სან-სალვადორ-დე-ხუხუი — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ არგენტინაში, ხუხუის პროვინციის დედაქალაქი, პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური ცენტრი. 2001 წელს მოსახლეობა შეადგენდა 237 751 ადამიანს.
ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 1238 მეტრზე, ანდების სიახლოვეს.
დააარსეს ესპანელმა კონკისტადორებმა 1565-1592 წლებში, როგორც სტრატეგიული ადგილი ქალაქ სან-მიგელ-დე-ტუკუმანსა და ვერცხლის საბადოებით მდიდარ ბოლივიის ქალაქ პოტოსს შორის.
რესურსები ინტერნეტში