ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო ან ერაყისა და შამის / სირიის ისლამური სახელმწიფო, აგრეთვე ცნობილი არაბული აკრონიმით დაიში / დაეში (არაბ.داعش), 2014 წლის 30 ივნისიდან ოფიციალურად ისლამური სახელმწიფო (არაბ. الدولة الإسلامية) — სუნიტ[5] ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაცია ერაყსა და სირიაში. აკონტროლებს ერაყის, სირიისა, ლიბანის ნაწილს, ასევე მცირე ტერიტორიებს ლიბიაში, ნიგერიაში, ავღანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში[6][7]. ტერორისტების თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა მთლიანად ლევანტის, მათ შორის ლიბანის, ისრაელის, პალესტინის, იორდანიის, სირიის, ერაყის, კვიპროსისა და სამხრეთ თურქეთის[8][9], თუმცა 2014 წელს ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ მსოფლიო ჯიჰადი და სახალიფოს დაარსება გამოაცხადა[10][11]. ორგანიზაციის რამდენიმე ლიდერმა განაცხადა, რომ 2003 წლის ჯორჯ ბუშის შეჭრამ ერაყში მიიყვანა ისინი ჯიჰადამდე ამერიკელების წინააღმდეგ, და ბიძგი მისცა მათ კონტროლი გაემყარებინათ არაბულ სახელმწიფოებზე[12].