ხუნძები

ხუნძების დროშა
ხუნძი ქალის პორტრეტი, რომელსაც აცვია სადღესასწაულო ნაციონალური დაღესტნური ტანისამოსი. ჰ. მუსაიასული (მხატვარი და პოლიტიკური ემიგრანტი), 1939

ავარები, იგივე ხუნძები (ხუნძ. магӀарулал, მაარულალ) — დაღესტნის ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი, რომელიც ანდიელებთან და დიდოელებთან ერთადერთ ჯგუფს ქმნის. ისინი ცხოვრობენ დაღესტნის დასავლეთ ნაწილში, მდინარე სულაკის აუზში. მათი ერთი ნაწილი ჭარ-ბელაქანშია ჩასახლებული. აგრეთვე კომპაქტურად სახლობენ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ისინი ანწუხისა და კაპუჭის თავისუფალ მეთემეთა შთამომავალნი არიან).

ეთნონიმი

ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენებზე მოლაპარაკე ეს ეთნიკური ჯგუფი დაღესტნის ხალხებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია (850 ათასი[1][2]). ხოლო მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 1 მილიონამდე არიან. ის ავარების სახელით ძირითადად რუსულ ლიტერატურაში არის ცნობილი, ქართულ ისტორიულ წყაროებში კი ამ ტომებით დასახლებული ქვეყანა ხუნძეთად მოიხსენიება, თუმცა ტერმინი – ავარები – ქართულ საისტორიო ლიტერატურაშიც გვხვდება. დადგენილია, რომ ტერმინი „ავარი“ არაა დაკავშირებული VI-IX სს-ის მომთაბარე თურქულენოვან ხალხთან ავარებთან. ხუნძთა აღმნიშვნელი ქართული ეთნონიმი „ხუნძები“ ერთ-ერთი დიდი სოფლისა და საზოგადოების სახელწოდებიდან – ხუნძახიდან მომდინარეობს. შუა საუკუნეებში დაღესტნის ტერიტორია და მოსახლეობა მეზობელ ხალხთა მიერ, მიუხედავად ეთნიკური მრავალფეროვნებისა, ხშირად ერთიან წარმონაქმნად აღიქმებოდა. მაგალითად, ქართველებმა განაზოგადეს ერთ-ერთი დაღესტნური ტომის სახელწოდება და მთელ დაღესტანს „ლეკეთს“ უწოდებდნენ, დაღესტანში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს კი „ლეკებს“. ეს სახელი დღესაც გამოიყენება დაღესტანში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების აღმნიშვნელ ტერმინად. ზოგიერთი ავტორის მიხედვით, ეთნონიმი ავარები თავდაპირველად ეკუთვნოდა ხუნძახის ფერდობის მოსახლეობას, სადაც ავართა სახანო არსებობდა, რომელთაც მოგვიანებით მთელი ნათესაური ჯგუფი მოიცვეს. XVIII ს-ის ცნობილი გერმანელი ბუნებისმეტყველი და მკვლევარი იოჰან ჰულდენშტედი, რომელიც იმყოფებოდა კავკასიაში, ავარებს მიაკუთვნებს ავარიის სახანოს მოსახლეობას, აგრეთვე ჯარო-ბელოკანებს, რომლებიც იყვნენ თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. XX ს-ის დასაწყისამდე ხუნძები ცნობილნი იყვნენ ტავრინებისა და ლეზგინების (ლეკების) სახელით. ხუნძთა ტომზე ვასილი პოტო წერს, ეთნონიმი „ლეზგინი“ (ლეკები) ხუნძთა გარდა ნიშნავს დაღესტნის მთელ მთიან მოსახლეობას.

განსახლება და საქართველოში მცხოვრები ხუნძები (ავარები)

ხუნძები (ავარები) ძირითადად ცხოვრობენ დაღესტნის მთიანეთში, აგრეთვე აზერბაიჯანში (მეტწილად ბელაქნის, ზაქათალის რაიონებში და ბაქოში). ხუნძების მცირე ჯგუფები ცხოვრობენ საქართველოში (კომპაქტურად ყვარლის მუნიციპალიტეტში), თურქეთში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიასპორა ხუნძებს აქვთ თურქეთში. უნდა აღინიშნოს, რომ მცირე რაოდენობით ავარი მოჰაჯიდების შთამომავლები ცხოვრობენ ყოფილ ოსმალეთის იმპერიაში, სირიასა და იორდანიაში, სადაც მცირერიცხოვნობის გამო განიცადეს როგორც ადგილობრივი არაბი მოსახლეობისგან, ასევე ჩრდილო კავკასიელებისგან კულტურულ ენობრივი გავლენა, ძირითადად ჩერქეზებისა და ჩეჩნებისგან. როგორც ორტომეული მონოგრაფიის „დაღესტნელების ემიგრაცია ოსმალეთის იმპერიაში“ ავტორი ამირხან მაგომედადაევი იწმუნება, „ჩრდილოკავკასიის, და კერძოდ დაღესტნის დიასპორა დიდ როლს თამაშობდა და ახლაც თამაშობს თურქეთის, იორდანიის, სირიის სოციალურ-ეკონომიკურ, საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 1996 ხუნძი ცხოვრობდა (1989 წელს — 4230 ცხოვრობდა[3]). 2014 წლის აღწერის თანახმად ხუნძების რაოდენობა შეადგენს 1060 ადამიანს.[4] აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცხოვრები ხუნძების აბსოლუტური უმრავლესობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში — თივში – 225, ჩანტლისყურესა – 401 და შოროხში – 329 ცხოვრობს.

საქართველოსა და ხუნძ ხალხს შორის ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ქართლის მეფე ფარნავაზი დაღესტნელ ხალხებთან ერთად იბრძოდა დამპყრობლების წინააღმდეგ. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ კი დაღესტანში ქართველი მისიონერები გამოჩნდნენ.

ქრისტიანობის გავრცელება დაღესტანში სავარაუდოდ, XIV საუკუნეში, თემურლენგის ლაშქრობების დროს, შეწყდა, როდესაც დაღესტნის ისლამიზაცია დასრულდა. XVII საუკუნიდან იმდენად გახშირდა თავდასხმები საქართველოს ტერიტორიაზე დაღესტნის, მათ შორის კი ხუნძთა მხრიდან, რომ ამ მოვლენამ საქართველოში თავისი სახელიც კი შეიძინა — „ლეკიანობა“.

ხუნძებმა საქართველოში დასახლება დაიწყეს მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. მათი ნაწილი სოფ. თივში XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოსახლდა, ნაწილი კი — 1957 წელს.

XX საუკუნის 30-40-იან წლებში ხუნძები ძირითადად კახეთის სამ სოფელში იყვნენ განსახლებულები: თივში, თებელჯოსა და ხაშალხუტში, რომელსაც ახლა მთისძირი ჰქვია.

თავდაპირველად ხუნძები განასახლეს ქართულ სოფლებში, შემდეგ კი მათი კატეგორიული მოთხოვნით გამომდინარე განსხვავებული რელიგიური კუთვნილებიდან ცალკე დაასახლეს და ასე გაჩნდა ავართა სოფლები: თივი, სარუსო, თხილისწყარო და ჩანთლისყურე. ოთხივე სოფელი ყვარელ-ლაგოდეხის გზაზე მდებარეობს. 1990-იანი წლების დამდეგს ქვეყანაში განვითარებული ცნობილი მოვლენების შედეგად ხუნძების ერთმა ნაწილმა საქართველოში სახლები გაყიდა და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.

კახეთის ხუნძური სოფლები თითქმის არ განსხვავდებოდა კახური სოფლებისგან. თავდაპირველად ხუნძები მიწურებში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი კახელებისგან ისწავლეს საცხოვრებელი ნაგებობების სხვადასხვა მასალით შენება და წნული, ფიცრული და ქვითკირის სახლების შენება დაიწყეს. კახეთის ავართა ოჯახები ინდივიდუალურია, თითქმის დავიწყებულია ქორწინების ძველი ტრადიციები. მუსულმანურ კულტურისთვის დამახასიათებელი მრავალცოლიანობა აქ ნაკლებად გვხვდება.

ხუნძებმა ქართველებთან მრავალწლიანი თანაცხოვრების შედეგად ქართველებისგან მათთვის მანამდე უცხო სამეურნეო დარგები აითვისეს (მევენახეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა, მეაბრეშუმეობა, მეხილეობა). შეიცვალა მათი სამეურნეო პირობები და შრომის იარაღები. თანდათანობით მათი სამუშაო იარაღი სახვნელი, რომელსაც დაღესტნის მთის პირობებში ხმარობდნენ, ქართულმა გუთანმა ჩაანაცვლა. თამანედროვე პერიოდში კი უახლესი ტექნიკის გამოყენებაც დაიწყეს. ხუნძებმა კახელებისაგან აითვისეს მეღვინეობის კულტურა. მათთვის ადრე მიუღებელი ალკოჰოლური სასმელი უკვე მისაღები და ყოველდღიურიც კი გახდა.

საქართველოში დიდხანს ცხოვრების მიუხედავად მაინც შემოინახეს მომთაბარე მესაქონლეობის წესი, ე. წ. ორხელაობა. ზაფხულობით საქონელს სამთო სადგომებზე მიერეკებოდნენ და მეურნეობას იქ მისდევდნენ, ისე რომ ოჯახის წევრებს შორის მთასა და ბარში ფუნქციები გადანაწილებული ჰქონდათ.

მეურნეობის ტრადიციული ფორმებიდან ხუნძებში შემორჩენილია მეცხვარეობა. საგრძნობლად შეიცვალა ვაჭრობისადმი ავართა დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებშიც და ლეკებშიც ვაჭრობა არაპრესტიჟულ საქმიანობად ითვლებოდა, ამ ბოლო ხანებში მათმა ნაწილმა ხელი მიჰყო აღებმიცემობას. 

იმის და გამო რომ ინტენსიურად უწევდათ მუშაობა სოფლის მეურნეობაში, როგორიც იყო მაგალითად მთის ფერდობების დატერასება სახნავი მიწისთვის, მიწა ყოველთვის ითვლებოდა პირად საკუთრებად, ხოლო ალპური მდელოები, ტყეები  და  ნაწილი საძოვრების საერთო იყო. არსებობდა ლიმიტები  მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით იმათზე ვინც თემის წევრი არ იყო.[5]

ანთროპოლოგია

ხუნძები, ისევე როგორც დაღესტნელების უმეტესობა, ანთროპოლოგიურად დიდი ევროპეიდული რასის წინა აზიური (ანუ ბალკანურ-კავკასიური) რასის კავკასიონურ ვარიანტს მიეკუთვნებიან. ისინი საშუალო სიმაღლისანი არიან, აქვთ ქერა ან შავგვრემანი თმა, მაღალი და განიერი სახე.

ენა

ხუნძური ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა დაღესტნური ჯგუფის ხუნძურ-დიდოურ ანუ ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფში შედის. მას ბევრი დიალექტი აქვს, მრავალი საზოგადოება და სოფელი თავის დიალექტზე ლაპარაკობს. მეზობელი სოფლების კილოთქმებიც კი ხშირად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. დიალექტი იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ჯგუფებად, რაც ნაწილობრივ ასახავს ავარიის დაყოფას ხუნძურ სახანოდ და „თავისუფალ საზოგადოებად“. პირველში შედის სალატავის, ხუნძების და აღმოსავლეთის, მეორეში კი - ჰიდატლინები, ანცუხები, ზაქათალები, კარახები, ანდალალები, კახიბები და კუსურები; შუალედური მდგომარეობა უკავია ბახტულურ დიალექტს. ცალკეულ დიალექტსა და დიალექტურ ჯგუფებს შორის შეინიშნება ფონეტიკური, მორფოლოგიური და ლექსიკური განსხვავება. ავარულ ენას ენათესავება ანდო ცეზური ენა. ი.მ. დიაკონოვი აღნიშნავს, რომ ხუნძური ენა (დაღესტნური ჯგუფის სხვა ენებთან ერთად) არის ცოცხალი გაგრძელება, ძველი ალაროდიული ენის, რომელშიც შედიოდნენ ამჟამად უკვე მკვდარი ენები, როგორიცაა კავკასიურ-ალბანური (აგვანის), ხურიტული, ურარტული. ხუნძურ სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს ერთგვარი კოინე - „სტუმრის ენა“. ფილოლოგიურ ლიტერატურაში საერთო ენას „ბოლმაწს“ - „ლაშქრობის ენას“, „მოლაშქრის ენას“ უწოდებენ. „ბოლმაწის“ შემუშავება ერთიანმა სამართლებრივმა სისტემამ და პოლიტიკურმა კონსოლიდაციამაც განაპირობა.  რუსეთში მცხოვრები ავარიელები ფლობენ რუსულ ენასაც, დაღესტანში ზოგიერთ რაიონში ფლობენ ყუმუხურ ენასაც. თურქული ენა  დაღესტნის დაბლობზე საკუნეების მანძილზე ავარიელებისთვის საშუამავლო ენად ითვლებოდა. თურქეთში და აზერბაიჯანში მაცხოვრებელი ავარიელებისთვის შესაბამისად მშობლიურ ენად ითვლება თურქული და აზერბაიჯანული.

ხუნძური დამწერლობა არაბული გრაფიკის საფუძველზე (აჯამი) XV-XVI საუკუნეებში შეიქმნა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ  არაბთა დაღესტანში გამოჩენამდე ხუნძები ალბანური და ქართული დამწერლობით სარგებლობდნენ. 1928 წელს ხუნძური დამწერლობა ლათინურ გრაფიკაზე გადავიდა, ხოლო 1938 წლიდან - კირილიცაზე.

დაღესტანში იყო ეროვნული სკოლები. 1938 წლიდან 1955 წლამდე დასავლეთ დაღესტანში მე-5 კლასამდე სწავლება ხუნძურ ენაზე მიმდინარეობდა, ხოლო მაღალ კლასებში-რუსულად. მე-6 კლასიდან ავარული (მშობლიური) ენა ისწავლებოდა ცალკე საგნად. 1964 წლიდან რესპუბლიკაში ყველა ეროვნული სკოლა დაიკეტა. ახლა დაღესტნის ტერიტორიაზე ავარიელი მოსწავლეები მე-3 კლასამდე სწავლობენ არაბულ ენაზე, შემდეგ-ავარულ ენაზე. დაღესტნის კონსტიტუციის თანახმად ავარულ ენას სხვა ეროვნულ ენებთან ერთად აქვს „სახელმწიფო ენის“ სტატუსი.

ხუნძური სიტყვების არაბული ასოებით ყველაზე ადრეული ჩანაწერები გვხვდება ხუნძი ფეოდალის ანდუნიკის, იბრაჰიმის ძის, ანდერძში, რომელიც მან დაუტოვა თავის მემკვიდრეს ბულაჩ-ნუცალს. ანდერძი დაწერილია ცნობილი მეცნიერის ალიმირზას (ალიმირზა ანდიდან) მიერ 1485 წელს. ავარიელების XV საუკუნის ეს წერილობითი ძეგლი ცნობილია „ანდუნიკის ანდერძის“ სახელით, რომელიც წარმოადგენს მთიანი დაღესტანის სამეურნეო და სოციალური ცხოვრების ისტორიულ წყაროს. ამასთან, ეს რის ყველაზე ადრეული, დათრიღებული წერილობითი დოკუმენტი, სადაც მოიხსენიბა დღევანდელი დაღესტანის სახელწოდება.

როგორც ხუნძების, ისე მთელი დაღესტანის მეცნიერებისა და ლიტერატურის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა გამოჩენილი მეცნიერი მუსალავ მუჰმედი კუდუტლიდან (ჰაჯი მუჰამედ ბინუ მუსა ბინუ აჰმად ალ-კუდუტლი ალ-ავრი ალ-დაღესტან).[6][7][8]

რელიგია

„დათუნას“ ეკლესია
ძველი ავარიული ჯვარი ძველი ქართული ხელწერით.

უფრო შორეულ წარსულში ხუნძები თაყვანს სცემდნენ წარმართ ღმერთებს რომელთა პანთეონიც მდებარეობდა მთების მწვერვალებზე (მათი „ოლიმპო“ ეს იყო მთა „ტლილი მირი“) და მთავარი ღმერთი ტსობი. VII საუკუნიდან სერირის სამეფოში თავიანთ რელიგიებს ავრცელებდნენ არაბები, სომხები და ქართველები. ქართველთა სამისიონერო მოღვაწეობა სწორედ ხუნძებით დასახლებული ტერიტორიით შემოისაზღვრებოდა როგორც ცნობილია VI-VIII საუკუნეებში სერირის სახელმწიფო ძირითადად ქრისტიანული იყო. ნაწილს ქრისტიანობა ჰქონდა მიღებული. ანწუხში ეკლესიების ნანგრევები და მათი ქვაზე გამოსახულებებია შემორჩენილი. დღემდე მდინარე ავარიის ყოისუს ხეობაში კარგად არის შემონახული X-XI საუკუნეების ქრისტიანული „დათუნას“ სახელით ცნობილი ტაძარი. არაბთა ბატონობამ თითქმის მთლიანი მოსახლეობა ისლამის მიმდევარი გახადა, მას მოჰყვა როგორც ხუნძეთის ისე მთელი დაღსტანის ტერიტორიაზე არაბული კულტურის გავრცელება. შუა საუკუნეების ხუნძეთში შემორჩენილი იყო წარმართობის გადმონაშთი. დღეს ხუნძები სუნიტი მუსლიმები არიან. დღეს მრავლად არის ყურანის სკოლები, უამრავი სამლოცველო სახლი და მაღალი დონეა რელიგიურობის. რელიგიის მსახურს ეძახიან „დიბირს“ (მოლა) და სამლოცველოს „ბუდუნს“ (მეჩეთი), ესენი ფინანსდებიოდნენ კომანულური თანხებიდან.[9]

წარმოშობა და ისტორია

სერირის სახელმწიფო

ხუნძეთის საზღვრებში მცხოვრები განსხვავებული ტომები ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის II ნახევარში, შედიოდნენ კავკასიის ალბანეთის (სახელმწიფო, რომელიც აღმოსავლეთ კავკასიაში წარმოიქმნა) შემადგენლობაში. დაღესტნის ტერიტორიაზე V-VI საუკუნეების ადრეწარმონაქმნი - სერირის სამეფო ძირითადად ხუნძებით განსახლებულ ტერიტორიას მოიცავდა. მას ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრებოდნენ ალანები და ხაზარები. ალანებთან მოსაზღვრეობას ხაზს უსვამს არაბი ისტორიკოსი ალ-მასუდი (896-956). IX-X საუკუნეების თანახმად, სერირის სამეფოს საზღვრები გაფართოვდა და მთიანი ხეობების ჩათვლით სტეპებსაც მოიცავდა. სერირის სახელით მას სპარსულ და არაბულ წყაროებში მოიხსენიებენ. დაღესტნურ ქრონიკებში სერირის პოლიტიკური გაერთიანება XIV საუკუნიდან ავარიად იწოდებოდა. ამ ქვეყნის მაცხოვრებლებს მეურნეობის სხვადასხვა დარგი ჰქონდათ განვითარებული, როგორიც არის: მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ხელოსნობა. იმის გამო, რომ ინტენსიურად უწევდათ მუშაობა სოფლის მეორნეობაში, როგორიც იყო მაგალითად მთის ფერდობების დატერასება სახნავი მიწისთვის, მიწა ყოველთვის ითვლებოდა პირად საკუთრებად, ხოლო ალპური მდელოები, ტყეები და ნაწილი საძოვრების საერთო იყო. არსებობდა ლიმიტები   მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით იმათზე ვინც თემის წევრი არ იყო.

სერირის სამეფოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა როგორც კავკასიის მეზობელ სახელმწიფოებთან, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთანაც. დაახლოებით XII საუკუნის მეორე და XIII საუკუნის პირველი ნახევრიდან სერირის სამეფო სხვადასხვა ფეოდალურ სამფლობელოებად დაიშალა. ამ დროიდან მოყოლებული სერირის სამეფოს აღმოსავლურ წყაროებში აღარ მოიხსენიებენ. XIV საუკუნის ისტორიულ თხზულებაში საუბარია ავართა მიწისა და მმართველობის შესახებ და გაშუქებულია X-XIV საუკუნეების დაღესტნის ისტორია.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ XII-XIII საუკუნეებიდან ფეოდალურ სახელმწიფო ხუნძეთთან ერთად ჩამოყალიბდა სასოფლო თემთა კავშირები, რომლებისთვისაც დამახასიათებელი იყო დემოკრატიული მმართველობა და ისინი დამოუკიდებელინი იყვნენ სხვა ფეოდალებისგან. XII-XIV საუკუნეების ხუნძეთში მოხდა ზოგიერთი საზოგადოების დეფეოდალიზაცია. XVI-XVII საუკუნეებში ფეოდლური ხუძეთის და ყაზიყუმიხის ხანებს წარმატებულ წინააღმდეგობას უწევდნენ ანდალალი, გიდატლის, კარახის საზოგადოებები. შუა საუკუნეების დაღესტანში ხუნძეთის (ავარიის) სახანო ერთ-ერთი ძლიერი სამეფო იყო. მის ყველაზე ცნობილ მმართველად უმა-ხანი (XVII საუკუნის 20-30-იანი წლები) ითვლებოდა. მის დროს თავი მოუყარეს ძველ ხუნძურ ადათ-წესებს და შეადგინეს სამართლებრივი კოდექსი სახანოს მცხოვრებთათვის.[6]

ნადირ-შაჰი

XVII-XVIII საუკუნეებში ხუნძეთისა და მთელი დაღესტანის საკუთრი ბატონობის ქვეშ მოსაქცევად ერთმანეთს ირანი და თურქეთი დაუპირისპირდნენ. 1741 წელს ასი ათასი მეომრით დაღესტანში ილაშქრა ნადირ-შაჰმა. დაიმორჩილა რა ხაიტაყის უწმია, ტარკის შამხალი, და ყაზიყუმიხის ხანი, გაიმართა ბრძოლა ანდალელებთან, რომელთაც შეუერთდნენ დარგუელების, ლეკების, ლეზგების, თაბასარანელებისა და ხუნძების მეომრები. ისტორიული ქრონიკების თანახმად ბრძოლის ველზე ოცდახუთი ათსი ირანელი დაეცა და ნადირ-შაჰმა უკან დაიხია.[6]

საბჭოთა კავშირი

შამილი (იმამი)

სამეცნიერო ლიტერტურში აღნიშნულია, რომ ხუნძეთის კავშირი რუსეთთან ჯერ კიდევ XVII სუკუნეში დიწყო. 1813 წელს რუსეთსა და ირანს შორის დაიდო გულისტანის ზავი, რომლის თანახმადაც რუსეთს გადეცა დაღესტანის ტერიტორია. ამას თავისმხრივ მოჰყვა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა შამილი (1859 წელს დაატყვევეს სოფელ ღუნიბში). ომმა გამოიწვია მეურნეობის მოშლა, სოფლების განადგურება, მრავალი ადამიანის სიკვდილი და მატერიალური მარაგების დანაკარგი. ბრძოლის დასრულების შემდეგ დაღესტანში ერთიანი ადმინისტრაციული მმართველობა დამყარდა. გატარდა სასამართლო და ადმინისტრაციული რეფორმები, გაუქმდა სახანოები. 1860 წლის ადმინისტრაციული რეფორმის მეშვეობით ჩამოყალიბდა ღუნების, ავარიისა და ანდიის ოკრუგები. ხუნძები 1921 წელს დაღესტანის ავტონომიურ საბჭოთა სოციალური რესპუბლიკის (ასსრ) შემადგენლობაში შევიდნენ (დაღესტანის რესპუბლიკა 1991 წლიდან).[6]

წარმოშობის სხვა მოსაზრებები

ქართული წყარო „ქართლის ცხოვრება“ - დაღესტნის მთის ხალხის პირველწინაპრად მიიჩნევენ ლეკანოსს. ამ წყაროს თანახმად ავარები ხოზონიხის შთამომავლები არიან, რომელიც იყო „ყველაზე გამორჩეული ლეკანოსის შვილებიდან. შევიწროებული ხოზონიხი მაღალ მთებში გამაგრებულა და იქ დაუარსებია ქალაქი, რომელსაც უწოდა ხოზანიხეთი“ (ხუნძეთი ან ხუნძახი) სწორედ ეს არის ხუნზახი - ავარიის სახანოს დედაქალაქი.

დაღესტნელების წინაპრები, კერძოდ ხუნძები შორეულ წარსულში ფლობდნენ დიდ ტერიტორიას. ლეკანოსს მემკვიდრეობით ერგო მიწები დარუბანდის (კასპიის) ზღვიდან მდინარე ლომეკამდე (თერგი) და დიდ მდინარე ხაზარამდე (ვოლგა). ლიტერატურაში ვხვდებით აზრს იმის შესახებ, რომ ხუნძები მოდიან ლეგების, გელებისა და კასპიელებისგან. თუმცა ამ განცხადებას სპეკულაციური ხასიათი აქვს. არც ხუნძურ ენაში, არც ხუნძურ ტოპონიმში არაა არანაირი სიმბოლო, რომელიც ხუნძებს დააკავშირებდა ლეკებთან, გელებთან და კასპიელებთან.

თვითონ ხუნძებიც არასდროს არ ახდენდნენ იდენტიფიცირებას ამ ტომებთან. ანტიკური წყაროების თანახმად კასპიელები ცხოვრობდნენ დაბლობზე და არა მთებში. VI ს-ში ჩრდილოეთ კავკასიის გავლით ევროპაში შემოიჭრნენ ავარები (ვარხუნები) მომთაბარე ხალხი ცენტრალური აზიიდან, სავარაუდოდ პროტომონღოლურ-აღმოსავლურ ირანული წარმოშობის. ბრიტანული ენციკლოპედიის თანახმად ევრაზიელი ავარები უძველესი წარმოშობის ხალხია. როგორც ჩანს, ზოგიერთი მათგანი დაბინავდა დაღესტანში, დააარსა სარირის სახელმწიფო და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მის გაძლიერებაში.

ხუნძების ეთნოგენოზის შესახებ ეს თვალსაზრისი ეკუთვნის ი. მაკვარტს, ო. პრიცაკს, ვ. მირონსკის, ვ. ბეილისს, მ. მაგომედოვს, ა. ალიკპეროვს, ტ. აიტბეროვს. ეს უკანასკნელი თვლის, რომ უცხო ეთნიკური ელემენტი, რომელმაც ხელი შეუწყო ხუნძი ხალხის კონსოლოდაციას, არ იყო მხოლოდ იარაღის ძალით: „არის იმის საფუძველი, რომ ვივარაუდოთ ისლამამდე დროის ავარიის მმართველები, რომლებიც დაღესტნის მთებში იყვნენ თავიანთ სწავლებაზე დაყრდნობით, რომელიც აზიიდან მომდინარეობდა მიხვდნენ საერთო ენის მნიშვნელობას, რომელიც საკმაოდ იყო გამიჯნული მეზობლების ენისგან. მმართველებმა ხელი შეუწყეს მის ფორმირებას და განვითარებას სულაკის აუზის ფარგლებში.“ ამასთან დაკავშირებით საინტერესო იქნება აღინიშნოს აღნიშნულ ტერიტორიაზე ადრეშუასაუკუნოვანი ქრისტიანული პროპაგანდა, რომელიც წარმატებით ხორციელდებოდა საქართველოს კათოლიკოსის მიერ და მიმდინარეობდა ერთიან ავარიულ ენაზე.

მოგვიანებით XII სუკუნეში არაბმა მუსულმანმა მზვერვმა ალ-გარდიზიმ აღნიშნა, რომ „სამხრეთ დაღესტანში და ტრადიციულ დარგინულ ზონაში თანამედროვე კულტურა ვითარდება რამდენიმე ახლონათესაურ ენებზე, ხოლო ავარ-ანდო-ცენსკურ მთებში ადგილობრივი ზმნიზედები იყო და არის მხოლოდ ავარიულ ენაზე. ამ გარემოებებში ნათლად ჩანს ავარიელ ბატონთა მიზანმიმართული ენობრივი პოლიტიკის შედეგი.“

ლინგვისტი ჰარალდ ჰარმანიც ვერ ხედავს რაიმე ეჭვშესატან საბაბს ინფილტრაციული შეხედულებების მომხრეთა სიმართლეში. რაც გულისხმობს დაღესტანური ენთონიმის- „ავარის“ დაკავშირებას ევრაზიული ავარო-ვარხონიტების მემკვიდრეობასთან. უნგრელი არქეოლოგი და ისტორიკოსი ეშტვან ერდეი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ფრთხილად უდგება ამ საკითხს, მაინც არ გამორიცხავს კავშირს ევრაზიელ ავარებსა და კავკასიელ ავარებს შორის.

უძველესი ავტორების თანახმად შესაძლებელია მომთაბარე ავარები მიემართებოდნენ რა დასავლეთით ჩერდებოდნენ ჩრდილო დღესტანის სტეპებზე და პოლიტიკურად დაიმორჩილეს ან მოკავშირედ გაიხადეს სერირის სახელმწიფო, რომლის დედაქალაქიც IX საუკუნემდე იყო ტანუსი (თანამედროვე ხუნზახთან ახლოს). მსგავს მოსაზრებას იზიარებს დაღესტანელი ისტორიკოსი მამაიხან აგლაროვი. გამოჩენილი გერმანელი მკვლევარი კარლ მენგესი მიიჩნევდა, რომ ავარები იყვნენ ერთ-ერთი უძველესი მონღოლები, რომელთა კვალი, თითქოსდა, აღმოჩენილ იქნა დაღესტანში.

სხვადასხვა „ავარების“ არსებობის შესაძლებლობას ნაწილობრივ ნათელს ჰფენს ჰაუსიგას მოსაზრება, რომელიც თვლიდა, რომ ნამდვილ ავრებად უნდა მივიჩნიოთ „უართა“ და „ჰუნების“ მომთაბრე ტომები. რაც შეეხება სახელწოდება „ავარის“ შესაძლებელია საქმე გვაქვს მრისხანე მეტსახელთან. სიტყვა „ავარი“ იყო რა სახელწოდება განსაზღვრული ხალხისა, არამედ აღნიშნვდა ზებუნებრივი შესაძლებლობების მქონე მითურ არსებებს.

ასეთი, კონკრეტიკას მოკლებული განმარტებები ხელს უშლის საკუთრივ ავარული (ვარხუნული) წვლილის გამოკვეთას ავართა ეთნოგენეზისა და კულტურის საკითხებში. დედის ხაზით წარმომავლობის შესწავლილი გენურ-მოლეკულური ანალიზის მონაცემები ადასტურებს, რომ გენეტიკური დისტანცია ერთი მხრივ ავარებსა და მეორე მხრივ თეირანისა თუ ისპაანის ირანელებს შორის ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე, ავარებსა და დღეისათვის შესწავლილ დაღესტანურ და კავკასიურ პოპულაციებს შორის. ერთადერთი გამონაკლისია რუტულები - დაღესტანის ერთ-ერთი უძველესი ხალხი, რომლებიც გენეტიკურად უფრო ახლოს არიან ავარებთან ვიდრე: ყარაჩაელები (ალანების შთამომავლები, ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრი თურქულენოვანი ხალხი), ბალყარელები (ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები თურქულენოვანი ხალხი), ინგუშები (ჩრდილოეთ კავკასიის ხალხი), ადიღელები (კავკასიის ჩრდილო-დასავლეთის მკვიდრნი), ყაბარდოელები (ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის მკვიდრნი), ჩერქეზები (ადიღელების საერთო სახელწოდება), აფხაზები (იგივე აფსუები, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში და აფხაზეთის ისტორიულ რეგიონში მცხოვრები აბორიგენული მოსახლეობა).

ქართველები, სომხები (სომხურ ენაზე მოლაპარაკე უძველესი ხალხი, განეკუთვნებიან ინდოევროპულ ენობრივ ოჯახს), ლეზგები (უმთავრესად დაღესტნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები ხალხი). ამასთან გაცილებით მჭიდროდ დაკავშირებული მაჩვენებლები აქვთ: ოსებს (კავკასიის მკვიდრნი, ალანების შთამომავალნი, ოსური ენა მიეკუთვნება ენდოევროპული ენობრივი ოჯახის ირანულ ენათა ჩრდილო-აღმოსავლურ ჯგუფს), ჩეჩნებს (ჩრდილოეთ კავკასიის ეთნიკური ჯგუფი), ქურთებს (ირანელი ხალხი, რომელთა ენა მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ინდოირანულ ენობრივ ჯგუფს), ლეკებს (დაღესტანის ერთ-ერთი ძირძველი ხალხი), აბაზებს (აფხაზების ახლომონათესავე ხალხი, ცხოვრონებ რუსეთის ფედერაციაში და აბაზური ენა განეკუთვნება კავკასიურ ენათა ჩრდილო-დასავლურ ჯგუფს).

კულტურა და ადათ-წესები, ჩვეულებები.

მემკვიდრეობით გადაცემა.

მემკვიდრეობა პირვეელ რიგში გადაეცემა მამიდან  შვილზე. პირდაპირი შთამომავლის არ ყოლის შემთხვევაში ქალებს რჩებოდათ მთლიანი ქონების ერთი მესამედი. ანდერძი გადაეცემოდა წერილობითი სახით სანდო პირების ხელით და საბოლოოდ იკითხებოდა მეჩეთში. დღესდღეობით ავარიელები განსაკუთრებით ქალაქის მოსახლეობა მიყვება საბჭოურ კანონებს მემკვიდრეობასთან დაკავშირებით.

შრომის გადანაწილება

შრომის გენდერული თვალსაზრისით განაწილება ხუნძებს შორის იყო აუცილებელი და საგრძნობლად შენარჩუნებულია დღესაც. ტრადიციულად კაცს ჰქონდა უფრო მძიმე სამუშაო: სახლების შენება, ხვნა, თესვა, ლეწვა, მოსავლის აღება, საქონლის მწყემსვა, პირუტყვის მართვა და ა.შ. ხოლო ყველა საშინაო საქმე, ძროხის მოწვევლვა ,რძის პროდუქტების დამზადება და დარჩენილი მიწის სამუშაოები (მოფაცხვა,ხილის მოკრეფა) შედიოდა ქალის საქმიანობაში. ტრანსფორმაციამ ტრადიციული ეკონომიკიდან კოლმეურნეობებში ოდნავ შეცვალა გენდერული შრომის განაწილება. საშინაო საქმეები ისევ უკავშირდება ქალებს და ავარიელებით დასახლებულ ქალაქებში ვერ ნახავთ მამაკაცს დასაქმებულს როგორც მოსამსახურეს, მეეზოვეს.

სისხლის აღება

ხუნძებს ჰქონდათ სისხლის აღების წესი. ამ წესს ხშირად ეწირებოდნენ მთელი ოჯახები, თუხუმები და სოფლები. 1861-დან 1866 წლებამდე ხუნძეთ-ღუიბის ოკრუგებში, მონაცემების თანახმად, იყო 222 დაჭრისა და 69 ადამიანის მკვლელობის შემთხვევა. შურის მაძიებელი შეიძლებოდა ყოფილიყო მამა, ძმა, ბიძა, შვილი, ზოგჯერ დედა ან და. არსებობდა გარკვეუი წესები, რომელთა დაცვაც  სავალდებულო იყო. მეჩეთში ლოცვის დროს თავდასხმა და მკვლელობა სირცხვილად ითვლებოდა, ასევე ზურგიდან  ან ავადმყოფობის თუ ძილის დროს მიპარვა.[7]

ტრადიციული ჩაცმულობა

ხუნძი მამაკაცის ტრადიციულ სამოსს წარმოადგენდა: წუნიკას მსგავსი პერანგი, შარვალი (ვიწროტოტებით), ფაფახი (რომელიც ცხვრის ტყავისგან იყო დამზადებული), წუღები (რომელიც მოქნილი ტყავისგან იყო შეკერილი), ბეშმეთი. ნაქსოვი ფეხსაცმელი ძირითადად გავრცელებული იყო წუმადის და ტლიარატის რაიონებში.

ზამთარში იცვამდენენ ქეჩის ჩექმებს, რომელსაც ჰქონდა ქეჩისავე სქელი ლანჩი, ქურქებს (რომლებიც ცხვრის ტყავით იყო შეკერილი. ფორმები განსხვავებული იყო სხვადასხვა საზოგადოებაში) და მატყლის წინდებს.

ხუნძი ქალის ტანისამოსი გამოირჩეოდა დიდი მრავალფეროვნებით (რის შედეგადაც ყველა საზოგადოება თავისი სპეციფიურობით ხასიათდებოდა). ჩაცმულობის მიხედვით შესაძლებელი იყო დაგედგინა, თუ რომელ საზoგადოებას მიეკუთვნებოდა კონკრეტული ქალი. სამოსი  ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით  იცვლებოდა. ასევე არსებობდა თავსაბურავის სხვადასხვა ვარიანტი. თექის და ნაქსოვი ჩექმები ეცვა როგორც მამაკაცს, ისე ქალს. ფეხსაცმლის ღირებულებას განაპირობებდა  ფორმა, ფერთა გამა, დატანილი ორნამენტები და აპლიკაციები.[7]

ქორწინება და ოჯახი

ტრადიციულად ხუნძები ქორწინდებოდნენ საშუალოდ 15 წლის ასაკში. მთავარ როლს ქორწინებაში თამაშობდა მშობლების სურვილი. თუმცა ახალგაზრდა მამაკაცს ყოველთვის ჰქონდა უფლება ეთქვა მშობლებისთვის თუ ვისთან სურდა ოჯახის შექმნა. მაგრამ როდესაც გოგოს და ბიჭის მშობლები ვერ თანხმდებოდნენ ქორწილზე,ხშირად მთავრდებოდა ხოლმე გაპარვასთან მიმსგავსებული გატაცებით გოგოსი (იძულებით გატაცება იშვიათია). დაშვებული იყო ასევე ახლო ნათესავებში ქორწინება-ბიძაშვილებს შორის. გოგოს არ აყოლებდნენ ცოლად დაბალი რანგის წარმომადგენელს ან „უცხოს“, ანუ ადამიანს, რომელიც მისი სოფლის მცხოვრები არ იყო. ქორწილის გადაწყვეტილება აღნიშნული იყო ცერემონიებით, ცეკვებით, წვეულებებით, სიმღერებით და ხანდახან ცხენებით შეჯიბრიც კი იმართებოდა. იქიდან გამომდინარე რომ, ქალისა და მამაკაცის მხარეები ქორწილში ცალ-ცალკე სხდებოდნენ, სუფრებს სხვადასხვა ადგილას უშლიდნენ. პატარძალი საქმროს სახლში სახედაბულური უნდა გადაეყვანათ. პირველი ვაჟის დაბადება განსაკუთრებულად აღინიშნებოდა. კლავდნენ ცხვარს (ეს აუცილებელი პირობა იყო) და შლიდნენ სადღესასწაულო სუფრას. საბჭოთა კავშირის პერიოდის დროს ახალი რიტუალები და წესები ჩამოყალიბდა: აუცილებელი გახდა ქორწინების ოფიციალურად დარეგისტრირება და მატერიალური ხარჯები გაიზარდა. ძველად მიწა, პირუტყვი, სათიბები განსაზღვრული იყო წყვილის მხარდასაჭერად, ქალის მამა უზრუნველყოფდა წყვილს საცხოვრებელი ოთახით ან სულაც სახლს უშენებდა. დღესდღეობით ეს ტრადიცია შეიცვალა შრომით, ავეჯით და ფულადი დახმარებებით. განქორწინებისას ქალს ეკუთვნოდა მთლიანი სიმდიდრე რაც მისმა მშობლებმა მისცეს წყვილს ეს შეიძლება იყოს მიწა, პირუტყვი და ა.შ. თუმცა ბავშვები რჩებოდნენ მამას. ეს უკანასკნელი, შარიათიზე დაყრდნობილი ჩვეულება შეიცვალა საბჭოურ კანონთან შეთანხმებით: ბავშვი რჩებია დედასთან. ადრე განქორწინების უფლება მხოლოდ მამაკაცს ჰქონდა ახლა კი ორივე მხარეს აქვს.

ოჯახი

ისტორიულად ხუნძები, ბევრი კავკასიური ხალხებისგან განსხვავებით ცხოვრობდნენ ნუკლეარულ (შედგება მხოლოდ მშობლებისა და შვილებისგან, როდესაც შვილები მშობლების კმაყოფაზე არიან) ოჯახებში, რის გამოც ვარაუდობენ რომ ასეთი ცხოვრების ტიპი აისახა, მიწის როგორც პირადი საკუთრების ჩამოყალიბებაში ადრეულ პერიოდში და მოქალაქეობრივი ხასითის ჩამოყალიბებაში თემში.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. Информационные материалы об окончательных итогах Всероссийской переписи населения 2010 года. http://www.gks.ru/free_doc/new_site/population/demo/per-itog/tab7.xls. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-01. ციტირების თარიღი: 2016-07-07.
  2. Включая родственные аварцам андо-цезские народы: 13 народов общей численностью 48 184 человек
  3. Ethnic Groups of Georgia: Censuses 1926—2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-22. ციტირების თარიღი: 2016-07-07.
  4. georgia-ethnic-2014
  5. Bibliography: საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი. (2008). Retrieved from <nowiki>http://pmmg.org.ge/res/uploads/Etnosebi_Saqartveloshi.pdf In-line Citation: (საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, 2008)
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Bibliography: Культурное наследие народов Росии. Народы Дагестана. Аварцы (2007). Голос Пресс. In-line Citation: (“Культурное наследие народов Росии. Народы Дагестана. Аварцы,” 2007) 
  7. 7.0 7.1 7.2 Bibliography: თოფჩიშვილიროლანდ (2007). კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია, ეთნიკური ისტორია,ეთნიკური კულტურა In-line Citation: (თოფჩიშვილი, 2007) 
  8. Bibliography: Гаджиева, М. (2012). Аварци. История, Культура, Традиции In-line Citation: (Гаджиева, 2012)
  9. Bibliography: Bennigsen, A., Wimbush, E. S., & Bennigsen, re (1986). Muslims of the soviet empire: A guide. United States: Indiana University Press. In-line Citation: (Bennigsen, Wimbush, & Bennigsen, 1986)

Read other articles:

Agypten Ägyptische Botschaft in DeutschlandArabische Republik Ägyptenp1 Logo Staatliche Ebene bilateral Stellung Botschaft Aufsichts­organ(e) Außenministerium Bestehen seit 1925 Hauptsitz Deutschland Berlin Botschafter Khaled Galal Abdelhamid Website Ägyptische Botschaft in Deutschland Botschaft in der Stauffenbergstraße in Berlin-Tiergarten Die ägyptische Botschaft in Berlin ist die diplomatische Vertretung der Arabischen Republik Ägypten in Deutschland. Sie befindet sich in der ...

 

Stasiun Kitamoto北本駅Pintu masuk timur Stasiun Kitamoto, 2007LokasiKitamoto 1-12, Kitamoto-shi, Saitama-ken 364-0006JepangKoordinat36°01′55″N 139°32′01″E / 36.0319°N 139.5335°E / 36.0319; 139.5335Koordinat: 36°01′55″N 139°32′01″E / 36.0319°N 139.5335°E / 36.0319; 139.5335Pengelola JR EastJalur■ Jalur TakasakiLetak dari pangkal16.4 km from ŌmiyaJumlah peron1 sisi + 2 platform pulauInformasi lainStatusStaf (Midori no...

 

Separation and Purification Reviewsангл. Separation and Purification Reviews Країна видання  СШАМова англійськаВидавець Marcel Dekkerd[1] і Taylor & FrancisISSN 1542-21191542-21270079-676X0360-25401525-6022 informaworld.com/smpp/title~content=t713597294~db=all​(англ.) Separation and Purification Reviews, скорочено Sep. Purif. Rev. — науковий журнал, який видається видавниц

Este artículo o sección necesita referencias que aparezcan en una publicación acreditada.Este aviso fue puesto el 14 de noviembre de 2013. Lago Saint Mary Lago St. Mary y la isla Wild Goose.Ubicación geográficaCuenca Lake Winnipeg basinCoordenadas 48°40′58″N 113°32′44″O / 48.682777777778, -113.54555555556Ubicación administrativaPaís  Estados UnidosDivisión MontanaPresaTipo GlaciarCuerpo de aguaLongitud 15,9 kilómetrosSuperficie 15,8Profundidad Media: 10...

 

Artikel ini perlu diwikifikasi agar memenuhi standar kualitas Wikipedia. Anda dapat memberikan bantuan berupa penambahan pranala dalam, atau dengan merapikan tata letak dari artikel ini. Untuk keterangan lebih lanjut, klik [tampil] di bagian kanan. Mengganti markah HTML dengan markah wiki bila dimungkinkan. Tambahkan pranala wiki. Bila dirasa perlu, buatlah pautan ke artikel wiki lainnya dengan cara menambahkan [[ dan ]] pada kata yang bersangkutan (lihat WP:LINK untuk keterangan lebih lanjut...

 

TroezenΤροιζήνα Pegunungan Ortholithi Letak Koordinat 37°28′N 23°25′E / 37.467°N 23.417°E / 37.467; 23.417Koordinat: 37°28′N 23°25′E / 37.467°N 23.417°E / 37.467; 23.417 Zona waktu: EET/EEST (UTC+2/3) Ketinggian (puncak): 23 m (75 ft) Pemerintah Negara: Yunani Periferal: Attica Kotamadya: Troizinia Distrik: 8 Statistik penduduk (pada 2001[1]) Desa  - Jumlah penduduk: 671 Kode Kode pos: 180 20 K...

Hidroksilamina Rumus stereo, kerangka hidroksilamina dengan semua hidrogen eksplisit ditambahkan Model ruang terisi dari hidroksilamina Nama Nama IUPAC (preferensi) Hydroxylamine (only preselected[1]) Nama lain Asam azinatAminolAzanolHidroksilaminaHidroksiazanaHidroksilazanaAsam nitrinat Penanda Nomor CAS 7803-49-8 Y Model 3D (JSmol) Gambar interaktifGambar interaktif 3DMet {{{3DMet}}} ChEBI CHEBI:15429 Y ChEMBL ChEMBL1191361 N ChemSpider 766 Y Nomor EC Referensi G...

 

Animated series DC Comics' Vixen redirects here. For the DC Comics character of the same name, see Vixen (comics). VixenGenre Action Adventure Superhero Based onVixenby Gerry ConwayBob OksnerVoices ofMegalyn EchikunwokeComposers Blake Neely Nathaniel Blume Country of originUnited StatesOriginal languageEnglishNo. of seasons2No. of episodes12 (list of episodes)ProductionExecutive producers Greg Berlanti Marc Guggenheim Andrew Kreisberg ProducerJames TuckerEditorChristopher D. LozinskiRunning t...

 

The following is a timeline of the history of the city of Port-au-Prince, Haiti. This is a dynamic list and may never be able to satisfy particular standards for completeness. You can help by adding missing items with reliable sources. Prior to 19th century 1749 – Port-au-Prince designated capital of French Saint-Domingue.[1] 1751 – 21 November: 1751 Port-au-Prince earthquake.[2] 1770 – 3 June: 1770 Port-au-Prince earthquake.[2][1] 1778 – Foundation of ...

Military conflicts between Ottomans and Holy League (1683–1699) Great Turkish WarPart of the Ottoman–Habsburg wars, Polish–Ottoman Wars, Croatian–Ottoman wars, Ottoman–Venetian Wars, Ottoman–Hungarian wars and Russo-Turkish WarsClockwise, from top left: The Battle of Vienna, the Battle of Slankamen, the Siege of Buda, the Battle of Zenta, the Azov campaigns, the Battle of PárkányDate14 July 1683 – 26 January 1699(15 years, 6 months, 1 week and 5 days)Locati...

 

Prince of Carignano Victor AmadeusPrince of CarignanoBorn31 October 1743Palazzo Carignano, TurinDied10 September 1780Turin, ItalyBurialBasilica of SupergaSpousePrincess Joséphine of LorraineIssueDetailCharles Emmanuel, Prince of CarignanoNamesVittorio Amedeo di SavoiaHouseSavoy-CarignanoFatherLouis Victor, Prince of CarignanoMotherChristine of Hesse-Rheinfels-Rotenburg Victor Amadeus of Savoy, 5th Prince of Carignano (31 October 1743 – 10 September 1780) was a member of the House of Sa...

 

Forças Terrestres da Federação RussaСухопутные войска Российской Федерации Emblema das Forças Terrestres Russas País  Rússia Corporação Forças Armadas da Rússia Subordinação Ministério da Defesa Missão Exército Tipo de unidade Forças terrestres Criação 1992 História Guerras/batalhas Guerra da TransnístriaConflito na Ossétia do Norte de 1992Guerra Civil do TajiquistãoGuerra na Abecásia (1992–1993)Crise constitucional russa de 199...

1950 Indian filmChandrikaDirected byV. S. RaghavanWritten byN. P. Chellappan NairScreenplay byNagavally R. S. KurupProduced byK. M. K. MenonStarringThikkurissy Sukumaran Nair, Nagavally R. S. KurupCinematographyN. C. BalakrishnanEdited byV. S. RajanMusic byV. Dakshinamoorthy & G. Govindarajulu NaiduProductioncompanySree Krishna ProductionsRelease dates 24 August 1950 (1950-08-24) (Malayalam) 29 September 1950 (1950-09-29) (Tamil) CountryIndiaLanguages...

 

Indonesian rock band Dewa 19Also known asDewaOriginSurabaya, IndonesiaGenresRock, pop rock, alternative rockYears active1986-2011, 2019-presentLabelsTeam Records, Aquarius Musikindo, EMI Indonesia, GP Records, Universal Music Indonesia, Republik Cinta ManagementMembersAhmad Dhani Andra Ramadhan Yuke Sampurna Agung Yudha Marcello TahitoePast membersAri LassoErwin PrasetyaWawan JuniarsoWong AksanSetyo Nugroho (Tyo Nugros)Elfonda Mekel (Once) Dewa 19 (pronounced in Indonesian as Dewa Sembilan Be...

 

British band SpecimenSpecimenBackground informationOriginBristol, EnglandGenresGothic rockdeath rocknew wavepost-punkglam rockYears active1981–1985, 2006–presentLabelsSireMetropolisMembers Zach Freeman Jon Klein Kev Mills Chris Bell Johann Bley Past membersSee below Specimen are a British band founded in the 1980s. Their music has been described as spanning many different genres of music, including glam, goth, punk and post-punk, and the band is widely credited as one of the pioneers of t...

Public university in Trieste, Italy This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) You can help expand this article with text translated from the corresponding article in Italian. (July 2012) Click [show] for important translation instructions. View a machine-translated version of the Italian article. Machine translation, like DeepL or Google Translate, is a useful starting point fo...

 

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Merchant Taylors' Girls' School – news · newspapers · books · scholar · JSTOR (February 2013) (Learn how and when to remove this template message) Selective girls' private school in Crosby, Merseyside, EnglandMerchant Taylors' Girls' SchoolMerchant Taylors' Sch...

 

Museo Champollion UbicaciónPaís  FranciaLocalidad VifCoordenadas 45°03′12″N 5°40′09″E / 45.053375, 5.6692277777778Historia y gestiónCreación 2004Inauguración 2021Director Caroline DugandMuseo Champollion[editar datos en Wikidata] El museo Champollion de Vif, también llamado casa Champollion, es un museo de historia del departamento de Isère ubicado en la casa familiar de Jacques-Joseph Champollion, hermano del egiptólogo Jean-François Champoll...

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Februari 2023. Artikel ini sedang dalam perbaikan.Untuk menghindari konflik penyuntingan, mohon jangan melakukan penyuntingan selama pesan ini ditampilkan.Halaman ini terakhir disunting oleh Arya-Bot (Kontrib • Log) 310 hari 1202 menit lalu. Artikel ini tidak memi...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2022. Gereja Saint George, Pulau Pinang (tampak depan). Gereja St. George Pulau Pinang adalah salah gereja yang terletak di Pulau Pinang. Gereja ini ditetapkan sebagai warisan kebangsaan oleh Malaysia. Penetapan disahkan pada 7 Juli 2011. Nomor keputusannya ...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!