ბახმაჩი (უკრ. Бахмач) — ქალაქი უკრაინაში, რაიონული ცენტრი. მდებარეობს ჩერნიჰივის ოლქში, მდინარე ბორზენკაზე (დნეპრის აუზი), საოლქო ცენტრიდან 145 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. რკინიგზის სადგური (ბახმაჩ-კიევსკი და ბახმაჩი-სატვირთო). ფართობი 18,2 კმ².[1] 18 798 მცხოვრები (2013).[2] პირველად იხსენიება 1147 წელს. სახელწოდება „ბახმაჩ“ თათრულ ენაში აღნიშნავს „ჭაობს“. თანამედროვე ქალაქი წარმოიქმნა XIX საუკუნის 60–70-იან წლებში როგორც მუშათა სოფელი, ძველი ბახმაჩის ადგილზე. 1919 წლის იანვარში აქ გაიმართა ბრძოლა რუსეთის შავი ზღვის დივიზიასა და ბოლშევიკებს შორის. 1923 წლიდან რაიონული ცენტრია, 1938 წლიდან — ქალაქი. 1941 წლის 9 სექტემბერს დაიკავეს ნაცისტური გერმანიის მებრძოლებმა. ოკუპაციის დროს მოქმედებდა პარტიზანული მოძრაობა. გათავისუფლდა 1943 წლის 9 სექტემბერს. 30-იან წლებში განვითარდა როგორც სამრეწველო ქალაქი — ამოქმედდა ერბო-კარაქის ქარხანა, მაუდის ფაბრიკა, მეფრინველეობის ფაბრიკა და სხვ.[1]
სქოლიო