ჯეიმზ დაგლას მორისონი (ინგლ.Jim Morrison; დ. 8 დეკემბერი, 1943 — გ. 3 ივლისი, 1971) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პოეტი, უფრო მეტად ცნობილი, როგორც როკ-ჯგუფ The Doors-ის წამყვანი ვოკალისტი.[16] კრიტიკოსებმა და მოყვარულებმა, ტექსტების, შეშლილი პიროვნების, შესრულების მანერის და დაკავშირებული დრამატული მოვლენების გამო მორისონი აღიარეს როკ-მუსიკაში ყველა დროის ერთ-ერთ აღსანიშნავ და გავლენიან ლიდერად.
მორისონმა The Doors სხვებთან ერთად დააარსა 1965 წლის ზაფხულში, კალიფორნიაში. ორი წლის განმავლობაში ჯგუფი ცდილობდა წარმატების მიღწევას, შემდეგ კი, პირველი ალბომიდან გამოცემული „Light My Fire“-ით, მოხვდა აშშ-ის სინგლების #1 პოზიციაზე. მორისონმა The Doors-თან ერთად სულ ექვსი ალბომი ჩაწერა - ექვსივე კრიტიკოსების მიერ აღიარებული და კომერციულად წარმატებული. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილმა სამეულმა მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ ორი ალბომი ჩაწერა, მუსიკოსის დაკარგვა მათზე აისახა და ჯგუფი 1973 წელს დაიშალა. 1993 წელს ჯიმი, The Doors-ის შემადგენლობაში, შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.
გარდაცვალების შემდეგ, მორისონი იქცა პოპულარული კულტურის ერთ-ერთ მეამბოხე სიმბოლოდ.[17] ჯიმი ცნობილი იყო სცენაზე, ჯგუფის გამოსვლების დროს, ხშირი იმპროვიზებული ლექსების კითხვით. Rolling Stone-მა მას „ყველა დროის 100 უდიდესი მომღერლის“ სიაში #47 ადგილი მიაკუთვნა[18]. ჟურნალში Classic Rock 50 უდიდესი მომღერლის სიაში ჯიმს 22-ე ადგილი მიანიჭეს.[19]რეი მანზარეკი, ჯგუფის თანადამაარსებელი, თვლიდა, რომ „მორისონი იყო 1960-იანების ჰიპური კონტრკულტურული ამბოხების ასახვა“.[20] ჯიმი ცნობილი იყო სხვა ფსევდონიმებითაც - „ხვლიკების მეფე“, „Mr. Mojo Risin“ და „ორგაზმული როკის მეფე“.[21]
1960-იანებში ჯიმი დამოკიდებული იყო ალკოჰოლზე[22][23], რაც დროდადრო გავლენას ახდენდა მის სასცენო ქცევაზე.[24] იგი პარიზში, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვინაიდან აუტოფსია არ ჩატარებულა, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობი რჩება.[25] მუსიკოსი დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, აღმოსავლეთ პარიზში.[26]
ადრეული წლები
ჯეიმზ დაგლას მორისონი დაიბადა მელბურნში (ფლორიდა). დედა იყო კლარა ვირჯინია (ქორწინებამდე - კლარკი)[27], მამა — ადმირალი ჯორჯ სტივენ მორისონი, რომელიც აშშ-ის საზღვაო ძალებს მიუძღვოდა ტონკინის ყურეში ინციდენტის ოპერაციაში (რომელიც, თავის მხრივ, აშშ-ის ვიეტნამის ომის მოვლენებში ჩართვის წინაპირობად იქცა). მათ კიდევ ორი შვილი ჰყავდათ, ენ რობინი, დაბადებული 1947 წელს, ალბუკერკში (ნიუ-მექსიკო) და ენდრიუ ლი მორისონი (დ. 1948, ლოს-ალტოსი, კალიფორნია).
ჯიმის წინაპრები წარმოშობით შოტლანდიელები, ირლანდიელები და ინგლისელები იყვნენ.[28][29] 1947 წელს მორისონი, 4 წლის ასაკში, შემთხვევით გახდა უდაბნოში ავტოავარიის მოწმე - ამ ავარიის დროს დაზარალდნენ და დაიღუპნენ მკვიდრი ამერიკელები. წლების შემდეგ ეს მოვლენა აისახა The Doors-ის „Peace Frog“-ში, ალბომიდან Morrison Hotel, ისევე, როგორც სცენიდან წარმოთქმულ ლექსებში "Dawn's Highway" და "Ghost Song" (შეტანილია 1978 წლის An American Prayer-ში). მორისონის აზრით, ამ მოვლენამ მის ცხოვრებაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია[30]. იგი არაერთხელ განმეორებულა მის სიმღერებში, ლექსებსა და ინტერვიუებში.
ოჯახი ამ ავტოავარიას ისე არ იხსენებდა, როგორ ჯიმი. ავტობიოგრაფიის No One Here Gets Out Alive თანახმად, ოჯახმა ინდიელების რეზერვაციას მანქანით ჩაუარა და მორისონი უბრალოდ აღელვებული იყო. წიგნში The Doors, რომელიც ჯგუფის დარჩენილმა წევრებმა დაწერეს, განმარტებულია, თუ რამდენად განსხვავდებოდა ჯიმის წარმოდგენა ამ უსიამოვნო შემთხვევაზე მამამისის მოგონებებისგან. მოყვანილია მამის ციტირებაც: „რამდენიმე ინდიელს ჩავუარეთ. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მთელი ცხოვრება იხსენებდა იმ მოტირალ ინდიელს“. ეს მკვეთრ კონტრასტშია მორისონის მიერ აღწერილ მოვლენებთან - „გზატკეცილზე მიმოფანტული ინდიელები, სისხლისგან დაცლილები, სიკვდილის პირას“. იმავე წიგნში მისი და ამბობს: „უყვარდა ამ ამბის თხრობა და გაზვიადება. ამბობდა, რომ გზის პირას მკვდარი ინდიელი დაინახა და არც კი ვიცი, სიმართლეა თუ არა“[31].
ვინაიდან მამა სამხედრო მსახური იყო, ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. ჯიმმა ბავშვობის დიდი ნაწილი სან-დიეგოში გაატარა. ფეირფაქსის საგრაფოს დაწყებით სკოლაში სამი კლასი დაამთავრა. მამა 1952 შემდეგ გადაიყვანეს კინგსვილის ბაზაზე, სადაც მორისონი ჩარლზ ჰ. ფლატოს სკოლაში შეიყვანეს. სწავლა განაგრძო წმ. იოანეს სკოლაში (ალბუკერკი, ნიუ-მექსიკო), შემდეგ კი — სან-დიეგოში, ლონგფელოუს სასწავლებელში.[32]
1957 წელს ჯიმი ალამედაში (კალიფორნია), საშუალო სკოლაში სწავლობდა.[33] საბოლოოდ სწავლა 1961 წელს, ჯორჯ ვაშინგტონის სკოლით დაასრულა.[32] იმავე სკოლაში დადიოდა კეს ელიოტი.[34]
შთაგონებები
როგორც ბავშვობიდან აქტიური მკითხველი, მორისონი განსაკუთრებით შთაგონებული იყო ფილოსოფოსების და პოეტების შემოქმედებით. მათ შორის გამოირჩეოდა ფრიდრიხ ნიცშე, რომლის ესთეტიკისადმი, მორალისადმი მიდგომამ ჯიმის საუბრებში, პოეზიაში და სიმღერებში დაისადგურა. ნაწილობრივ გავლენა იქონია პლუტარქეს„პარალელური ბიოგრაფიების“ ტექსტმა, ისევე, როგორც ფრანგი სიმბოლისტი პოეტის, არტურ რემბოს ნაშრომებმა (უკანასკნელის სტილი მნიშვნელოვანი იყო მორისონის მოკლე პროზაული ლექსების სტილის ჩამოყალიბებაში). მნიშვნელოვანი შთაგონებების წყაროს წარმოადგენდნენ უილიამ სიუარდ ბეროუზი, ჯეკ კერუაკი, ალენ გინზბერგი, ლოურენს ფერლინგეტი, შარლ ბოდლერი, მოლიერი, ფრანც კაფკა, ონორე დე ბალზაკი და ჟან კოქტო, ისევე, როგორც ფრანგი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსების უმეტესობა.
[31][35][36] უმაღლეს კლასებში ჯიმის მასწავლებელი ამბობდა: „კითხულობდა ისევე, როგორც სხვები, უფრო მეტსაც, მაგრამ ყოველივე, რასაც კითხულობდა, იმდენად არასტანდარტული იყო, რომ სხვა მასწავლებელს (კონგრესის ბიბლიოთეკის თანამშრომელს) ვთხოვე, შეემოწმებინა, არსებობდა თუ არა ყველა ის წიგნი, რომელსაც ჯიმი ასახელებდა. ეჭვი მქონდა, რომ თავად იგონებდა, ვინაიდან ყველა იყო ინგლისური წიგნი XVI და XVII საუკუნის დემონოლოგიაზე. არასოდეს მომისმენია მათ შესახებ, მაგრამ ყველა არსებობდა და მე დამარწმუნა მისმა ჩანაწერმა ამის შესახებ, კონგრესის ბიბლიოთეკა კი ამისთვის ერთადერთი წყარო იყო.“
[37] მოგვიანებით ჯიმი მამის მშობლებთან ერთად კლირუოტერში (ფლორიდა) დასახლდა და სენტ-პიტერსბერგის კოლეჯში სწავლობდა.
1962 წელს გადავიდა ფლორიდის შტატის უნივერსიტეტში (ტალაჰასი), სადაც სასკოლო ფილმში გადაიღეს.[38]
ამ პერიოდში მორისონი დააპატიმრეს - მას შემდეგ, რაც ფეხბურთის მატჩის დროს მცირე ოინი ჩაიდინა.[39]
ცხოვრება კოლეჯში, ლოს-ანჯელესი, 1964—1965
1964 წლის იანვარში მორისონი ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში სასწავლებლად გადავიდა. 1964 წლის 2 აგვისტოს მისი მამა ხელმძღვანელობდა ტონკინის ყურის ოპერაციას, რამაც შემდგომში გამოიწვია ვიეტნამის ომი. უნივერსიტეტში მორისონი სწავლობდა ჯეკ ჰირშმანის ჯგუფში და ანტონენ არტოს პიროვნებით დაინტერესდა. მისი სიურრეალისტური თეატრალური ხედვა მნიშვნელოვანი იყო მორისონის მიერ კინემატოგრაფიული თეატრალურობის ბნელი პოეტური აღქმის ჩამოყალიბებაში.[40] კურსი უნივერსიტეტის კინოსკოლაში ჯიმმა დაამთავრა 1965 წელს.[41] დაჯილდოების ცერემონიის დროს იგი ვენისში (ლოს-ანჯელესი) იმყოფებოდა, ამიტომ დიპლომა დედამისს, კორონადოში გაუგზავნეს.[42] უნივერსიტეტში სწავლისას რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. სადებიუტო იყო „პირველი სიყვარული“ (გადაღებული მაქს შვარცთან, ჯიმის კურსელთან ერთად). საჯაროდ ეს ფილმი პირველად იხილეს მხოლოდ დოკუმენტურ ფილმ „ობსკურას“ შესახებ გამოსული ფილმის ფარგლებში.[43] ვენისის სანაპიროსთან ცხოვრებისას მორისონი „ლოს-ანჯელესის თავისუფალი პრესის“ ავტორებს დაუმეგობრდა - ამ საზოგადოებას მხარს უჭერდა გარდაცვალებამდე. მან აგრეთვე ჩაწერა ინტერვიუ „თავისუფალი პრესის“ თანამშრომლებთან ბობ ჩორაშთან და ენდი კენტთან. ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე, პარიზში გამგზავრებამდე, იგი აპირებდა გაერთიანების ოფისში სტუმრობას.[44]
1965 წლის ზაფხულში, ბაკალავრის ხარისხით კალიფორნიის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მორისონი ვენისის სანაპიროზე ბოჰემური ცხოვრების მიმდევარი გახდა. ცხოვრობდა რა თანაკურსელ დენის ჯეიკობსის სახლის სახურავზე, დაწერა The Doors-ის მომავალი სიმღერების მრავალი ტექსტი, მათ შორის - "Moonlight Drive" და "Hello, I Love You". ჯეიკობსის თქმით, ჯიმი რამდენიმე თვე მხოლოდ LSD-თი და კონსერვირებული ლობიოთი არსებობდა.
იმავე ზაფხულს ჯიმმა და უნივერსიტეტის კიდევ ერთმა კურსდამთავრებულმა, რეი მანზარეკმა, ჯგუფი ჩამოაყალიბეს. ერთმანეთის რამდენიმე თვით ადრე გაიცნეს. არსებობს ლეგენდად ქცეული ამბავი, თითქოს მანზარეკი ვენისში, სანაპიროზე იწვა და შემთხვევით შეხვდა ჯიმს.[45] ჯიმის პოეტური ტექსტების შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი, თვლიდა, რომ ეს მასალა განკუთვნილი იყო „როკ-ჯგუფისთვის“. მოგვიანებით მათ დაემატნენ დრამერი რობი კრიგერი და დრამერი ჯონ დენსმორი. კრიგერი დენსმორის რჩევით მონაწილეობდა მოსმენაში და ჯგუფს შეუერთდა. სამი წევრი მაჰარიში მაჰეშ იოგის მედიტაციური ლექციებით იყო დაინტერესებული, ესწრებოდა შეხვედრებს, მორისონს კი ამ ღონისძიებებისადმი ინტერესი არ ჰქონია. მოგვიანებით აღნიშნავდა, რომ „მედიტაციებით დაკავებული არ ყოფილა“.
ჯგუფის სახელწოდება აიღეს ოლდოს ჰაქსლის „აღქმის კარიდან“. ჰაქსლის მიერ გამოყენებული სახელწოდება, თავის მხრივ, არის უილიამ ბლეიკის „სამოთხის და ჯოჯოხეთის ქორწინების“ ციტირება. მიუხედავად იმისა, რომ ჯიმი ტექსტების ძირითადი ავტორი იყო, კრიგერმაც ამ მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა - მის მიერ არის დაწერილი ტექსტების სიმღერებისთვის „Light My Fire“, „Love Me Two Times“, „Love Her Madly“ და „Touch Me“.[46] ამავე დროს, მორისონი, რომელიც სიმღერების დიდ ნაწილს ინსტრუმენტის გარეშე წერდა, იგონებდა ტექსტების ვოკალურ მელოდიებს, ხოლო სხვა წევრები აკორდებს და რიტმს არჩევდნენ. ცოცხალი გამოსვლებისას ჯიმი ინსტრუმენტებზე არ უკრავდა (მარაკასის და დაირას გარდა). რამდენიმეჯერ დაუკრავს ჰარმონიკაზე. სტუდიაში იყენებდა მარაკასს, დაირას, უკრავდა ტაშს და უსტვენდა. თუმცა, „Orange County Suite“-ში როიალზე უკრავს, ხოლო „Strange Days“-ში — მუგის სინთეზატორზე.
