ხუთი დინასტია და ათი სამეფო

ხუთი დინასტია ათი სამეფო
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ძველი
3 მონარქი და 5 იმპერატორი
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600
შანგის დინასტია ძვ. წ.1600–1046
ჭოუს დინასტია ძვ. წ.1045–256
 დასავლეთი ჭოუ
 აღმოსავლეთი ჭოუ
   გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი
   მებრძოლი სამეფოების პერიოდი

(ცი, ცინი, ჩუ, ვეი, ხანი, ჯაო, იანი, იუე, სუნი, შუ, ბა)

იმპერიები
ცინი ძვ. წ. 221 –206
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220
  დასავლეთი ხანი
  სინის დინასტია
  აღმოსავლეთი ხანი
სამმეფობა 220–280
  ვეი, შუ და
ძინის დინასტია 265–420
  დასავლეთი ძინი 16 სამეფო
304–439
  აღმოსავლეთი ძინი
სამხრეთისა და ჩრდილოეთის
დინასტიები

420–589
სუის დინასტია 581–618
ტანის დინასტია 618–907
  (მეორე ჭოუ 690–705)
5 დინასტია და
10 სამეფო

907–960
ლიაო
907–1125
სუნის დინასტია
960–1279
  ჩრდილოეთი სუნი დ. სია
  სამხრეთი სუნი ძინი
იუანის დინასტია 1271–1368
მინის დინასტია 1368–1644
ცინგის დინასტია 1644–1911
თანამედროვე ერა
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949
ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკა

1949–დღემდე
ჩინეთის რესპ.
(ტაივანი)

1949–დღემდე

ხუთი დინასტია და ათი სამეფო, ასევე უ ტაი (ჩინ.: 五代十國; ჩინ.: 五代十国; ფინინი: wǔ dài shí guó) — აჯანყებებისა და პოლიტიკური დაყოფის ხანა 907-979 წლებში, საიმპერატორო ჩინეთის ტერიტორიაზე. ეპოქა იწყება 907 წელს, თანგის დინასტიის დაცემით და სრულდება სუნგის დინასტიის დაარსებით, 960 წელს. მომდევნო 19 წლის განმავლობაში სუნგმა სამხრეთ ჩინეთში თანდათან დაიმორჩილა დარჩენილი სახელმწიფოები, ლიაოს სამეფოს გამოკლებით. გვიანი თანგის დინასტიის კონტროლი მრავალრიცხოვან ჩინოვნიკ ფანგჭენგებზე შემცირდა, ამიტომ 907 წლამდე დიდი ხნით ადრეც არსებობდა მრავალი დე ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფო. თანგის დინასტიის დაცემის შემდეგ, ცენტრალური დაბლობის რამდენიმე მეომარმა თავი იმპერატორად გამოაცხადა. 907 წლიდან 979 წლამდე პერიოდის მანძილზე წარმოქმნილ სამეფოებსა და მათ ალიანსებს შორის პირველობის მოსაპოვებლად გამუდმებული საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ხუთი დინასტიის და ათი სამეფოს უკანასკნელი დინასტიური სახელმწიფო იყო ჩრდილოეთი ხანი, რომელსაც 979 წელს სუნგის დინასტია იპყრობს. მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სუნგის დინასტიის პარალელურად არსებობდა ლიაოს და ძინის დინასტიები და სხვა რეჟიმები ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სანამ საბოლოოდ ყველა მათგანი არ გაერთიანდა იუენის დინასტიაში.

რეალურად, სამხრეთის სამეფოები სრულიად დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ, გააჩნდათ რა საკუთარი დინასტიები. ხუთი დინასტიისა და ათი სამეფოს პერიოდი იყო ჩინეთის ფეოდალური დაქუცმაცებულობის, სხვადასხვა სამხედრო-ფეოდალურ ჯგუფებს შორის გამუდმებული ომების ხანა. დაეცა სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა და ვაჭრობა. მოგვიანებით სუნგის დინასტიამ გააერთიანა ჩინეთი და ბოლო მოუღო უ ტაის პერიოდს ჩინეთის ისტორიაში.[1]

ფონი

თანგის დინასტიის დასასრულს, იმპერიულმა ხელისუფლებამ გაზრდილი უფლებამოსილება მიანიჭა ძიედუებს, რეგიონალურ სამხედრო გუბერნატორებს. ან ლუშანის (755763) და ხუანგ ჩაოს აჯანყებებმა დაასუსტა იმპერიული მთავრობა და მე-10 საუკუნის დასაწყისში ძიედუებმა ხელისუფლებისგან დე ფაქტო დამოუკიდებლობა მოიპოვეს. თანგის დინასტიის ბოლო ათწლეულში ძიედუების ცენტრალური სასამართლო უწყების მიერ დანიშვნის პროცესი ჩაანაცვლა მემკვიდრეობითმა სისტემამ, მამიდან შვილზე ან მფარველიდან პროტეჟემდე. მათ გააჩნდათ საკუთარი არმია, რომლებიც წინააღმდეგობაში უდგებოდნენ სასახლის არმიას. ადგილობრივმა შენაერთებმა დააგროვეს უზარმაზარი სიმდიდრე, რაზეც მეტყველებს მათ სამარხებში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მდიდრული ინვენტარი.[2] ან ლუშანის აჯანყების შემდეგ თანგის ცენტრალური ხელისუფლების დაცემის შედეგად, რეგიონალური ადმინისტრაციების ზემოქმედება ძველ ოლქებსა და პრეფექტურებზე გაიზარდა. ეს ადმინისტრაციები, რომლებიც სარაიონო კომისიების სახელით არის ცნობილი, შემდგომში სამხრეთის რეგიონის საზღვრები ხდებიან. მრავალი სარაიონო კომისარი გახდა ამ სამეფოების იმპერატორი ან მეფე.[3]

ისტორიკოსმა ჰუგო კლარკმა შემოგვთავაზა ამ პერიოდის ფართო პოლიტიკური ტენდენციების სამეტაპიანი მოდელი. პირველი ეტაპი (880910) მოიცავს პერიოდს ხუანგ ჩაოს აჯანყებასა და თანგის დინასტიის ოფიციალურ დასასრულს შორის, სადაც ქაოტური ბრძოლები მიმდინარეობდა მეომრებს შორის, რომლებიც აკონტროლებდნენ დაახლოებით ერთ ან ორ პრეფექტურას. მეორე ეტაპზე (910950) სხვადასხვა მეომრებმა სტაბილიზაცია და საკმარისი ლეგიტიმაცია მოიპოვეს ახალი დინასტიების გამოსაცხადებლად. მესამე ეტაპზე (950979) მოხდა ჩინეთის გაერთიანება ჭოუს დინასტიისა და მისი მემკვიდრე სუნგის დინასტიის მიერ და დაიწყო პროვინციების დემილიტარიზაცია. სამხრეთ ჩინეთი, რომელიც იყო დაყოფილი რამდენიმე დამოუკიდებელ დინასტიურ სამეფოდ, უფრო სტაბილური გახდა, ვიდრე ჩრდილოეთი, რომელიც განიცდიდა რეჟიმების მუდმივ ცვლილებას. შესაბამისად, სამხრეთის სამეფოებმა შეძლეს დაეწყოთ ვაჭრობა და ინფრასტრუქტურული პროექტები, რამაც საფუძველი ჩაუყარა სუნგის დინასტიის ეკონომიკურ აღმავლობას.[4]

ჩრდილოეთი

ნიკოლას ტაკეტის თქმით, ხეპეის სამმა პროვინციამ (ჩენტუ, იოუჭოუ, ვეიპო) ან ლუშანის აჯანყების შემდეგ ცენტრალური ხელისუფლებისგან ბევრად მეტი ავტონომიის მოპოვება შეძლო. მათი ადმინისტრაციები ადგილობრივი სამხედროების კონტროლის ქვეშ იყვნენ და გადასახადებს არ იხდიდნენ. თანამდებობათა გადაცემა ხდებოდა მემკვიდრეობით. ისინი დროდადრო ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აწარმოებდნენ ომს, ან ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ.[5] იოუჭოუ ცენტრალური ხელისუფლებისგან განსხვავებულ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. ჩრდილო-აღმოსავლეთის პროვინციები ნელ-ნელა გამოეყვნენ დედაქალაქს.[6]

ტერმინი "ხუთი დინასტია" შემოღებულ იქნა სუნგის დინასტიის ისტორიკოსების მიერ და გულისხმობს, რომ ქაიფენგში დაფუძნებული თანმიმდევრული რეჟიმები აკონტროლებდნენ ცენტრალურ დაბლობს და ფლობდნენ სამოთხის მანდატს. ხუთი დინასტიიდან პირველი დააარსა ჭუ ვენმა, აჯანყებულმა დეზერტირმა, რომელმაც ბოლო მოუღო თანგის დინასტიას.[7]

დანარჩენი დინასტიები, ისევე როგორც სუნგის დინასტია, წარმოიშვა სამხედრო ორგანიზაციებიდან, რომლებსაც თავდაპირველად ხელმძღვანელობდნენ შატუო თურქები. გვიანი თანგი დააარსა ლი ცუნსიუმ, შატუოს მეთაურის ლი ქეიუნგის ვაჟმა, რომელიც გვიანი თანგის პერიოდში ჭუ ვენის მთავარი კონკურენტი იყო. გვიანი ძინის დინასტიას საფუძველი ჩაუყარა ში ძინგთენგმა. გვიანი ხანის დინასტიას- ლიოუ ჭიუენმა. გვიანი ჭოუს დინასტიას-კუო ვეიმ.

ცინგის ისტორიკოსი ვანგ ფუჭი (16191692) წერდა, რომ ეს პერიოდი შეიძლება შევადაროთ ძველი ჩინეთის ადრინდელ მეომარ სახელმწიფოთა პერიოდს და აღნიშნავს, რომ არც ერთი მმართველი არ შეიძლება იყოს მოხსენიებული, როგორც ცის შვილი, რამეთუ მათ ცის მანდატი არ გააჩნდათ.[8][9]

სამხრეთი

ამ პერიოდში სამხრეთის რეჟიმებს მეტწილად უფრო სტაბილური და ეფექტური მმართველობა ჰყავდათ.[10] სამხრეთის სახელმწიფოების მმართველების დიდი ნაწილიც ჩრდილოელი სამხედრო ლიდერები იყვნენ, ისევე როგორც მათი მთავარი ოფიცრები და ელიტარული ძალები, რადგან თანგის დინასტიის დიდი ნაწილის დაფუძნება ჩრდილოეთში მოხდა.[11]

სასახლის ანონიმური ბანკეტი, ხუთი დინასტიისა და ათი სამეფოს პერიოდი

ვუს და ყოფილი შუს სამეფოების დამფუძნებლები იყვნენ თაღლითები ხუაინანიდან და სიუჩანგიდან. მინის სამეფოს საფუძველი ჩაუყარა ხუაინანის ხელისუფლების მცირეწლოვანმა თანამშრომელმა. ვუიუეს სამეფოს დამფუძნებელი იყო თაღლითი ხანგჭოუდან. ჩუს სამეფოს დამფუძნებელი- დურგალი სიუჩანგიდან. ძინგნანის დამაარსებელი - მონა შანჭოუდან, ხოლო სამხრეთ ხანის სამეფოს დამაარსებელი იყო სამხრეთული ტომის მეთაური.[12] სამხრეთის სამეფოები დაარსდა დაბალი სოციალური სტატუსის მქონე მამაკაცების მიერ, რომლებიც აღზევდნენ უმაღლესი სამხედრო შესაძლებლობებით, ისინი შემდგომში მომავალმა სწავლულებმა შეურაცხყვეს, როგორც "ბანდიტები". თუმცა, სადავეების ხელში ჩაგდების შემდეგ, თითოეულმა ზემოთჩამოთვლილმა დიდი შრომა გასწია, რათა ხელი შეეწყოთ ეკონომიკისა და კულტურის განვითარებისთვის, და რათა თავიანთი მმართველობა დაეკანონებინათ.[13]

სამხრეთ რეგიონის ეკონომიკა აყვავდა. კუანგტუნგი და ფუძიენი იყო მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქები, რომლებიც ეწეოდნენ ეგზოტიკური საქონლით ვაჭრობას. შუა იანგწი და სჩუანი იყო ჩაის და ფაიფურის წარმოების ცენტრები, ხოლო იანგწის დელტა იყო უკიდურესად მაღალი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ცენტრი და სხვა რეგიონების საყრდენი. რეგიონები ეკონომიკურად ურთიერთდამოკიდებულნი იყვნენ. სუეის და თანგის პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ყურადღებას აქცევდა სამხრეთის განვითარებას, სამხრეთს აძლევდა შესაძლებლობას ინოვაციისთვის მკაცრი ადმინისტრაციული კონტროლისგან ყოფილიყო თავისუფალი. თანგის დინასტიის დროს ჩრდილოეთის გამორჩეულ ოფიციალურ პირებს არ სურდათ ემსახურათ სამხრეთში და ამიტომ სამხრეთელები დაინიშნენ ადგილობრივ თანამდებობებზე"სამხრეთის შერჩევის" დამატებითი სისტემის პირობებში. ეს სამხრეთელი ჩინოვნიკები გახდნენ ათი სამეფოს ადმინისტრაციული ბირთვი და მოგვიანებით ბიუროკრატიაში დომინირება მოიპოვეს შუა სუნგის პერიოდში.[14]

გამოჩენილი ძიედუები

მეთაურთა რუკა (ძიედუ) 902 წელი, თანგის დინასტიის დასრულებამდე.

ჩრდილოეთი ჩინეთი

  • ვანგ ჟონგი, ჭენგჭოუ (თანამედროვე ჭენგტინგი, ხეპეის პროვინცია)
  • ვანგ ჩუჭი, ტინგჭოუ (თანამედროვე ტინგჭოუ, ხეპეის პროვინცია)
  • ლი ქეიუნგი და ლი ცუნსიუ, იოუჭოუ (თანამებროვე პეკინი), გვიანი თანგის წინამორბედი
  • ლიოუ ჟენკუნგი და ლიოუ შოუკუანგი, იოუჭოუ (თანამედროვე პეკინი), იენის წინამორბედი
  • ლი მაოჭენი, ფენგსიანგი (თანამედროვე ფენგსიანგი, შაანსის პროვინცია), ცის წინამორბედი
  • ლუო შაოვეი, ვეიპო (თანამედროვე ტამინგი, ხეპეის პროვინცია)
  • ლი სინკანგი, ტინგნანი, დასავლეთ სიას წინამორბედი
  • ჭანგ იჩაო, კუეიი
  • ჭუ ვენი, პიენჭოუ (თანამედროვე ქაიფენგი, ხენანი) გვიანი ლიანგის წინამორბედი

სამხრეთი ჩინეთი

  • ციენ ლიუ, ხანგჭოუ (თანამედროვე ხანგჭოუ, ჭეძიანგი), ვუიუესნწინამორბედი
  • მა ინი, თანჭოუ (თანამედროვე ჩანგშა, ხუნანი), ჩუს წინამორბედი
  • ვანგ შენჭი, ფუჭოუ (თანამედროვე ფუჭოუ, ფუძიენი), სამხრეთ ხანის წინამორბედი
  • ლიოუ ინი, კუანგჭოუ (თანამედროვე კუანგჭოუ, კუანგტუნგი)
  • ვანგ ძიენი, ჩენტუ (თანამედროვე ჩენტუ, სჩუანი), ყოფილი შუს წინამორბედი
  • იენგ სინგმი, იენგჭოუ (თანამედროვე იენგჭოუ, ძიენსუ). ვუს წინამორბედი
  • კაო ძისინგი, ძინგჭოუ, ძინგნანის წინამორბედი

ლიტერატურა

სქოლიო

  1. მ. ჯიბლაძე, ო.ჭიღლაძე, დ. ანდღულაძე, ნ. გელაშვილი, შ. ჩიხლაძე, ა. კალანდია, (2022)ჩინეთის ისტორია თბილისი: ოქროს საწმისი (გვ.98-99)
  2. Xiu Ouyang (2004). Historical Records of the Five Dynasties. Columbia University Press, გვ. lv–lxv. ISBN 9780231128278.  The information was taken from Richard L. Davis's introduction.
  3. Robert M. Hartwell (1982). „Demographic, Political, and Social Transformations of China, 750–1550“. Harvard Journal of Asiatic Studies. 42 (2): 397.
  4. Michael Szonyi (2017) A Companion to Chinese History. Hoboken, NJ: John Wiley & Sons, Ltd, გვ. 127–128. ISBN 9781118624548. 
  5. Robert M. Hartwell (1982). „Demographic, Political, and Social Transformations of China, 750–1550“. Harvard Journal of Asiatic Studies. 42 (2): 405–408.
  6. Nicolas Tackett (2014) The Destruction of the Medieval Chinese Aristocracy. Harvard University Press, გვ. 151–184. ISBN 9780674492059. 
  7. Nicolas Tackett (2017) The Origins of the Chinese Nation. University of California, Berkeley: Cambridge University Press, გვ. 100. ISBN 978-1-316-64748-6. 
  8. Nicolas Tackett (2017) The Origins of the Chinese Nation. University of California, Berkeley: Cambridge University Press, გვ. 72–73. ISBN 978-1-316-64748-6. 
  9. Wang, Hongjie (2011) Power and politics in tenth-century China: the Former Shu regime. Amherst, NY: Cambria Press, გვ. 2, 5–6, 8, 11–12, 115, 118, 122, 233, 247, 248. ISBN 978-1-60497-764-6. 
  10. Eberhard, Wolfram, A History of China (1977), "Chapter IX: The Epoch of the Second Division of China."
  11. Wang, Hongjie (2011) Power and politics in tenth-century China: the Former Shu regime. Amherst, NY: Cambria Press, გვ. 82. ISBN 978-1-60497-764-6. 
  12. Peter Lorge (2011) Five Dynasties and Ten Kingdoms. The Chinese University of Hong Kong Press, გვ. 51–78. 
  13. Benjamin Brose (2015) Patrons and Patriarchs: Regional Rulers and Chan Monks during the Five Dynasties and Ten Kingdoms. University of Hawaii Press, გვ. 20–21. ISBN 978-0824857240. 
  14. Hugh Clark (2021) China during the Tang-Song Interregnum, 878–978: New Approaches to the Southern Kingdoms. Routledge, გვ. 101–103. ISBN 9781000426397. 

Read other articles:

This article relies excessively on references to primary sources. Please improve this article by adding secondary or tertiary sources. Find sources: TVB Music Group – news · newspapers · books · scholar · JSTOR (January 2014) (Learn how and when to remove this template message) TVB Music Group (TMG)星夢娛樂集團有限公司Parent companyTVB, TVB Music LimitedFoundedNovember 15, 2013FounderHerman Ho (CEO 2013–2021)Sandy YuVirginia LokJoseph WeiGe...

 

Zmanim dari sinagoge Vinohrady di Bohemia dari surat kabar tahun 1916 Prager Tagblatt. Zmanim (Ibrani: זְמַנִּים, secara harfiah artinya waktu, tunggal zman) adalah waktu selama sehari dalam hukum Yahudi. Dalam hukum Yahudi, tanggal kalender diartikan berjalan dari sore ke sore. Ini berdasarkan pada penyebutan peribahasa ... dan terdapat sore, dan terdapat pagi ...—sore mendahului pagi—dalam catatan penciptaan dalam Kitab Kejadian.[1] Selain itu, hukum Yahudi mewajibkan k...

 

تومي توبرفيل (بالإنجليزية: Tommy Tuberville)‏    مناصب عضو مجلس الشيوخ الأمريكي[1]   عضو خلال الفترة3 يناير 2021  – 3 يناير 2023  انتخب في انتخابات مجلس الشيوخ الأمريكي في ألاباما 2020  [لغات أخرى]‏  فترة برلمانية الكونغرس الأمريكي السابع عشر بعد المائة  دوغ جو...

1983 studio album by Joe WalshYou Bought It – You Name ItStudio album by Joe WalshReleasedJune 1983Genre Rock hard rock pop rock blues rock Length38:23LabelWarner Bros.Producer Joe Walsh George Chocolate Perry Bill Szymczyk Joe Walsh chronology There Goes the Neighborhood(1981) You Bought It – You Name It(1983) The Confessor(1985) You Bought It – You Name It is the sixth studio album by the American singer-songwriter and multi-instrumentalist Joe Walsh. The album was released in...

 

New Zealand speedway rider This biography of a living person needs additional citations for verification. Please help by adding reliable sources. Contentious material about living persons that is unsourced or poorly sourced must be removed immediately from the article and its talk page, especially if potentially libelous.Find sources: Mitch Shirra – news · newspapers · books · scholar · JSTOR (November 2011) (Learn how and when to remove this template ...

 

Мозолевський Борис Миколайович Борис Мозолевський Борис МозолевськийНародився 4 лютого 1936(1936-02-04)с. Миколаївка, Веселинівський район, Миколаївська областьПомер 13 вересня 1993(1993-09-13) (57 років)м. КиївПоховання Байкове кладовищеКраїна  СРСР УкраїнаНаціональність украї...

British crime drama television series GraceGenreCrime dramaBased onRoy Grace novels by Peter JamesWritten byRussell LewisDirected by John Alexander Julia Ford Starring John Simm Richie Campbell Rakie Ayola Laura Elphinstone Amaka Okafor Brad Morrison Craig Parkinson Adrian Rawlins Country of originUnited KingdomOriginal languageEnglishNo. of series3No. of episodes8 (list of episodes)ProductionExecutive producers Andrew O'Connor Paul Sandler Patrick Schweitzer Russell Lewis Peter James Produce...

 

Malaysian sports pay television network This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Unifi Sports – news · newspapers · books · scholar · JSTOR (August 2022) (Learn how and when to remove this template message) Television channel unifi SportsCountryMalaysiaBroadcast areaMalaysiaProgrammingLanguage(s)Engli...

 

Peta menunjukan lokasi Dulag Dulag adalah munisipalitas yang terletak di provinsi Leyte, Filipina. Pada tahun 2010, munisipalitas ini memiliki populasi sebesar 45.628 jiwa atau 9.124 rumah tangga. Pembagian wilayah Secara administratif Dulag terbagi atas 45 barangay, yaitu: Barbo Buntay Cambula Candao Catmonan Combis Highway Market Site San Miguel Serrano Sungi Alegre Arado Batug Bolongtohan Bulod Cabacungan Cabarasan Cabatoan Calipayan Calubian Camitoc Camote Dacay Del Carmen Fatima Gen. Rox...

Painting by Edgar Degas The Bellelli FamilyArtistEdgar DegasYear1858–1867MediumOil on canvasMovementRealismDimensions200 cm × 253 cm (79 in × 100 in)LocationMusée d'Orsay, Paris, France The Bellelli Family, also known as Family Portrait, is an oil painting on canvas by Edgar Degas (1834–1917), painted c. 1858–1867, and housed in the Musée d'Orsay. A masterwork of Degas' youth, the painting is a portrait of his aunt, her husband, and th...

 

American hip hop duoThis article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Dead Prez – news · newspapers · books · scholar · JSTOR (December 2008) (Learn how and ...

 

Last battle fought by the state of Azawad This article is about the November 2012 battle in Mali. For other battles, see Battle of Menaka. Second Battle of MénakaPart of the Northern Mali conflict MenakaSecond Battle of Ménaka (Mali)Date19–20 November 2012LocationVicinity of Ménaka, MaliResult Islamist victory[1] Dissolution of the State of Azawad Northern Mali falls to Ansar Dine, AQIM and MOJWABelligerents  Azawad MNLA Tuareg volunteers Islamist coalition AQIM MOJWACommand...

Perang Belanda-PortugisArmada Belanda mengepung Olinda.Tanggal1602–1663LokasiSamudra Atlantik: Brasil, Afrika Barat, Afrika Selatan; Samudra Hindia: India, Hindia Timur, Indochina; CinaHasil Traktat Den HaagPembentukan Imperium BelandaPerang Restorasi Portugis, kemenangan Portugis di Amerika Selatan dan Afrika, kemenangan Belanda di TimurPihak terlibat Imperium Portugal (awalnya di bawah kekuasaan Habsburg) Didukung oleh: Kastilia(until 1640) Kerajaan CochinTupi Potiguara  Republik Bel...

 

Not to be confused with Terengganu FC. This article uses bare URLs, which are uninformative and vulnerable to link rot. Please consider converting them to full citations to ensure the article remains verifiable and maintains a consistent citation style. Several templates and tools are available to assist in formatting, such as reFill (documentation) and Citation bot (documentation). (August 2022) (Learn how and when to remove this template message) Football clubTerengganu CityFull nameTerengg...

 

A.D. Police: To Protect and Serve アドバンスドポリス(Адобансудо порису)Жанр / тематикафантастика, приключения, киберпанк, детектив Аниме-сериал Режиссёр Хидэхито Уэда Сценарист Хироси Оноги, Тайко Хосикава, Тосидзо Нэмото Композитор Ёсинобу Хираива Студия AIC Телесеть TV Tokyo Прочие телевизи...

This article relies excessively on references to primary sources. Please improve this article by adding secondary or tertiary sources. Find sources: LFE programming language – news · newspapers · books · scholar · JSTOR (August 2020) (Learn how and when to remove this template message) LFEParadigmMulti-paradigm: concurrent, functionalFamilyErlang, LispDesigned byRobert VirdingDeveloperRobert VirdingFirst appeared2008; 15 yea...

 

2022 Colorado Secretary of State election ← 2018 November 8, 2022 2026 →   Nominee Jena Griswold Pam Anderson Party Democratic Republican Popular vote 1,369,040 1,045,582 Percentage 55.1% 42.1% County results Precinct resultsGriswold:      40–50%      50–60%      60–70%      70–80%      80–90%      >9...

 

Artikel ini membahas mengenai bangunan, struktur, infrastruktur, atau kawasan terencana yang sedang dibangun atau akan segera selesai. Informasi di halaman ini bisa berubah setiap saat (tidak jarang perubahan yang besar) seiring dengan penyelesaiannya. Artikel ini bukan mengenai Stasiun Purwareja. Stasiun Purworejo Stasiun Purworejo, 2020LokasiJalan Mayjend SutoyoPurworejo, Purworejo, Purworejo, Jawa TengahIndonesiaKetinggian+63 mOperatorKereta Api IndonesiaDaerah Operasi V PurwokertoLetak da...

HMS Africa El HMS Africa en 1808 en el curso de la Guerra de las Cañoneras.Banderas HistorialAstillero DeptfordClase InflexibleTipo Navío de líneaOperador Marina Real británicaIniciado 1778Botado 1781Asignado abril de 1781Baja mayo de 1814Destino desguazadoCaracterísticas generalesArqueo 1385 tEslora 48,00 mManga 13,51 mCalado 5,74 mCubiertas 2Armamento 64 cañones • Primera cubierta: 26 cañones de a 24 libras• Segunda cubierta: 26 cañones de a 18 libras• Alc...

 

Municipality in Zealand, DenmarkSlagelse Municipality Slagelse Kommune (Danish)MunicipalityStreet in Slagelse Coat of armsCountryDenmarkRegionZealandEstablishedJanuary 1, 2007SeatSlagelseGovernment • MayorKnud Vincents (V)Area • Total567.34 km2 (219.05 sq mi)Population (1. January 2023)[1] • Total79,728 • Density140/km2 (360/sq mi)Time zoneUTC+1 (CET) • Summer (DST)UTC+2 (CEST)Municipal code330We...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!