ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. დაბეჭდილია ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში.[1]
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო, მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა[2]; საქართველოს დედაქალაქი არის ტფილისი[3], სახელმწიფო ენა — ქართული[4]; საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მართვა-გამგეობის ფორმის გაუქმება არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადასინჯვის წინადადების საგნად[5].
1921 წლის კონსტიტუცია გამოირჩევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებით. კონსტიტუცია აცხადებს კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობას[6] და კრძალავს წოდებრივ განსხვავებებს[7]. ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით[8]. გარდა მოქალაქეთა უფლებებისა, კონსტიტუცია აღიარებს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს. ამას მთლიანად მეთოთხმეტე თავი ეძღვნება, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობის თავისუფალი სოციალურ-ეკონომიური და კულტურული განვითარება, განსაკუთრებით, მისი დედაენით სწავლა-აღზრდა და ეროვნულ-კულტურულ საქმეთა შინაური მართვა-გამგეობა; ყველას აქვს უფლება წეროს, ბეჭდოს და ილაპარაკოს დედაენაზე[9].
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიისა და საქართველოს სახეწლმწიფოებრიობის განვითარებაში. მართალია, მას რეალურად არც ერთი დღე არ უმოქმედია, თუმცა იგი მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. მისი აღდენა ორჯერ სცადეს 1990-იან წლებში. პირველად 1992 წლის21 თებერვალს, როდესაც იგი საქართველოს სამხედრო საბჭომ აღადგინა, თუმცა მან მხოლოდ სამი დღე იმოქმედა. მეორე მცდელობა იყო 1993 წელს, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას დაევალა 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავება, მაგრამ არც ამჯერად მოხერხდა მისი აღდგენა — მის ნაცვლად მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, რომელიც დაეყრდნო 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს[10].
ისტორია
1918 წლის26 მაისსსაქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც საქართველო გახდა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო[11]. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკურ ფორმად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა[12]. საქართველო საერთაშორისო ომიანობაში აცხადებდა ნეიტრალიტეტს[13]. მას სურდა საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილების დამყარება, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან[14]. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფდა ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა[15]. იგი განვითარების თავისუფალ ასპარეზს უხსნიდა მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს[16]. დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს გაუძღვებოდა ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნებოდა ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელი იქნებოდა საბჭოს წინაშე[17].
მიუხედავად საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ასეთი დიდი მნიშვნელობისა, იგი ვერ უზრუნველყოფდა საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზების სრულყოფილებას. საჭირო იყო კონსტიტუციის მიღება.
კონსტიტუციის შემუშავება
საქართველოდ დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავება იწყება საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის მოღვაწეობით. 1918 წლის6 ივნისს ეროვნულმა საბჭომ სხდომაზე დაამტკიცა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო საფუძვლების შემდგენი კომისია“. 7 ივნისს შედგა საკონსტიტუციო კომისიის წევრთა პირველი კრება, რომელსაც დაესწრნენ ნოე ჟორდანია, სერგი ჯაფარიძე, რაჟდენ არსენიძე, პავლე საყვარელიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, კონსტანტინე მაყაშვილი, სამსონ დადიანი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. კომისიის თამჯდომარედ აირჩიეს სერგი ჯაფარიძე, ხოლო მდივნად კი პავლე საყვარელიძე. მოგვიანებით, 6 ივლისის სხდომაზე გადაწყდა, რომ კომისიის სხდომებზე დასასწრებად მოეწვიათ მცოდნე პირები: გიორგი ნანეიშვილი, ლაზარე შურგაია, ივანე ზურაბიშვილი და იური ფაღავა. მოწვეულ პირთაგან კომისიის მუშაობაში აქტიურად ჩაება გიორგი ნანეიშვილი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კონსტიტუციის პროექტის ცალკეული ნაწილების შემუშავებაში. ამრიგად, თავდაპირველი კონსტიტუციის შემადგნელობა ასე ჩამოყალიბდა: 1. სერგი ჯაფარიძე (სოციალ-დემოკრატი) — კომისიის თავმჯდომარე; 2. პავლე საყვარელიძე („ალიონის“ ჯგუფი) — მდივანი; 3. რაჟდენ არსენიძე (სოციალ-დემოკრატი); 4. ნოე ჟორდანია (სოციალ-დემოკრატი); 5. ივანე ჩერქეზიშვილი (სოციალისტ-რევოლუციონერი); 6. გრიგოლ რცხილაძე (სოციალ-ფედერალისტი); 7. სამსონ დადიანი (სოციალ-ფედერალისტი); 8. გიორგი გვაზავა (ეროვნულ-დემოკრატი); 9. კონსტანტინე მაყაშვილი (უპარტიო)[18][19].
სულ მალე, 1918 წლის7 ივლისს, საკონსტიტუციო კომისიის მე-7 სხდომაზე, საჭიროდ ჩათვალეს კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შეტანა, რადგან მისი რამდენიმე წევრი სხვა საქმიანობით იყო დაკავებული და კონსტიტუციის შემუშავებაში მონაწილეობას ვერ იღებდა. ნოე ჟორდანია მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს, ხოლო გრიგოლ რცხილაძე და გიორგი გვაზავა საზღვარგარეთ იყვნენ. ამიტომ სოციალ დემოკრატიულ, სოციალ-ფედერალისტურ და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიებს ეთხოვათ, რომ მათ ნაცვლად კომისია ახალი წევრებით შეევსოთ. 1918 წლის13 ივლისის სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან უკვე მონაწილეობდა გერონტი ქიქოძე, გიორგი გვაზავას ნაცვლად[18].
1918 წლის20 ივლისის სხდომაზე წამოიჭრა საკითხი თავმჯდომარის ამხანაგის არჩევის შესახებ. 24 ივლისს კომისიის თავმჯდომარის ამხანაგად აირჩიეს სამსონ დადიანი. ამავე დროს პეტრე საყვარელიძემ ითხოვა კომისიის მდივნობიდან გათავისუფლება, რადგან იგი გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქტორად დაინიშნა. 1918 წლის20 ნოემბერს კომისიის მდივნად აირჩიეს მარიამ ჩხეიძე (სოციალისტ-რევოლუციონერი). ამავე სხდომაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან ნოე ჟორდანიას ნაცვლად ლევან ნათაძემ განაგრძო მუშაობა, ხოლო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან — ალექსანდრე წერეთელმა, გრიგოლ რცხილაძის ნაცვლად[20].
1918 წლის13 ივლისის სხოდამზე კომისიამ დაადგინა, რომ კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის დაჩქარებისა და გაადვილების მიზნით, ის ცალკე დაეყოთ და კომისიის წევრებს შორის გაენაწილებინათ. პეტრე საყვარელიძეს დაევალა შეემუშავებინა საზოგადო დებულებანი, სახელმწიფო ტერიტორია და მოქალაქეთა უფლებანი; სამსონ დადიანს — ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი; რაჟდენ არსენიძეს — საკანონმდებლო ორგანო; ივანე ჩერქეზიშვილს — კორპორაციული უფლება; კონსტანტინე მაყაშვილს — სამოსამართლო მმართველობა; გერონტი ქიქოძეს — მოხელეთა უფლებები და მოვალეობანი. 1918 წლის27 ნოემბრის სხდომაზე შეაჯამეს გაწეული მუშაობის შედეგები. შედგა კონსტიტუციის შემდეგი თავები: 1. რესპუბლიკის ჯარი; 2. საქართველოს მოქალაქეთა უფლება-მოვალეობანი; 3. მოქალაქეობის მოპოვება და დაკარგვა; 4. ფინანსები; 5. სასამართლო; 6. სახელმწიფო და ეკლესია[21].
1919 წლისთებერვლის ბოლო რიცხვებამდე საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიამ შეკრება ვერ მოახერხა. 1919 წლის8 მარტს კი არასრული შემადგენლობით შეკრებილმა კომისიამ დაადგინა, რომ მუშაობა შეეწყვიტა და რაც ნაშრომები ჰქონდა, გადაეცა დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისისთვის[22].
საქართველოს დამფუძნებელი კრების მოწვევის მთავარი მიზანი, გაბატონებული შეხედულების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო მოწყობის საფუძვლების განსაზღვრა, ესე იგი კონსტიტუციის შემუშავება იყო. 1919 წლის14-16თებერვალს ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები. არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა იმ დროისთვის საქართველოს წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ — საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ. მან დამფუძნებელი კრების 130 მანდატიდან 103 მოიპოვა. დანარჩენი მანდატები ერგოთ ეროვნულ-დემოკრატებს, სოციალ-ფედერალისტებს, ესერებსა და ეროვნული უმცირესობების პარტიებს. ასე, რომ საქართველოს კონსტიტუციის შემუშავება და მიღება, ფაქტობრივად, ერთი პარტიის ხელში აღმოჩნდა[22][23].
1919 წლის18 მარტს დამფუძნებელმა კრებამ, თავის მესამე სხდომაზე, აირჩია საკონსტიტუციო კომისია 15 წევრის შემადგენლობით. მასში შევიდნენ დამფუძნებელ კრებაში არსებული პარტიული ფრაქციების წარმომადგენლები. სოციალ-დემოკრატებს ფრაქციაში 10 წევრი ჰყავდათ, 2-2 წევრით იყო წარმოდგენილი ეროვნულ-დემოკრატიული და სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიები, 1 წევრი ჰყავდათ სოციალისტ-რევოლუციონერებს. საკონსტიტუციო კომისიაში სოციალურ-დემოკრატიული პარტიიდან შევიდნენ: რაჟდენ არსენიძე, სერგი ჯაფარიძე, პავლე საყვარელიძე, ლევან ნათაძე, ვლადიმერ ჯაფარიძე, კოტე ანდრონიკაშვილი, რ. ჩიხლაძე, მ. რუსია, გ. ფაღავა და პ. წულაია. ეროვნულ-დემოკრატებიდან — ს. კედია და გიორგი გვაზავა. სოციალისტ-ფედერალისტებიდან — ი. ბარათაშვილი და გ. ლასხიშვილი. სოციალისტ-რევოლუციონერებიდან — ი. გობეჩია. თავმჯდომარედ დაინიშნა არსენ რაჟდენიძე. დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის განკარგულებაში გადავიდა საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის მასალები[19][24].
კომისიის მიერ კონსტიტუციის შემუშავება გაჭიანურდა, რამაც ოპოზიციური პარტიების შეშფოთება გამოიწვია. 1919 წლისოქტომბერში დამფუძნებელი კრების ეროვნულ-დემოკრატიულმა ფრაქციამ საკითხი აღძრა დამფუძნებელი კრების პრეზდიუმის წინაშე, რომ საკონსტიტუციო კომისიისთვის მოეთხოვათ ერთი თვის ვადაში კონსტიტუციის პროექტის წარმოდგენა. კომისიის იმდროინდელმა თავმჯდომარემ, რაჟდენ არსენიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა დასასრულს უახლოვდებოდა და მთავარი ნაწილი უკვე მზად იყო. მან დამფუძნებელ კრებას აღუთქვა, რომ კონსტიტუციის პროექტს განსახილველად წარმოადგენდნენ 1920 წლისიანვარში. 1920 წლისიანვარში კრების სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ კომისიას გადაჭრით მოსთხოვა მუშაობის დაჩქარება. შეშფოთება გამოთქვა დამფუძნებელი კრების პრეზდიუმმაც[25]:
იანვარმაც განვლო, მაგრამ კონსტიტუციის დამფუძნებელი კრებისთვის წარდგენისა არავითარი ნიშანი არა სჩანს, არც ის იცის პრეზდიუმმა, — სახელდობრ როდისთვის უნდა მოველოდეთ მის შემოტანას.
კომისიის მუშაობას სერიოზული ხარვეზები ახასიათებდა, მუშაობა ნელი ტემპით მიდიოდა. განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებების — რადგან საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე რაჟდენ არსენიძე იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, 1920 წლის30 იანვარს კომისიაში, მის ნაცვლად, სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან ჩაირიცხა კ. ჯაფარიძე, ხოლო 4 თებერვალს კი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა პეტრე საყვარელიძე. მიუხედავად ამისა, რაჟდენ არსენიძე შემდგომშიც აქტიურად აგრძელებდა კონსტიტუციის პროექტზერ მუშაობას[19][26].
1920 წლის17 თებერვალს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ დაიბეჭდა კონსტიტუციის პროექტის შემუშავებული თავები: 1. სახელმწიფო ფინანსები; 2. სახელმწიფო ტერიტორია; 3. საზოგადო დებულებანი; 4. პარლამენტი; 5. მოქალაქეობა[27].
საკონსტიტუციო კომისიის 1920 წლის6 მარტის სხდომაზე აირჩიეს ე.წ. „მცირე კომისია“, რომელშიც შევიდნენ ა. ჩხენკელი, პ. საყვარელიძე და გ. გვაზავა. მოიწვიეს ასევე იუსტიციის მინისტრი, კომისიის ყოფილი თავმჯდომარე რაჟდენ არსენიძე. მცირე კომისიის მოვალეობა იყო კონსტიტუციის გადასინჯვა, კომენტარების განხილვა და მისი სისტემაში მოყვანა. მცირე კომისიას განხილული მასალები თანდათან უნდა გადაეცა დიდი კომისიისათვის, რათა მას საბოლოო დასკვნა გამოეტანა. გარდა ამისა, ასევე შეიქმნა სარედაქციო კომისია, რომელსაც დაევალა კონსიტუციის რედაქციული გასწორება. მოიწვიეს ცნობილი მოღვაწეები: კ. ნინიძე, ივანე ჯავახიშვილი, ივანე გომართელი, გრიგოლ ყიფშიძე, ვ. ყიფიანი და ივ. კარიჭაშვილი[28].
საკონქტიტუციო კომისიის 1920 წლის21 აპრილის სხდომაზე, როდესაც კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა დასასრულს უახლოვდებოდა, დაისვა მისი გამოცემის საკითხი. გადაწყვეტილი იყო, რომ პროექტი გამოეცათ კომენტარებთან ერთად, თუმცა ეს ვერ ხერხდებოდა, რადგან ყველა თავის კომენტარი კერ კიდევ არ იყო მზად. ამიტომ 1920 წლის22 მაისს საბოლოოდ გადაწყდა, რომ მოუმზადებლობის გამო კონსტიტუციის პროექტი დაებეჭდათ უკომენტაროდ[28].
1920 წლის2 ივნისს სხდომაზე წაიკითხეს სარედაქციო კომისიის მიერ შესწორებული კონსტიტუციის პროექტი. საჭიროდ მიიჩნიეს ზოგიერთი მცირე შესწორების შეტანა. ამავე დროს, დაადგინეს, რომ ტექსტში ახალი დამატებები არ შეეტანათ და კონსტიტუცია იმ დღესვე გაეგზავნათ დასაბეჭდად. 8 ივნისს საკონსტიტუციო კომისიამ დამფუძნებელი კრების პრესდიუმს გაუგზავნა სტამბიდან გამოტანილი კონსტიტუციის პროექტის ანაბეჭდი. პროექტი შედგებოდა 17 თავისა და 166 მუხლისაგან[29].
1920 წლის8 ივლისს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზდიუმის სხდომებზე, რომელსაც ნოე რამიშვილი თავმჯდომარეობდა, დაადგინეს, რომ დამფუძნებელი კრება უნდა შედგომოდა კონსტიტუციის განხილვას. დამფუძნებელი კრების რეგლამენტით განსაზღვრული არ იყო კონსტიტუციის პროექტის განხილვის განსაკუთრებული წესი. დადგა საკითხი, განეხილათ პროექტი როგორც ჩვეულებრივი კანონი, თუ შეემუშავებინათ ცალკე რეგლამენტი. დადგინდა, რომ ჩვეულებრივი სამი მოსმენის მაგივრად, ჩაეტარებინათ ხუთი. პირველ მოსმენაზე უნდა განეხილათ კონსტიტუციის ძირითადი კანონების ზოგადი განხილვა, მეორეზე — კონსტიტუციის პროექტის ცალკეული თავების ძირითად დებულებათა ზოგადი განხილვა, მესამეზე — ცალკეული თავების მუხლობრივი განხილვა, მეოთხეზე — ცალკეულ თავებს შორის წინააღმდეგობათა დასაძლევად შემოტანილი შესწორებებისა და ცვლილებების განხილვა, მეხუთეზე — მთლიანი ტექსტის საბოლოო რედაქციის განხილვა[30].
კონსტიტუციის განხილვის დროს მრავალ საკითხზე გამოიხატა პოზიცია. მათ შორის, მნიშვნელოვანი იყო ნოე ჟორდანიას გამოსვლა. მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოებრივი მოწყობის ძირითად საკითხებზე და სასტიკად გააკრიტიკა კონსტიტუციის შესაბამისი ნაწილი. უპირველეს ყოვლისა, მას შეუძლებლად მიაჩნდა უშუალო დემოკრატიის ინსტიტუტების — რეფერენდუმისა და საკანონმდებლო ინიციატივის შეთავსება პარლამენტარიზმთან. მეორე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, ნოე ჟორდანიას აზრით, პრეზიდენტის ფუნქციების უარყოფა იყო. კერძოდ, მთავრობის კრიზისის დროს პრეზიდენტი აგრძელებს საქმიანობას და საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს. მას საჭიროდ მიაჩნდა მთავრობის თავმჯდომარის გარკვეული ვადით არჩევა, რომელსაც პრეზიდენტის ფუნქცია და სახელმწიფო წარმომადგენლობა დაეკისრებოდა[31].
პროექტის განხილვის დროს ცხარე კამათი გამოიწვია საკითხმა, თუ ვინ უნდა მიიღოს კონსტიტუცია. გამოიკვეთა ორი თვალსაზრისი — პირველი თვალსაზრისით, კონსტიტუცია უნდა მიეღო დამფუძნებელ კრებას, ხოლო მეორეთი — ხალხს (რეფერენდუმზე). რეფერენდუმთა მომხრენი აცხადებდნენ, რომ ეს იქნებოდა უაღრესად დემოკრატიული და ლოგიკური ნაბიჯი, რადგან თუ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილება ხალხის უმრავლესობის დასტურის შემდეგ უნდა შესულიყო, მაშინ თავად კონსტიტუციის მისაღებადაც აუცილებელი იყო ხალხის თანხმობა. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო კომისიაში უმრავლესობა მაინც რეფერენდუმის წინააღმდეგი იყო. მათი აზრით, დამფუძნებელი კრება არჩეული იყო სწორედ კონსტიტუციის მისაღებად[32].
1921 წლის19-20იანვარს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენციამ საჭიროდ მიიჩნია კონსტიტუციის მიღების დაჩქარება და ამიტომ საბოლოოდ უარყოფილი იქნა რეფერენდუმის ჩატარების იდეაც[33].
კონსტიტუციის მიღება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებას ისეთ პირობებში მოუხდა კონსტიტუციის მიღება, რომ ამას ვერავინ წარმოიდგენდა. გარდა იმისა, რომ ხანგრძლივი პერიოდით გაიწელა კონსტიტუციის პროექტის მომზადება, ასევე დიდი დრო დასჭირდა კონსტიტუციის პროექტის განხილვასაც. ამას დაემთხვა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ომი. რა საკვირველია, ამ უკანასკნელმა დიდი გავლენა იქონია დამფუძნებელი კრების მუშაობაზე. ამ დროს იგი ამთავრებდა კონსტიტუციის პროექტის შემუშავებას. დასრულებული იყო პროექტის ზოგადი და ნაწილობრივი განხილვა და მიმდინარეობდა კონსტიტუციის განხილვა ცალკეული მუხლების მიხედვით. ეს პროცესი უფრო დაჩქარდა. გამომსვლელები ცდილობდნენ, მოკლედ და ზუსტად ჩამოეყალიბებინათ თავიანთი პოზიცია[33].
1921 წლის15 თებერვალს საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმიის ნაწილები საქართველოში შემოიჭრნენ. 15-16 თებერვალს საქართველოს ჯარებმა ბრძოლით უკან დაიხიეს თბილისისკენ. ამ მოვლენების გამო, 1921 წლის21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საგანგებო სხდომაზე ერთხმად მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რითაც შეასრულა თავისი ძირითადი ამოცანა[33].
1921 წლის25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმია თბილისში შემოვიდა. ამით დასრულდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედება — მან მხოლოდ ოთხი დღე იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია, ფაქტობრივად, ძალაშიც არ შესულა, იგი წარმოადგენდა სახელმწიფოს ძირითადი კანონის კლასიკურ მაგალითს, რომელშიც აისახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გამოცდილება, იმდროინდელი ეპოქის მისწრაფებები და შეხედულებები[33][34][35].
კონსტიტუციის გამოქვეყნება
1921 წლის21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ დამტკიცებული კონსტიტუციის სტამბურად გამოქვეყნება თბილისში ვეღარ მოესწრო. საქართველოს მთავრობამ და დამფუძნებელმა კრებამ 24 თებერვალს ღამე დედაქალაქი დატოვა. ისინი ჯერ ქუთაისში გადავიდნენ, ხოლო 10 მარტს კი ბათუმში, სადაც 17 მარტამდე დარჩნენ, შემდეგ კი ემიგრაციაში წავიდნენ. სწორედ ამ პერიოდში ბათუმში უნდა გამოქვეყნებულიყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. ამისთვის შეარჩიეს ცნობილი ბათუმელი პოლიგრაფისტის, ნესტორ ხვინგიას სტამბა. კონსტიტუცია დაიბეჭდა ცალკე წიგნად სათაურით „საქართველოს კონსტიტუცია მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს“. მისი ზომაა 19X13, მოცულობა — 40 გვერდი (ტირაჟი უცნობია). ეს გამოცემა არის ბიბლიოგრაფიული იშვიათობა, რომლის ერთ-ერთი ჩვენამდე მოღწეული ეგზემპლარი დაცულია თბილისში, საქართველოს წიგნის პალატაში[36].
საბჭოთა საქართველოში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია აღარ გამოცემულა. მეორედ იგი გამოიცა საზღვარგარეთ, ემიგრაციაში, 1981 წელსმიუნხენ-ლევილში, დავით თაბორიძის მიერ, კონსტიტუციის მიღების 60 წლისთავის აღსანიშნავად. ეს იყო ორენოვანი (ქართულ-ფრანგული) საიუბილეო გამოცემა და 1921 წელს ბათუმში დაბეჭდილი კონსტიტუციის ასლი[37].
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია საქართველოში მეორედ გამოიცა 1990 წელს, გაზეთ „სამშობლოს“ რედაქციის მიერ. მისი რედაქტორის, პაატა ნაცვლიშვილის თქმით, ეს გამოცემა დაეყრდნო 1981 წლისმიუნხენ-ლევილის გამოქვეყნებულ ორენოვან საიუბილეო გამოცემას[38].
მესამედ საქართველოში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია გამოიცა ბათუმში, 2009 წელს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ეს არის მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული გამოცემა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის რედაქციითა და შენიშვნებით. ამ გამოცემაში უცვლელადაა გადატანილი 1921 წელს ბათუმში დასტამბული კონსტიტუციის ტექსტი[39].
კონსტიტუცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ მხოლოდ ოთხი დღე იმოქმედა, ხოლო, ფაქტობრივად, კი საერთოდ არ უმოქმედია, მას თავისი სიცოცხლე არ დაუსრულებია. 1991 წლის ბოლოს არაკონსტიტუციური გზით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს საბჭოს, რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მთავრობას. 1992 წლის6 იანვარს შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო (ტრიუმვირატი) და დროებითი მთავრობა. სამხედრო საბჭომ ძალადაკარგულად გამოაცხადა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია და კანონმდებლობა და 1992 წლის21 თებერვალს მიიღო დეკლარაცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის აღდგენის თაობაზე[40]. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს კონსტიტუცია თავისი შინაარსის მიხედვით სერიოზულ იურიდიულ დოკუმენტს წარმოადგენდა, იგი საქართველოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების მოცემულ ეტაპზე არსებული სინამდვილისთვის შეუსაბამო ნორმატიული აქტი იყო და ისეთივე ბედი ეწია, როგორიც მიღებისას — არც ერთი დღე რეალურად არ უმოქმედია[35][41][42].
მეორედ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის აღდგენა სცადეს 1993 წელს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ უნდა შეემუშავებინათ მისი ახალი რედაქცია. 16 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო მეთაურმა-პარლამენტის თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ, პარლამენტს წარუდგინა წინადადება საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ, რომელსაც უნდა შეემუშავებინა 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი. 25 მარტს პარლამენტმა მიიღო დადგენილება საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე[43][44]. კომისიამ დაიწყო პროექტზე მუშაობა, თუმცა ცოტა ხანში გეგმაში არსებითი ცვლილებები შევიდა — ნაცვლად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებისა, გადაწყდა სრულიად ახალი კონსტიტუციის შემუშავება[45]. მიუხედავად ამისა, 1921 წლის კონსტიტუციამ სიცოცხლე მაინც გააგრძელა — საქართველოს ახლად მიღებული კონსტიტუცია დაეყრდნო ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა შეცვლილია და იგი ეყრდნობა არა 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, როგორც ეს მანამდე იყო, არამედ მის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას.
კონსტიტუციის დახასიათება და თავისებურებები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია საკმაოდ საინტერესო დოკუმენტია, რომელშიც გონივრულადაა შეჯერებული მსოფლიოს კონსტიტუციონალიზმის გამოცდილება და საერთო-ეროვნული საწყისები. იგი სამართლის ევოლუციის შედეგად შექმნილი კონსტიტუციების პირველ ტალღას განეკუთვნება. 1921 წლის კონსტიტუციის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი აღნიშავდა[46]:
კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესიული იყო ევროპის კონტინენტზე. უკვე მაშინ აღიარებდა იგი ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც დღევანდელი ევროპა ეყრდნობა.
იურიდიული ბუნება
როგორც წესი, კონსტიტუცია შეიცავს პრეამბულას, რომელშიც, ჩვეულებრივ, ასახულია კონსტიტუციის გაჩენის მიზანი და ამოსავალი პრინციპები. ამ მხრივ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია გამონაკლისია — მას არ აქვს პრეამბულა. მიუხედავად ამისა, არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციის პრეამბულის მაგივრობას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი ასრულებს[47], თუმცა ამის შესახებ თავად კონსტიტუციაში არაფერი არ არის ნათქვამი — მასში არსად არ არის მინიშნება იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლობის აქტი კონსტიტუციის ორგანული ნაწილია[48].
ბუნებით 1921 წლის კონსტიტუცია „ხისტი კონსტიტუციების“ რიგს მიეკუთვნება. იგი კონსტიტუციის გადასინჯვის რთულ მექანიზმს ითვალისწინებს. მასში ცვლილების შესატანად ჯერ აუცილებელი იყო პარლამენტის წევრთა 2/3-ის ხმის მეღება, შემდეგ კი ამ ცვლილების რეფერენდუმზე დამტკიცება[49].
კონსტიტუციაში მმართველობის ფორმად განისაზღვრა რესპუბლიკა[52]. იგი უცვლელად და მუდმივად არის გამოცხადებული — „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მართვა–გამგეობას ფორმის გაუქმება არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადასინჯვის წინადადების საგნად[53].“ ეს, ალბათ, იმით არის განპირობებული, რომ არ ყოფილიყო მონარქიის აღდგენის მცდელობა[51].
კონსტიტუციის ტექსტში არც ერთხელ არ არის ნახსენები სიტყვათა წყობა „ხელისუფლების დანაწილება“, თუმცა სახელმწიფო ორგანოთა სისტემა წარმოდგენილია პარლამენტის („საქართველოს პარლამენტი“), მთავრობისა („უმაღლესი მართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება“) და სასამართლო („სასამართლოები“) ორგანოების სახით[54][55].
კონსტიტუცია საზოგადოებას სთავაზობს ერთგვარ საპარლამენტო რესპუბლიის მოდელს, თუმცა ეს არ არის კლასიკური პარლამენტიარიზმი იმის გამო, რომ ამ ფორმაში არ არსებობს ნეიტრალური ფიგურა — სახელმწიფოს მეთაური, რომელიც, შესაბამის შემთხვევაში, ან დაითხოვდა პარლამენტს, ან გადააყენებდა მთავრობის მთელ შემადგენლობას. სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოთა სისტემაში არანაირი სახით არ არის გათვალისწინებული სახელმწიფოს მეთაური. მისი ტრადიციულ ფუნქციათა ნაწილი განაწილებულია ერთ წლით არჩეულ მთავრობის თავმჯდომარეზე. მას ენიჭებოდა რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობა. როგორც წესი, ასეთი სტატუსით მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურები სარგებლობენ, თუმცა კონსტიტუციის ტექსტი არ ადასტურებს, რომ მთავრობის მეთაური იმავდროულად სახელმწიფოს მეთაურიც იყო. მას არ ჰქონდა ვეტოს უფლება, იგი ვერ ითხოვდა პარლამენტს[56][57][58].
სახელმწიფო ორგანოთა შორის კონსტიტუციის ტექსტში აშკარად არის გამოკვეთილი პარლამენტის უპირატესობა — „ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს, პარლამენტი ამ კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს ერის ხელმწიფებას[59].“ იგი ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე საერთო კონტროლს. სწორედ ეს ნიშნები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო იყო საპარლამენტო რესპუბლიკა[60][61].
კონსტიტუციის მიხედვით, რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე არსებობდა ერთი უმაღლესი სასამართლო — სენატი, რომელსაც ირჩევდა პარლამენტი. იგი, ძირითადად, ასრულებდა საკასაციო ფუნქციას, ანუ პირველი ინსტანციით საქმეებს არ იხილავდა. გარდა სენატისა, არსებობდა სასამართლოების მთელი სისტემა, რომელებიც ახორციელებდნენ სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას. საინტერესოა ის, რომ კონსტიტუცია ითვალისწინებდა ნაფიც მსაჯუთა ინსტიტუტს, რომელიც განიხილავდა მხოლოდ მძიმე სისხლის სამართლის, პოლიტიკურ და ბეჭდვით საქმეებს[62][63].
ადამიანის უფლებები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში ადამიანის უფლებათა გარანტიებს თითქმის მთლიანი ტექსტის ნახევარი დაეთმო. ამ უფლებებს სამი თავი ეთმობა: თავი მეორე — მოქალაქეობა; თავი მესამე — მოქალაქის უფლებანი; თავი მეშვიდე — სოციალ-ეკონომიკური უფლებანი. მესამე თავი წარმოადგენს კონსტიტუციის ყველაზე სრულყოფილ ნაწილს, რომელშიც დეტალურადაა ჩამოყალიბებული საქართველოს მოქალაქეთა ძირითადი უფლებები. მართალია, ამ თავს „მოქალაქის უფლებანი“ ეწოდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასში მოხსენიებული უფლებებისა და თავისუფლებების ნუსხა უცხოელებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე არ ვრცელდება. ეს თავი, ძირითადად, ეხება ადამიანის პირად და პოლიტიკურ უფლებებს, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური უფლებები მოცემულია მეცამეტე თავში. იმაზე, რომ 1921 წლის კონსტიტუცია გამოირჩევა ადამიანის უფლებათა განმტკიცებით, მეტყველებს მეთოთხმეტე თავიც, რომელიც მთლიანად ეძღვნება ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს[64][65].
შინაარსი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუიცია შედგება 17 თავისა და 149 მუხლისაგან.
თავი პირველი — ზოგადი დებულებანი
პირველ თავი თერთმეტი მუხლისგან შედგება და მასში მოცემულია ზოგადი დებულებები. მის მიხედვით, საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო[2], მისი დედაქალაქი არის ტფილისი[3], ხოლო სახელმწიფო ენა — ქართული[4]. საქართველოს რესპუბლიკის დროშა არის შინდისფერი ალამი შავი და თეთრი ზოლით[66]. დაუშვებელია სახელმწიფო ტერიტორიის გაცემა, დანაწილება და გაყიდვა, სახელმწიფო ტერიტორიის გაფართოება ან სადავო საზღვრების შესწორება შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობითის წესით[67]. ამავე თავში მოცემულია კონსტიტუციის სტატუსი — კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია, არ შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს კანონი, დეკრეტი, ბრძანება ან განკარგულება, რომელიც კონსტიტუციის დებულებათა და მათი დედააზრის წინააღმდეგია[68]. ეს კონსტიტუცია ძალაშია მუდმივად და განუწყვეტლად, იმ შემთხვევის გარდა, რომელიც ამავე კონსტიტუციას აქვს გათვალისწინებული[69].
თავი მეორე — საქართველოს მოქალაქეობა
მეორე თავი ეხება საქართველოს მოქალაქეობას და შედგება მხოლოდ ოთხი მუხლისაგან. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება წარმოშობით, ქორწინებით და
ნატურალიზაციით[70]. საქართველოს მოქალაქეს არ შეუძლია იყოს იმავე დროს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე[71]; საქართველოს შეუძლია უარი განაცხადოს საქართველოს მოქალაქეობაზე მხოლოდ თავის სახელმწიფოებრივ მოვალეობის შესრულების შემდეგ[72]. მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის პირობებს დაწვრილებით კანონი განსაზღვრავს[73].
თავი მესამე — მოქალაქის უფლებანი
მესამე თავი წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყველაზე სრულყოფილ თავს, რომელშიც მოცემულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეთა უფლებები. იგი შედგება ოცდაათი თავისაგან.
აღიარებულია მოქალაქეთა თანასწორობა კანონის წინაშე[74]; არ არსებობს წოდებრივი განსხვავება[75]; ხარისხის მინიჭება, გარდა აკადემიურისა, აკრძალულია[76]; სიკვდილით დასჯა გაუქმებულია[77]; აკრძალულია მოქალაქის დასჯა, თუ არა სასამართლოს წესით[78]; პიროვნება ხელშეუხებელია. არ შეიძლება შეპყრობილ ან სხვაგვარად ექნეს თავისუფლება აღკვეთილი და პირადად იქნეს გაჩხრეკილი ვინმე, თუ არა სასამართლოს ან საგამომძიებლო ორგანოს დასაბუთებული ბრძანების ძალით[79]; დამნაშავის დაკავების უფლება ეძლევა ფიზიკურ პირსაც, თუ იგი მას დანაშაულის ადგილას მიასწრებს და, ამასთანავე, ადმინისტრაციის მისვლამდე მისი მიმალვა არის მოსალოდნელი[80]; ყოველი მოქალაქის ბინა შეუვალია. მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით შეიძლება მისი გაჩხრეკა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში[81]; კერძო მიწერ-მოწერა ხელშეუხებელია. მისი ნახვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით[82]; ყოველი მოქალაქე მიმოსვლასა და საცხოვრებლის არჩევაში სრულიად თავისუფალია. ამ უფლების შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება[83]; დაუშვებელია მოქალაქის დევნა და მისი პოლიტიკური თუ სამოქალაქო უფლებათა შეზღუდვა სარწმუნოების ან რწმენის გამო. ყველას შეუძლია აღიაროს ის სარწმუნოება, რომელიც მას სურს, ან სარწმუნოება გამოიცვალოს, ან და არც ერთ კულტს არ ეკუთვნოდეს[84]; ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს სიტყვით, ბეჭდვით ან სხვა რამ ღონისძიებით თავისი აზრი გამოხატოს და გაავრცელოს მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე[85]; საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ უფლება აქვთ მთავრობის ნებადაურთველად შეიკრიბნენ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. თუ კრებამ დანაშაულის ხასიათი მიიღო, ადმინისტრაციას შეუძლია დახუროს იგი[86]; ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო, ეკონომიური და საოჯახო უფლებებით[87].
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 45-ე მუხლი, რომელიც აღიარებს ადამიანის ისეთ უფლებებს, რომელიც კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული:
კონსტიტუციაში ჩამოთვლილი გარანტია და უფლება არ უარყოფს სხვა გარანტიასა და უფლებას, რომელიც იქ არ არის მოხსენებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის მიერ აღიარებული პრინციპებისაგან.
თავი მეოთხე — პარლამენტი
მეოთხე თავში მოცემულია ნორმები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის შესახებ, სულ 20 მუხლი.
საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო არის საქართველოს პარლამენტი, რომელიც შედგება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული არჩევნებით არჩეული დეპუტატებისაგან. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს სქესის განურჩევლად ყოველ სრულუფლებიან მოქალაქეს, რომელსაც ოცი წელი შეუსრულდა. პარლამენტი აირჩევა სამი წლის ვადით[88].
პარლამენტი იკრიბება ყოველ წელს, ნოემბრის პირველ კვირა დღეს. ახალი პარლამენტის არჩევნები ინიშნება შემოდგომაზე, ერთსა და იმავე დროს მთელ რესპუბლიკაში, იმ ვარაუდით, რომ ახლად არჩეული დეპუტატები დაესწრონ პარლამენტის გახსნას[89]. პარლამენტის პრეზდიუმი აირჩევა ყოველ წელს[90].
ამ თავიდან მნიშვნელოვანია 52-ე მუხლი, რომელიც მიუთითებს პარლამენტის უპირატესობაზე სხვა ხელისუფლების შტოებთან მიმართებით: „ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს, პარლამენტი ამ კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს ერის ხელმწიფებას.“
პარლამენტი გამოსცემს კანონს, დეკრეტსა და დადგენილებას[91]. მისი კომპეტენციაა[92]:
კანონმდებლობა;
რესპუბლიკის ჯარისა და შეიარაღებული ძალების უმაღლესი გამგებლობა;
ომის გამოცხადება;
საზავო, სავაჭრო და სხვა ხელშეკრულებათა დამტკიცება უცხო სახელმწიფოსთან;
ამნისტია;
ბიუჯეტის დამტკიცება;
საშინაო და საგარეო სესხის აღება;
კონსტიტუციითა და კონით მიკუთვნებული თანამდებობის პირთა არჩევა;
აღმასრულებელი ხელისუფლების საერთო კონტროლი.
48-51 მუხლები ეძღვნება პარლამენტის წევრთა იმუნიტეტსა და ინდემნიტეტს. პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ აზრისა და შეხედულებისათვის, რომელსაც გამოთქვამს თავისი მოვალეობის შესრულების დროს. მისი პიროვნება ხელშეუხებელია. იგი არ შეიძლება შეპყრობილ ან სამართალში მიცემულ იქნეს, ვიდრე პარლამენტის წევრად ითვლება, თუ თვით პარლამენტმა ამის ნება არ დართო. გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როდესაც მას დანაშაულის ჩადენაზე მიასწრებენ. ეს შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. შეპყრობილი ან სამართალში მიცემული პარლამენტის წევრი განთავისუფლებულ უნდა იქნეს, თუ პარლამენტი ამას მოითხოვს[93]; პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტების გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც დეპუტატს. მას ეს უფლება არ ეკარგება მაშინაც, როდესაც იგი დეპუტატად აღარ ითვლება[94]; პარლამენტის წევრებს მიეცემათ კანონით განსაზღვრული გასამრჯელო[95].
პარლამენტის სხდომა საჯაროა, მაგრამ პარლამენტს შეუძლია განსაკუთრებული დადგენილებით თავის სხდომა, ან ნაწილი სხდომისა ფარულად გამოაცხადოს[96]; სხდომაზე ყოველი საკითხი წყდება ხმის მარტივი უმრავლესობით, თუ რეგლამენტით ან კანონით სხვა წესი არ არის მიღებული[97]; თუ ოცდაათი ათასმა ამომრჩეველმა წერილობით მოითხოვა, პარლამენტი ვალდებულია ახლად მიღებული კანონი სარეფერენდუმოთ ხახლს წარუდგინოს[98].
თავი მეხუთე — აღმასრულებელი ხელისუფლება
მეხუთე თავი, რომელიც შედგება 10 მუხლისგან, ეძღვნება აღმასრულებელ ხელისუფლებას. უმაღლესი მართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის
რესპუბლიკის მთავრობას[99]. მას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს პარლამენტი ერთი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედი ზედ მხოლოდ ორჯერ[100]. მას ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს მის მოვალეობებს[101]. მთავრობის დანარჩენ წევრებს — მინისტრებს იწვევს მთავრობის თავმჯდომარე რესპუბლიკის იმ მოქალაქეთაგან, რომელთაც პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ[102]. მთავრობის წევრს არ შეუძლია იმავე დროს რაიმე სხვა თანამდებობა ეჭიროს ან რომელიმე პროფესიას მისდევდეს. მას შეუძლია იყოს მხოლოდ პარლამენტის წევრი და ადგილობრივი თვითმმართველობის ხმოსანი[103].
კონსტიტუციისა და კანონების არშრულებაზე თვალ-ყურის დევნება;
პარლამენტის წინაშე თავისი კანონპროექტის წარდგენა, ასევე დასკვნის წარდგენა იმ კანონპროექტის შესახებ, რომელიც პარლამენტის ან ხალხის ინიციატივით არის შემოსული;
რესპუბლიკის საგარეო ინტერესების დაცვა;
რესპუბლიკის გარეშე განსაცდელისგან უზრუნველყოფა და მისი დამოუკიდებლობის დაცვა;
სახელწმიფოს შიდა წესრიგისა და უშიშროების დაცვა. მოულოდნელ შემთხვევაში, თუ საჭიროებამ მოითხოვა, მთავრობას უფლება აქვს თავისი დადგენილებით გამოიყვანოს შეიარაღებული ძალა ვადით არაუმეტეს 21 დღისა. უკეთუ ეს მეტი ვადით დასჭირდა, მთავრობამ პარლამენტისგან უნდა მიიღოს ნებართვა;
განაგოს ფინანსები, მოჭრას ფული და ყოველწლიურად პარლამენტს წარუდგინოს პიუჯეტის შემოსავა-გასავლის სავარაუდო აღრიცხვა;
თავისი მოქმედებების ანგარიში ჩააბაროს პარლამენტის და წელიწადში ერთხელ მაინც მოხსენება წარუდგინოს საქართველოს შინაგანი და საგარეო მდგომარეობის შესახებ. აგრეთვე წარუდგინოს განსაკუთრებული მოხსენება, თუ პარლამენტმა მოითხოვა ეს;
კანონითა და პარლამენტის დავალებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
რესპუბლიკის დანარჩენ საქმეთა მართვა-გამგეობა განაწილებულია მთავრობის წევრთა შორის. თითოეული მათგანი დამოუკიდებლად და პარლამენტის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობით განაგებს მისთვის მინდობილ უწყებას და უნდა გადადგეს, როდესაც პარლამენტის პირდაპირი დადგენილებით დაჰკარგავს მის ნდობას. მინისტრს აქვს პარლამენტში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი დეპუტატად ირიცხება[106]. მთავრობის ყოველ წევრს უფლება აქვს პარლამენტისა და მისი კომისიის სხდომას დაესწროს. თუ მინისტრმა მოითხოვა, პარლამენტი და მისი კომისია ვალდებულია მოუსმინოს მას, ხოლო მინისტრი, თავის მხრივ, პარლამენტისა და კომისიის მოთხოვნით არის ვალდებული სხდომაზე გამოცხადდეს და ახსნა-განმარტება მისცეს მათ[107].
მთავრობის თავმჯდომარე პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე საერთო პოლიტიკისათვის, ვალდებულია დაემორჩილოს პარლამენტის დადგენილებას, აასრულოს იგი და ამის მიხედვით, თუ საჭიროა, შეცვალოს ცალკე მინისტრი ან გარდაქმნას მთელი კაბინეტი[106]. კონსტიტუციის დარღვევისათვის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები პასუხისმგებელი არიან სასამართლოს წინაშე. მათი პასუხისგებაში მიცემა
შეუძლია მხოლოდ პარლამენტს. მათი გასამართლება წარმოებს საერთო წესით[108].
თავი მეექვსე — სასამართლო
მეექვსე თავი ეხება სასამართლოებს და შედგება რვა მუხლისაგან.
საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე არსებობს ერთი უმაღლესი სასამართლო — სენატი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი. მისი მოვალეობაა კანონის დაცვისთვის თვალ-ყურის დევნება. იგი, ძირითადად, საკასაციო პუნქციას ასრულებდა[109]. სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა საწამოებლად არსებობს მუდმივი სასამართლოები[110].
სასამართლო დამოუკიდებელია და მხოლოდ კანონს ემორჩილება. მართლმსაჯულება წარმოებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით[111]. სასამართლოს არც ერთი განაჩენი არ შეიძლება გაუქმებულ, შეცვლილ ან შეჩერებულ იქნეს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ[112]. სასამართლოს სხდომა საჯაროა — მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს ზნეობისა და საზოგადო მშვიდობიანობის დაცვის ინტერესი, სხდომა შეიძლება დახურულ იქნეს თვით სასამართლოს დადგენილებით[113]. მძიმე სისხლის სამართლისა და, აგრეთვე, პოლიტიკური და ბეჭდვითი დანაშაულისათვის არსებობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი[114].
არ შეიძლება სასამართლოს წევრის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა მისი სურვილის წინააღმდეგ, სასამართლოს დადგენილების გარეშე. თანამდებობიდან მისი დროებით გადაყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი სასამართლოში ან გამოძიებაში არის მიცემული; სრულიად დათხოვნა კი შეიძლება სასამართლოს განაჩენის ძალით[115].
თავი მეშვიდე — სახელმწიფო ფინანსები
მეშვიდე თავი შედგება შვიდი მუხლისაგან და მასში მოცემულია ნორმები სახელწმიფო გადასახადებისა და ბიუჯეტის შესახებ.
არც ერთი სახელმწიფო გადასახადი არ შეიძლება დაწესებულ ან აკრეფილ იქნეს პარლამენტის წინასწარი თანხმობის გარეშე. ადგილობრივი თვითმმართველობის გადასახადთა დაწესების უფლებას ცალკე კანონი განსაზღვრავს[116]. კანონის ძალის გარეშე, სახელმწიფო გადასახადისაგან ვერავინ განთავისუფლდება[117].
სახელმწიფოს ყოველი შემოსავალ-გასავალი ბიუჯეტში უნდა იქნეს აღნიშნული. ბიუჯეტი ყოველ წელს უნდა წარედგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად[118]. თუ პარლამენტმა ბიუჯეტის დამტკიცება ვერ მოასწრო საანგარიშო წლის
დადგომამდე, მთავრობას, პარლამენტის ნებართვით, უფლება ეძლევა სახელმწიფო ხარჯები ახალი ბიუჯეტის დამტკიცებამდე წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით დაფაროს[119]. ხარჯის გადატანა ბიუჯეტის ერთი პარაგრაფიდან მეორეში არ შეიძლება პარლამენტის ნებადაურთველად[120].
თავი მერვე — სახელმწიფო კონტროლი
მერვე თავი ეძღვნება სახელმწიფო კონტროლს და შედგება სამი თავისგან. სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება[121]:
სახელმწიფო ბიუჯეტის სისწორით ასრულება;
სახელმწიფოს ყოველნაირი შემოსავალი და გასავალი;
მთავრობისა და სხვა და სხვა უწყების ხარჯთაღრიცხვა და ანგარიში;
ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსები, კანონის თანახმად.
სახელმწიფო კონტროლიორს ირჩევს პარლამენტი. იგი არ ითვლება მინისტრთა კაბინეტის წევრად, მაგრამ აღჭურვილია მინისტრის უფლებით და პასუხის მგებელია მხოლოდ პარლამენტის წინაშე. იგი ყოველწლიურად ანგარიშს უდგენს პარლამენტს[122].
თავი მეცხრე — სახელმწიფო თავდაცვა
მეცხრე თავი ეხება სახელმწიფო თავდაცვას და შედგება ოთხი მუხლისგან. ამ თავის მიხედვით, რესპუბლიკის ყოველი მოქალაქე ვალდებულია, კანონის თანახმად, პირადად მოიხადოს სამხედრო ბეგარა[123]; სამხედრო ძალთა დანიშნულება არის რესპუბლიკისა და მისი ტერიტორიის დაცვა[124]; სამხედრო ბეგარის მოსახდელად გასაწვევ ახალგაზრდათა რაოდენობას ყოველ წელს პარლამენტი ამტკიცებს[125].
თავი მეათე — ადგილობრივი თვითმმართველობა
მეათე თავში მოცემულია ნორმები ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. იგი შედგება ცხრა მუხლისაგან.
ადგილობრივი თვითმმათველობა არის ამავე დროს ადგილობრივი მართველობის ორგანო და განაგებს ადგილობრივ გამგეობის კულტურულ-განმანათლებელ და სამეურნეო საქმეებს თავის ტერიტორიის ფარგლებში[126]. მას უფლება აქვს გამოსცეს სავალდებულო დადგენილება კანონის თანახმად[127]. მისი დადგენილება და განკარგულება შეიძლება გაუქმებულ იქნეს მხოლოდ სასამართლოს წესით[128]. მთავრობის ცენტრალურ ორგანოებს უფლება აქვთ შეარჩიონ ადგილობრივი თვითმმართველობის დადგენილება და განკარგულება, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს. ამ შემთხვევაში ისინი ვალდებულნი არიან საქმე დაუყოვნებლივ სასამართლოს გადასცენ[129].
ადგილობრივი თვითმმართველობა ირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო წესით[130]. ადგილობრივი თვითმმართველობა მართვა-გამგეობის საქმეში ემორჩილება მთვარობის ცენტრალურ ორგანოებს[131].
თავი მეთერთმეტე — ავტონომიური მმართველობა
მეთერთმეტე თავი ეხება ავტონომიურ მმართველობას და ორი მუხლისგან შედგება. საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს — აფხაზეთს (სოხუმის
ოლქი), სამუსლიმანო საქართველოსა (ბათუმის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალის ოლქი) ენიჭებათ ადგილობრივ ავტონომიური მმართველობა[132].
თავი მეთორმეტე — სწავლა-განათლება და სკოლა
მეთორმეტე თავი ეძღვნება სწავლა-განათლებას და შედგება ოთხი მუხლისგან. ხელოვნება, მეცნიერება და მათი სწავლება თავისუფალია. სახელმწიფოს მოვალეობაა მფარველობა გაუწიოს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას[133]; დაწყებითი სწავლა საყოველთაო, უსასყიდლო და სავალდებულოა. საზოგადო სკოლების სისტემა ერთს ორგანულ მთლიანობას წარმოადგენს, სადაც დაწყებითი სკოლა საფუძველია საშუალო და უმაღლესი სკოლისა. სწავლა-განათლება ყველა საფეხურის სკოლებში საეროა[134]; სახელმწიფო მიზნად ისახავს: დაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ-დასახური და სასწავლო ნივთები უფასოდ მიეცეს. ამ მიზნის განსახორციელებლად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობანი თავის შემოსავლის ერთ ნაწილს გადადებენ ყოველწლიურად[135].
112-ე მუხლი ითვალისწინებს კერძო სკოლების არსებობასაც, თუმცა ისინი უნდა დაემორჩილნონ საერთო სასკოლო კანონს[136].
თავი მეცამეტე — სოციალ-ეკონომიკური უფლებანი
მეცამეტე თავში მოცემულია და გარანტირებულია ადამიანთა სოციალური და ეკონომიკური უფლებები. იგი შედგება თექვსმეტი მუხლისაგან.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსეული არსებობისათვის[137].
114-ე მუხლით აღიარებულია საკუთრების უფლება. ამ მუხლის მიხედვით, საკუთრების იძულებითი ჩამორთმევა ან კერძო ინიციატივის შეზღუდვა
შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოებრივი და კულტურული საჭიროებისათვის ცალკე კანონში განსაზღვრული წესით. პირს ჩამორთმეული ქონებს სანაცვლოდ, მიეცემა სათანადო ანაზღაურება, თუ კანონში სხვა რამ არ არის განსაზღვრული[138].
115-116 მუხლები ეხება მეურნეობას. რესპუბლიკას აქვს საკუთარი სამრეწველო მეურნეობა, რომლის გაფართოება და ერთი მთლიანი საზოგადოებრივი მეურნეობის შექმნა მისი მთავარი მიზანია; რესპუბლიკა ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოთა ასეთივე მეურნეობის გაფართოვებასა და გაძლიერებას[139]. წვრილი მწარმოებლის (სოფლის მეურნის, ხელოსანის, შინამრეწველის) შრომის ნაყოფის დაცვა კერძო პირთა ექსპლოატაციისაგან სახელმწიფოს განსაკუთრებული საზრუნავი საგანია. რესპუბლიკის განსაკუთრებული საზრუნავია აგრეთვე სოფლის მეურნეობის აყვავება. მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას საზოგადოების წინაშე[140].
შრომა რესპუბლიკის არსებობის საფუძველია და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკუთრებული მოვალეობაა[141]; ნორმალური სამუშაო დრო დაქირავებულთათვის არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. ამასთანავე კვირაში ერთხელ მუშა უნდა ისვენებდეს განუწყვეტლივ 42 საათს. გამონაკლისს სამუშაო დროის შესახებ განსაზღვრავს კანონი[142]; წარმოებაში 16 წლამე ყმაწვილის შრომა აკრძალულია. 16–18 წლის მოზარდთათვის სამუშაო დრო განისაზღვრება 6 საათით დღეში. მოზარდთა და საზოგადოდ ქალთათვის ღამით მუშაობა აკრძალულია[143].
უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით[144]; მოხუცებულობით, დაავადებით თუ სხვა მიზეზით შრომის უნარს მოკლებული მოქალაქე, რომლისთვისაც ზრუნვა კანონით ან ჩვეულებით დავალებული არ აქვს მემკვიდრეს, მზრუნველს, მწარმოებელს ან სხვა კერძო თუ საზოგადოებრივ დაწესებულებას, და რომელსაც არსებობის სახსარი არ მოეპოვება, მიიღებს დახმარებას სახელმწიფო ხაზინიდან დაზღვევით ან სხვა სახით. ასევე დაეხმარება ხაზინა მას, თუ მემკვიდრეს ან მზრუნველს შრომისუნარდაკარგულის რჩენა არ შეუძლია[145]; დაქირავებული მუშა, რომელიც მოხუცებულობით, დაშავებით ან სხვა მიზეზით დაკარგავს სავსებით ან ნაწილობრივ შრომის უნარს, მიიღებს დახმარებას დაზღვევის სახით თავის ხელფასის კვალობაზე[146].
რესპუბლიკის საზრუნავი საგანია განსაზღვროს მინიმუმი ხელფასი და წარმოებაში შრომის ნორმალური პირობები. ამისთვის არსდება შრომის ინსპექცია და სანიტარული ზედამხედველობა, რომელიც დამოკიდებული უნდა იყოს დამქირავებელთაგან[147]; განსაკუთრებული კანონი დაიცავს ქალთა შრომას წარმოებაში. აკრძალულია ქალის მუშაობა დედობისათვის მავნე წარმოებაში: მუშა ქალი მშობიარობის დროს არანაკლებ ორი თვისა თავისუფალია მუშაობისაგან ჯამაგირის მოუსპობლად. დამქირავებელს ევალება ჩვილ ბავშვთა მოსავლელად შესაფერ გარემოებაში ამყოფოს მუშა ქალები[148].
თავი მეთოთხმეტე — ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი
მეთოთხმეტე თავი განამტკიცებს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს და შედგება ცხრა თავისაგან.
არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობის თავისუფალი საციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარება,
განსაკუთრებით მისი დედაენით სწავლა, აღზრდა და ეროვნულ-კულტურულ საქმეთა შინაური მართვა-გამგეობა. ყველას აქვს უფლება წეროს, ბეჭდოს და ილაპარაკოს დედაენაზე[149]; ეროვნული უმცირესობის სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ბავშვის სალაპარაკო ენაზე[150].
ეროვნულ უმცირესობისაგან შემდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს (თემი, ერობა, ქალაქი) უფლება აქვთ შეერთდნენ და დააარსონ
ეროვნული კავშირი თავის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეების უკეთ მოსაწყობად და გასაძღოლად კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. ეროვნულ უმცირესობას, რომელსაც ასეთი თვითმართველობის ორგანოები არ მოეპოვება, შეუძლია ამის გარეშეც შეადგინოს ეროვნული კავშირი 130-ე მუხლში აღნიშნული უფლებითა და კომპეტენციით. ეროვნულ უმცირესობათა კულტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო და თვითმართველობათა ბიუჯეტიდან გადაიდება ფინანსიური საშუალებები მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად[151]; არ შეიძლება შეიზღუდოს ვინმეს პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლება ეროვნულ კავშირში მონაწილეობისას[152]; ყოველ ეროვნულ კავშირს შეუძლია აღძრას და დაიცვას სასამართლოს წინაშე ის საქმე, რომელიც ეხება კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებულ ეროვნული უმცირესობის უფლების დარღვევას[153].
ადგილობრივ მმართველობის ფარგლებში, სადაც ერთი რომელიმე ეროვნული უმცირეოსბა აღემატება მოქალაქეთა 20 %-ს, ამ ეროვნულ უმცირესობის მოთხოვნით, მსჯელობა და საქმის წარმოება, სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებაში, შემოღებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენასთან ერთად მის დედაენაზეც[154]; არაქართველ დეპუტატს, რომელმაც სახელმწიფო ენა საკმარისად არ იცის, შეუძლია პარლამენტში სიტყვა წარმოსთქვას დედაენაზე, რომლის სწორ თარგმანს წინასწარ წარუდგენს პარლამენტის პრეზიდიუმს[155].
თავი მეთხუთმეტე — სახელმწიფო მოხელენი
მეთხუთმეტე თავი ეხება სახელმწიფო მოხელეებს და შედგება ოთხი მუხლისაგან. ამ თავის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე შეიძლება მიღებულ იქნეს ყოველ თანამდებობაზე, თუ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნილებას[156]; მოხელე ან თანამდებობის პირი შეიძლება გადაყენებულ ან დისციპლინარული წესით დასჯილ იქნეს იმ დაწესებულების ან უფროსის განკარგულებით, ვის მიერაც იგი იყო მიღებული სამსახურში. სამსახურიდან სრულად დათხოვნის წესს განსაზღვრავს კანონი[157]; თითოეულ მოხელეს აქვს პენსიის მიღების უფლება. მოხელისა და მისი ოჯახის წევრთა მიერ პენსიის მიღების პირობას განსაზღვრავს კანონი[158]; თითოეული მოხელე პასუხისმგებელია სასამართლოს წინაშე საერთო წესისამებრ. მოქალაქეს უფლება აქვს პასუხისგებაში მისცეს ყოველი მოხელე საზოგადო წესით მისი დანაშაულისათვის და მოსთხოვოს სახელმწიფოს მოხელის უკანონო მოქმედებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება. ანაზღაურების წესი და პირობა განისაზღვრება კანონით[159].
თავი მეთექვსმეტე — სახელმწიფო და ეკლესია
მეთექვსმეტე თავი ეძღვნება სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობას და შედგება სამი მუხლისაგან. სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოკიდებულნი არიან[160]; არც ერთ სარწმუნოებას არ აქვს უპირატესობა[161]; ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია[162].
თავი მეჩვიდმეტე — კონსტიტუციის გადასინჯვა
მეჩვიდმეთე თავში მოცემული კონსიტუციის გადასინვჯვის პირობები და შედგება ხუთი თავისაგან.
ამ თავში გათვალისწინებულია კონსტიტუციის გადასინჯვის ორი საშუალება — ზოგადი და ნაწილობრივი. ზოგადი გადასინჯვა ახალი კონსტიტუციის მიღებას ნიშნავს, ხოლო ნაწილობრივი კი არსებულ ტექსტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას. კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის ინიციატივისუფლება აქვს პარლამენტის წევრთა ნახევრის არანაკლებსა და ორმოცდაათი ათას ამომრჩეველს[163]; კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის წინადადება პარლამენტის დღიურ წესრიგში განსახილველად დაისმება განსახილველად შეტანის დღიდან არაუადრეს ექვსი თვისა[164]; კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროექტი მიღებულ უნდა იქნეს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით. იგი ძალაში შედის მხოლოდ ხალხის უმრავლესობის მიერ დადასტურების შემდეგ[165]; საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მართვა-გამგეობას ფორმის გაუქმება არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადასინჯვის საგანი[166].
British orchestra based in London Royal Philharmonic OrchestraThe RPO at Cadogan Hall, its home since 2004Short nameRPOFounded1946LocationLondon, UKConcert hallCadogan HallRoyal Albert HallWebsitewww.rpo.co.uk The Royal Philharmonic Orchestra (RPO) is a British symphony orchestra based in London, that performs and produces primarily classic works. The RPO was established by Thomas Beecham in 1946. In its early days, the orchestra secured profitable recording contracts and important engagement...
Ця стаття не містить посилань на джерела. Ви можете допомогти поліпшити цю статтю, додавши посилання на надійні (авторитетні) джерела. Матеріал без джерел може бути піддано сумніву та вилучено. (березень 2022) Не плутати зі «Пенлай» — нафтовим родовищем. Пенлайспр. кит...
Untuk kegunaan lain, lihat Rhodopis (disambiguasi). Sepasang sandal kuno dari Mesir, terbuat dari serat sayuran Rhodopis (Yunani: Ῥοδῶπις Rhodôpis) adalah sebuah cerita kuno tentang gadis Yunani yang diperbudak dan menikahi raja Mesir. Cerita tersebut mula-mula dicatat oleh sejarawan Yunani Strabo pada akhir abad pertama SM atau awal abad pertama Masehi dan dianggap sebagai ragam terawal yang diketahui dari cerita Cinderella.[1] Lihat pula Rhodopis (hetaera) Cinderella Refer...
Cao Fang (ch. 曹芳, py. cáo fāng, wg. Ts'ao-Fang) (231-274) adalah salah seorang kaisar di kerajaan Wei (Cao Wei) pada Zaman Tiga Negara. Dia adalah keturunan keluarga Cao terakhir yang menjadi kaisar untuk kerajaan Wei sebelum diambil alih oleh keluarga Sima yang sebelumnya merupakan penasihat dan ahli strategi kerajaan Wei. Cao Fang merupakan anak angkat dari Cao Rui dan cucu angkat dari Cao Pi . Cao Rui sewaktu masa hampir kematiannya terlalu mempercayakan Sima Yi dan Cao Shuang untuk ...
Araña Ficha técnicaDirección Andrés WoodProducción Alejandra GarcíaGuion Guillermo Calderón Andrés WoodMúsica Antonio PintoFotografía M. I. Littin-MenzMontaje Andrea ChignoliProtagonistas Mercedes Morán María Valverde Marcelo Alonso Pedro Fontaine Felipe Armas Gabriel Urzúa Caio Blat María Gracia Omegna Mario Horton Ver todos los créditos (IMDb)Datos y cifrasPaís ChileArgentinaBrasilAño 2019Género Thriller políticoDuración 100 minutosIdioma(s) EspañolFicha en IMDbFicha en...
Series of events tied to two Miami television station sales Main article: Media in Miami Miami–Fort Lauderdale and West Palm Beach television network affiliate switches on January 1, 19891989 South Florida television affiliation switch at a glance Station Market Channel Affiliation(pre-1989) Affiliation(post-1989) WTVJ Miami–Fort Lauderdale 4 CBS NBC WCIX Miami–Fort Lauderdale 6 Fox CBS WSVN Miami–Fort Lauderdale 7 NBC Fox WPEC West Palm Beach 12 ABC CBS WPBF West Palm Beach 25 Not si...
Peta Teluk Dublik di Pulau Irlandia Teluk Dublin (bahasa Irlandia: Cuan Bhaile Átha Cliath, bahasa Inggris: Dublin Bay) adalah inlet berbentuk C dari Laut Irlandia di pantai timur Republik Irlandia. Teluk ini lebarnya sekitar 10 kilometer di sepanjang pangkalan utara-selatan, dan panjangnya 7 km ke puncaknya di pusat kota Dublin; membentang dari Howth Head di utara ke Dalkey Point di selatan. North Bull Island terletak di bagian barat laut teluk, di mana salah satu dari dua tepian pa...
1995 book by Carl Sagan The Demon-Haunted World: Science as a Candle in the Dark Cover of the first editionAuthorCarl SaganCountryUnited StatesLanguageEnglishSubjectsScientific skepticismSciencePhilosophyPublisherRandom HousePublication date1995/1997Media typePrint (hardcover and paperback)Pages457ISBN0-345-40946-9OCLC32855551Dewey Decimal001.9 20LC ClassQ175 .S215 1995Preceded byPale Blue Dot Followed byBillions and Billions The Demon-Haunted World: Science as ...
Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Februari 2023. nnnTangkapan layar dari nnnPengembangJarun[1]Rilis perdana13 April 2017; 6 tahun lalu (2017-04-13)[1]Rilis stabil4.4 / 23 November 2021; 2 tahun lalu (2021-11-23)[2] Repositorigithub.com/jarun/nnn Bahasa pemrogramanCS...
Begonia prismatocarpa Klasifikasi ilmiah Kerajaan: Plantae (tanpa takson): Angiospermae (tanpa takson): Eudicots Ordo: Cucurbitales Famili: Begoniaceae Genus: Begonia Spesies: Begonia prismatocarpa Nama binomial Begonia prismatocarpaHook. Begonia prismatocarpa adalah spesies tumbuhan yang tergolong ke dalam famili Begoniaceae. Spesies ini juga merupakan bagian dari ordo Cucurbitales. Spesies Begonia prismatocarpa sendiri merupakan bagian dari genus Begonia.[1] Nama ilmiah dari spesies...
Brisbane City Council ward Holland Park WardMPKrista AdamsPartyLiberal NationalNamesakeHolland ParkElectors23,740 (2016)DemographicInner-metropolitan The Holland Park Ward is a Brisbane City Council ward covering Holland Park, Holland Park West, Mt Gravatt, Mt Gravatt East and Tarragindi.[1] History Holland Park was the ward of Brisbane's only ever known Indigenous councillor, Robbie Williams. Williams, a Yugambeh man and Labor councillor, filled the vacancy caused by Kerry Rea's...
Resolución 2065 de la Asamblea General de las Naciones UnidasAsunto Cuestión de las Islas MalvinasFecha 16 de diciembre de 1965Sesión núm. 1398Texto en español A/RES/2065(XX)Votación A favor: 94En contra: 0Abstenciones: 14Ausentes: 9Resultado Aprobada [editar datos en Wikidata] La resolución 2065 de la Asamblea General de la ONU, aprobada el 16 de diciembre de 1965, reconoció la existencia de una disputa de soberanía entre el Reino Unido y la Argentina en torno a las Islas ...
1987 single by Baillie & the BoysOh HeartSingle by Baillie & the Boysfrom the album Baillie & the Boys B-sideWaitin' Out the StormReleasedJune 1987GenreCountryLength3:27LabelRCASongwriter(s)Kathie Baillie, Michael Bonagura, Don SchlitzProducer(s)Kyle Lehning, Paul DavisBaillie & the Boys singles chronology Oh Heart (1987) He's Letting Go (1987) Oh Heart is a debut song written by Kathie Baillie, Michael Bonagura and Don Schlitz, and recorded by American country music group Bai...
Recyclable materials left over from manufactured products after their use For the Canadian documentary film, see Scrap (film). Scrapping redirects here. Not to be confused with Scraping. Scrap metal redirects here. For other uses, see Scrap Metal (disambiguation). For the grade of tobacco, see List of tobacco products § Smokeless tobacco. This article's lead section may be too short to adequately summarize the key points. Please consider expanding the lead to provide an accessible overv...
This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: The Creepy Line – news · newspapers · books · scholar · JSTOR (November 2018) (Learn how and when to remove this template message) 2018 filmThe Creepy LineDirected byM.A TaylorWritten by Peter Schweizer M.A Taylor Produced by Peter Schweizer Eric Eggers William...
This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) The topic of this article may not meet Wikipedia's general notability guideline. Please help to demonstrate the notability of the topic by citing reliable secondary sources that are independent of the topic and provide significant coverage of it beyond a mere trivial mention. If notability cannot be shown, the article is likely to be merged,...
Manuel GuillénDatos personalesNacimiento Vicente López, provincia de Buenos Aires, Argentina6 de septiembre de 2001 (22 años)Nacionalidad(es) ArgentinaAltura 1,83 m (6′ 0″)[1]Carrera deportivaDeporte FútbolClub profesionalDebut deportivo 11 de septiembre de 2023(Godoy Cruz)Club Godoy CruzLiga Primera División de ArgentinaPosición LateralDorsal(es) 32Entrenador Daniel OldráTrayectoria River Plate (2022-act.) → Godoy Cruz (2023-act.) Nota: → indica que estuvo en condi...
Richard Porson Richard Porson (25 Desember 1759 – 25 September 1808) adalah seorang sarjana klasik Inggris. Ia adalah penemu Hukum Porson. Kehidupan awal Ia lahir di East Ruston, dekat North Walsham, Norfolk, sebagai putra sulung dari Huggin Person. Ibunya adalah putri seorang pembuat sepatu dari desa tetangga Bacton. Bacaan tambahan Luard, H. R., 'Porson', Cambridge Essays Contributed by Members of the University, London: J.W. Parker & Son (1857). Naiditch, P. G., The Lib...