1966 წლის ივნისში მორისონი და ჯგუფი პირველი შემსრულებლის სახით გამოდიოდნენ Whisky a Go Go-ში, ვენ მორისონისThem-ის ძირითადი კონცერტების უკანასკნელ კვირაში[47]. მოგვიანებით ჯონ დენსმორმა წიგნში Riders On The Storm აღნიშნა ვენის სასცენო ქცევის ჯიმზე გავლენა, თუ როგორ ითვისებდა ჯიმი თავზეხელაღებულობას, პოეზიის როკ-რიტმებზე იმპროვიზაციას, ინსტრუმენტული პაუზების დროს ბას-დოლთან.[48] უკანასკნელ საღამოს ორივე ჯგუფმა სიმღერის „Gloria“ დროს იმპროვიზაცია შეასრულა.[49][50][51]
ეროვნულ სივრცეში წარმატებას კოლექტივმა 1967 წელს, Elektra Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მიაღწია.[52] სინგლი „Light My Fire“Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე 1967 წლის ივლისში-აგვისტოში სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, Simon & Garfunkel-ის კონცერტების წინ და უნივერსიტეტში გამოსვლების შემდეგ.[53] მოგვიანებით ისინი „ედ სალივანის შოუში“ გამოვიდნენ. ედ სალივანის, გადაცემის წამყვანის თხოვნით, მათ უნდა შეესრულებინათ სიმღერები „People Are Strange“ და „Light My Fire“. უკანასკნელისთვის სალივანის ცენზორებმა მოითხოვეს სტრიქონის Girl we couldn't get much higher ჩანაცვლება Girl we couldn't get much better-ით, ვინაიდან, თვლიდნენ, რომ ორიგინალური სტრიქონში იყო ნარკოტიკებთან კავშირი. ჯგუფი დათანხმდა, მაგრამ გამოსვლისას ორიგინალური ტექსტი შესრულდა. სალივანი ამით უკმაყოფილო ჩანდა და გამოსვლის შემდეგ ჯიმისთვის ან ჯგუფის სხვა წევრისთვის ხელი არ ჩამოურთმევია. სალივანის პროდიუსერმა განაცხადა, რომ The Doors ამ გადაცემაში აღარასოდეს გამოვიდოდა. თუმცა, ჯიმი ამით კმაყოფილი ჩანდა და მას მიუგო, რომ „სალივანის შოუს შეუსრულეს“.[54]
მეორე ალბომის, Strange Days გამოსვლის დროისთვის The Doors აშშ-ში უკვე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჯგუფად იქცა. ბლუზის და ფსიქოდელიური როკის აღრევის ფონზე შეიქმნა რამდენიმე ცნობილი სიმღერის ქავერ-ვერსიაც - მათ შორის „Alabama Song“. ჯგუფს აგრეთვე ეკუთვნოდა რამდენიმე ვრცელი კონცეპტუალური ნომერი - „The End“, „When the Music's Over“ და „Celebration of the Lizard“. 1966 წელს ფოტოგრაფმა ჯოელ ბროდსკიმ გადაიღო ჯიმის სურათების მთელი სერია, ცნობილი, როგორც The Young Lion. ითვლება, რომ ეს არის მორისონის ერთ-ერთი აღსანიშნავი ფოტოსესია - ფოტოსურათებს ამ სერიიდან ხშირად იყენებს ესა თუ ის ჟურნალი, ისინი იბეჭდება წიგნებზე, ალბომების სხვადასხვა გარეკანზე და დაკავშირებულ პროდუქციაზე.[55][56]
1967 წელს, ნიუ-ჰევენში (კონექტიკუტი) გაიმართა ჯგუფის შემდგომში სკანდალური სახელით ცნობილი კონცერტი - ჯიმი პირდაპირ სცენაზე დააპატიმრეს, რამაც მისი იდუმალი და მეამბოხე იმიჯის ჩამოყალიბებას მხოლოდ ხელი შეუწყო.
1968 წელს გამოვიდა ჯგუფის მესამე სტუდიური ალბომი Waiting for the Sun. 5 ივლისს ისინი ჰოლივუდ-ბოულში გამოვიდნენ, კონცერტით, რომელიც წლების შემდეგ გამოიცა, როგორც Live at the Hollywood Bowl. ამავე წელს ისინი პირველად ჩავიდნენ ევროპაში. მეოთხე ალბომი, The Soft Parade, 1969 წელს გამოსცეს. აქ პირველად მოხდა ისე, რომ ჯგუფის ცალკე წევრები მითითებულები იყვნენ ამა თუ იმ სიმღერის ავტორებად (მანამდე ყველა სიმღერის ავტორად უბრალოდ The Doors ეწერა). 1968 წლის 6 და 7 სექტემბერს ისინი რაუნდჰაუსში (ლონდონი, ინგლისი), Jefferson Airplane-თან ერთად გამოვიდნენ. ტელევიზია Granada-მ გამოსვლა გადაიღო დოკუმენტური ფილმისთვის The Doors are Open (რეჟისორი - ჯონ შეპარდი). ამავე პერიოდში ჯიმს დაეტყო ალკოჰოლის რეგულარული მოხმარების შედეგები — ხმისჩამწერ სესიებზე ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაში ჩნდებოდა. ასევე ხშირად აგვიანებდა საკონცერტო გამოსვლებზეც.
1969 წლისთვის ჯიმი ფიზიკურად შეიცვალა, მოიმატა წონაში, დადიოდა წვერ-ულვაშით და უფრო ტრადიციულად იცვამდა, მოიშორა რა ტყავის შარვალი, ჯინსი და მაისურები. 1969 წლის 1 მარტს, მაიამიში კონცერტის დროს მაყურებლებში უწესრიგობის გამოწვევა სცადა - წარუმატებლად, თუმცა დეიდის საგრაფოს პოლიციამ გამოსცა მისი დაპატიმრების ექვსი ბრძანება, მიუღებელი ქცევისთვის (სხვა მიზეზებთან ერთად).[57] შედეგად, ჯგუფის ყველა დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა.[58][59] 1970 წლის სექტემბერში მას ბრალად დასდეს მიუღებელი ქცევა და სალანძღავი სიტყვების სცენაზე გამოყენება.[21] მორისონი მშვიდად უსმენდა განაჩენს, რომელიც ითვალისწინებდა მისი ექვსი თვით ციხეში დარჩენას და 500 დოლარიან ჯარიმას.[21] 50 000 დოლარის სანაცვლოდ მუსიკოსი გამოუშვეს.[21] სხდომისას მოსამართლე მარი გუდმენმა მორისონს უთხრა, რომ იგი იყო „ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება“, რომელსაც ბევრი ნაცნობი სცემდა პატივს.[21]
2007 წელს ფლორიდის გუბერნატორმა ჩარლზ კრისტმა გამოხატა იმედი, რომ მორისონს სიკვდილშემდგომ აპატიებდნენ აღნიშნულ ქმედებებს. 2010 წლის 9 დეკემბერს მისი შეთავაზება წარმატებით იქნა რატიფიცირებული.[60][61] წლების შემდეგ ჯონ დენსმორმა უარყო ის ფაქტი, რომ ჯიმმა კონცერტის დროს სცენაზე გაიხადა.[62]
The Soft Parade-ის ჩაწერის შემდეგ ჯგუფმა გამოსცა Morrison Hotel. ხანგრძლივ შესვენებას 1970 წლის ოქტომბერში მორისონის მონაწილეობით უკანასკნელი ალბომის, L.A. Woman-ის ჩაწერა მოჰყვა. მოგვიანებით სტუდია კამათის გამო დატოვა პროდიუსერმა პოლ როტშილდმა. მას ბრიუს ბოტნიკი ჩაენაცვლა.
პოეზია და კინემატოგრაფია
მორისონმა ლექსების წერა ბავშვობისას დაიწყო. კალიფორნიის უნივერსიტეტში დაკავდა თეატრის და კინოს სფეროების შესწავლით.[63] 1969 წელს საკუთარი თანხებით გამოსცა ლექსების ორი ტომი, The Lords / Notes on Vision და The New Creatures. The Lords ძირითადად შედგება სხვადასხვა ადგილის, პიროვნების მოვლენების და მორისონის კინემატოგრაფიაზე შთაბეჭდილებებისგან. The New Creatures უფრო პოეტურია, თავისი სტრუქტურით თუ განწყობით. ორივე წიგნი მოგვიანებით გამოიცა, როგორც The Lords and The New Creatures. მორისონის სიცოცხლეში მხოლოდ ეს ორი ხელნაწერი გამოვიდა.
ჯიმი მეგობრობდა ბიტნიკების თაობის პოეტთან, მაიკლ მაკ-კლურთან, რომელმაც დენი შუგერმანის მიერ დაწერილი მორისონის ბიოგრაფიის, No One Here Gets Out Alive-ის ბოლოსიტყვაობა შექმნა. არსებობს ინფორმაცია, რომ მაკ-კლური და მორისონი მუშაობდნენ რამდენიმე დაუსრულებელ კინოპროექტზე, მათ შორის - მაიკლის ცნობილი პიესის The Beard ეკრანიზაციაზე (რომელშიც მორისონს ბიჭუნა ბილის როლი უნდა ეთამაშა).[64] გარდაცვალების შემდეგ გამოიცა ჯიმის ლექსების კიდევ ორი ტომი. ისინი შეადგინა მორისონის მეგობარმა და ფოტოგრაფმა ფრენკ ლიშანდრომ. მასალების შერჩევაში მონაწილეობდნენ ჯიმის მეგობარი გოგონა პამელა კურსონის მშობლებიც, რომლებიც ფლობდნენ ლექსების გამოცემის უფლებას.
The Lost Writings of Jim Morrison-ის პირველ ტომს ეწოდება Wilderness. 1988 წელს გამოცემისთანავე იგი New York Times-ის ბესტსელერად იქცა. მეორე ტომი, The American Night (1990) ასევე წარმატებული იყო. მორისონმა საკუთარი ლექსები აგრეთვე ჩაწერა პროფესიონალურ სტუდიაში - ორჯერ. პირველი სესია გაიმართა 1969 წლის მარტში, ლოს-ანჯელესში, ხოლო მეორე — შემდეგი წლის 8 დეკემბერს. უკანასკნელს ესწრებოდნენ ჯიმის ახლო მეგობრებიც. 1969 წლის სესიების მცირე ნაწილი გამოვიდა ბუტლეგურ დისკზე The Lost Paris Tapes, ისევე, როგორც ოფიციალურ ალბომზე An American Prayer[65]. უკანასკნელი ჩარტში #54 პოზიციამდე ავიდა. 1970 წლის დეკემბრის სესიების ჩანაწერების ნაწილი დღემდე გამოუცემელია - მას კურსონების ოჯახი ფლობს.
ჯიმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, მაგრამ იშვიათად განხილული კინომცდელობაა HWY: An American Pastoral - პროექტი, დაწყებული 1969 წელს. მან ამ წარმოების სამართავად საკუთარი კომპანიაც კი ჩამოაყალიბა. მუსიკოსს ეხმარებოდნენ პოლ ფერარა, ფრენკ ლიშანდრო და ბეიბ ჰილი. მორისონი მთავარი პერსონაჟის, მკვლელად/მანქანების გამტაცებლად ქცეული მოგზაურის როლს ასრულებდა. საუნდტრეკის შედგენა ჯიმმა მეგობარს, ფრედ მაიროუს შესთავაზა.[66]
პირადი ცხოვრება
ოჯახი
მორისონის ცხოვრების ადრეული პერიოდი მოგზაურობებით იყო სავსე, ისე, როგორც ეს ნებისმიერი ამერიკელი სამხედროს ოჯახში ხდებოდა.[67] ენდი, მორისონის ძმა, ჯერი ჰოპკინზთან საუბარში აღნიშნავდა, რომ მშობლები ბავშვებს ფიზიკურად, სასჯელის სახით, არასოდეს შეხებიან. ამის სანაცვლოდ დისციპლინის დამყარების სხვა მეთოდებს იყენებდნენ, როგორიც იყო ბავშვებზე მანამდე ყვირილი, სანამ ისინი ატირდებოდნენ და აღიარებდნენ საკუთარ შეცდომებს. უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ ჯიმმა ოჯახთან ძირითადი კონტაქტი შეწყიტა. იმ დროისთვის, როდესაც The Doors 1967 წელს ჩარტებში მოხვდა, იგი ოჯახს არ ესაუბრებოდა წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში და იტყუებოდა, თითქოს ოჯახი და და-ძმა გარდაიცვალნენ (ან ამბობდა, რომ იგი ოჯახში ერთადერთი შვილი იყო).
ეს მცდარი ინფორმაცია გამოქვეყნდა სადებიუტო ალბომთან ერთად გავრცელებულ მასალებში. ადმირალი მორისონი ისედაც არ იყო კმაყოფილი შვილის მიერ არჩეული მომავალი საქმიანობით. ერთ-ერთმა ნაცნობმა ერთხელ მოუტანა გრამფირფიტა, რადგან გარეკანზე ჯიმი ამოიცნო. ოჯახმა მოისმინა ფირფიტა და ადმირალმა შვილს უმალვა მისწერა წერილში, რომელშიც სთავაზობდა მუსიკალური კარიერის დავიწყებას, ვინაიდან ამ მხრივ არანაირი ნიჭი არ ჰქონია.[68] 1970 წელს, ფლორიდის შტატის პრობაციის კომისიაში გაგზავნილ წერილში, ჯორჯი აღიარებდა, რომ კავშირები შვილთან შესუსტდა მას შემდეგ, რაც მისი მუსიკალური ნიჭი ეჭვქვეშ დააყენა. ამბობდა, რომ შვილს ვერ დაადანაშაულებდა კავშირის აღდგენის მცდელობის არარსებობაში და მაინც ამაყობდა მისით.[69]
საკუთარი ირლანდიური და შოტლანდიური წარმომავლობის შესახებ მორისონი სიამაყით საუბრობდა. მის პოეზიასა თუ სიმღერებზე გავლენა იქონია კელტურმა მითოლოგიამაც.[70][71]Celtic Family Magazine-მა 2016 წლის საგაზაფხულო ნომერში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მორისონები წარმომავლობით იყვნენ ლუისის კუნძულიდან (შოტლანდია), ხოლო ირლანდიური წინაპრები, კლელანდები — დაუნის საგრაფოდან.[72]
ურთიერთობები
მორისონს პირველი მნიშვნელოვანი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მერი უერბელოუსთან, რომელიც ფლორიდაში, სანაპიროზე გაიცნო. ურთიერთობა რამდენიმე წელს გაგრძელდა და გავლენა იქონია The Doors-ის პირველი ორი ალბომის რამდენიმე სიმღერაზე - მათ შორის, 11 წუთიან ბალადაზე „The End“, რომელიც, რეი მანზარეკის თქმით, თავდაპირველად იყო „მოკლე დამშვიდობება მერისთან“. რეი ადასტურებდა, რომ მერი „ჯიმის პირველი სიყვარული“ იყო.
უერბელოუ პრესასთან და როკის ისტორიკოსებთან ურთიერთობას ერიდებოდა. მხოლოდ 2005 წელს მან ისაუბრა St. Petersburg Times-თან და აღნიშნა, რომ The Doors-ის მეოთხე ალბომის გარეკანისთვის ფოტოსესიის წინ ჯიმი მას ესაუბრა და უთხრა, რომ პირველი სამი ალბომი მას მიუძღვნა.[73][74][75]
უფრო გვიანდელი წლების დიდი ნაწილი მორისონმა გაატარა პამელა კურსონთან, რომელიც უნივერსიტეტში გაიცნო.[76][77] მისი შთაგონებით ჯიმმა დაიწყო ლექსებზე მეტი მუშაობა. დროდადრო კურსონი მისივე თანხმობით იყენებდა გვარ მორისონს. დასაფლავების შემდეგ მის საფლავზე დაწერეს პამელა სიუზენ მორისონი. 1974 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ მშობლებმა სასამართლოში შეიტანეს მოთხოვნა მათთვის ჯიმის მემკვიდრეობის გადაცემაზე, თვლიდნენ რა, რომ ჯიმი და პამელა ერთად ცხოვრობდნენ ფიქტიური ქორწინების წესით. კალიფორნიაში არსებული კანონმდებლობა ასეთ კავშირს არ ცნობს, თუმცა გადაწყვეტილება მაინც ოჯახის სასარგებლოდ მიიღეს. ჯიმი ანდერძში საკუთარ თავს „დაუქორწინებელ პიროვნებად“ უთითებდა, თუმცა კურსონს ახსენებდა, როგორც მემკვიდრეს. ცნობილი იყო, რომ კოლორადოში, 1967 წელს და ლოს-ანჯელესში 1968 წელს მათ ოფიციალურად გააფორმეს ქორწინება.[78][79] რეი მანზარეკი ამბობდა, რომ კურსონი მორისონის „მეორე ნახევარი“ იყო. პამელას ჯიმი მიმართავდა ტექსტების და ლექსების მეშვეობით, წიგნში The New Creatures. სიმღერები „Love Street“, „Queen of the Highway“, „Blue Sunday“ და „Indian Summer“, ისევე, როგორც ბევრი სხვა, მის შესახებ არის.[80][81]
ცნობილია, რომ მორისონს ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობები გრუპი-გოგონებთან - როგორებიც იყვნენ პამელა დე ბარი[82][83] და ჯოზეფა კარჩი, რომელმაც დაწერა მთელი რომანი ერთად გატარებული ღამის შესახებ. ჯიმის ურთიერთობა ჰქონდა სხვა პიროვნებებთან - მუსიკოსებთან, მწერლებთან, ფოტოგრაფებთან. მათ შორის იყო ნიკო. მორისონს აგრეთვე ჰქონდა ერთჯერადი ურთიერთობა გრეის სლიკთან (Jefferson Airplane) და გლორია სტეივერსთან (16 Magazine). არსებობს ინფორმაცია, რომ მან ერთი ღამე მთვრალ მდგომარეობაში ჯენის ჯოპლინთანაც გაატარა. ნიკოს ასევე სურდა, მორისონის ცოლი ყოფილიყო. უდაბნოში ყოფნისას მათ თითების წვერებიც კი გაიჭრეს და ერთმანეთს მიადეს. ნიკო ამბობდა: „სისხლი გავცვალეთ. მისი სისხლი ჩემში ჩქეფს“.[84]
წლების შემდეგ დევიდ კროსბი იხსენებდა, რომ მორისონი ჯოპლინს კალაბასასში (კალიფორნია), ჯონ დევიდსონის სახლში უხეშად ეპყრობოდა (სანამ დევიდსონი სხვაგან იყო წასული).[85][86][87] ცნობილი იყო, რომ ჯენისმა მას თავში ვისკიანი ბოთლი ჩაარტყა, ყველას თანდასწრებით.[85][86][87][88]
1965 წელს ჯუდი ჰადლსტონმა გაიცნო მორისონი. იგი ამტკიცებდა, რომ ჯიმს ოთხი წლის განმავლობაში ხვდებოდა ან შორდებოდა, რაც ასახა ავტობიოგრაფიაში Love Him Madly: An Intimate Memoir of Jim Morrison[89] და ამჟამად გაყიდვიდან გამქრალ This is the End My Only Friend: Living & Dying with Jim Morrison-ში, რომელიც მოგვიანებით გამოვიდა Like He Was God-ის სახელით.
1970 წელს მორისონმა მონაწილეობა მიიღო კელტურ წარმართულ ცერემონიაში, როკ-მუსიკის კრიტიკოს პატრიშა კენილისთან ერთად. ორივემ ხელი მოაწერა ქაღალდს, რომელშიც საკუთარ თავებს დაქორწინებულებად აცხადებდა[90], თუმცა ოფიციალური დოკუმენტები არ გაუფორმებიათ. კენილის მოგონებები შეტანილია ავტობიოგრაფიაში Strange Days: My Life With and Without Jim Morrison. Rock Wives-თან ინტერვიუში იგი ადასტურებდა, რომ ჯიმთან იქორწინა, ერთგვარი ალქაჯური ცერემონიისას, მაგრამ მორისონი მის მიმართ, შესაძლოა, ფეხმძიმობისთანავე ცივი გახდა - ვინაიდან მის წინააღმდეგ უკვე აღძრული იყო 20 საჩივარი ფეხმძიმობის თაობაზე. ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რამდენად სერიოზულად უყურებდა ჯიმი ამ ცერემონიას და პატრიშამ განაცხადა, რომ, ალბათ, „არც თუ სერიოზულად“.[91][92]
1971 წლის ივლისში ჯენეტ ერვინმა საკუთარ ჩანაწერებში ახსენა, თუ როგორ ხვდებოდა მორისონს უკანასკნელის პარიზში გამგზავრებამდე უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში და დაწერა ესსე „Your Ballroom Days Are Over“.
ჯიმის გარდაცვალების დროისთვის აღძრული იყო სულ ცოტა, სამი საქმე მისი, როგორც ბავშვების მამის წინააღმდეგ[93], თუმცა არც ერთ მომჩივანს მისი მემკვიდრეებისგან არაფერი მოუთხოვია. პამელა დე ბარი ავტობიოგრაფიაში I'm With The Band: Confessions of a Groupie წერს, რომ „მორისონი საბოლოოდ აღმოჩნდა ერთი ქალის კაცი“, გულისხმობდა რა მის ურთიერთობას პამელა კურსონთან.[82]
გარდაცვალება
1971 წლის მარტში მორისონი პარიზში კურსონს შეხვდა, ბინაში, რომელსაც ქირაობდა ბოტრელის ქუჩაზე, მარჯვენა სანაპიროზე. ჩანაწერებში იგი აღწერს, თუ როგორ სეირნობდა ქალაქში მარტო.[94] ამ პერიოდში მან გაიპარსა წვერი და უწინდელთან შედარებით, წონაშიც დაიკლო.[95] იგი გარდაიცვალა 1971 წლის 3 ივლისს, 27 წლის ასაკში.[96][97][98] იგი კურსონმა იპოვა, საკუთარ აბაზანაში. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა[99], თუმცა, აუტოფსია არ ჩატარებულა, ვინაიდან საფრანგეთის კანონმდემლობა ამას არ ითხოვდა.
ჩანაწერები
მორისონის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს კიდევ ერთი წიგნაკი ლექსებით, Paris Journal[100], რომელშიც, გარდა სხვა პირადი დეტალებისა, ალეგორიული ფორმით არის მოთხრობილი მამაკაცზე, რომელიც იძულებული იქნება, მიატოვოს ქონება, ვინაიდან პოლიცია იძიებს გარდაცვალებას, რომელიც უკავშირდება ჩინური ოპიუმით ვაჭრობას.[100][101][102][103] ლექსის უკანასკნელი ნაწილი მთავრდება იმედგაცრუებით იმ პიროვნების მისამართით, რომელთანაც პერსონაჟს ჰქონდა ახლო ურთიერთობა. მოქმედებაში კვლავ ბრუნდება ბიჭუნა ბილი (HWY: An American Pastoral-იდან)[100][101].
2013 წელს მორისონის კიდევ ერთი პარიზული წიგნაკი, 127 Fascination (ნაპოვნი იმავე ყუთთან, რაც წინამორბედი)[104] 250 000 აშშ დოლარად აუქციონზე გაიყიდა.[100][105] პირადი ნივთების ამ ყუთში აგრეთვე შედიოდა პამელა კურსონის კადრები, სადაც იგი სასაფლაოზე ცეკვავს - ეს არის დღემდე აღდგენილი ერთადერთი ფილმი, გადაღებული ჯიმის მიერ.[106][107] ყუთში აგრეთვე შედიოდა სხვა წიგნაკებიც. ვარაუდობენ, რომ მასში აგრეთვე იდო ბუტლეგური The Lost Paris Tapes. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ფირი სინამდვილეში იყო Jomo & The Smoothies - მორისონის, მაიკლ მაკ-კლურის და პროდიუსერ პოლ როტშილდის იმპროვიზებული შესრულება ლოს-ანჯელესში, 1971 წელს ჯიმის პარიზში გამგზავრებამდე.[103]
საფლავი
მორისონი დასაფლავებულია პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, რომელიც მას შემდეგ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა. ოფიციალურად მისი საფლავი მითითებული არ ყოფილა, მაგრამ გაკეთდა სპეციალური აბრა, რომელიც მოგვიანებით, 1973 წელს მოიპარეს. სასაფლაოს სიაში საფლავი არასწორად იყო მითითებული, როგორც დაგლას ჯეიმზ მორისონი.
1981 წელს ხორვატელმა მოქანდაკე მლადენ მიკულინმა[108] ჯიმის გარდაცვალების 10 წლისთავისთვის საკუთარი სურვილით დაამზადა და განათავსა საფლავზე მისი ბიუსტი და ახალი ქვა. ორი წლის შემდეგ იგი ვანდალებმა ჩამოაგდეს და მოგვიანებით, 1988 წელს მოიპარეს.[109] 1989 წელს მიკულინმა კიდევ ერთი ბიუსტი შექმნა,[110] ხოლო 2001 წელს —
პორტრეტი, ბრინჯაოსგან.[111] დღეს არც ერთი მათგანი ადგილზე არ არის.
1990-იანების დასაწყისში მორისონის მამამ, ჯორჯ სტივენმა, ე. ნიკოლას ჯენოვეზესთან (სან-დიეგოს უნივერსიტეტი) საუბრის შემდეგ საფლავზე ბრტყელი ქვა დაამაგრა. მასზე არსებულ ბრინჯაოს დაფაზე ბერძნულად წერია: ΚΑΤΑ ΤΟΝ ΔΑΙΜΟΝΑ ΕΑΥΤΟΥ, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „საკუთარი სულის შესაბამისად“.[112][113]
შთაგონებები
ოჯახის უფროსის სამხედრო კარიერის გამო, ყველა დროდადრო მოგზაურობდა. შედეგად, მორისონის განათლების პროცესი მუდმივად წყდებოდა, სანამ იგი ერთი ქალაქიდან მეორეში გადადიოდა. მიუხედავად ამისა, სიამოვნებით სწავლობდა ლიტერატურას, პოეზიას, რელიგიას, ფილოსოფიას და ფსიქოლოგიას, ისევე, როგორც სხვა თემებს. ბიოგრაფებს მრავალფერ უხსენებიათ მრავალი მწერალი და ფილოსოფოსი, რომლებმაც გავლენა იქონიეს მორისონის აზროვნებაზე და, შესაძლოა, მის ქცევაზეც.[31][35][36][114][115][116] ჯერ კიდევ მოზარდობისას მორისონი გაეცნო ფრიდრიხ ნიცშეს ნაშრომებს. მას იზიდავდა უილიამ ბლეიკის, შარლ ბოდლერის და ართურ რემბოს პოეზია.[115] ძლიერი გავლენა ჯიმზე იქონიეს ბიტნიკებმა (ჯეკ კერუაკი) და მარკიზ დე სადმაც. ცნობილია, რომ მორისონს ხიბლავდა კერუაკის „გზაზე“ და სურდა, იგივე თავგადასავალი ჰქონოდა. ასეთივე დიდი ინტერესით კითხულობდა ლუი ფერდინან სელინს[116] უკანასკნელის „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ და ბლეიკის „უბიწობის გამონათქვამებმა“ ასახვა ჰპოვეს ჯიმის ადრეულ სიმღერაში „End of the Night“.[115]
მორისონის მეგობარი იყო მაიკლ მაკ-კლური, ცნობილი ბიტნიკი პოეტი. მას მოსწონდა ჯიმის ტექსტები, მაგრამ უფრო მეტად მისი ლექსები ხიბლავდა. მისი რჩევით, ჯიმმა დაიწყო პოეტური ნიჭის დახვეწა. მორისონი შესრულების სტილზე გავლენა იქონია ფრანგი დრამატურგ ანტონენ არტოს და ჯულიან ბეკის შემოქმედებამ.
შთაგონების წყაროდ ჯიმისთვის იქცა რელიგიასთან, მისტიურობასთან, მითოლოგიასთან და სიმბოლიზმთან დაკავშირებული ნაშრომები, განსაკუთრებით — ჯოზეფ კემპბელის „ათას-სახოვანი გმირი“. ჯეიმზ ფრეიზერის „ოქროს რტო“ ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მორისონის აზროვნების ჩამოყალიბებაში და არეკლილია სიმღერაში "Not to Touch the Earth". ჯიმს განსაკუთრებით იზიდავდა მკვიდრი ამერიკელების მითოლოგია და რელიგია.
როდესაც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-მექსიკოში გადავიდა, სადაც ჯიმმა იხილა მრავალი ადგილი და არტეფაქტი, რომელიც უკავშირდებოდა ინდიელების კულტურას. ყოველივე ამით შთაგონებულ სიმბოლოებს შორის არის ხვლიკები, გველები, უდაბნოები და ძველისძველი ტბები, რომლებიც მის სიმღერებსა თუ პოეზიაში ჩნდება. ინდიელების ცერემონიებით შთაგონებული, იყენებდა ანთროპოლოგიურ, მაგრამ არასწორ სიტყვა „შამანს“, როდესაც სცენაზე ტრანსში შედიოდა და ცეკვავდა. „The Ghost Song“, მაგალითად, შთააგონა ინდიელების „სულის ცეკვამ“.
მორისონის ვოკალური შესრულების მანერაზე გავლენა იქონიეს ელვის პრესლიმ და ფრენკ სინატრამ - ეს ხაზგასმულია 1981 წლის დოკუმენტურ ფილმში The Doors: A Tribute to Jim Morrison, სადაც პროდიუსერი პოლ როტშილდი იხსენებს, რომ ჯიმის პირველად მოსმენისას წარმოიდგინა „როკ-ენ-როლის ბინგ კროსბი“. შუგერმენის No One Here Gets Out Alive-ში ნახსენებია, რომ მორისონი მოზარდობისას პრესლის მუსიკის დიდი მოყვარული იყო, იმდენად, რომ როდესაც უკანასკნელი სიმღერები რადიოეთერში გადიოდა, იგი ითხოვდა, რომ ყველა ჩუმად ყოფილიყო. ფრენკ სინატრას გავლენა დადასტურებულია The Doors, The Illustrated History-ში, სადაც იგი აღნიშნულია როგორც ჯიმის საყვარელი შემსრულებელი. ყველა დროის 100 საუკეთესო როკ-მომღერლის სიაში, რომელიც Rolling Stone-მა შეადგინა, ეს ფაქტი ასევე დადასტურებულია.[117]
მემკვიდრეობა
მუსიკა
მორისონი იყო და კვლავ რჩება ყველა დროის ერთ-ერთ პოპულარულ და გავლენია მომღერალ და სიმღერების ავტორად, ისევე, როგორც როკ-მუსიკაში ერთ-ერთ აღსანიშნავ ლიდერად. დღემდე ითვლება როკ-ვარსკვლავის ნამდვილ პროტოტიპად - დაღვრემილ, სექსუალურ, სკანდალურ და იდუმალ პიროვნებად.[118] როკ-ვარსკვლავების ატრიბუტად იქცა ტყავის შარვალი, რომელსაც სასცენო გამოსვლებისას ატარებდა.[119] 2001 წელს Rolling Stone-ის მკითხველების გამოკითხვაში მორისონმა დაიკავა მეხუთე ადგილი ყველა დროის საუკეთესო წამყვან ვოკალისტებს შორის. სხვადასხვა წყარო თვლის, რომ Iggy and the Stooges ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც წამყვანი ვოკალისტი იგი პოპი დაესწრო The Doors-ს კონცერტს ენ-არბორში (მიჩიგანი).[120] პოპის ერთ-ერთი ადრეული სიმღერა, „The Passenger“, როგორც ცნობილია, დაიწერა მორისონის ლექსის შთაგონებით.[121][122]
უოლეს ფოული, ფრანგული ლიტერატურის პროფესორი დიუკის უნივერსიტეტში, არის წიგნის Rimbaud and Jim Morrison ავტორი. ამ ნაშრომში იგი იხსენებს, თუ როგორ მიიღო 1968 წელს მორისონისგან სამადლობელო წერილი ინგლისურად ნათარგმნი ართურ რემბოს ლექსისთვის. „ჩემთვის ფრანგულის კითხვა რთულია“, წერდა იგი, „...თქვენი წიგნი სულ თან დამაქვს“. ფოულის შემდგომში წაუკითხავს მრავალი ლექცია მორისონის და რემბოს ბიოგრაფიების, ფილოსოფიების და პოეზიის შედარებით. ჯგუფის დარჩენილი წევრების მიერ დაწერილ წიგნში The Doors ნახსენებია მორისონის ახლო მეგობარი ფრენკ ლიშანდრო, რომლის თქმით, ბევრი ამჩნევდა, რომ მორისონი დაინტერესებული იყო არეულობით, ხალხის აჯანყებით და ქაოსით, რაც ნიშნავდა, რომ „იგი იყო ანარქისტი, რევოლუციონერი, ან, ყველა ცუდი, ნიჰილისტი“. ცოტას თუ შეუმჩნევია, რომ იგი ახდენდა რემბოს და სიურრეალისტური პოეტების პარაფრაზირებას.[123]
მორისონის ვოკალი „Bird Of Prey“-დან ჟღერს Fatboy Slim-ის „Sunset“-ში. ჯგუფ ბონ ჯოვის„I'll Sleep When I'm Dead“-ის ვიდეოში ნაჩვენებია ჯიმის საფლავი. Radiohead-ის „Anyone Can Play Guitar“-ში ნახსენებია მორისონი - „I wanna be wanna be wanna be Jim Morrison“. ელის კუპერი ალბომის Killer ანოტაციებში აღნიშნავს, რომ სიმღერა „Desperado“ მორისონზეა. ბონო Achtung Baby-ს და Zoo TV Tour-ის პერიოდში ატარებდა მორისონის სტილის ტყავის შარვალს. პროდიუსერმა Skrillex-მა 2012 წელს გამოუშვა „Breakn' a Sweat“, მორისონის ინტერვიუდან აღებული საუბრით.
პოპულარულ კულტურაში
2013 წლის ივნისში მიანმარში გათხრებისას აღმოაჩინეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხვლიკის ნარჩენები. მას ჯიმის პატივსაცემად Barbaturex morrisoni ეწოდა. ჯეისონ ჰედმა, ნებრასკის-ლინკოლნის უნივერსიტეტის პალეონთოლოგმა აღნიშნა: „ეს ხვლიკების მეფეა და ჯიმიც ხვლიკების მეფე იყო, ამიტომ ერთმანეთს უხდებიან.“[125]
ანიმაციურ სერიალ „სიმფსონებში“ მორისონი არაერთხელ იყო ნახსენები თუ ციტირებული. ეპიზოდში „I Love Lisa“ ჯამბაზი კრასტი მღერის „Break On Through“-ს. ოტო მანი ეპიზოდში „The Otto Show“ჰომერს მიმართავს: „მე და ადმირალი ერთმანეთს ვერ ვეწყობით“ (მინიშნება ჯიმის და მამის ურთიერთობებზე). მორისონის საფლავი ნახსენებია 21-ე სეზონის „The Devil Wears Nada“-ში. ლიზა სიმფსონი „Selma's Choice“-ში ფსიქოდელიურ მდინარეზე დაცურავს და ყვირის: „ხვლიკების დედოფალი ვარ!“. მორისონი ჰომერის ჰალუცინაციის სახით ეპიზოდ „Covercraft“-ში ჩნდება.
სტივენ კინგის „წინააღმდეგობაში“ სტიუ რედმენი მეუღლეს, ფრენსის გოლდსმითს უამბობს, თუ როგორ შეხვდა მორისონს, უკანასკნელის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ, ღამით, ტეხასის ავტოგასამართ სადგურზე, 1980-იანებში.
The Lords and the New Creatures (1969). 1985 წლის გამოცემა: ISBN 0-7119-0552-5
An American Prayer (1970) დაიბეჭდა კერძოდ, Western Lithographers-ის მიერ (არსებობს 1983 წლის არაოფიციალური გამოცემაც, Zeppelin Publishing Company, ISBN 0-915628-46-5.)
Arden lointain, edition bilingue (1988), საბინ პრუდენი და ვერნერ რაიმანი, პარიზი: კ. ბურგო. 157 გვ. (ორიგინალური ტექსტები ინგლისურ ენაზე, ფრანგული თარგმანით) ISBN 2-267-00560-3
Wilderness: The Lost Writings Of Jim Morrison (1988). 1990 წლის გამოცემა: ISBN 0-14-011910-8
The American Night: The Writings of Jim Morrison (1990). 1991 წლის გამოცემა: ISBN 0-670-83772-5
მორისონის შესახებ
ლინდა ეშკროფტი, Wild Child: Life with Jim Morrison, (1997) ISBN 1-56025-249-9
ლესტერ ბენგსი, "Jim Morrison: Bozo Dionysus a Decade Later" გამოცემაში Main Lines, Blood Feasts, and Bad Taste: A Lester Bangs Reader, ჯონ მორთლენდი, რედ. Anchor Press (2003) ISBN 0-375-71367-0
სტივენ დეივისი, Jim Morrison: Life, Death, Legend, (2004) ISBN 1-59240-064-7
პიტერ იან მერგრი, The Pilgrimage to Jim Morrison's Grave at Père Lachaise Cemetery: The Social Construction of Sacred Space. In idem (ed.), Shrines and Pilgrimage in the Modern World. New Itineraries into the Sacred.Amsterdam University Press, 2008, p. 145–173.
დეივეთ მილტონი, We Want The World: Jim Morrison, The Living Theatre, and the FBI, (2012) ISBN 978-0957051188
მარკ ოპსასნიკი, The Lizard King Was Here: The Life and Times of Jim Morrison in Alexandria, Virginia (2006) ISBN 1-4257-1330-0
ჯეიმზ რიორდანი და ჯერი პროჩნიცკი, Break on through: The Life and Death of Jim Morrison (1991) ISBN 0-688-11915-8
ადრიანა რუბიო, Jim Morrison: Ceremony...Exploring the Shaman Possession (2005) ISBN
ჰობარდ საუნზი. 27: A History of the 27 Club Through the Lives of Brian Jones, Jimi Hendrix, Janis Joplin, Jim Morrison, Kurt Cobain, and Amy Winehouse, ბოსტონი: Da Capo Press, 2013. ISBN 0-306-82168-0.
The Doors (1991), ოლივერ სტოუნის ფილმი. მთავარ როლს ასრულებს ველ კილმერი. მისი შესრულება კრიტიკოსების ნაწილმა დადებითად შეაფასა. რეი მანზარეკს სტოუნი მიერ ნაჩვენები მორისონი არ მოეწონა. მისივე თქმით, რამდენიმე მოვლენა ამ ფილმიდან სინამდვილეში გამოგონილი იყო. დევიდ კროსბიმCPR-ის ალბომისთვის დაწერა სიმღერა ამ ფილმის შესახებ სტრიქონით And I have seen that movie – and it wasn't like that. (ქართ.და ფილმი ვნახე, სინამდვილეში ასე არ ყოფილა.[127]
↑Doland, Angela (November 11, 2007). „New questions about Jim Morrison's death“. Associated Press Writer Verena von Derschau in Paris contributed to this report. USA Today. ციტირების თარიღი: December 7, 2012.
↑NOTABLE ALUMNI ACTORS. UCLA School of Theater, Film and Television. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 6, 2014. ციტირების თარიღი: September 29, 2014.
↑Burks, John. (December 10, 2010) Jim Morrison’s Indecency Arrest: Rolling Stone’s Original Coverage. ციტატა: „[He] became the object of six arrest warrants, including one for a felony charge of "Lewd and lascivious behavior in public by exposing his private parts and by simulating masturbation and oral copulation."
The five other warrants are for misdemeanor charges on two counts of indecent exposure, two counts of open public profanity and one of public drunkenness."“ ციტირების თარიღი: February 19, 2017.
↑Davis, Stephen (2004). Jim Morrison: Life, Death, Legend. Ebury Press. „At the time “Maggie M’Gill” was recorded, there were three paternity suits against Jim Morrison being defended by Max Fink’s office. All were still pending when Jim died, and so were unresolved.“
↑Anon. (1971). „Jim Morrison: Lead rock singer dies in Paris“. The Toronto Star (print, July 9). United Press International. p. 26. დახრილი (კურსივი) ან მუქი ტექსტი არ არის დაშვებული |journal=-ში (დახმარება)
يونتين غياتسو معلومات شخصية الميلاد 1589منغوليا الوفاة 1616التبت عائلة آل جنكيز [لغات أخرى] مناصب دالاي لاما (4 ) سونام غياتسو لوزانغ غياتسو الحياة العملية المهنة سياسي، وكاتب اللغات التبتية تعديل مصدري - تعديل يونتين غياتسو (1589 - 1616) ا...
