრაზიული იდეოლოგია ტრადიციონალისტური სკოლის დოქტრინების ერთგულია. (დუგინის ტრადიციონალისტური წარმოდგენები განხილული აქვს ჯ. ჰეიზერს, წიგნში: The American Empire Should Be Destroyed—Aleksandr Dugin and the Perils of Immanentized Eschatology.[50]) დუგინი ასევე მხარს უჭერს რუსეთ-არაბულ ალიანსს.[51]
„In principle, Eurasia and our space, the heartland Russia, remain the staging area of a new anti-bourgeois, anti-American revolution ... The new Eurasian empire will be constructed on the fundamental principle of the common enemy: the rejection of Atlanticism, strategic control of the USA, and the refusal to allow liberal values to dominate us. This common civilizational impulse will be the basis of a political and strategic union.
“
„პრინციპში, ევრაზია და ჩვენი სივრცე, რუსეთის გული, კვლავ რჩება ახალი ანტი-ბურჟუაზიული, ანტიამერიკული რევოლუციის ასპარეზზე... ახალი ევრაზიის იმპერია აშენდება საერთო მტრის ფუნდამენტურ პრინციპზე: ატლანტიციზმის უარყოფა , აშშ-ს სტრატეგიული კონტროლი და ლიბერალურ ღირებულებების ჩვენზე დომინაციაზე უარის განცხადება. ეს საერთო ცივილიზაციური იმპულსი იქნება პოლიტიკური და სტრატეგიული კავშირის საფუძველი.
“
რუსეთის ხელახლა დაბადება, დუგინის კონცეფციის თანახმად, ამბობს ჩარლზ კლოვერი Financial Times-ში, არის საბჭოთა კავშირის ოდნავ გადაკეთებული ვერსია, ჯორჯ ორუელის „ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხის“ გამოძახილით, სადაც ევრაზია იყო ერთ-ერთი სამ კონტინენტური ზომის სუპერ სახელმწიფოს შორის, ისტაზიასა და ოკეანეთთან ერთად, და რომელიც მონაწილეობდა დაუსრულებელ ომში მათთან.[23]
მარლენ ლარუელის თანახმად, დუგინის მიერ ძველმორწმუნეებისადმი ერთგულება საშუალებას აძლევს მას წარმართობისა და მართლმადიდებლური ქრისტიანობის შორის დადგეს ისე, რომ ფორმალურად არცერთი მათგანი არ მიიღოს. მისი არჩევანი არ არის პარადოქსული, ვინაიდან, მისი თქმით, რენე გენონის კვალდაკვალ, რუსულმა მართლმადიდებლობამ და განსაკუთრებით ძველმორწმუნეებმა შეინარჩუნეს ეზოთერული და ინიციატორული ხასიათი, რომელიც საბოლოოდ დაიკარგა დასავლეთ ქრისტიანობაში. როგორც ასეთი, რუსული მართლმადიდებლური ტრადიცია შეიძლება შეერწყას ნეოპაგანიზმს და უმასპინძლოს „ნეოპაგანიზმის ნაციონალისტურ ძალას, რომელიც ღუზას ტოვებს რუსულ ნიადაგზე, და განაცალვეკებს მას ორი სხვა ქრისტიანული აღმსარებლობისგან“.[52]
ურთიერთობა სხვა ქვეყნების რადიკალურ ჯგუფებთან
დუგინმა 1990 წელს კონტაქტი დაამყარა ფრანგ ულტრა-მემარჯვენე მოაზროვნე ალენ დე ბენოისტთან.[57] დაახლოებით ამავე დროს იგი ასევე შეხვდა ბელგიელ ჟან-ფრანსუა თირიარტსა და ივ ლაკოსტეს.[58] 1992 წელს დუგინმა მოიწვია ევროპის წამყვანი ულტრა-მემარჯვენე ფიგურები, რომელსაც ის რუსეთში შეხვდა. მან ასევე ჩამოიყვანა „იობიკის“ და „ოქროს ცისკარის“ წევრები[59] ქვეყანასთან მათი კავშირების განმტკიცების მიზნით.[60]ბენჟამინ ტეიტელბაუმის წიგნის „War for Eternity-ის“ თანახმად, დუგინი 2018 წელს რომში შეხვდა სტივ ბენონს რათა განეხილათ რუსეთის გეოპოლიტიკური ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან, აგრეთვე ტრადიციონალისტული ფილოსოფია.[61] დუგინმა კავშირი გააბა ევროკავშირის ულტრა-მემარჯვენე და ულტრა-მემარცხენე პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის: „სირიზა“ საბერძნეთში, ატაკა ბულგარეთში, ავსტრიის თავისუფლების პარტია და ნაციონალური ფრონტი საფრანგეთში, რათა ზეგავლენა მოეხდინა ევროკავშირის პოლიტიკაზე უკრაინასა და რუსეთან დაკავშირებით.[62][63][64] დუგინი მჭიდროდ არის დაკავშირებული ებრაელ ჟურნალისტ ავიგდორ ესკინთან, რომელიც ადრე დუგინის ევრაზიის პარტიის გამგეობაში მუშაობდა.[65]
