ჰენრი კუპრაშვილის ბაბუა, ლუკა კუპრაშვილი (1896-1924 წ.წ. ცუცხვათელი მღვდლის შვილი) საბჭოთა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მიმართული 1924 წლის აჯანყების დროს ოკრიბაში აჯანყებულთა რაზმის მეთაური. აჯანყების დამარცხების მიუხედავად, იგი ოკრიბის ტყიდან არ გამოვიდა და განაგრძობდა ბრძოლას თანამებრძოლ კაპიტონ დოღონაძესთან ერთად. 29 აგვისტოს ბოლშევიკებთან შეტაკების დროს ის დაიჭრა (ესროლა ბოლშევიკმა კეზევაძემ სოფელ კურსებიდან). დევნილმა რამდენიმე კილომეტრი იარა და სოფლის წყაროსთან რისია უგრეხელიძის ხელში გარდაიცვალა (იყო 28 წლის). დარჩა 18 წლის ფეხმძიმე (ჰენრი კუპრაშვილის მომავალ მამაზე, ოთარიზე) მეუღლე, რომელიც შვილებთან ერთად მთელი ცხოვრება ბოლშევიკების მუდმივი პრესის ქვეშ იმყოფებოდა.[5][6][7]
სხვაგვარად აზროვნებისათვისა და არალეგალური ლიტერატურის გავრცელებისათვის სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გაფრთხილებული იყო პირველად, 1967 წელს საბჭოთა არმიაში სამსახურის პერიოდში, მეორედ, 1975 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობისას. გაფრთხილება მიიღო 2004 წლის 20 ოქტომბერსაც, ამჯერად, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორი პასუხისმგებელი მუშაკისგან (მდივნის მოადგილე სიხარულიძე და სამსახურის უფროსი მ. კალანდაძე) გაზ. «24 საათში» სტატიის «მეფემ არ იცის, თორემ...» გამოქვეყნებისთვის,[10] აუკრძალეს შემდგომში მათთან შეთანხმების გარეშე სტატიების ბეჭდვა. მისთვის (მაშინ იგი ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში ინფორმაციის ანალიზის განყოფილების უფროსად მუშაობდა) მათი ულტიმატუმი მიუღებელი იყო და იმავე გაზეთში კვლავ გამოაქვეყნა სტატია «ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ასპექტი»[11], ამის შემდეგ იგი მკაცრად დაისაჯა.
1992 წლის მარტიდან - 1992 წლის დეკემბრამდე იგი საქართველოს მინისტრთა კაბინეტშიცხინვალის რეგიონის პრობლემათა სპეციალური სამთავრობო კომისიის პასუხისმგებელ მდივანის სახით მუშაობდა.[14]
1992-1996 წლებში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატში, ჯერ სახელმწიფო მრჩეველის, შემდეგ მთავარი სახელმწიფო მრჩეველის და სახელმწიფოს მეთაურის დავალებების კონტროლისა და ცენტრალურ მმართველობით ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა.[15]
1996-2004 წლებში ჰენრი კუპრაშვილი საქართველოსეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში მუშაობდა. იყო საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების უფროსი;[16] საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი;[17] უსაფრთხოების მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგის, ანალიზისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი;[18] საორგანიზაციო და საიდუმლოების დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტი; ინფორმაციის ანალიზის განყოფილების უფროსი.
2005 წლის თებერვლიდან 2010 წლამდე იყო სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს სიტუაციური ცენტრის კოორდინაციის განყოფილების უფროსი და შიდაუსაფრთხოების სამმართველოს ინსპექტორი.
ჰენრი კუპრაშვილი ავტორია 5 მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოსი, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, პრესაში გამოქვეყნებული 400-ზე მეტი სტატიის, ინტერვიუსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული 50-ზე მეტი მოხსენებისა. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 15-ზე მეტი სადოქტორო დისერტაცია. იგი არის სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განხორციელებული მულტი და ინტერსციპლინური სასწავლო-სამეცნიერო თეორიულ-პრაქტიკულ ღონისძიებათა პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“ ავტორი და ხელმძღვანელი.[19]
მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აზრით, „ჰენრი კუპრაშვილმა გააცოცხლა ქართული ცურვა, ანუ ცურვის ქართული სტილი და საფუძველი ჩაუყარა უნიკალური, კოლხურ–იბერიული მეთოდით ცურვის სწავლებასა და განვითარებას“[20]. აღინიშნებოდა, რომ მან ასევე „სათავე დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს“,[21] და დაამყარა მსოფლიო რეკორდი ახალი წესით ცურვაში;[22]. მას ეკუთვნის ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო;[23] შემდგომში მან დაგეგმა იმავე ყაიდით ბოსფორის, გიბრალტარის და ლა-მანშის სრუტეების გადაცურვა.
