სუშრუტა

სუშრუტა
დაბადების თარიღი დაახლ. ძვ. წ. 800
ვარანასი
გარდაცვალების თარიღი დაახლ. ძვ. წ. 700
პროფესია ექიმი, ქირურგი
წოდება "ქირურგიის მამას"
"პლასტიკური ქირურგიის მამა".

სუშრუტა (სანსკრ. सुश्रुत) —  ინდოელი ექიმი და მწერალი, რომელსაც უწოდებენ "ქირურგიის მამას" და "პლასტიკური ქირურგიის მამას". ის გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი და უძველესი ინდური სამედიცინო ტრაქტატის  — "სუშრუტა სამჰიტას" ავტორი. [1]

სუშრუტას ცხოვრების დრო და ადგილი ზუსტად არ არის ცნობილი. მისი ნაწარმოები VIII საუკუნის ბოლოს ითარგმნა არაბულ ენაზე. სავარაუდოდ სუშრუტა მიეკუთვნებოდა კაშის (ვარანასი, ახლანდელი ბენარესი)  უძველეს სამედიცინო სკოლას. [2]

სუშრუტას თხზულებაში საუბარია გვამის გაკვეთაზე; მან აღწერა 500 კუნთი, 300 ძვალი, 107 სახსარი, 70 სისხლძარღვი და სხეულის სხვა ორგანოები. მასში ასევე აღწერილია პირადი ჰიგიენის წესები, 700-ზე მეტი ცხოველური და მინერალური წარმოშობის სამკურნალო მცენარეები და მედიკამენტები, მათი მომზადებისა და გამოყენების ხერხები.[3]

სუშრუტას პორტრეტი

თავის ნაშრომებში მან აღწერა მრავალი მწვავე და ქრონიკული დაავადება, გადმოსცა ისეთი დაავადების სიმპტომები, რომლებიც მოგვიანებით გახდა ცნობილი როგორც ჩუტყვავილა, ქოლერა, ერიზიპელა, დიაბეტი და ეპილეფსია. სუშრუტამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა, როგორც ანტიკურობის გამოჩენილმა ქირურგმა. მის თხზულებაში მოხსენიებულია 100-ზე მეტი ქირურგიული ინსტრუმენტი, სხვადასხვა ზონდი, აბრეშუმის და სელის ძაფი. ქირურგიული ჩარევის დროს ხმარობდა სწორ და მოხრილ ნემსებს, საანესთეზიოდ იყენებდა ლენცოფას და ჰაშიშს. ატარებდა ამპუტაციებს, პლასტიკურ ოპერაციებს. მან აღწერა გადახვევის 14 ფორმა, მძიმე მშობიარობის ფორმები, საკეისრო კვეთა,  კატარაქტის ოპერაცია;  სუშრუტა საუბრობდა  თვალის 72 სახის  დაავადებაზე, მის სახელს უკავშირდება მაგნიტის გამოყენება თვალიდან უცხო სხეულების მოსაშორებლად.[4]

სუშრუტას მიერ "სუშრუტა სამჰიტა"-ში წარმოდგენილი უძველესი პლაკატი, რომელიც ასახავს ქირურგიულ ინსტრუმენტებს, რომელთა უმეტესობა დღესაც არსებობს.

ლეგენდის თანახმად, სუშრუტა იყო თავად სამედიცინო ხელოვნების ღმერთის დჰანვანტარის მოწაფე, რომელიც ქაშიმის მეფე  დივოდასას განასახიერებდა. „სუშრუტა სამჰიტა“, რომელიც მიეწერება სუშრუტას, შეიცავს ინდური მედიცინის სრულ სისტემას. მისი ენა მარტივი და მკაფიოა. ახლოს დგას ეპიკური ჟანრის პოეზიის ენასთან, თუმცა ძველი ფორმების არარსებობა მიუთითებს მის შემდგომ წარმოშობაზე. ლეგენდის თანახმად, სუშრუტამ ტრაქტატი თავისი მოწაფეების თხოვნით დაწერა. დჰანვანტარის თავად დაეკითხა მისი შედგენაზე. [5]

სხვა სანსკრიტული ტექსტების მსგავსად, „სუშრუტა სამჰიტა“ ინდოეთიდან გავრცელდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში. VIII საუკუნის დასაწყისში ტექსტი ითარგმნა არაბულად, როგორც „ქითაბ შაჰ შუნ ალ-ჰინდი“ ინდოელი ექიმის, სახელად მანკაჰის მიერ, ბაღდადის ხალიფა ჰარუნ არ-რაშიდის ძლევამოსილი მინისტრის, იაჰია ბარმაკიდის ბრძანებით. მასზე აგრეთვე მოიპოვება ისტორიული ცნობები კამბოჯის მეფე იასოვარმან I-ის კარზე (ახ. წ. 889900 წწ.) და ასევე ტიბეტის მონასტრებში.[6]

„სუშრუტა სამჰიტას“ პირველი ევროპული თარგმანი გესლერმა გამოსცა ლათინურ ენაზე მე-19 საუკუნის დასაწყისში (ერლანგენი, 18451854). არსებობს  ტრაქტატის რამდენიმე გამოცემა (კალკუტა, 1836, 1873, 1885). ინგლისური, დაუმთავრებელი (კალკუტა „Biblioth. Indica“, 18831891 და 1897). პირველი სრული ინგლისური თარგმანი შეასრულა კავირაჯ კუნჯა ლალ ბჰიშაგრატნამ, რომელიც 1907 წელს  გამოიცა სამ ტომად კალკუტაში.[7][8]

„სუშრუტა სამჰიტა“

სუშრუტამ დაწერა „სუშრუტა სამჰიტა“ (სანსკრ. सुश्रुतसंहिता) — ტრაქტატი, როგორც სახელმძღვანელო ექიმებისთვის  პაციენტების სამკურნალოდ. ის ამტკიცებდა, რომ დაავადება (ჩარაკას მითითებების შესაბამისად) გამოწვეული იყო სხეულის დისბალანსით და ექიმის მოვალეობა გახლდათ  სხვებს დახმარებოდა წონასწორობის შენარჩუნებაში ან აღდგენაში, თუ ის დაირღვეოდა. ამ მიზნით, ყველას, ვინც მედიცინას ემსახურებოდა, უნდა დაებალანსებინა საკუთარი თავი.[6]

„სუშრუტა სამჰიტა“ ძირითადად ეძღვნება ქირურგიულ მკურნალობას; მასში აღწერილია 300-ზე მეტი ოპერაცია, 120-ზე მეტი ქირურგიული ინსტრუმენტი და სულ მცირე 650 წამალი. ტრაქტატში ჩამოთვლილია იგივე მედიკამენტები, რაც აღწერილია ჩარაკა სამჰიტასა და ათარვავედაში. ზოგიერთი მათგანი ასევე გვხვდება ჰიპოკრატესთან). ტრაქტატი დაწერილი სუშრუტას მიერ, ნაგარჯუნას რედაქტირებით. "სუშრუტა სამჰიტა" გახლავთ მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი ბრიჰატ ტრაიას (აიურვედული კანონების "დიდი სამება") "ჩარაკა სამჰიტას" შემდეგ.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. HS Shukla, M Tewari. "Sushruta:'The Father of Indian Surgery'". Indian Journal of Surgery. 67: 2.
  2. hampaneria, Manish C.; Workman, Adrienne D.; Gupta, Subhas C. (July 2014). “Sushruta: father of plastic surgery”. Annals of Plastic Surgery. 73 (1): 2—7. DOI:10.1097/SAP.0b013e31827ae9f5. ISSN 1536-3708. PMID 23788147.
  3. Hoernle, A. F. Rudolf (1907). Studies in the Medicine of Ancient India: Osteology or the Bones of the Human Body. Oxford: Clarendon Press. p. 8.
  4. Mia Sperber. Fountain of Life: The Medical Arts from Antiquity to Modern Times. — Dt. Wiss.-Verlag, 2004. — P. 187. — ISBN 3935176295.
  5. Singhal, G. D. (1972). Diagnostic considerations in ancient Indian surgery: (based on Nidāna-Sthāna of Suśruta Saṁhitā). Varanasi: Singhal Publications.
  6. 6.0 6.1 Susruta; Singh, K. P; Singh, L. M; Singhal, G. D; Udupa, K. N (1972).Susruta-samhita | WorldCat.org (სანსკრ.). Allahabad: G.D. Singhal : Exclusively distributed by Bharata Manisha, Varanasi. OCLC 956916023.
  7. P. S. Sankaran. Sushruta's Contribution to Surgery. — Indological Book House, 1976. — P. 154. დაარქივებულია 28 ოქტომბერი 2020 Wayback Machine
  8. Meulenbeld, Gerrit Jan (2002). A History of Indian Medical Literature. Vol. IA. Groningen: Brill. pp. 333–357 ISBN 9789069801247

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!