1997 წელს დუგინი აქვეყნებს წიგნს „Основы геополитики“ („გეოპოლიტიკის საფუძვლები“), სადაც ის საქართველოს დანაწევრებას პროგნოზირებს. აფაზეთი და „ერთიანი ოსეთი“ (რომელშიც შედის სამხრეთ ოსეთიც) რუსეთის ფარგლებში შევლენ. ის ასევე დასძენს, რომ მიუღებელია საქართველოს დამოუკიდებელი პოლიტიკა.[67]
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე, დუგინი ჩავიდა სამხრეთ ოსეთში და რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაცია იწინასწარმეტყველა.[68] შემდეგ ასევე დასძინა, რომ რუსეთი „არ უნდა შეჯერდეს სამხრეთ ოსეთის გათავისუფლებით, არამედ უნდა წავიდეს წინ“ და „რაღაც მსგავსი უნდა მოხდეს უკრაინაშიც“.[69] 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დუგინი რუსეთის მთავრობას თბილისის აღებას და პრო-რუსული მთავრობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებდა. სხვა შემთხვევაში ახალ ომს პროგნოზირებდა, ვინაიდან საქართველოს მთავრობა, მისი შეფასებით, წარმოადგენდა აშშ-ის მარიონეტს.[70] რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სექტემბერში, ის ვერ მალავდა მის იმედგაცრუებას პუტინის მიმართ, რომელმაც ვერ გაბედა „იმპერიის აღდგენა“.[71]
2013 წელს, „Alternativeright-თან“ საუბარში დუგინმა საქართველო „შეუმდგარ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა, მისი აზრით საქართველო არა სახელმწიფო, არამედ მულტიეთნიკური სტრუქტურაა, რომელზეც ერთი ნაციის იდეის თავსმოხვევა გარდაუვალ ეთნოწმენდებს გამოიწვევს, შედეგად სახეზეა კონფლიქტი, რომელიც რუსეთის ჩარევით უნდა გადაწყდეს. დუგინის აზრით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა, ამ გზას სამეგრელო, ჯავახეთი და აჭარაც დაადგება.[72] 2014 წელს, argumenti.ru-სთან საუბარში დუგინმა საქართველოსთან რუსეთის მთავარ ამოცანად საქართველოში ამერიკული ბაზების არყოფნა დაასახელა, რომლის მიღწევის საშუალებად მას საქართველოსთან დაახლოება და რაღაც სახის დათმობებზე წასვლა მიაჩნია, თუმცა ამავდროულად კატეგორიულად გამორიცხავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დეოკუპაციას, რადგან ეს მისი აზრით შეუძლებელია.[73]
მოგვიანებით დუგინმა საქართველოს მიმართ რიტორიკა შეიცვალა, რაც, როგორც ჩანს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლას უკავშირდება. დუგინი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არ არის გუნდი, რომელიც რუსეთთან ყველა პრობლემას გადაწყვეტს, თუმცა ივანიშვილი რუსეთთან პოზიციების დაახლოებისთვის „მეტად სასარგებლოა“.[74] საერთო ჯამში დუგინი ქართული ოცნების პოლიტიკას დადებითად აფასებს და თვლის, რომ ეს იყო სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რაც საქართველოში ახალი ტიპის პოლიტიკოსების გამოჩენას შეუწყობს ხელს, რომლებთანაც რუსეთი ყველა პრობლემის გადაჭრას შეძლებს.[74] დუგინს მიაჩნია, რომ რუსეთმა ქართველ კონსერვატიულ პოლიტიკოსებსა და ტრადიციონალისტებს დახმარების ხელი უნდა გაუწოდოს.[75]
დუგინი საკუთარ გადაცემა „დირექტივაში“ აღნიშნავდა, რომ რუსეთს საქართველოს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში „ცოტა ნამდვილი მეგობარი ჰყავს“, თუმცა ასეთად მას ქართველი ხალხი მიაჩნია, თავისი ღრმა იდენტობითა და ქართული მართმადიდებლური ეკლესიით, რომელსაც, მისი თქმით, „წმინდა ადამიანი ილია II ხელმძღვანელობს“.[76] საქართველოს ის ახასიათებს, როგორც „...ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ეს არის სრულიად უნიკალური, ტრადიციული, სრულიად არადასავლური, არალიბერალური უძველესი კულტურა...“.[75] დუგინი აქტიურად იყენებს მართმადიდებლობის თემას და ცდილობს ქართული პატრიოტიზმი დაუპირისპირობს ევროპულ ცივილიზაციას რათა იგი „რუსული სამყაროს“ ჩარჩოებში მოაქციოს.[70] დუგინის აზრით, ახლა საქართველო აკეთებს არჩევანს არა დასავლეთსა და რუსეთს, არამედ დასავლეთსა და საქართველოს შორის.[70]
დუგინის კავშირები საქართველოში
დუგინს დაკავშირებულია 2008 წლის 31 დეკემბერს დაფუძნებული „ერეკლე მეორის საზოგადოების“ ხელმძღვანელ არჩილ ჭყოიძესთან. რომელსაც ის საქართველოში, როგორც ნატოს წინააღმდეგ მებრძოლს - გმირს უწოდებს.[77] „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა“ „ერეკლე მეორის საზოგადოებასა“ და „ევრაზიული ინსტიტუტს“ საქართველოში ევრაზიული მოძრაობის მთავარ ლოკომოტივად ასახელებს.[78] გარდა ამისა, დუგინი „ოჯახების მსოფლიო კონგრესთან“ არის კავშირში, რომლის წარმომადგენელი ლევან ვასაძეა.[79] როგორც ცნობილია ლევან ვასაძეს მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს დუგინთან.[80] ლევან ვასაძის მტკიცებით, მან დუგინი 2015 წელს გაიცნო და სწორედ მისი დამსახურებით შეიცვალა დუგინმა განწყობა საქართველოს მიმართ.[81]
სანქციები
2015 წლის 11 მარტს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა დუგინი შეიყვანა რუსეთის მოქალაქეების სიაში, რომლებიც სანქცირებულნი არიან უკრაინის კრიზისში მონაწილეობის შედეგად; მისი სამიზნე იყო ევრაზიის ახალგაზრდული კავშირიც.[82] 2015 წლის ივნისში კანადამ დუგინი დაამატა სანქცირებულ პირთა სიაში.[83]
Laruelle, Marlene (2019). „A textbook case of doctrinal entrepreneurship: Aleksandr Dugin“, Russian Nationalism. Imaginaries, Doctrines, and Political Battlefields. London and New York: Routledge, გვ. 95–133. ISBN978-1-138-38652-5.
↑Christian von Neef (14 July 2014). „Jeder Westler ist ein Rassist“. Der Spiegel (გერმანული) (29). In Russian: შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. ru. InoSMI (16 July 2014).
↑Highly critical of Dugin's enthousiasm for Wirth: Leonid A. Mosionjnik, Technology of the Historical Myth (Tekhnologiya istoricheskogo mifa), Saint Petersburg 2012, p. 95-102 et passim (here for download).
↑James D. Heiser (May 2014). The American Empire Should Be Destroyed: Alexander Dugin and the Perils of Immanentized Eschatology. Repristination Press. ISBN978-1891469435.
↑Dunlop, John (January 31, 2004). „Aleksandr Dugin's Foundations of Geopolitics“(PDF). Demokratizatsiya: The Journal of Post-Soviet Democratization. Institute for European, Russian and Eurasian Studies (George Washington University). 12 (1): 41. ISSN1074-6846. OCLC222569720. დაარქივებულია ორიგინალიდან(PDF) — 7 June 2016. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2021. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)