ფეთჰიე (თურქ. Fethiye) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, ეგეოსის რეგიონში, მუღლის პროვინციის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი. მდებარეობს ეგეოსის ზღვის სანაპიროზე. ფეთჰიე არის ძალიან კარგი საკურორტო ქალაქი და სწორედ ესაა მიზეზი, რომ საკურორტო სეზონზე მრავალი ტურისტი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, გეზს სწორედ ამ ქალაქისკენ იღებს. ქალაქი მდებარეობს მხოლოდ 10 მეტრზე ზღვის დონიდან. 2012 წლის აღწერის მონაცემებით, ფეთჰიეში მცხოვრებთა რაოდენობამ 84 053 შეადგინა. ქალაქ ფეთჰიეს აქვს მერია და მისი მერი არის ბეჰჩეთ საათჩი. ქალაქის ფართობი 2 955,08 კმ²-ია.
ფეთჰიეს სამხრეთ-დასავლეთით საკუთარი პროვინციის ერთადერთი ქალაქი — დალამანი ესაზღვრება. ქალაქ დალამანის გარდა, ფეთჰიეს, ანტალიისა და ბურდურის პროვინციები ესაზღვრება.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში