სან-სებასტიანი (ინგლ. San Sebastian) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი პუერტო-რიკოში. მდებარეობს კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, ისაბელას, კებრადილიასისა და კამუის სამხრეთით, ლას-მარიასის ჩრდილოეთით, მოკისა და ანიასკოს აღმოსავლეთით და ლარესის დასავლეთით. მოიცავს 24 ბარიოსა და სან-სებასტიან-პუებლოს (ქალაქის საქმიანი ნაწილი და ადმინისტრაციული ცენტრი). შედის აგვადილია-ისაბელა-სან-სებასტიანის მეტროპოლიტენური ტერიტორიის შემადგენლობაში.