მერკისი (ასევე მიარკისი, ლიეტუვ. Merkys, ბელორ. Мяркіс, Мерычанка) — მდინარე ლიეტუვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ნიამუნასის მარჯვენა შენაკადი.
მდინარის სათავე ბელარუსში, ოშმიანის მაღლობზეა, ლიეტუვის საზღვართან. ერთვის მერკინეს დრუსკინინკაიადან 20 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთით.
მდინარე ზემო და ქვემო დინებებში დაკლაკნილია, საერთო სიგრძე 206 კმ-ია, აქედან ლიეტუვის ტერიტორიაზე 190 კმ, აუზის ფართობით 4.440 კმ², წყლის დანაკარგი შესართავიდან 14 კილომეტრში 35,2 მ³/წმ, უმეტესი — 49,8 მ³/წმ-მდე.[1]
მერკისის შევსება შერეულად ხდება, ძირითადად ნიადაგიდან. წყალდიდობა მარტიდან მაისამდე იცის. იყინება დეკემბერში, მარტში ყინულცურვა იწყება. ყინული მდინარეზე არამყარია.
მერკისი ხე-ტყის დასაცურებლად გამოიყენება, სამეურნეო დანიშნულების ნაოსნობა არ ფიქსირდება.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო