ნეო-ბაასიზმი

ჰაფეზ ალ-ასადი, სირიის პრეზიდენტი (1970–2000)

ნეო-ბაასიზმიბაასიზმის მემარცხენე ვარიანტი, რომელიც ჩამოყალიბდა 1966 წლის სირიის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, რომელსაც სალაჰ ჯადიდი და ჰაფეზ ალ-ასადი ხელმძღვანელობდნენ. ამ გადატრიალების შედეგად სირიის არაბული სოციალისტური ბაასის პარტიას გარდაიქმნა მილიტარისტულ ორგანიზაციად, რომელიც დამოუკიდებელი გახდა ძირითადი ბაასის პარტიის ეროვნული ხელმძღვანელობისაგან. ნეო-ბაასიზმს განიხილავენ როგორც ბაასიზმიდან გადახრას, რომელმაც გაცილებით შორს წაიწია პან-არაბული იდეოლოგიური საფუძვლებზე, სამხედრო პრეცედენტს უსვამდა ხაზს და ძველი გვარდიის კლასიკური ბაასისტური ლიდერებს, მათ შორის მიშელ აფლაკსა და სალაჰ ად-დინ ალ-ბიტარს, აშორებდა ხელისუფლებიდან.[1][2] ნეო-ბაასისტურმა რეჟიმმა, რომელსაც აღიარებდა ისეთი რადიკალური მემარცხენე იდეოლოგია როგორიცაა მარქსიზმი, დაძლია პან-არაბიზმი და ცდილობდა სსრკ-სთან ურთიერთობების გამყარებას. კონფლიქტში შევიდა არაბ ნაციონალისტებთან, მაგალითად ნასერიზმთან და ერაყის არაბულ სოციალისტურ ბაასის პარტიასთან.[3] სირიაში ხელისუფლების მოპოვების შემდეგ, ნეო-ბაასისტურმა ოფიცრებმა გაწმინდეს ტრადიციული სამოქალაქო ელიტა, რათა დაემყარებინათ სამხედრო დიქტატურა, რომელიც მოქმედებდა ტოტალიტარული პრინციპებით.[4]

ნეო-ბაასიზმი პირველ რიგში ასოცირებულია ასადიზმთან, რომელიც ეფუძნება ჰაფეზ ალ-ასადის და მისი შვილის მოქმედი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მთავრობების პოლიტიკას. ეს სისტემა დიდწილად ხასიათდება ნეპოტიზმით და სექტარიანიზმით, სადაც ჰაფეზ ალ-ასადის მიერ 1970 წლის სირიის სახელმწიფო გადატრიალებით მოპოვებული ხელისუფლებით სამხედრო და უსაფრთხოების ძალებში დააწინაურა ალავიტური უმცირესობა.[5] სახელმწიფო პროპაგანდა ასადიზმს წარმოაჩენს როგორც ნეო-ბაასისტურ მიმდინარეობას, რომელმაც ბაასისტური იდეოლოგია თანამედროვე ეპოქის საჭიროებებს შეუსაბამა.[6] ნეო-ბაასიზმი გააკრიტიკა ბაასისტური იდეოლოგიის დამფუძნებლმა მიშელ აფლაკმა, იმის გამო, რომ გადაუხვია ბაასიზმის ძირითადი პრინციპებიდან.[7]

იდეოლოგია

ნეო-ბაასიზმი ემხრობა „წინამძღოლი“ ძალის შექმნას მემარცხენე რევოლუციონერებისაგან, რომლებიც მიზნად ისახავენ სოციალურად თანასწორი, სოციალისტური სახელმწიფოს აშენებას სირიაში და სხვა არაბულ ქვეყნებში, პანარაბული ერთიანობის მიღწევამდე. წინამძღოლი ორგანიზაცია არის ბაასის პარტია, რომელიც გამოდის კლასობრივი ბრძოლისათვის სირიის ტრადიციული ეკონომიკური ელიტის კლასების - დიდი სოფლის მეურნეების, მრეწველების, ბურჟუაზიისა და ფეოდალური მიწათმფლობელების წინააღმდეგ.[8][9][10][11]

პოზიცია რელიგიის მიმართ

ნეო-ბაასიზმი რელიგიას განიხილავს როგორც „რეაქციის წამყვან სიმბოლოს“, რომელიც ხელს უშლის თანამედროვე სოციალისტური საზოგადოების შექმნას. სალაჰ ჯადიდის მმართველობის პერიოდში, ბაასი წარმოჩინდა როგორც მკაცრად ანტი-რელიგიური პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც იყენებდა მარქსისტულ-ლენინურ მიდგომას საზოგადოების იმ ფენებისათვის, რომლებსაც ეწოდებოდათ „ულემა“ (რელიგიური პირები). გენერალური მუფთის ოფიციალური სტატუსი დააქვეითა ბაასისტურმა მთავრობამ, ხოლო რელიგიური კლერიკების ტრადიციული როლი სახელმწიფო ფუნქციონირებაში შეიზღუდა. სახელმწიფო მინისტრები, თანამდებობის პირები, მასწავლებლები და სხვ. რეგულარულად ქადაგებდნენ „რელიგიის საფრთხეების“ შესახებ; პარტიის პერიოდული გამოცემები და ჟურნალ-გაზეთები 1960-იან წლებში მუდმივად აკეთებდნენ პროგნოზებს სოციალისტური რევოლუციის გზით რელიგიის „მოახლოებული დაღუპვის" შესახებ.[12]

ისტორია

ნეო-ბაასიზმმა ხელისუფლება მოიპოვა 1966 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ. 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ, დაიძაბა დაძაბულობა სალაჰ ჯადიდსა და ჰაფეზ ალ-ასადს შორის, ხოლო ალ-ასადი და მისი თანამშრომლები გაძლიერდნენ სამხედრო ძალებზე კონტროლის გზით. 1968 წლის ბოლოს მათ დაიწყეს ჯადიდის მხარდაჭერთა ქსელის დაშლა, წააწყდნენ რა პარტიის სამოქალაქო შტოს არაეფექტურ წინააღმდეგობას, რომელიც კვლავ ჯადიდის კონტროლქვეშ იყო. ორ ხელისუფლებიანობა გაგრძელდა 1970 წლის ნოემბრის რევოლუციამდე, როდესაც ალ-ასადმა გადააყენა და პატიმრობაში გაგზავნა ათასი და ჯადიდი. შემდეგ მან დაიწყო სწრაფი ინსტიტუციური მშენებლობის პროექტი, ხელახლა გახსნა პარლამენტი და მიიღო ქვეყნისთვის მუდმივი კონსტიტუცია. მანამდე 1963 წლიდან ქვეყანა იმართებოდა სამხედრო ბრძანებებითა და დროებითი საკონსტიტუციო დოკუმენტებით. ასადმა მნიშვნელოვნად შეცვალა თავისი წინამორბედის რადიკალური სოციალისტური ეკონომიკური პოლიტიკა, წაახალისა რამდენიმე შეძლებული ურბანული ოჯახი გაეზარდათ მოქმედება კერძო სექტორში და დაუშვა შეზღუდული უცხოური ინვესტიციები სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებიდან.[13]

ჰაფეზ ალ-ასადის მმართველობა აღინიშნა პანარაბული იდეოლოგიის პრაქტიკულად მიტოვებით; მის ნაცვლად დაისვა სოციალისტური ტრანსფორმაციის დოქტრინა, რომელმაც პრიორიტეტი მიანიჭა სოციალისტური საზოგადოების მშენებლობას სირიის შიგნით.[14] პოლიტიკაში უმთავრესი გახდა პარტია ეროვნული პროგრესული ფრონტი, რომელიც იყო სირიული ბაასისა და მარქსისტულ-ლენინური პარტიების მართვის კოალიცია. პარტიამ ასევე დაიწყო ასადის პიროვნების კულტის დამკვიდრება და სამხედრო ძალების ელიტა მოაქცია ასადის კონტროლის ქვეშ, ოფიცერთა კორპუსი შეავსო ალავიტური ლოიალური პირებით, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა სუნიტი უმრავლესობის წინააღმდეგობა.[15]

ასადისტური რეჟიმისა და ნეო-ბაასის ალავიტური ელიტის მიმართ გაუცხოება ფართოდ გავრცელდა სუნიტი უმრავლესობის შორის, რამაც დაუდო საფუძველი ისლამურ წინააღმდეგობას. მუსლიმთა საძმოს გამოჩენილი ლიდერები, მაგალითად ისამ ალ-ატარი დააპატიმრეს და გააძევეს. ტრადიციული სირიელი სუნიტი ულემების, მუსლიმთა საძმოს რევოლუციონერებისა და ისლამისტი აქტივისტების კოალიციამ 1980 წელს ჩამოაყალიბა სირიის ისლამური ფრონტი იმ მიზნით, რომ დაემხოთ ასადი ჯიჰადის გზით და დაეარსებინათ ისლამური სახელმწიფო. იმავე წელს ჰაფეზმა ოფიციალურად მხარი დაუჭირა ირანს ერაყთან ომში და დაიწყო ირანელი მებრძოლებისა და ტერორისტული ჯგუფების გადაყვანა ლიბანსა და სირიაში. ამან გამოიწვია სოციალური დაძაბულობის ზრდა ქვეყნის შიგნით, რაც საბოლოო ჯამში გადაიზარდა სრულმასშტაბიან ისლამურ აჯანყებაში 1982 წელს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ისლამური ფრონტი. რეჟიმმა უპასუხა ჰამასა და ალეპოს სუნიტი მოსახლეობის ჟლეტით, არაერთი მეჩეთის დაბომბვით, რის შედეგადაც დაიღუპა დაახლოებით 20 000–40 000 სამოქალაქო პირი. აჯანყება სისხლში ჩაახშეს.[16]

ჰაფეზ ალ-ასადის სირია იყო საბჭოთა კავშირის მტკიცე მოკავშირე და მჭიდროდ იყო გაერთიანებული საბჭოთა ბლოკთან ცივი ომის პიკის პერიოდში. საბჭოთა კავშირისთვის სირია იყო ცენტრალური აღმოსავლეთის სტრატეგიული გადამწყვეტი რგოლი, რის გამოც 1980 წელს მასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. თავის მხრივ, ჰაფეზი ერთგული იყო სოციალისტური ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკისა და იყო იმ რამდენიმე ავტოკრატთაგანი, ვინც ღიად მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის შემოჭრას ავღანეთში. ცივი ომის დასრულებამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ მძიმე დარტყმა მიაყენა ასადს, რომელსაც შენარჩუნებული ჰქონდა ძველი წესრიგისადმი ნოსტალგია. ასადმა გააგრძელა სირიის მართვა გარდაცვალებამდე (2000 წ.) ძალაუფლების პრეზიდენტის ხელში თანდათანობით გაერთიანებით.[17][18]

სქოლიო

  1. Ben-Tzur, Avraham (1968-07-01). „The Neo-Ba'th Party of Syria“. Journal of Contemporary History (ინგლისური). 3 (3): 161–181. doi:10.1177/002200946800300310. ISSN 0022-0094.
  2. Galvani, John (1974). „Syria and the Baath Party“. MERIP Reports (25): 3–16. doi:10.2307/3011567. ISSN 0047-7265.
  3. Mann, Joseph (2007-01-01). „The Conflict with Israel According to Neo-Ba'ath Doctrine“. Israel Affairs (ინგლისური). doi:10.1080/13537120601063358.
  4. Meininghaus, Esther (2016). „Introduction“, Creating Consent in Ba'thist Syria: Women and Welfare in a Totalitarian State. I. B. Tauris, გვ. 1–33. ISBN 978-1-78453-115-7. 
  5. Korany, Bahgat; Dessouki, Ali (2010-07-15), The Foreign Policies of Arab States: The Challenge of Globalization, American University in Cairo Press, pp. 423–424, ISBN 978-977-416-360-9
  6. Dam, Nikolaos van (2011). 10: Conclusions: The struggle for power in Syria: politics and society under Asad and the Ba'th Party, 4, London: I. B. Tauris. ISBN 978-1-84885-760-5. 
  7. Pipes, Daniel (1992). Greater Syria: the history of an ambition, Oxford University paperback. New York: Oxford Univ. Pr, გვ. 158. ISBN 978-0-19-506022-5. 
  8. Roberts, David (2015). „13: Conclusions“, The Ba'ath and the creation of modern Syria, Routledge Library Editions: Syria, Abingdon, Oxon: Routledge, გვ. 136–139. ISBN 978-0-415-83882-5. 
  9. Walt, Stephen (1987). „3:From the Baghdad Pact to the Six Day War“, The Origins of Alliances. Cornell University Press, გვ. 87–88. ISBN 978-0-8014-9418-5. 
  10. F. Devlin, John (1976). „16: Military Ascendancy in Syria“, The Baath Party: A History From its Origins to 1966. Stanford University, California: Hoover Institution Press, გვ. 281–307. ISBN 978-0817965617. 
  11. Galvani, John (February 1974). „Syria and the Baath Party“. MERIP Reports (25): 3, 7–10. doi:10.2307/3011567. JSTOR 3011567. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 November 2022. ციტირების თარიღი: 4 November 2022.
  12. Pierret, Thomas (2013) „4: The State Management of religion in Syria“, Middle East Authoritarianisms: Governance, Contestation and regime resilience in Syria and Iran. Stanford, California, USA: Stanford University Press, გვ. 86–89. ISBN 978-0-8047-8301-9. 
  13. Syria Between Two Transitions (15 June 1997). ციტირების თარიღი: 23 February 2021
  14. Pipes, Daniel (1996). Syria Beyond the Peace Process (en). Daniel Pipes, გვ. 5. ISBN 978-0-944029-64-0. 
  15. Roberts, David (2015). The Ba'ath and the creation of modern Syria, Routledge Library Editions: Syria, Abingdon, Oxon: Routledge, გვ. 53, 106–108. ISBN 978-0-415-83882-5. 
  16. Roberts, David (2015). „12: Hafiz al-Asad - II“, The Ba'ath and the creation of modern Syria, Routledge Library Editions: Syria, Abingdon, Oxon: Routledge, გვ. 114–117, 119–121. ISBN 978-0-415-83882-5. 
  17. Pipes, Daniel (1995). „1: Assad's Post-Soviet Predicament“, Syria Beyond the Peace Process. Washington Institute for Near East Policy, გვ. 6–8. ISBN 0-944029-64-7. 
  18. Rezaei, Farhad (2019). „3: Iran and Russia: Completing the Pivot to the East?“, Iran's Foreign Policy After the Nuclear Agreement, Middle East Today. Palgrave Macmillan, გვ. 62. DOI:10.1007/978-3-319-76789-5. ISBN 978-3-319-76788-8. 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!