უკრაინის რკინიგზა (უკრ.Укрзалізниця) — მონოპოლიური, უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანია რომელიც მართავს რკინიგზებს უკრაინის ტერიტორიაზე.
უკრაინის რკინიგზა თავისი 375 000 დასაქმებულით არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია ქვეყანაში. კომპანია შეიქმნა 1991 წელს, როცა სსრკ-ს დაშლასთან ერთად დაიშალა საბჭოთა რკინიგზაც. კომპანია იყოფა ექვს ნაწილად (დასახელებების წარმოშობა დაკავშირებულია საბჭოთა პერიოდთან, როცა კიევი მდებარეობდა სსრკ-ს სამხრეთ-დასავლეთით):
უკრაინის სარკინიგზო ქსელი საკმაოდ ხშირია, ლიანდაგების საერთო სიგრძე 22 300 კმ-ია, აქედან 9 169 კმ ელექტროფიცირებულია. ამჟამად მიმდინარეობს ელექტროფიცირება პოლტავის მიდამოებში. ყველაზე ხშირი ქსელი აქვს ჰალიჩს და დონბასს. ლიანდაგის სიგანე 1520 მმ-ია.
ექსპლოატაციაშია 1684 სადგური. დიდი ქალაქების გარდა ასევე მთავარი სარკინიგზო კვანძებია: ჩოპი, სტრიი, კოველი, შეპეტივკა, ჟმერინკა, კოროსტენი, ფასტივი, სმილა, ბახმაჩი, პომიჩნა, სინელნიკოვე, ჰორლივკა, ჯანკოი.
სტატისტიკური მონაცემები
უკრაინის რკინიგზის მონაცემები 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით[1]:
2021 წლის 9 ნოემბერს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა: „მოძრავი შემადგენლობის ცვეთის ხარისხი — 90 % საჭიროებს შეკეთებას ან ჩანაცვლებას. იგივე სიტუაციაა ლოკომოტივებთანაც. ელექტრომატარებლების 90% კი საერთოდ ჯართია“.
ფინანსური მონაცემები
უკრაინის რკინიგზის საწესდებო კაპიტალი 229 879 115 000 გრივნას შეადგენს.
2009 წელს წლიურმა ბიუჯეტმა 40 მლრდ გრივნას (5 მლრდ აშშ დოლარი) გადააჭარბა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით კომპანიამ 2021 წელი დაამთავრა მოგებით, მიუხედავად იმისა რომ წლის დასაწყისში ჰქონდა დანაკლისი 8 მლრდ. გრივნა.
კრიტიკა
უკრაინის რკინიგზის პრობლემებია:
ნორმატიულ-საკანონმდებლო აქტების არასრულყოფილება, რაც არ შეესაბამება რკინიგზის მართვის საჭიროებებს და საბაზრო ეკონომიკას;
სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების ფასების ჯვარედინი სუბსიდირება;
ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის არასაკმარისი გამჭვირვალობა;
დაბალი კონკურენციის დონე სარკინიგზო გადაზიდვების ბაზარზე.
რეფორმირება
2018 წლის ნოემბერში კომპანიამ შექმნა შვილობილი კომპანია «УЗ Карго Вагон» (UZ Cargo Wagon LLC), რომლის ბალანსზეც იქნება სატვირთო ნახევარვაგონები, რომლებიც შეისყიდება ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ გაცემული კრედიტის ფარგლებში.
2019 წლის ივლისში „უკრაინის რკინიგზამ“ „ტოშიბასთან“ გააფორმა მემორანდუმი კომპანიის სამანევრო ლოკომოტივების დეფიციტის პრობლემის გადასაჭრელად.
ჩქაროსნული მატარებლები
უკრაინის რკინიგზებზე მოძრაობენ ჩქაროსნული მატარებლები „ინტერსითი“ და „ინტერსითი+“, რომელთა ოპერატორია უკრაინის რკინიგზის ფილიალი „უკრაინის რკინიგზის ჩქაროსნული მატარებლების კომპანია“.
ჩქაროსნული მატარებლები რომელთა მაქსიმალური დასაშვები სიჩქარეა 140 კმ/სთ მოძრაობენ მიმართულებებზე:
კიევი — ხარკივი
კიევი — დნიპრო
გარდა ამისა მოძრაობენ ჩქაროსნული მატარებლები რომელთა მაქსიმალური დასაშვები სიჩქარეა 120 კმ/სთ:
1/2 ივანო-ფრანკივსკი — კოსტიანტინივკა
3/4 ზაპორიჟია — უჟჰოროდი
7/8 კიევი — ივანო-ფრანკივსკი
7/8 ოდესა — ხარკივი
9/10 კიევი — მარიუპოლი
11/12 კიევი — ნოვოალექსეევკა («Славутич»)
11/12 ლვივი — ოდესა («Західний Експрес»)
15/16 ხარკივი — რახივი («Владислав Зубенко»)
17/18 ხარკივი — უჟჰოროდი («Мрія»)
19/20 კიევი — ლისიჩანსკი
29/30 კიევი — უჟჰოროდი
37/38 კიევი — ზაპორიჟია
ჩქაროსნული მატარებლები „ინტერსითი+“ რომელთა მაქსიმალური დასაშვები სიჩქარეა 160 კმ/სთ მოძრაობენ შემდეგ მიმართულებებზე: