სრი მულიანი ინდრავატი (ინდონ.Sri Mulyani Indrawati) (დ. 26 აგვისტო1962, ბანდარ-ლამპუნგი) — ინდონეზიელი ეკონომისტი და სახელმწიფო მოღვაწე. მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი. ინდონეზიის ეროვნული განვითარების დაგეგმარების მინისტრი (2004-2005 წწ.), ინდონეზიის ფინანსთა მინისტრი (2005-2010 წწ.). ინდონეზიის ეკონომიკური საკითხების მინისტრ-კოორდინატორი (2008-2009 წწ.).
სრი მულიანი ინდრავატის ხელმძღვანელობით, ინდონეზიის ეკონომიკაში განხორციელდა მთელი რიგი გარდაქმნები[5][6], რამაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია და ქვეყანას საშუალება მისცა გადაელახა 2007-2008 წლების აზიის ფინანსური კრიზისი[7][8]. 2014 წელს ჟურნალმა Forbes-მა, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში შეიყვანა 38-ე პოზიციაზე[9].
ბიოგრაფია
სრი მულიანი ინდრავატი დაიბადა 1962 წლის 26 აგვისტოს. ქალაქ ტანჯუნგ-კაპანგში (აჟამად ბანდარ-ლამპუნგი, ლამპუნგის პროვინცია, სუმატრა). იგი უმაღლესი სასწავლებლის მასწავლებლის სატმოკოსა და მისი ცოლის რეტნო სრინინგსიჰის მეშიდე შვილი იყო. ისევე როგორც ბევრ იაველს, მასაც გააჩნია სანსკრიტული წარმოშობის სახელი და არ აქვს გვარი[10].
1986 წელს დაასრულა ინდონეზიის უნივერსიტეტი, ხოლო 1992 წელს მიიღო მაგისტრისა და დოტქრის ხარისხი ურბანა-შამპეინის ილინოისის უნივერსიტეტში. 2001 წელს გაემგზავრა ატლანტაში, სადაც მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში კონსულტანტად ინდონეზიაში რეგიონალური ავტონომიის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების საკითხებზე. ასევე კითხულობდა ლექციებს ინდონეზიის ეკონომიკაზე, ჯორჯიის უნივერსიტეტრის ენდრიუ იანგის სახელობის პოლიტიკური კვლევების სკოლაში, როგორც მიწვეული პროფესორი[11]. 2002 წლიდან 2004 წლამდე ეკავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა და წარმოადგენდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 12 ქვეყნის ეკონომიკას.
2005 წელს პრეზიდენტმა სუსილო ბამბანგ იუდოიონომ დანიშნა ინდონეზიის ფინანსთა მინისტრად. ახალი თანამდებობის დაკავების შემდეგ მისი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო საგადასახადო და საბაჟო ორგანოების რეფორმა, ისევე როგორც ამ ორგანოებში კორუფციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ბრძოლის დასაწყისი[8][12]. მისმა რეფორმებმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა[13]. მან ასევე გაზარდა პირდაპირი ინვესტიციების ნაკადი ქვეყანაში, თუ 2004 წელს იგი შეადგენდა 4,6 მლრდ დოლარს, 2005 წელს მისმა მაჩვენებელმა 8,9 მლრდ დოლარს მიაღწია[14].
2006 წელს ჟურნალმა Euromoney-მ მულიანი წლის ფინანსთა მინისტრად დაასახელა[15].
2007 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 6,6 % შეადგინა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი გახდა 1997 წლის აზიის ფინანსური კრიზისის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო ქვეყნის ეკონომიკა 6 %-ით დაეცა, მულიანი ფინანსთა მინისტრის თანამდებობას ინარჩუნებს. 2008 წლის ივლისში დამატებით დანიშნეს ეკონომიკის საკითხების მინისტრ-კოორდინატორად[16].
2008 წელს ჟურნალმა Forbes-მა იგი ინდონეზიაში ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მას 23-ე პოზიცია მიანიჭა. ამ დროისათვის ქვეყნის სავალუტო რეზერვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და გახდა 50 მლრდ დოლარი, ასევე განახევრდა ქვეყნის საგარეო ვალი. ასევე გადაიხედა სახელმწიფო მოსამსახურეების ეკონომიკური სტიმულაციის სისტემა[17].
2007 და 2008 წელს სრი მულიანი ინდრავატი გაზეთმა Emerging Markets-მა აზიის წლის ფინანსთა მინისტრად დაასახელა[18][19].
2009 წელს, პრეზიდენტ სუსილო ბამბანგის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორედ არჩევის შემდეგ, მულიანი შევიდა მის კაბინეტში. ამავე წელს ინდოეთის ეკონომიკა გაიზარდა 4,5 %-ით. ინდონეზია ჩინეთთან და ინდონეზიასთნ ერთდ გახდა ის ქვეყანა რომლის ეკონომიკურმა მაჩვენებელმა 4 %-ს გადააჭარბა[8].
2010 წლის 5 მაისს დანიშნეს მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმარულებელ დირექტორად[20][21]. იგი პასუხისმგებელია ლათინური ამერიკის, კარიბის აუზისა და აღმოსავლეთ აზიის 74 ქვეყნის ეკონომიკაზე.
პირადი ცხოვრება
სრი მულიანი ინდრავატი დაქორწინებულია ეკონომისტ ტონი სუმარტონოზე, მათ ჰყავთ სამი შვილი[22][23].