1993 წელს წარმოიქმნი ბარისალის ოლქი. ის გამოეყო ხულნას ოლქს.
1998 წელს ჩიტაგონგის ოლქს გამოეყო სილჰეტის ოლქი.
2010 წელს რაჯშაჰის მიწებისაგან შეიქმნა რანგპურის ოლქი.
2015 წელს დაკას ოლქის ნაწილზე აღმოცენდა მაიმანსინგჰის ოლქი.
2015 წელს, ასევე, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ გამოაცხადა მომავალში კიდევ ორი ოლქის შექმნის შესაძლებლობა — კომილა ჩიტაგონგის ჩრდილოეთ ნაწილისაგან და ფარიდპური დაკას ოლქის სამხრეთ ნაწილისაგან.