სომხეთი დაყოფილია თერთმეტ ადმინისტრაციულ დანაყოფად. მათგან ათი პროვინციაა, რომელთაც სომხურად მარზი ჰქვია, რაც თავად წარმოებულია სპარსული სიტყვისგან mærz, რომელიც „საზღვარს“ აღნიშნავს. ერევანი ცალკეა გამოყოფილი და როგორც ქვეყნის დედაქალაქს მინიჭებული აქვს განსაკუთრებული სტატუსი. ათი მარზის აღმასრულებლებს მარზპეტები ეწოდებათ (შუა სპარსული marzbod-იდან, რაც „საზღვრის გამგებელს“ ნიშნავს). მათ სომხეთის მთავრობა ნიშნავს. ერევნის მთავარი აღმასრულებელი მერია, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს.
ქვემოთ მოცემულია სომხეთის პროვინციები სტატისტიკური მონაცემებით:
თითოეული პროვინცია შედგება თემებისგან (hamaynkner, მხოლობითში hamaynkn). თითოეულ თემში თვითმმართველობაა და ერთი ან რამდენიმე დასახლება (bnakavayr). დასახლებები კლასიფიცირებულია, როგორც ქალაქის (kaghak) ტიპის ან სოფლის (gyugh) ტიპის. 2018 წლის მონაცემებით, სომხეთში 503 თემია, აქედან 46 ურბანული, და 457 სასოფლო. დედაქალაქს, ერევანს, ასევე თემის სტატუსი აქვს.[1] დამატებით, ერევანი დაყოფილია თორმეტ ნახევრად ავტონომიურ უბნად.
არაგაწოტნი · არარატი · არმავირი · გეღარქუნიქი · ვაიოცძორი · კოტაიქი · ლორე · სიუნიქი · ტავუში · შირაკი
ერევანი (დედაქალაქი)
ავსტრია · აზერბაიჯანი3 · ალბანეთი · ანდორა · ბელგია · ბელარუსი · ბოსნია და ჰერცეგოვინა · ბულგარეთი · გერმანია · დანია · დიდი ბრიტანეთი · ესპანეთი · ესტონეთი · თურქეთი1 · ირლანდია · ისლანდია · იტალია · კვიპროსი2 · ლატვია · ლიეტუვა · ლიხტენშტაინი · ლუქსემბურგი · მალტა · მოლდოვა · მონაკო · მონტენეგრო · ნიდერლანდები · ნორვეგია · პოლონეთი · პორტუგალია · რუმინეთი · რუსეთი1 · საბერძნეთი · სან მარინო · სერბეთი · საფრანგეთი1 · საქართველო3 · სლოვაკეთი · სლოვენია · სომხეთი2 · უკრაინა · უნგრეთი · ფინეთი · ყაზახეთი1 · შვედეთი · შვეიცარია · ჩეხეთი · ჩრდილოეთი მაკედონია · ხორვატია