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II–ემ ჰენრი კუპრაშვილს 1988 წელს უბოძა ოქროს ჯვარი, 2003 წელს ვერცხლის კი - დიდი ჯვარი და ფოტოსურათი წარწერით [29]
↑ყველას რაიმე აქვს სახსოვარი. გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა", #308, 1999 წლის 13 ნოემბერი
↑ჯიქია ლევან. 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში. დისერტაცია ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. სამეცნიერო ხელმძღვანელი: ვახტანგ გურული. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. თბილისი, 2012. https://ru.scribd.com/document/365068628/1924-წლის-აჯანყება-დასავლეთ-საქართველოში
↑ინფორმაცია შუა საუკუნის ისტორიის სტუდენტთა სამეცნიერო წრის წევრების შესახებ . გაზ. ”თბილისის უნივერსიტეტი”, #6, 1972 წლის 25 თებერვალი
↑გაზეთ ”ლენინელის” სპეცნომერი მომზადდა ჟურნალისტიკის განყოფილების სტუდენტ ჰენრი კუპრაშვილის ხელმძღვანელობით. სპი-ს გაზ. ”ლენინელი”, # 39, 1975 წლის 19 დეკემბერი
↑ჰენრი კუპრაშვილი. «მეფემ არ იცის, თორემ...» - გაზ. «24 საათი», #142, 2004 წლის 17 ივნისი
↑ჰენრი კუპრაშვილი. ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ასპექტი. გაზ. «24 საათი», #254. 26.10.04).
↑სპი-ს გაერთიანებული პროფკავშირული ორგანიზაციის კონფერენცია. გაზ. ”ლენინელი”, # 37, 1984 წლის 28 დეკემბერი
↑დათვალიერება და შედეგები. გაზ. ”თბილისი”, # 148, 1978 წლის 29 ივნისი
↑საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება #407 (06.04.92) “ცხინვალის რეგიონის პრობლემათა სპეციალური სახელმწიფო კომისიის შესახებ”. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი 1992 წლის აპრილი, თბილისი, 1992, გვ.72-76
↑საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულება (12.07.95), თბილისი, 1995
↑საქართველოს პრეზიდენტის # 32 განკარგულება (01.02.96), გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა”, .02.96;
↑საქართველოს პრეზიდენტის # განკარგულება (02.02.97)
↑ინფორმაცია დანიშვნის შესახებ. გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა”, # 11, 2003 წლის 14 იანვარი; საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება # 30 (11.01.03)
↑საქართველოს სახალხო ფრონტის მიერ წამოყენებული დეპუტატობის კანდიდატები ქალაქ თბილისში. გაზ. ”საქართველო”, #3, 1990 წლის 11 თებერვალი
↑საინფორმაციო სააგენტო „მედია-ნიუსი“ – კუპრაშვილმა პატრიარქის ლოცვა-კურთხევა მიიღო. გაზ. “ალია”, # 26, 2003 წლის 8–10 მარტი
↑საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება #1299 (09.10.03) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში მთავარ საჯარო თანამდებობაზე მომუშავე სახელმწიფო მოხელეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები. (კრებული), თბილისი, 2003
↑საინფორმაციო სააგანტოო ”მედია-ნიუსი” – ჰენრი კუპრაშვილმა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. გაზ. “ახალი თაობა”, # 174, 2003 წლის 27 ივნისი ნათელა ფაილოძე – დარდანელის დამპყრობმა მეცნიერების მწვერვალზეც ”ასცურა”. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, #174, 2003 წლის 4 ივნისი
↑საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 603 (13.09.96) ვადამდე წოდების მინიჭების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები. (კრებული). თბილისი, 1996. გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა” , № 188,1996 წლის 18 სექტემბერი; Graduate Recognition Book. George C. Marshall European Center for Security Stdies, October, 2007
↑Recognition Book. Senior Executive Course, 15-26 May, 2000.George C. Marshall European Center for Security Stdies. College of International and Security Studies. Garmisch-Parten-kirchen.Germany. 2000
↑საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება (№ 1172, 06.09.02) ჰენრი კუპრაშვილის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოების შესახებ. გაზ.“საქართველოს რესპუბლიკა”, № 219,2002 წლის 11 სექტემბერი
↑საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის № 258 (12.12.93) ბრძანებულება (მოხალისეთა რაზმის ”აიეტის” მეთაურის ჰენრი კუპრაშვილის მედლით ”მხედრული მამაცობისათვის” დაჯილდოების შესახებ), გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა”, № 266, 1993 წლის 18 დეკემბერი
↑საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“ – დარდანელის გმირი ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების მედლით დაჯილდოვდა. გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, #86, 2003 წლის 2 აპრილი
↑“ახალი ეპოქა”: წლის ადამიანი – 2002. გაზ. "ახალი ეპოქა", #75, 2002 წლის 27 დეკემბერი–2003 წლის 9 იანვარი
Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!