Share to: share facebook share twitter share wa share telegram print page

ჯორჯ დევიდსონის სახელობის მედალი

ჯორჯ დევიდსონის სახელობის მედალი

ქვეყანა აშშ
ბოლოს გადაეცა 2001

ჯორჯ დევიდსონის სახელობის მედალი (ინგლ. George Davidson Medal) — ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების მედალი. ენიჭებათ წყნარ ოკეანეში და მის მოსაზღვრე ტერიტორიებზე განხოციელებული განსაკუთრებული მიღწევებისათვის და გამოკვლევებისათვის.[1] 1946 წელს ამერიკის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ ჯორჯ დევიდსონის ქალიშვილის ელენორ კემპბელ დევიდსონისაგან მემკვიდრეობით მიიღო $5000. შედეგად დაწესდა მედალი, რომელსაც ჯორჯ დევიდსონის სახელი ეწოდა. მედალი შემუშავებულია 1951 წელს ამერიკელი მოქანდაკის პოლ მენშიპის მიერ.[2]

ჯორჯ დევიდსონი იყო გეოგრაფი და გეოდეზისტი. გამოკვლევებს უმთავრესად წყნარ ოკეანეში ატარებდა. იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი.[2] 1907 წელს მან გამოაქვეყნა შრომა „სან-ფრანცისკოს ყურის აღმოჩენა“ (ინგლ. The Discovery of San Francisco Bay).

სხვადასხვა დროს ჯორჯ დევიდსონის სახელობის მედლით დაჯილდოვდნენ: ჯორჯ კრესი, რეიმონდ ფოსბერგი, ჰიროში იშიდა და სხვ.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. American Geographical Society Medal List. amergeog.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-26. ციტირების თარიღი: 2010-06-17.
  2. 2.0 2.1 Wright, John Kirtland 'The Years of Henry Grinnell', Geography in the Making: The American Geographical Society 1851-1951 (1952) pp. 14-70. — [George Grady Press]
Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya