სსრ კავშირის XXXII ჩემპიონატი
ჩემპიონატს ტოლიატმა უმასპინძლა. 1972 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ტოლიატში 20 მოჭადრაკე შეიკრიბა. ტურნირი იმავდროულად წარმოადგენდა ზონალურ ტურნირს. ნახევარფინალურმა ტურნირებმა, რომლებიც დონეცკში, კლაიპედაში, ჟდანოვში და სვედლოვსკში ჩატარდა, ფინალის 16 მონაწილე გამოავლინა. პერსონალურად იყვნენ მოწვეული წინა ჩემპიონატის პრიზიორები: ირინა ლევიტინა, მარტა ლიტინსკაია, ლიდია სემიონოვა და მაია რანიკუ. ბრძოლა ჩემპიონობისათვის ბოლო ტურამდე გაგრძელდა და მხოლოდ ბოლო ტურში მოგებით ლიტინსკაიამ პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. საზონათშორისო ტურნირის დანარჩენი ორი მონაწილე დამატებით მატჩ-ტურნირში გაირკვა, რომელშიც II-IV ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ.
დამატებითი მატჩ-ტურნირი საზონათშორისო ტურნირის საგზურების მოსაპოვებლად