American television series 1961–63 For the 1994 film, see Car 54, Where Are You? (film). Car 54, Where Are You?Opening title sequenceAlso known asCar 54GenreSitcompolice comedyCreated byNat HikenDirected byAl De CaprioNat HikenStanley PragerStarringJoe E. RossFred GwynneTheme music composerNat HikenJohn StraussOpening themeCar 54, Where Are You?ComposerJohn StraussCountry of originUnited StatesOriginal languageEnglishNo. of seasons2No. of episodes60 (list of episodes)ProductionProducersNat ...
American television sitcom (1990–1997) For other uses, see Wings (disambiguation). WingsGenreSitcomCreated by David Angell Peter Casey David Lee Starring Tim Daly Steven Weber Crystal Bernard Thomas Haden Church David Schramm Rebecca Schull Tony Shalhoub Farrah Forke Amy Yasbeck Theme music composerFranz SchubertOpening themePiano Sonata No. 20 in A major, D. 959, Rondo: AllegrettoComposerBruce MillerCountry of originUnited StatesOriginal languageEnglishNo. of seasons8No. of episodes172 (li...
Pour les articles homonymes, voir TSM. Toulouse School of ManagementLogo de TSMHistoireFondation 1955StatutType École de management au sein de l'UniversitéRégime linguistique Français et anglaisDirecteur Hervé PenanMembre de Université Toulouse-I-CapitoleIAE FranceSite web www.tsm-education.frChiffres-clésÉtudiants Environ 3 000Enseignants-chercheurs 75LocalisationPays FranceCampus Université Toulouse 1 CapitoleVille Toulousemodifier - modifier le code - modifier Wikidata Toulou...
Budhi AchmadiPanglima Komando Operasi Udara IIPetahanaMulai menjabat 2 Oktober 2023PendahuluAndi KustoroKepala Staf Komando Gabungan Wilayah Pertahanan III ke-6Masa jabatan27 April 2023 – 2 Oktober 2023PendahuluIzak PangemananPenggantiDeni Hasoloan SimanjuntakWaasops Panglima TNIMasa jabatan28 September 2022 – 27 April 2023PendahuluKustonoPenggantiBonang Bayuaji GautamaKomandan Komando Sektor II Koopsud IIMasa jabatan29 Juli 2022 – 28 September 2022Pen...
Type of sharing system for food production and distribution Not to be confused with Sharecropping. Community-Supported Agriculture (CSA)An example of a week's CSA share, including bell peppers, okra, tomatoes, beans, potatoes, garlic, eggplant, and squash Community-supported agriculture (CSA model) or cropsharing is a system that connects producers and consumers within the food system closer by allowing the consumer to subscribe to the harvest of a certain farm or group of farms. It is an alt...
This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Xilotepelt FC – news · newspapers · books · scholar · JSTOR (September 2014) (Learn how and when to remove this template message) Football clubXilotepelt F.C.Full nameXilotepelt Futbol ClubeNickname(s)“Xilo”Founded1996Dissolved2013GroundEstadio Pedro SelvaJ...
1959 film by Jules White For another film, see Triple Crossed (2013 film). Triple CrossedDirected byJules WhiteWritten byWarren WilsonProduced byJules WhiteStarringMoe HowardLarry FineJoe BesserAngela StevensMary AinsleyDiana DarrinShemp HowardConnie CezonJohnny KascierCinematographyFred Jackman Jr.Edited bySaul A. GoodkindDistributed byColumbia PicturesRelease date February 2, 1959 (1959-02-02) (U.S.) Running time15:52CountryUnited StatesLanguageEnglish Triple Crossed is a...
Equinox Equinox, (2018).Datos generalesOrigen Fredrikstad, NoruegaEstado ActivoInformación artísticaGénero(s) Thrash metalPeríodo de actividad 1987 - actualmenteDiscográfica(s) Bertelsmann Music GroupLaughing Deer ProductionsMiembros Grim SteneSkule SteneRagnar WestinØystein WaremExmiembros Tommy SkarningJørn Wangsholm[editar datos en Wikidata] Equinox es una banda noruega de thrash metal fundada en 1987 por Grim Stene (Guitarra y voz), Skule Stene (bajo) y Ra...
Wilson CarpinteroDatos personalesNombre completo Wilson Alberto Carpintero MendozaApodo(s) El Pájaro CarpinteroNacimiento Tubará, Colombia15 de septiembre de 1977 (46 años)Nacionalidad(es) Altura 1,73 m (5′ 8″)Carrera deportivaDeporte FútbolClub profesionalDebut deportivo 24 de mayo de 1998(Independiente Medellín)Posición DelanteroGoles en clubes 192Retirada deportiva 2018(Deportes Quindío)Selección nacionalSelección COL ColombiaPart. (goles) 1 (0)[e...
Pengunjung memorial sedang berjalan di antara prasasti Memorial untuk Orang-orang Yahudi yang Terbunuh di Eropa[1] (Jerman: Denkmal für die ermordeten Juden Europas), atau dikenal sebagai Memorial Holokaus (German: Holocaust-Mahnmal), adalah sebuah memorial di Berlin, Jerman, untuk mengenang terjadinya Holokaus kepada orang-orang Yahudi. Memorial ini dirancang oleh arsitek Peter Eisenman dan insinyur Buro Happold. Memorial ini memiliki luas sebesar 19.000 m2 (4,7-ekar) [...
Board wargame published in 1968 1914 game box cover 1914 is a board wargame published by Avalon Hill in 1968 that simulates the first few months of World War I on the Western Front. Description 1914 is a two-player corps-level simulation of the first few weeks of World War I on the Western Front. With a 22 x 28 mounted hex grid game map, almost 400 double-sided die-cut counters, a mobilization chart pad for secret deployment, and various charts and instructions including a Battle Manual, the ...
Spanish politician In this Spanish name, the first or paternal surname is Domínguez and the second or maternal family name is Arévalo. The Most ExcellentThe Count of RodeznoBornTomás Domínguez Arévalo1882[note 1]Madrid[note 1]Died1952VillafrancaNationalitySpanishOccupationlandownerKnown forpoliticianPolitical partyCT Tomás Domínguez Arévalo, 6th Count of Rodezno,[note 2] 12th Marquis of San Martin[note 3] (1882–1952) was a Spanish Carlist...
Вулиця ХлібопекарськаЧернігів Вид вулиці Хлібопекарської від ТретякаВид вулиці Хлібопекарської від ТретякаРайон Новозаводський район (Чернігів)Колишні назви Хлібопекинська, Воровськогорадянського періоду (українською) вулиця ВоровськогоТранспортРух двосторонній...
American sports administrator Sunil GulatiGulati in 2006President of the United States Soccer FederationIn officeMarch 11, 2006 – February 10, 2018Preceded byRobert ContigugliaSucceeded byCarlos CordeiroVice President of FIFAIn office2016–2016 Personal detailsBorn (1959-07-30) July 30, 1959 (age 64)Allahabad, Uttar Pradesh, IndiaNationalityAmericanAlma materBucknell University Columbia University Sunil Gulati (/ˈsuːniːl ɡuːˈlɑːti/ SOO-neel goo-LAH-tee;[citation n...
У этого термина существуют и другие значения, см. Михайловское сельское поселение. Сельское поселениеМихайловское сельское поселение Флаг Страна Россия Входит в Тацинский район Включает 9 населённых пунктов Адм. центр хутор Михайлов Глава Присяжнюк Лариса Сергее...
Association football club in England Football clubDronfield TownFull nameDronfield Town Football ClubFounded1998GroundStonelow Playing Fields, DronfieldCapacity500 (80 seated)[1]ChairmanPatrick WilliamsManagerChris MillingtonLeagueNorthern Counties East League Division One2022–23Northern Counties East League Division One, 16th of 20 Home colours Dronfield Town Football Club is a football club based in Dronfield, Derbyshire, England. They are currently members of the Northern Countie...
City in Zanjan province, Iran For other places with the same name, see Nurabad. City in Zanjan, IranNurabad Persian: نورابادCityNurabadCoordinates: 35°56′15″N 48°47′36″E / 35.93750°N 48.79333°E / 35.93750; 48.79333[1]Country IranProvinceZanjanCountyKhodabandehDistrictCentralPopulation (2016)[2] • Total3,644Time zoneUTC+3:30 (IRST) Nurabad (Persian: نوراباد), also Romanized as Nūrābād; also known as Noor...