სომხეთის ეთნიკური უმცირესობები 2001 წლის აღწერის მონაცემების თანახმად, შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის 2,3 %.
მოსახლეობის ძირითად უმრავლესობას შეადგენენ ეთნიკურად სომხები — 97,89 %. ეს რიცხვი გაიზარდა სომხეთის სსრ-ს შექმნიდან. დანარჩენი მოსახლეობა შეადგენს 2,11 % ან 68 ათას ადამიანს, რომელთა დიდი უმრავლესობა ეზიდები არიან (2001 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, მუსულმან ქურთთაგან გამოცალკევებით 1,26 %), რუსები (0,46 %) და სხვა ხალხები (ბერძნები, ასირიელები, უკრაინელები საერთო მდგომარეობით — 0,39 %). სომხეთში არსებობდა, აზერბაიჯანელთა ყველაზე უმსხვილესი და მუსლიმ ქურთთა თემები, რომლებიც პრაქტიკულად, გაქრნენ სომეხ-აზერბაიჯანელთა კონფლიქტის შედეგად.