ჩინური ლიტერატურა

ჩინური ლიტერატურა — ათასობით წლის განმავლობაში ვითარდებოდა ადრეული დინასტიური სასამართლოს არქივებიდან მინგის დინასტიის დროინდელ ხალხურ მხატვრულ და გასართობ რომანებამდე. ფართოდ გავრცელებული გრავიურები დაინერგა თანგის დინასტიის დროს (618–907), ხოლო მოძრავი ტიპით ბეჭვდა გამოიგონა ბი შენგმა (990-1052) სუნგის დინასტიის პერიოდში (960-1279), ამის საშუალებით წერილობითი ცოდნა სწრაფად გავრცელდა მთელ ჩინეთში. უფრო თანამედროვე პერიოდში მწერალმა ლუ სუნმა (1881-1936) დააფუძნა ბაიჰუა ლიტერატურა ჩინეთში.

ძველი ჩინური ლიტერატურა

ბაი ძიუი თანგის დინასტიის ცნობილი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე

ჩინური ლიტერატურა ათასობით წელს ითვლის.

პოეზიის კლასიკური განმარტება გადმოცემულია უძველეს ჩინურ წიგნში „სიმღერების წიგნი“ („შიძინგი“), რომელიც დაიწერა ჭოუს დინასტიის დროს და მასში შევიდა 305 ლექსი. აქ პოეზია განმარტებულია, როგორც მისწრაფებათა გამოხატვა.

„სიმღერების წიგნის“ შემდეგ ჩნდება პოეტური ნაწარმოებების სახეობა - „ჩუ ც“ (ჩუს სტროფები). ეს პოეზია ძვ.წ. მეოთხე საუკუნეში გამოჩნდა. ამ პოეზიის მთავარი წარმომადგენელი არის - ციუ იუანი. ია არის ჩინელი ხალხისთვიის ყველაზე საპატივცემულო პოეტი.

ვენ ჩანგი ჩინური ლიტერატურის ღვთაება

ხანის დინასტიის დროს არსებობდა მუსიკალური დაწესებულება სახელწოდებით „ხან იუეფუ“. ეს დაწესებულება აგროვებდა ლექსებს, სიმღერებს. კლასიკური ლირიკის ოქროს ხანად ითვლება თანგის ეპოქა. ლექსების შეთხზვამ მიაღწია დაუჯერებელ მასშტაბებს ამ პერიოდიდან დღემდე შემორჩენილია ორმოცდარვა ათასი ლექსი, ხოლო პოეტების რაოდენობა ორი ათასს აღემატება. იმ პერიოდის საუკეთესო პოეტები იყვნენ: ვან ვეი, ტუ ფუ, ლი პო, მენ ხაოჟანი, პაი ძიუი და სხვა.

კლასიკური ლირიკის ახალი აყვავების ეპოქა დაიწყო სუნგის დინასტიის დროს, როდესაც იქმნებოდა „ცი“ - პოეტური ჟანრის ახალი ფორმა ანუ „სიმღერა“. დიდი წვლილი ამ ფორმის განვითარებაში შეიტანა პოეტმა ლუ იუიმ (მეათე საუკუნე), დაკავშირებულია ისეთი პოეტების სახელებთან, როგორებიცაა ლუ იუი, ლი ძინსი, სუ ში და სხვა. სუნის საუკეთესო პოეტებმა დაუბრუნე პოეტურ ტრადიციებს ჭეშმარიტება და სტილის ლაკონიურობა, მოქალაქეობრივი პათოსი და ფსიქოლოგიური სიღრმე. სუნგის ლირიკოსების ახალ შემოქმედებაში შეიმჩნევა გავლენა ბუდიზმისა და კონფუცის ფილოსოფიური იდეების. ხუთსიტყვიანი პოეზიის მსგავსად, ეს ახალი ფორმა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მუსიკალურ ხელოვნებასთან, კერძოდ, მელოდიასთან, რომელიც შემოვიდა ჩინეთში შუა აზიიდან. „ც“ წარმოადგენდა თხრობას (დეკლამაციას) გარკვეული მელოდიის თანხლებით. მინგის და სუნგის ეპოქებში კლასიკური პოეტური ტრადიციები არ იქნა განდიდრებული ახალი ჟანრებით. გვიანი ჩინური პოეზია გახდა ფორმალური ვარჯიშობა და მიმსგავსება. მას ჰქონდა არა ლიტერატურული, არამედ სოციალური, უფრო მეტიც, რიტუალური დატვირთვა.

მინგისა და ცინგის დინასტიების დროს შეიქმნა ჩინური ლიტერატურის ოთხი უდიდესი კლასიკური რომანი. ესენია:

სიზმარი წითელ სასახლეში

თანამედროვე ლიტერატურა

ცინგის დინასტიის ბოლო პერიოდში გაძლიერდა სატირული ლიტერატურა. ამ პერიოდის ლიტერატურული ენა სულ უფრო უახლოვდებოდა სალაპარაკო ენას. რეალიზმისთვის დამახასიათებელმა ახალმა ხაზმა, გაჟღენთილმა შხამიანი სარკაზმით, თავი იჩინა XX საუკუნის ცნობილი მწერლის ლუ სუნის (1881-1936) ნაწარმოებში „შეშლილის დღიურები“, რომელიც გამოქვეყნდა 1918 წელს. რამდენიმე წლის შემდეგ, ლუ სუნმა გამოსცა მოთხრობა „ა ქიუს ნამდვილი ისტორია“ - ახალი ჩინური ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები.

ლუ სუნი

1921 წელს იაპონიიდან დაბრუნდა სტუდენტთა ჯგუფი, მათ შორის იყვნენ პოეტი კუო მოჟუო და დრამატურგი თიენ ხანი, რომელთაც ჩამოაყალიბეს „ხელოვნების საზოგადოება“.

მო იენი

ამავე პერიოდში თავისი რომანები გამოაქვეყნა თანამედროვე ჩინეთის მეორე უდიდესმა რომანისტმა პა ძინმა. მოგვიანებით, 30-იან წლებში შექმნა თავისი საუკეთესო ნაწარმოები კიდევ ერთმა პროზაიკოსმა ლაო შემ, რომლის შემოქმედება აღსავსეა კეთილი იუმორით. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „რიქშა“(1938).

ჩინეთისთვის ახალ დრამატურგიად ითვლება პიესები, რომლებიც დაწერილია სალაპარაკო ენაზე. 20-იანი წლების ცნობილმა დრამატურგმა კუო მოჟუომ რამდენიმე ისტორიული პიესა შექმნა.

თანამედროვე ჩინელ მწერლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია - მო იენი, რომელმაც 2012 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.

თანამედროვე ჩინელი მწერლები

  • ვანგ თაო (王韜) (1828–1897)
  • იან ფუ (嚴復) (1853–1924)
  • ლიუ ე (劉鶚) (1857–1909)
  • ლიანგ ციჩაო (梁啟超) (1873–1929)
  • ვანგ გუოვეი (王國維) (1877–1927)
  • ჰუ ში (胡適) (1891–1962)
  • სუ მანშუ (蘇曼殊) (1894–1918)
  • ლუ სუნი (魯迅) (1881–1936)
  • ლიანგ შიციუ (梁實秋) (1903–1987)
  • სუ დიშანი (許地山) (1893–1941)
  • იე შენგთაო (葉聖陶) (1894–1988)
  • ლინ იუთანგი (林語堂) (1895–1976)
  • მაო დუნი (茅盾) (1896–1981)
  • სუ ჭიმო (徐志摩) (1896–1936)
  • იუ დაფუ (郁達夫) (1896–1945)
  • კუო მოჟუო (郭沫若) (1892–1978)
  • ლაო შე (老舍) (1897–1966)
  • ჭუ წიცინგი (朱自清) (1898–1948)
  • თიენ ხანი (田漢) (1898–1968)
  • ფენგ წიკაი (豐子愷) (1898–1975)
  • ვენ იდუო (聞一多) (1899–1946)
  • ბინგ სინი (冰心) (1900–1999)
  • ბა ძინი (巴金) (1904–2005)
  • შენ ცონგვენი (沈從文) (1902–1988)
  • ცაო იუ (曹禺) (1905–1996)
  • ციან ჭონგშუ (錢鍾書) (1910–1988)
  • ხე ციფანგი (何其芳) (1912–1977)
  • ლინ ხაიინი (林海音) (1918–2001)
  • ეილეენ ჩანგი (張愛玲) (1920–1995)
  • ციუ მიაოძინი (邱妙津) (1969-1995)
  • ცუ ბო (曲波) (1922–2002)
  • სან მაო (三毛) (1943-1991)
  • ვანგ სიაობო (王小波) (1952–1997)
  • ვანგ ძენგცი (汪曾祺) (1920–1997)
  • ბეი დაო (北島) (1949—)
  • ცონგ ვეისი (從維熙) (1933—)
  • მო იენი (莫言) (1955—)
  • სუ თონგი (蘇童) (1963—)
  • მა ძიანი (馬建) (1953—)
  • თიე ნინგი (鐵凝) (1957—)
  • გაო სინგძიანი (高行健) (1940-)
  • იანგ მუნი (楊牧) (1940–)
  • ჭანგ სიანლიანგი (張賢亮) (1936—2014)
  • ჩიუნგ იაო (琼瑶) (1938—)
  • ჩენგ ჭონში (陳忠實) (1942—)
  • ცან სუე (დენგ სიაოხუა) (1953-)
  • ჭანგ ძაო (张枣) (1962-2010)
  • ში თიეშენგი (史铁生) (1951-2010)

ლიტერატურა

  • ცნობარი „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“, თბ.2015, გვ.12

რესურსები ინტერნეტში

Read other articles:

هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (سبتمبر 2019) جوليا هرسفالفي معلومات شخصية الميلاد 12 نوفمبر 1996 (27 سنة)  زالاجيرسيج  مواطنة المجر[1]  الطول 168 سنتيمتر[1]  الحياة العملية المهنة لاعبة كرة ي...

 

Saint Joseph Parroquia Coordenadas 15°35′00″N 61°28′00″O / 15.583333333333, -61.466666666667Capital PortsmouthEntidad Parroquia • País  DominicaSuperficie   • Total 59 km²Altitud   • Media 66 m s. n. m.Población (2010[1]​)   • Total 6769 hab. • Densidad 114,70 hab/km²Huso horario UTC-4ISO 3166-2 DM-05[editar datos en Wikidata] Saint John es una parroquia de Dominica. Limita con Saint...

 

Este artículo o sección necesita referencias que aparezcan en una publicación acreditada.Este aviso fue puesto el 30 de diciembre de 2019. Primera División 2017-18 XXVI Primera DivisiónDatos generalesSede Macedonia del NorteAsociación UEFAFecha 12 de agosto de 2017 20 de mayo de 2018Edición 26.ªPalmarésPrimero ShkëndijaSegundo VardarTercero RabotničkiDatos estadísticosParticipantes 10 equiposPartidos 180Goles 461 (2.56 goles por partido)Goleador Ferhan Hasani (22) Besart Ibraimi (...

Salah satu contoh penerapan simulated annealing Simulated annealing (SA) adalah salah satu algoritme untuk optimisasi yang bersifat generik. Berbasiskan probabilitas dan mekanika statistik, algoritme ini dapat digunakan untuk mencari pendekatan terhadap solusi optimum global dari suatu permasalahan. Masalah yang membutuhkan pendekatan SA adalah masalah-masalah optimisasi kombinatorial, di mana ruang pencarian solusi yang ada terlalu besar, sehingga hampir tidak mungkin ditemukan solusi eksak ...

 

lon_sec = lat_dir = region = lon_dir = lat_sec = lat_min = CoordScale = скасований = lon_min = Актова зала старого корпусу університету (Москва)Актовый зал старого корпусаилиБольшая аудитория Актова зала старого корпусу університету з внутрішньою колонадою Актова зала старого корпусу університету з внутр

 

Not to be confused with Farnham Hospital. Hospital in Guildford, EnglandFarnham Road HospitalSurrey and Borders Partnership NHS Foundation TrustEntrance to Farnham Road Hospital in 2023Shown in SurreyGeographyLocationGuildford, EnglandCoordinates51°14′07″N 0°35′05″W / 51.235278°N 0.584607°W / 51.235278; -0.584607OrganisationCare systemNational Health ServiceServicesHelipadNoHistoryOpened1863LinksWebsitewww.sabp.nhs.ukListsHospitals in England Farnham Road H...

Pond in Sullivan County, New Hampshire Ashuelot PondAshuelot PondShow map of New HampshireAshuelot PondShow map of the United StatesLocationSullivan County, New HampshireCoordinates43°09′05″N 72°08′57″W / 43.15139°N 72.14917°W / 43.15139; -72.14917Primary inflowsAshuelot RiverPrimary outflowsAshuelot RiverBasin countriesUnited StatesMax. length2.9 mi (4.7 km)Max. width0.7 mi (1.1 km)Surface area360 acres (150 ha)Average depth8&...

 

2004 Bahrain Grand Prix Race 3 of 18 in the 2004 Formula One World Championship Race detailsDate 4 April 2004Official name 2004 Gulf Air Bahrain Grand PrixLocation Bahrain International Circuit, Sakhir, BahrainCourse Permanent racing facilityCourse length 5.417 km (3.366 miles)Distance 57 laps, 308.523 km (191.860 miles)Weather Warm, dry and overcastAttendance 68,000 (Weekend) [1]Pole positionDriver Michael Schumacher FerrariTime 1:30.139Fastest lapDriver Michael Schumacher FerrariTim...

 

Hereditary title in the Peerage of Spain This article relies excessively on references to primary sources. Please improve this article by adding secondary or tertiary sources. Find sources: Duke of Benavente – news · newspapers · books · scholar · JSTOR (March 2021) (Learn how and when to remove this template message) Dukedom of BenaventeCreation date28 January 1473Created byHenry IVPeeragePeerage of SpainFirst holderRodrigo Alonso Pimentel, 1st Duke o...

Mid-term break redirects here. For the poem by Seamus Heaney, see Death of a Naturalist.For other uses, see Spring break (disambiguation). Recess in early spring at universities and schools in various countries around the world This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Spring break – news · newspapers · books ...

 

Cet article est une ébauche concernant une unité ou formation militaire française. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. 29e Bataillon de Tirailleurs Sénégalais Pays France Branche Armée de Terre Type Bataillon de Tirailleurs Sénégalais Rôle Infanterie Guerres Première Guerre mondiale modifier  Le 29e Bataillon de Tirailleurs Sénégalais (ou 29e BTS) est un bataillon français des troupe...

 

Events at the2015 Asian AthleticsChampionshipsTrack events100 mmenwomen200 mmenwomen400 mmenwomen800 mmenwomen1500 mmenwomen5000 mmenwomen10,000 mmenwomen100 m hurdleswomen110 m hurdlesmen400 m hurdlesmenwomen3000 msteeplechasemenwomen4 × 100 m relaymenwomen4 × 400 m relaymenwomenField eventsHigh jumpmenwomenPole vaultmenwomenLong jumpmenwomenTriple jumpmenwomenShot putmenwomenDiscus throwmenwomenHammer throwmenwomenJavelin throwmenwomenCombined eventsHeptathlonwomenDecathlonmenvte The wome...

Теплиці Повна назва Футбольний клуб «Теплиці» Прізвисько склярі Засновано 1945 Населений пункт Теплиці,  Чехія Стадіон На Стінадлех Вміщує 18 221 Президент Павєл Шедлбауер Головний тренер Зденко Фртала Ліга Перша ліга 2022/23 12. Вебсайт fkteplice.cz Домашня Виїзна ФК «Теплиці» (че...

 

Simon Wratzjan Simon Wratzjan (geläufige Schreibung Simon Vratsian, armenisch Սիմոն Վրացեան Simon Wrazjan; * 1882 in Neu-Nachitschewan, Russisches Reich; † 21. Mai 1969 in Beirut, Libanon) war der letzte Premierminister der Ersten Republik Armenien. Leben Nachdem er armenische und russische Schulen besucht hatte, trat Wratzjan 1898 der Taschnakenpartei (ARF) bei; er nahm fälschlicherweise an, dass er der Huntschak-Partei beigetreten sei, da er durch die falsche Tür ging. Sein...

 

Nepenthes alzapan Ilustrasi Botani N. alzapan dari tipe deskripsi Cheek dan Jebb's Klasifikasi ilmiah Kerajaan: Plantae (tanpa takson): Angiospermae (tanpa takson): Eudikotil (tanpa takson): Inti eudikotil Ordo: Caryophyllales Famili: Nepenthaceae Genus: Nepenthes Spesies: N. alzapan Nama binomial Nepenthes alzapanJebb & Cheek (2013)[1] Nepenthes alzapan adalah spesies kantong semar yang berasal dari pulau Luzon Filipina.[1] Spesies ini diketahui dari segelintir ...

German historian This biography of a living person relies too much on references to primary sources. Please help by adding secondary or tertiary sources. Contentious material about living persons that is unsourced or poorly sourced must be removed immediately, especially if potentially libelous or harmful.Find sources: Christian Müller historian – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2023) (Learn how and when to remove this template...

 

Book by Philippa Gregory For the television series based on the book, see The White Princess (TV series). The White Princess First UK edition coverAuthorPhilippa GregoryAudio read byBianca AmatoCountryUnited KingdomLanguageEnglishSeriesThe Cousins' WarGenreHistorical fictionPublisherSimon & SchusterPublication date1 August 2013Media type Print (hardcover/paperback) Audiobook E-book Pages544ISBN978-0-85720-751-7Preceded byThe Kingmaker's Daughter Followed byTh...

 

Former cafe in Salt Lake City One World CafeStorefront in April 2007Restaurant informationEstablished2003 (2003)Closed2012 (2012)CitySalt Lake City, UtahCoordinates40°46′05.5″N 111°52′56″W / 40.768194°N 111.88222°W / 40.768194; -111.88222 One World Cafe was a nonprofit community kitchen, and predecessor to the One World Everybody Eats (OWEE) foundation based in Salt Lake City, Utah.[1] Its motto was a hand up, not a hand out. The community...

Rose Quarter TC    TriMet transit centerGeneral informationLocation47 Northeast Holladay StreetPortland, Oregon, U.S.Owned byTriMetPlatformsSide and island platformsTracks3Bus routes6Bus operatorsTriMet and C-TranConnections Yellow Line at Interstate/Rose QuarterConstructionBicycle facilitiesBike racks and lockersAccessibleYesHistoryOpenedSeptember 5, 1986Services Preceding station TriMet Following station Old Town/​Chinatowntowards Hatfield Government Center Blue L...

 

Line of longitude 100°class=notpageimage| 100th meridian west Map all coordinates using: OpenStreetMap Download coordinates as: KML GPX (all coordinates) GPX (primary coordinates) GPX (secondary coordinates) The meridian 100° west of the Prime Meridian of Greenwich is a line of longitude that extends from the North Pole across the Arctic Ocean, North America, the Pacific Ocean, the Southern Ocean, and Antarctica to the South Pole. The 100th meridian west forms a great circle with the 80th m...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!