ალ-მასუდი

აბუ ლ-ჰასან ალი იბნ ალ-ჰუსაინ ალ-მასუდი (დ. IX საუკუნის დასასრული, ბაღდადი — გ. 956 ან 957, ფუსტატი, ეგვიპტე) — არაბი ისტორიკოსი და მოგზაური. 915-945 წლებში იმოგზაურა ინდოეთში, ირანში, ცეილონში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აზერბაიჯანში, სომხეთში. შემდეგ ცხოვრობდა სირიასა და ეგვიპტეში. ეკუთვნის 20-ზე მეტი ნაშრომი ცოდნის სხვადასხვა სფეროში (ფილოსოფია, ისტორია, მუსლიმანური ღვთისმეტყველება და სამართალი). ჩვენამდე მოაღწია ორმა ნაშრომმა, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია „ოქროს სამრეცხოები და მარგალიტთა სასაბადოები“. მასში არის საინტერესო ცნობები საქართველოს შესახებაც.

ლიტერატურა

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!