1397 წელს მხარს უჭერდა რიჩარდ II-ის მიერ მოწყობილ სახელმწიფო გადატრიალებას, თუმცა მალე თავად ჰენრი გააძევა რიჩარდმა ინგლისიდან. 1399 წელს მეთაურობდა ჩრდილოეთ ინგლისის ბარონთა ამბოხებას, ჩამოაგდო რიჩარდ II და თვითონ გახდა მეფე. ჰენრი VI-ის მმართველობას თან ახლდა მსხვილ ფეოდალთა (ჰოლანდები, პერსი და სხვ.) ამბოხებები, აჯანყებები უელსში, შოტლანდიელთა თავდასხმები. უჭერდა რა მხარს კათოლიკურ ეკლესიას, ცდილობდა ამოეძირკვა ადრეული რეფორმაციული მოძრაობები. 1401 წელს მიიღო ლოლარდების წინააღმდეგ მიმართული სტატუტი.
ლიტერატურა
Ian Mortimer, The Fears of Henry IV: the Life of England's Self-Made King (Jonathan Cape, 2007).