იოანეს სახარება (ბერძ. Κατὰ Ἰωάννην, Kata Iōannēn (სიტყვასიტყვით „იოანესგან“, „იოანეს თანახმად“), ლათ. Evangelium secundum Ioannem) — ახალი აღთქმის მეოთხე წიგნი. ქრისტიანული ტრადიციის თანახმად ის დაიწერა იოანე მახარებლის, ქრისტეს საყვარელი მოწაფის მიერ, რომელიც მოგვიანებით იწოდებოდა იოანე ღვთისმეტყველად.
ავტორობა და შექმნის დრო
თვით ტექსტში არის მინიშნება (იოანე.21:20—24)იმის შესახებ, რომ "20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? 21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? 22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. 23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? 24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია."
თუმცა მკვლევართა უმრავლესობის აზრით მოციქული იოანე არ ყოფილა მისი ავტორი. ამის შესახებ აზრთა ფართო სპექტრი არსებობს. ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით სახარების ავტორი არის არა იოანე მოციქული არამედ მისი მოწაფე პრესვიტერი იოანე იერუსალიმელი.
მეცნიერთა დიდი უმრავლესობა თხზულების შექმნის თარიღად ასახელებს ახ. წ. 80—95 ან 90—110 წლებს.
შინაარსი
იოანეს სახარება შინაარსით გამოირჩევა სხვა დანარჩენი სამი სახარებიდან. პირველი სამი სახარება ხშირად ერთმანეთს კვეთს და იმეორებს ერთმანეთის შინაარსს, ხოლო იოანეს სახარება განსხვავდება თავისი სტილითა და შინაარსით. გადმოცემის მიხედვით, მოწაფეებმა სთხოვეს იოანეს – აღეწერა ის მოვლენები, რაც არ შესულა წინა დანარჩენ სახარებებში და სწორედ ამ ჩანაწერებმა შეადგინა მეოთხე სახარება.
მიუხედავად იმისა, რომ იოანეს სახარება უფრო გვიანდელი შედგენილია, მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ზოგიერთი გადმოცემა უფრო ძველია ვიდრე წინა სამი სახარების ამბები დაიწერებოდა.
ზოგიერთი ექსპერტის ტექსტი 4 ნაწილად ჰყოფს:
პროლოგი – ჰიმნები ქრისტეზე, როგორც განხორციელებულ სიტყვასა და მარადიულ ღმერთზე.
იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრება – ქადაგებანი და სასწაულები
იოანე ღვთისმეტყველის თხზულება არის ქრისტოლოგიის უმაღლესი დონის პროდუქტი, წარმოაჩენს რა იესო ქრისტეს, როგორც მარადიულ ლოგოსს (სიტყვას, სიბრძნეს, მიზეზს), რომელიც არის საწყისი ყველა მოვლენისა, საუბრობდა რა მის მიწიერ ცხოვრებაზე, როგორც კაცობრიობის მხსნელის და აცხადებდა რა მას ღმერთად.
რელიგიათმცოდნე კ. რუდოლფის აზრით, ტექსტი შეიცავს გნოსტიციზმთან აშკარა პარალელებს: ღმერთისა და ეშმაკის, ნათელისა და ბნელის ურთიერთდაპირისპირებით, სამყაროს ბოროტების სამეფოდ აღიარებით, ხალხის გაყოფით – ღვთისგან წარმომავლებად და ეშმაკისგან წარმომავლებად, მინიშნებით იმაზე, რომ "ებრაელები არ ცნობენ ღმერთს".