თოქათი

ქალაქი
თოქათი
თურქ. Tokat
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია თოქათი
კოორდინატები 40°18′50″ ჩ. გ. 36°33′18″ ა. გ. / 40.31389° ჩ. გ. 36.55500° ა. გ. / 40.31389; 36.55500
მერი ეიუფ ეროღლუ
ფართობი 1,923.01 კმ²
ცენტრის სიმაღლე 623 მეტრი
მოსახლეობა 132,437 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 95 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +90 356
საფოსტო ინდექსი 60100, 60200
საავტომობილო კოდი 90
ოფიციალური საიტი tokat.bel.tr
თოქათი — თურქეთი
თოქათი

თოქათი (თურქ. Tokat) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში, თოქათის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 2012 წლის აღწერის მონაცემებით, თოქათში ცხოვრობს 132,437 ადამიანი. თოქათს აქვს მერია და ჰყავს მერი — ეიუფ ეროღლუ. ქალაქში მდებარეობს თურქეთის ერთ-ერთი ცნობილი თოქათის აეროპორტი.

თოქათს აღმოსავლეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით ესაზღვრება საკუთარი პროვინციის ქალაქები. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება არტოვა და იეშილიურთი, ჩრდილო-დასავლეთით — თურჰალი, დასავლეთით — პაზარი, ჩრდილოეთით — ერბაა, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ნიკსარი და აღმოსავლეთით — ალმუსი. თოქათს სამხრეთით ესაზღვრება სივასის პროვინცია.

ისტორია

თოქათის ისტორიული სახელწოდებაა "ევდოკია". მისი ისტორია ხეთების ეპოქიდან იწყება. შუა საუკუნეებში ევდოკია შედიოდა ბიზანტიის იმპერიაში. შემდეგში აღმოჩნდა თურქ-სელჩუკების ხელში. ევდოკია ოსმალეთის იმპერიაში შევიდა სულთან მურად II-ის მმართველობის პერიოდში, მე-15 საუკუნის პირველ ნახევარში. ის ოსმალეთში რჩებოდა მისი საბოლოოდ რუქიდან გაქრობამდე, ხოლო ოსმალეთის დაშლის შემდგომ, შედის თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!