საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი (1991)

1991 წლის 31 მარტის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ბიულეტენი

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი — საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე.

რეფერენდუმი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე. ამ დადგენილებით გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე და 1991 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე კითხვით „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“[1]

რეფერენდუმი ჩატარდა 1991 წლის 31 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,08 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. იმავე დღეს აშშ-ის სენატმა საგანგებო რეზოლუციით [2] ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.

შედეგები

გადაწყვეტილება ხმების რაოდენობა %
მომხრე 3 295 493 99,08
წინააღმდეგი 16 917 0,51
ბათილად ცნობილი ხმები 13 690 0,41
ჯამში 3 326 100 100
რეგისტრირებული ამომრჩევლები/აქტივობა 3 334 286 90,57
წყარო: https://www.sudd.ch/event.php?lang=en&id=ge011991

ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3,672,403

რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი – 3. 334. 286, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,79%;

კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი – 3. 326. 100; რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,57%-ს;

სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის „დიახ” მომხრეთა რიცხვი – 3. 295. 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 99,08%-ს;

სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, „არა” მომხრეთა რიცხვი – 16. 917, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,51%-ს.

ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა — 13. 690, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 41%-ს.

ცხინვალის რეგიონი

ქალაქ ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა, მაგრამ საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რიცხვში გათვალისწინებულ იქნა ამ რეგიონის ამომრჩეველთა რაოდენობა. ამომრჩეველთა რაოდენობად აღებულ იქნა 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებისათვის არსებული რაოდენობა: ყორნისის რაიონში – 6786, ჯავის რაიონში – 6526, ჯავის რაიონის 474 ამომრჩეველმა ხმა მისცა საჩხერეში და ყველამ დადებითად უპასუხა კითხვას, ამიტომ ზემოთ აღნიშნული რიცხვი 474-ით შემცირდა. ქ. ცხინვალში იმ დროისთვის აღწერილი იყო 26594 ამომრჩეველი. იმის გათვალისწინებით, რომ 1989 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ცხინვალში ქართველთა რაოდენობა მთელი მოსახლეობის 16,1% იყო, ხოლო ამჟამად დატოვეს ქალაქი და შეხიზნულები არიან სხვაგან, ქ. ცხინვალში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად აღებულ იქნა 22312.

ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა 7 სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 11376, გაიცა 10182 ბიულეტენი, რომელთაგან 2 ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 10180 ამომრჩეველმა. რეფერენდუმი არ ჩატარებულა 3 საკრებულოს — გერის, ძარის და ხეთაგუროვის ტერიტორიებზე. გარდა ამისა, ბიყარისა და ღრომის სასოფლო საკრებულოების ტერიტორიაზე. რომელიც ოსებითაა დასახლებული. რეფერენდუმი ჩაატარა ღრომის საბჭოთა მეურნეობის თანამშრომელთა საერთო კრების მიერ არჩეულმა საუბნო სარეფერენდუმო კომისიამ. მის მიერ წარმოდგენილი ოქმის თანახმად, ღრომის საკრებულოს 329 ამომრჩევლიდან დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 326 ამომრჩეველმა, უარყოფითი („არა“) — სამმა, ბიყარის საკრებულოს 283 ამომრჩევლიდან დადებითი პასუხი გასცა 281 ამომრჩეველმა, უარყოფითი – ორმა. მაგრამ იმის გამო, რომ ეს საუბნო სარეფერენდუმო კომისია კანონის მოთხოვნათა დაცვით არ იყო შექმნილი, ეს პასუხები საბოლოო შედეგებში არ იქნა გათვალისწინებული. საბოლოოდ, ამომრჩეველთა რაოდენობად რაიონში აღებული იქნა 15774 (1990 წლის ოქტომბრის მონაცემები), რეფკრენდუმისა და კენჭისყრის მონაწილეთა რაოდენობად კი — 10182.

ცენტრალური სარეფკრენდუმო კომისია იუწყება, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა ვერ მიიღო საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს ბევრმა მოქალაქემ, რომელთა ნაწილმა შეატყობინა კომისიას, რომ მხარს უჭერენ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი 1509 ამომრჩეველი ყორნისის რაიონის ერთ-ერთი საკრებულოს 440 ამომრჩეველი. რომლებმაც ვერ შეძლეს ყორნისის რაიონიდან გამოსვლა, სულ 1798 ამომრჩველი.

გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა მუხროვანის დასახლებაში №123/44 დაწესებულებაში თავისუფლებააღკვეთილმა სხვადასხვა ეროვნების 78 მოქალაქემ, რომელთაც არა აქვთ საარჩევნო უფლება და რომელთაც საკუთარი ინიციატივით ჩაატარეს ფარული კენჭისყრა თვითნაკეთი ბიულეტენებით.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა აზარბაიჯანში მცხოვრებმა 391 ინგილომ. ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვებმა 784 ქართველმა, 458 ნალჩიკელმა, 1174 მოსკოველმა, 466 ლენინგრადელმა, 51 პიროვნებამ სხვადასხვა ქალაქიდან. ქართველმა და არაქართველმა, რომლებმაც იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს მოქალაქის სტატუსის შემოღების შემდეგ მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობას.

საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩხერის ტერიტორიული საარჩევნო კომისია გაცნობებთ, რომ 1991 წლის 31 მარტის საჩხერის რაიონის სოფელ პერევისის საარჩევნო უბანში რეფერენდუმში ხმა მისცეს ჯავის რაიონის სოფელ ქარზმანიდან 235-მა, ტბეთიდან – 16-მა, ხოლო ხახიეთიდან, თედენეთიდან, სინაგურიდან. ჯავაბეთიდან 198-მა ამომრჩეველმა. აქედან ყველა ხმა დადებითი აღმოჩნდა.

აჭარის არ

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 224.788. რეფერენდუმსა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 96,64%-მა. სარეფერენდუმოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში – 97,67%-მა. უარყოფითად – 1,42%-მა.

აფხაზეთის ასსრ

აფხაზეთის ასსრ-ში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61,27%-მა; კენჭისყრაში – 61,23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97,73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას — 1,42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0, 87%-ს.

გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ამიტომ ვერც ამომრჩეველთა აღრიცხვა ჩატარდა. გუდაუთის რაიონის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად აღებულ იქნა 1990 წლის მარტის არჩევნებისათვის არსებული რაოდენობა – 36060. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა ახალსოფელში. შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიაში შეიყვანა გუდაუთის რაიონის ყველა ამომრჩეველი, ვინც კი რეფერენდუმში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. სიაში შეიყვანეს 2931 ამომრჩეველი, გაიცა 2931 ბიულეტენი, რომელთაგან 1 ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 2928 ამომრჩეველმა, უარყოფილი — ორმა.

ტყვარჩელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მაშინ გამოთქვა სურვილი რეფერენდუმის ჩატარებაზე, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის ყველა ვადა ამოწურული იყო. ამიტომ ტყვარჩელის ამომრჩევლებს უფლება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში ქ. ოჩამჩირის წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, სადაც მისული ამომრჩევლები შეიტანეს ცალკე სიაში და კენჭისყრისთვის გამოყენებული იყო ცალკე ყუთი. სიაში შეიყვანეს 1017 ამომრჩეველი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 1016-მა ამომრჩეველმა. უარყოფითი მხოლოდ ერთმა. ტყვარჩელის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად აღებული იქნა 1990 წლის მარტის არჩევნებისათვის არსებული რაოდენობა — 12975.

სოხუმში 57 საარჩევნო უბანში ყველაში კომისია დაკომპლექტდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებით. რეფერენდუმს ესწრებოდნენ უცხოეთიდან მოწვეული მეთვალყურეები. უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მთთვის ვინც რეფერენდუმის დღეს ვერ დაესწრო, მათ (1500-მდე ამომრჩეველმა) ხმა მისცეს ცალკე გახსნილ სამ საარჩევნო უბანში.

აფხაზეთში რეფერენდუმის მსვლელობა გაშუქდა გაზეთ „აფხაზეთის ხმაში“.

ვლადისლავ არძინბა თავის წიგნში „Моя жизнь“, რომელშიც გვერდს არ უვლის არცერთ მოვლენას და დეტალურად აღწერს მათ, 31 მარტის რეფერენდუმზე იფარგლება მხოლოდ ერთი წინადადებით: „რაც შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმს, რომელშიც აფხაზეთს მონაწილეობა არ მიუღია. 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა დამოუკიდებლობა“[3].

პოლიტიკური მნიშვნელობა

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“, ხოლო 29 სექტემბერს აფხაზეთში ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ის არჩევნები. კენჭისყრის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა დააკომპლექტა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობდნენ ისეთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ კომუნისტური პარტიისა და აფხაზეთის სახალხო ფრონტის ლიდერები — ვლადისლავ არძინბა, სერგეი ბაღაფში, სერგეი შამბა და სხვები, რომლებმაც პირველივე ტურში მოიპოვეს გამარჯვება. აღნიშნული პოლიტიკური ძალების (შემდგომში — სეპარატისული ლიდერების) მიერ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ერთეულის, კერძოდ კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობით მოხდა მათ მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების პირდაპირი აღიარება, რაც კიდევ ერთი დასტურია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დე იურობისა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“ 1991 წლის 5 აპრილი №67 გვ.1
  • გაზ. „აფხაზეთის ხმა“ 1991 წლის 2 აპრილი №57 გვ.1

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. საქართველოს ეროვნული არქივი. ფონდი 1165, აღწერა 8, საქმე 2934, გვ. 322-323
  2. S.Res.94 - A resolution commemorating the two-year anniversary of the Soviet crackdown in Tbilisi, Georgia, on April 9, 1989, and urging the Soviet Union to recognize the will of the Georgian people and the legitimacy of the March 31, 1991, referendum.
  3. Ардзинба В. «Моя жизнь» - Воспоминания, Сух., 2018. ст., 163

Read other articles:

ميناء تشينغداو   المكان البلد الصين  التفاصيل الإحصائيات تعديل مصدري - تعديل   ميناء تشينغداو (بالصينية: 青岛港) هو ميناء مدينة تشينغداو عاصمة مقاطعة شاندونغ، جمهورية الصين الشعبية. يقع على ضفاف خليج جياوزو في شبه جزيرة شاندونغ، على حافة البحر الأصفر، ويقابل عبر البحر

 

اضغط هنا للاطلاع على كيفية قراءة التصنيف ليلينستيرنوسالعصر: الثلاثي المتأخر، 228–201.3 مليون سنة قك ك أ س د ف بر ث ج ط ب ن   المرتبة التصنيفية جنس  التصنيف العلمي  مملكة عليا  حقيقيات النوى مملكة  حيوان عويلم  ثنائيات التناظر مملكة فرعية  ثانويات الفم شعبة...

 

Dalam hubungan mutualistik simbiosis, ikan badut memakan invertebrata kecil yang berpotensi menimbulkan kerusakan pada anemon laut, dan kotoran dari ikan badut memberi nutrisi pada anemon laut. Ikan badut juga dilindungi dari predator oleh sel penyengat anemon, di mana ikan badut sendiri kebal terhadap penyengat tersebut. Ikan badut juga mengeluarkan suara bernada tinggi yang menghalangi ikan kupu-kupu, yang jika tidak diusir bisa memakan anemon tersebut.[1] Simbiosis (dari bahasa Yun...

بيثيل هايتس   الإحداثيات 36°13′22″N 94°07′40″W / 36.222777777778°N 94.127777777778°W / 36.222777777778; -94.127777777778  تقسيم إداري  البلد الولايات المتحدة[1]  التقسيم الأعلى مقاطعة بينتون، أركنسو  خصائص جغرافية  المساحة 6.153785 كيلومتر مربع6.188639 كيلومتر مربع (1 أبريل 2010)  ارتفا

 

هذه المقالة تحتاج للمزيد من الوصلات للمقالات الأخرى للمساعدة في ترابط مقالات الموسوعة. فضلًا ساعد في تحسين هذه المقالة بإضافة وصلات إلى المقالات المتعلقة بها الموجودة في النص الحالي. (نوفمبر 2022) Piano di Sorrento Beach of Piano di Sorrento شعار Piano di Sorrentoشعار Piano di Sorrentoشعار   الإحداثيات 40°38...

 

هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (فبراير 2017) جاك موليناس معلومات شخصية الميلاد 31 أكتوبر 1931(1931-10-31)نيويورك الوفاة أغسطس 3, 1975 (عن عمر ناهز 43 عاماً)هوليوود الطول 6 قدم 6 بوصة (2.0 م) مركز اللعب لاعب هج

Street in Manhattan, New York Worth Street 125 Worth Street Worth Street is a two-way street running roughly northwest-southeast in Manhattan, New York City. It runs from Hudson Street, TriBeCa, in the west to Chatham Square in Chinatown in the east. Past Chatham Square, the roadway continues as Oliver Street, a north-south street running one-way northbound. Between West Broadway and Church Street, Worth Street is also known as Justice John M. Harlan Way in honor of the Supreme Court justice ...

 

Fall of TlemcenDateJanuary – May 1518LocationTlemcen, AlgeriaResult Hispano-Zayyanid victory Restoration of Abu Hammou to the throne of the Kingdom of Tlemcen.Territorialchanges Tlemcen is recaptured by the Zayyanid Kingdom of TlemcenBelligerents Sultante of Algiers Kingdom of Spain Kingdom of TlemcenCommanders and leaders Oruç Reis † Don Martin d'Argote Abu HammouStrength 6,500 soldiers 10,000 soldiers vteOttoman–Habsburg warsHungary and the Balkans Mohács (1526) Hungar...

 

Louisa Adams Louisa Catherine Johnson Adams (* 12. Februar 1775 in London, England; † 15. Mai 1852 in Washington, D.C.) war die Ehefrau des sechsten US-Präsidenten John Quincy Adams und von 1825 bis 1829 First Lady der Vereinigten Staaten. Sie ist neben Melania Trump die einzige First Lady, die nicht in den Vereinigten Staaten geboren wurde.[1] Inhaltsverzeichnis 1 Herkunft 2 Leben 3 Literatur 4 Weblinks 5 Einzelnachweise Herkunft Louisa wurde als Tochter der Engländerin Catherine...

مدينة خيالية قد تشير إلى البلدة أو المدينة أو القرية التي تصنع للقصص الخيالية، ولا توجد في الحياة الحقيقية، أو يشير إلى الأرض التي يعتقد الناس وجودها دون دليل قاطع، مثل مدينة أفلاطون أطلانطس الذي يعتقد البعض أنها كانت الخيال في حين يعتقد البعض الآخر أنها موجودة.[1][2 ...

 

46e cérémonie des Tony Awards Tony Awards Organisé par l'American Theatre Wing Détails Date 31 mai 1992 Lieu Gershwin Theatre, New York États-Unis Présentateur Glenn Close Diffusé sur CBS Site web http://www.tonyawards.com Chronologie 45e cérémonie des Tony Awards 47e cérémonie des Tony Awards modifier  La 46e cérémonie des Tony Awards a eu lieu le 31 mai 1992 au Gershwin Theatre de Broadway et fut retransmise sur CBS. La cérémonie récompensait les pro...

 

Battle during the 2003 U.S. invasion of Iraq This article is about the 2003 battle. For the World War I battle, see Battle of Nasiriyah (1915). Battle of NasiriyahPart of the 2003 invasion of IraqA USMC Assault Amphibious Vehicle destroyed at Nasiriyah, Iraq, in a maintenance area. 11 April 2003.Date23 March – 2 April 2003LocationNasiriyah, IraqResult United States victoryBelligerents  United States United Kingdom  IraqCommanders and leaders Richard Natonski Jim Dutton Ali Ha...

Gibraltarian politician The HonourableFabian PicardoKC MPPicardo in 2017Chief Minister of GibraltarIncumbentAssumed office 9 December 2011MonarchsElizabeth IICharles IIIGovernor Sir Adrian Johns Sir James Dutton Edward Davis Sir David Steel Preceded bySir Peter CaruanaLeader of the OppositionIn office20 April 2011 – 9 December 2011MonarchElizabeth IIGovernorSir Adrian JohnsPreceded bySir Joe BossanoSucceeded bySir Peter Caruana Personal detailsBorn (1972-02-18) 18 February 1972...

 

Indian historian (1892–1975) Kallidaikurichi Aiyah Nilakanta SastriBorn(1892-08-12)12 August 1892Kallidaikurichi, British IndiaDied15 June 1975(1975-06-15) (aged 82)Madras, IndiaAlma materMadras Christian CollegeOccupation(s)Historian, Academician, professor, authorSpouseLakshmi NarasammalAwardsPadma Bhushan (1957) Kallidaikurichi Aiyah Nilakanta Sastri (12 August 1892 – 15 June 1975) was an Indian historian who wrote on South Indian history. Many of his books form the standard ...

 

HD 209458 bPerbandingan ukuran HD 209458 b dengan JupiterPenemuanDitemukan olehD. CharbonneauT. BrownDavid LathamM. MayorG.W. HenryG. Marcy Kerry O'Connor R.P. ButlerS.S. VogtSitus penemuanObservatorium Ketinggian TinggiObservatorium JenewaTanggal penemuan9 September 1999Metode deteksiKecepatan radialCiri-ciri orbitSumbu semimayor004.747 AU (7,101×1011 km)Eksentrisitas0,014±0,009[1]Periode orbit3,52474541 ± 0,00000025 h84,5938898 jInklinasi86,1 ± 0,1Waktu ...

Kepulauan Tambelan adalah sekumpulan pulau di lepas pantai barat Kalimantan Barat, Indonesia, di utara khatulistiwa, terpisah tetapi kadang dianggap sebagai bagian dari Kepulauan Natuna, Provinsi Kepulauan Riau. Kepulauan ini terdiri dari kepulauan-kepulauan yang lain, yaitu Kepulauan Badas. Pulau-pulau besar meliputi Pulau Tambelan Besar, Pulau Mendarik, Pulau Uwi, Pulau Benua, dan Pulau Pejantan. Lihat pula Daftar pulau di Provinsi Kepulauan Riau Artikel bertopik geografi atau tempat Indone...

 

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Central Washington State Fair – news · newspapers · books · scholar · JSTOR (September 2019) (Learn how and when to remove this template message) Central Washington State FairGenreState fairLocation(s)Yakima, WashingtonYears active1892–1916, 1919–1923, 1925...

 

1996 fantasy novel by Sara Douglass Enchanter Enchanter first edition cover.AuthorSara DouglassCover artistRob KielyCountryAustraliaLanguageEnglishSeriesThe Axis TrilogyGenreFantasyPublisherVoyagerPublication date28 February 1996Media typePrint (Paperback)Pages672 (first edition)ISBN978-0-7322-5129-1Preceded byBattleaxe Followed byStarMan  Enchanter is a 1996 fantasy novel by Australian writer Sara Douglass. It follows the first book in the series, Battleaxe, wit...

Map of Bhutan Thimphu This is a list of cities and towns in Bhutan. List Chhukha Daga Damphu Gasa Gelephu Ha Jakar Lhuntshi Mongar Paro Pemagatsel Phuntsholing Punakha Samtse Samdrup Jongkhar Thimphu Trashigang Tongsa Wangdue Phodrang Zhemgang 10 largest cities Rank City Population (2017) District 1. Thimphu 114,551 Thimphu 2. Phuntsholing 27,658 Chukha 3. Paro 11,448 Paro 4. Gelephu 9,858 Sarpang 5. Samdrup Jongkhar 9,325 Samdrup Jongkhar 6. Wangdue Phodrang 8,954 Wangdue Phodrang 7. Punakha...

 

Mass Rapid Transit train depot in Bishan, Singapore Bishan DepotOverview of the depot as viewed from the mainline tracks, October 2020LocationLocation300 Bishan Road, Singapore 579828Coordinates1°21′19.03″N 103°51′14.43″E / 1.3552861°N 103.8540083°E / 1.3552861; 103.8540083CharacteristicsOwnerLand Transport AuthorityOperatorSMRT Trains Ltd (SMRT Corporation)TypeAt-GradeRoadsAng Mo Kio Ave 1, Bishan RoadRolling stockKawasaki Heavy Industries C151Siemens C651...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!