იალოვა (თურქ. Yalova) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, მარმარილოს ზღვის რეგიონში, იალოვის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მარმარილოს ზღვის სანაპიროზე. ქალაქი საკურორტოა და ზაფხულში სტუმრობს უამრავი ტურისი. 2012 წლის აღწერის მონაცემებით, იალოვაში ცხოვრობს 102 874 ადამიანი. იალოვას აქვს მერია და მისი მერი არის ვეფა სალმანი.
იალოვას აღმოსავლეთითა და დასავლეთით ესაზღვრება საკუთარი პროვინციის ქალაქები. დასავლეთით ესაზღვრება ქალაქი თერმალი, ხოლო აღმოსავლეთით — ჩიფთლიკქიოი. იალოვას, აგრეთვე, სამხრეთით ესაზღვრება ბურსის პროვინცია.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში