პოსადასი — ქალაქი არგენტინაში, მისიონესის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს პროვინციის ჩრდილოეთში, მდინარე პარანას მარცხენა სანაპიროზე, პარაგვაის ქალაქ ენკარნასიონის მოპირდაპირე მხარეს. მოსახლეობა შეადგენს 255,052 ადამიანს (2001).
პოსადასი პროვინციის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. მრეწველობსი მნიშვნელოვანი დარგებია ავეჯის, თამბაქოს, საფეიქრო და კვების მრეწველობა. ასევე ვაჭრობა და მომსახურების სფერო.
რესურსები ინტერნეტში