ჯორჯ III (ინგლ. George III) დაბ.: ჯორჯ უილიამ ფრედერიკ ჰანოვერი (ინგლ. George William Frederick Hanover; დ. 4 ივნისი, 1738, ლონდონი — გ. 29 იანვარი, 1820, უინძორი) — დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მეფე 1760–1801 წლებში. დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე 1801–1820, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი და ჰანოვერის კურფიურსტი 1760–1814 წლებში და ჰანოვერის მეფე 1814–1820 წლებში.
ტორების პარტიაზე დაყრდნობით ცდილობდა ვიგების ჩამოშორებას და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში აღებას. იყო ინგლისის კოლონიური პოლიტიკის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. საფრანგეთის რევოლუციის წინააღმდეგ მიმართული ევროპის ქვეყნების რეაქციისა და ანტიფრანგული კოალიციის აქტიური მოღვაწე. 1811 წელს ჯორჯ III ჭკუაზე შეცდა, სახელმწიფოს რეგენტად დანიშნეს უელსის პრინცი (1820 წლიდან ჯორჯ IV).
ლიტერატურა