პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია

პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია

პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია (პგო) (არაბ. منظمة التحرير الفلسطينية‎‎, მუნაზამა ათ-თაჰრირ ალ-ფილასტინიია) — აერთიანებს ორგანიზაცია „ფათჰს“, პალესტინის განთავისუფლების დემოკრატიულ ფრონტს და პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობის (პწმ) სხვა ორგანიზაციებს. შეიქმნა 1964 წელს პალესტინის ეროვნული საბჭოს პირველ სხდომაზე პალესტინის გათავისუფლების მიზნითა და თავისუფალი არაბული პალესტინის სახელმწიფოს შესაქმნელად. საპროგრამო დოკუმენტად ითვლება პალესტინის ქარტია. არაბული სახელმწიფოების მეთაურთა თათბირებზე ალჟირში (1973 წლის ნოემბერი), რაბატში (1974 წლის ოქტომბერი) და მუსლიმური ქვეყნების კონფერენციაზე ლაჰორში (1974 მარტი) პგო აღიარეს პალესტინის არაბი ხალხის ერთადერთ კანონიერ წარმომადგენლად. პგო-ს აქვს თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობა თითქმის ყველა არაბულ ქვეყანაში, ჰქონდა წარმომადგენლობა სსრკ-ში, ინდოეთში, ირანში, ბანგლადეშში, თურქეთში, კვიპროსზე და სხვაგან. მონაწილეობს არაბული სახელმწიფოების ლიგის მუშაობაში. პგო-ის ბიურო არის აზიისა და ევროპის რიგ ქვეყნებში. პწმ-ის შეიარაღებული ძალები განლაგებულია ლიბანში, სირიასა და ზოგიერთ სხვა არაბულ ქვეყანაში. პგო-ის უმაღლესი ორგანოა პალესტინის ეროვნული საბჭო (პეს).

ამჟამად ლეგალურად მოქმედებს და გაეროს დამკვირვებლის სტატუსი აქვს. პგო-ს აღმასკომის თავმჯდომარედ 1969 წლიდან იყო იასირ არაფატი. მისი გარდაცვალების შემდეგ ამ პოსტზე აირჩიეს მაჰმუდ აბასი.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!