1885 წელს ჯორჯიის შტატის მთელ რიგ ოლქებში შემოიღეს მშრალი კანონი, პემბერტონმა ჩაანაცვლა დასალევის ფორმულა და იგი ალკოჰოლის მაგივრად ჩაანაცვლა გაზირებული დამწვარი შაქრის სიროფით. ახალ სასმელს პემბერტონის ბუღალტერმა უწოდა „კოკა-კოლა“. 1886 წლის 29 მაისს მისი პირველი რეკლამა განთავსდა გაზეთ The Atlanta Journal-ში. თავდაპირველად კოკა-კოლას რეკლამა უკეთდებოდა როგორც წამალს, მორფისა და ოპიუმის დამოკიდებულებისაგან გასათავისუფლებლად, შემდეგ რეკომენდებული იყო დეპრესიისა და ნევრასთენიის სამკურნალოდ.