სანტანა (პორტ. Santana) — ქალაქი სახელმწიფო სან-ტომე და პრინსიპის კანტაგალუს ოლქში. მდებარეობს კუნძულ სან-ტომეს აღმოსავლეთ სანაპიროზე. მოსახლეობა 2012 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 10 290 ადამიანს.[1]. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით იგი ქვეყნის მესამე ქალაქია სან-ტომეს და ტრინდადის შემდეგ. ქალაქი კანტაგალუს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია.