ჯონ უმიწაწყლო

ჯონ უმიწაწყლო
John Lackland
ინგლისის მეფე
კორონაცია: 27 მაისი, 1199
მმართ. დასაწყისი: 27 მაისი, 1199
მმართ. დასასრული: 19 ოქტომბერი, 1216
წინამორბედი: რიჩარდ I
მემკვიდრე: ჰენრი III
ირლანდიის მეფე
მმართ. დასაწყისი: მაისი, 1177
მმართ. დასასრული: 19 ოქტომბერი, 1216
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრე: ჰენრი III
აკვიტანიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1 აპრილი, 1204
მმართ. დასასრული: 19 ოქტომბერი, 1216
წინამორბედი: ელეონორ აკვიტანიელი
მემკვიდრე: ჰენრი III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 დეკემბერი, 1166
გარდ. თარიღი: 19 ოქტომბერი, 1216 (49 წლის)
მეუღლე:

იზაბელ გლოსტერელი (იქ. 1189 — განქ. 1199)

იზაბელა ანჟულიმელი (იქ. 1200)
შვილები: ჰენრი III, რიჩარდი, ჯოანი, იზაბელა, ელეანორი, რიჩარდ ფიცროი, ჯოანი
მამა: ჰენრი II
დედა: ელეონორ აკვიტანიელი

ჯონ უმიწაწყლო (ინგლ. John Lackland; ფრანგ. Jean sans Terre; დ. 24 დეკემბერი, 1166 ბომონის ციხესიმაგრე, ოქსფორდი — გ. 19 ოქტომბერი, 1216, ნიუარკის ციხე-სიმაგრე, ნოტინგემშირი) — ინგლისის პლანტაგენეტთა დინასტიის მეფე 1199–1216 წლებში. იგი ჰენრი II-ის უმცროსი ვაჟი იყო და ძმის რიჩარდ ლომგულის გარდაცვალების შემდეგ ავიდა ტახტზე. მის დაბადებამდე მამამისმა უფროს ვაჟებს საფრანგეთში არსებული ინგლისის სამფლობელოები დომენებად გაუნაწილა, ჯონს კი მიწა არ მისცა, ამის გამო მას „უმიწაწყლო“ უწოდეს.

1202–1204 წლებში საფრანგეთთან წარუმატებელ ომებში დაკარგა საფრანგეთში ინგლისის სამფლობელოების მნიშვნელოვანი ნაწილი. როდესაც პაპმა ინოკენტი III-მ კენტერბერის არქიეპისკოპოსად სტივენ ლენგტონი დანიშნა, ჯონ უმიწაწყლომ არ ცნო იგი, რამაც აშკარა კონფლიქტი გამოიწვია პაპსა და ინგლისის მეფეს შორის (1207 წელი). 1208 წელს პაპმა ინტერდიქტი დაადო ინგლისს, ხოლო 1209 წელს ჯონ უმიწაწყლო გადაყენებულად გამოაცხადა და მისი უფლებები საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტს გადასცა. 1213 წელს ჯონ უმიწაწყლო დაემორჩილა პაპს. ჯონ უმიწაწყლო ავიწროებდა ფეოდალებს, სასამართლოს გარეშე სიკვდილით სჯიდა ბარონებს, არღვევდა ფეოდალურ წეს-ჩვეულებებს, ზრდიდა სახელმწიფო გადასახადებს. ამან და საგარეო პოლიტიკურმა მარცხმა გამოიწვია ბარონთა აჯანყება (1215 წელი) ჯონ უმიწაწყლო იძულებული გახდა ხელი მოეწერა „თავისუფლების დიდი ქარტიისათვის“. შემდეგ კი უარი თქვა მის შესრულებაზე, რის გამოც 1216 წელს ბარონებმა დაიწყეს მის წინააღმდეგ ომი, რომლის დროსაც ჯონ უმიწაწყლო გარდაიცვალა.

ლიტერატურა

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!