ძუკიას ეროვნული პარკი
|
|
|
მდებარეობა
|
ლიეტუვა
|
ფართობი
|
550 კმ²
|
დაარსდა
|
1991
|
ძუკია — ეროვნული პარკილიეტუვის სამხრეთით, ძუკიას ეთნოგრაფიულ რეგიონში. ამ ტერიტორიაზე ეროვნული პარკი შეიქმნა 1991 წელს და მისი ძირითადი დანიშნულებაა შეინარჩუნოს აქ არსებული ფიჭვის ტყის უნიკალური საფარი. პარკს უკავია 550 კმ² ტერიტორია და მისი საზღვარი მიუყვება მდინარე ნემანის სანაპირო ზოლს. ეროვნული პარკის ტერიტორიის დაახლოებით 95% მდებარეობს ვარენის რაიონში, ტერიტორიის 4% შედის ალიტუსის რაიონში, ხოლო 1% ლაზდიიაის რაიონში. ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მდებარეობს დასახალება მარცინკონისეში, აქ არსებული სხვა მნიშვნელოვანი დასახლებებიდან აღსანიშნავია მიარკინე.
პარკში საკმაოდ ბევრი მდინარე მიედინება, მდინარე ნემანის გარდა აღსანიშნავია: ულა და მერკისი. აქ კლიმატი კონტინენტურია.
პარკში დასაქმებულია 200 ადამიანი, ეს ტერიტორია დაყოფილია 10 ტყის რაიონად.
რესურსები ინტერნეტში