წიგნი პირველი ეზრასი — ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი.
წიგნი მოგვითხრობს, როგორ დაბრუნდა ისრაელი ღმერთის დაპირებისამებრ ბაბილონის გადასახლებიდან და როგორ აღდგა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა იერუსალიმში. მასში ჩაწერილია სამეფო განკარგულებები, ეზრა მთელ წიგნში ამაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ არ აღწერა მან გარკვეული პერიოდები, მაგალითად, მე-6 და მე-7 თავებში აღწერილ მოვლენებს შორის პერიოდი. მისი მიზანი არ იყო სრული ისტორიული ჩანაწერის გაკეთება.
ლიტერატურა
- „ქრისტიანობის ლექსიკონი“ (პიერო პეტროზილო), თბილისი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წელი.
რესურსები ინტერნეტში