მონაწილეობდა ერაყის ომში ერაყის ისლამური სახელმწიფოს მხარეზე, მოგვიანებით გახდა სირიაში ორგანიზაცია ჯაბჰათ ან-ნუსრას (რომელსაც შემდგომში ეწოდა ჯაბჰათ ფათახ აშ-შამი, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ — ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი).
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ალ-ჯულანი 2013 წლის მაისში შეიყვანა „განსაკუთრებულად საშიში ტერორისტების“ სიაში, ხოლო ოთხი წლის შემდეგ დააწესა ჯილდო 10 მილიონი დოლარის ოდენობით ინფორმაციისთვის, რომელიც მის დაჭერას შუწყობდა ხელს, თუმცა შეთავაზება გაუქმდა 2024 წლის დეკემბერში მას შემდეგ, რაც ჯულანი შეხვდა ამერიკულ დელეგაციას. [5][6][7]
მოგვიანებით ჰუსეინ ალ-შარა ციხიდან გაიქცა ერაყში უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დასრულების მიზნით. ამ პერიოდში ის იორდანიაში გაემგზავრა, რათა ეთანამშრომლა პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის პალესტინელ ფედაინებთან.1970-იან წლებში სირიაში დაბრუნების შემდეგ, ჰაფეზ ალ-ასადის მმართველობის დროს, ის კვლავ დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ თავშესაფარი მოითხოვა საუდის არაბეთში. ჰუსეინი წარმოშობით გლეხის ოჯახიდან იყო. მან დაამთავრა ბაღდადის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საუდის არაბეთის ნავთობის ინდუსტრიაში. არაბულ ენაზე გამოსცა არაერთი წიგნი რეგიონული ეკონომიკური განვითარების შესახებ, განსაკუთრებით ყურადღებას უთმობდა ბუნებრივ რესურსებს და მათ პოტენციურ წვლილს განათლებაში, სოფლის მეურნეობასა და სამხედრო განვითარებაში. მუჰამედის დედა ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი გეოგრაფიის მასწავლებელი იყო.
2011 წელს, სირიის სამოქალაქო ომის დაწყებასთან ერთად, ერაყის ისლამური სახელმწიფოს ხელმძღვანელობამ სირიაში ექსპანსიის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო და ალ-ჯულანი სირიაში დამხმარე სტრუქტურის ორგანიზებისთვის გაგზავნა. ახალი ჯგუფი შეიქმნა 2012 წლის 23 იანვარს და სირიაში ისლამისტებს შორის მაშინვე გახდა მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჯგუფი წარმატებით მოახერხა სირიის არაბული არმიის ნაწილების უკანდახევა.
ამირ ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი
2017 წლის 28 იანვარს ჯაბჰათ ფათაჰ აშ-შამის (ყოფილი ჯაბჰათ ალ-ნუსრა ), ჯაბჰათ ანსარ ად-დინის, ჯაიშ ას-სუნას, ლივა ალ-ჰაკისა და ნურ ად-დინ აზ-ზენკის შრწყმის შედეგად ჩამოყალიბდა ორგანიზაცია ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი. [9] მალე შეუერთდნენ დამატებითი ჯგუფები და პიროვნებები.
2017 წლის 4 ოქტომბერსრუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალ-ჯულანი მძიმედ დაიჭრა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების დარტყმის შედეგად, კერძოდ, მან დაკარგა ხელი. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, ალ-ჯულანმა გაავრცელა ვიდეო მესიჯი, რომელშიც უარყო ინფორმაცია ტრავმის მიღბის შესახებ. [10]
2024 წლის 27 ნოემბერსსირიაში დაიწყო ანტისამთავრობო ძალების ფართომასშტაბიანი შეტევა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი. [11]
2024 წლის 1 დეკემბერს გავრცელდა ცნობები სირიაშირუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად ალ-ჯულანის სავარაუდო გარდაცვალების შესახებ. თუმცა, იმავე წლის 4 დეკემბერს, ალ-ჯულანი ეწვია მისი ჯარების მიერ თვის დასაწყისში დაპყრობილ ალეპოს ციტადელს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჯულანი მუშაობს იმ დაჯგუფების იმიჯზე, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს იძლევა რა ზომიერი პოლიტიკის გატარების პირობას სოციალურ და რელიგიურ სფეროებში. [12][13]
ნაწერები
ჯიჰადისტების ონლაინ ფორუმებზე იძებნება ესეები და სტატიები, რომლებიც მიეწერება ალ-ჯულანის "აბდულა ბინ მუჰამედის"სახელით, მათ შორის რეგიონული ომის სტრატეგია. [14]
↑al-Mustapha, Hamza (2014). The Al-Nusra Front: From Formation to Dissension. Doha: Arab Center for Research and Policy Studies, გვ. 7. „the Jihadist online forums treat the writings of Abdullah Bin Muhammad as the writings of Abu Muhammad al-Julani himself.“
Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!